Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სოფიო ჩერქეზიშვილის  გამოფენა – და მერე მან თქვა ალბათ

8 ივნისი 2024 10:00 - 14 ივლისი 2024 18:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის  გამოფენას –  და მერე მან თქვა ალბათ.

ამ ისტორიას ვუძღვნი  ხეებს, რომლებიც ვიცი, რომ დაფრინავენ,  ხიდებსა და ლაბირინთებს, რომლებსაც ვიცი, რომ ავაშენებ, ზღაპრებს, რომლებსაც ვიცი, რომ დავიჯერებ  და ზარებს, რომლებსაც ვიცი, რომ ალბათ გავიგონებ, – ასე განმარტავს მხატვარი  გამოფენის  ძირითად ჩანაფიქრსა და კონსტრუქციულ პრინციპს. 28 ფერწერული ნამუშევრის გარდა,  გამოფენის შემადგენელი ნაწილია ინსტალაცია –  ხეებმა იციან გვერდში დგომა.

სოფიო ჩერქეზიშვილი დაიბადა 1971 წელს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ  ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1994 წელს კი  – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სოფიო ჩერქეზიშვილი პირველია ხელოვანთა იმ ნაკადში, ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სასწავლებლად დასავლეთში გაემგზავრა. ოთხი  წელი (1994-1998) სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ხელოვნების სფეროში აქტიური მუშაობა.  ასწავლიდა  იაკობ  ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა (1999-2006) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (2010-2018)  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2006 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების პროფესორია.

2000 წლიდან სოფიო ჩერქეზიშვილი აქტიურად მონაწილეობს  სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა თუ  პროექტში. ძირითადად კი, ის მუშაობს საკუთარ პროექტებზე, რომლებსაც გამორჩეული და ცნობადი სტილი აქვს. მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია: რატომ ამოდის ჩემს თავზე ბალახი; ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი ცხოვრება;  კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე;  თუ დაგჭირდება,  გემებიც ჩერდებიან.  ამ სერიებში მხატვარი   იკვლევს თავის გამოგონილ, სხვა მეს. ქმნის მისეულ ესთეტიკურ ფორმებს, მესიჯებს, მისი სურათ- ხატებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.
სოფიო ჩერქეზიშვილმა  გაიაზრა მხატვრის  თავისუფალი ნება როგორც მეტაფიზიკური სულიერი ფენომენი. ის ყოველჯერზე უბრუნდება  გარკვეული სახით  უკვე აღქმულსა თუ  განცდილს, რათა მოახდინოს  მასზე ყურადღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, აქციოს ის  რეფლექსიის ობიექტად.

დამთვალიერებელს გამოფენის  ხილვა შეუძლია  8 ივნისიდან 14 ივლისის  ჩათვლით.

გამოფენის გახსნა 15 ივნისს,   18:00 საათზე

Details

Start:
8 ივნისი 2024 10:00
End:
14 ივლისი 2024 18:00

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.