Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

სამშობლოს მიღმა

6 სექტემბერი 10:00 - 3 ნოემბერი 18:00

 

6 სექტემბრიდან, 3 ნოემბრის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ემიგრანტი ხელოვანების – ფელიქს ვარლამიშვილის, ვერა ფაღავას, ვანო ენუქიძისა და მიხეილ ბილანიშვილის ერთობლივ გამოფენას – სამშობლოს მიღმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან წასული ოთხი მხატვრის შემოქმედება. ისინი ემიგრაციაში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, როგორც ფრანგი ხელოვანები. არცერთი მათგანი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პარიზში. დასავლური კულტურა იმ დროისთვის ძიების პროცესში იყო, რაც მათ შემოქმედებაზეც აისახა, თუმცა ერთ მხატვრულ სივრცეში ჩამოყალიბებული ოთხი ხელოვანის შემოქმედება მკვეთრად განსხავდება ერთმანეთისგან.
ნამუშევრები თავმოყრილია ქართული და ევროპული კერძო კოლექციებიდან.

Details

Start:
6 სექტემბერი 10:00
End:
3 ნოემბერი 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.