Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნინო ლორთქიფანიძე – რეტროსპექტივა

15 აგვისტო 2024 18:00 - 29 აგვისტო 2024 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სიურეალისტი მხატვრის ნინო ლორთქიფანიძის (1941-2020) მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც მხატვრის სამშობლოში პირველად იმართება.

ნინო ლორთქიფანიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა (1964).  მისი პედაგოგები იყვნენ: არქიტექტორები – არჩილ ქურდიანი, ივანე ჩხენკელი, ტონი კალანდარიშვილი; მხატვრები – სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, ვასილ შუხაევი. მან სწავლა გააგრძელა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1969), შემდეგ კი -ჰელსინკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, სადაც ფინელი სიურეალისტი მხატვრის იუჰანი ლინოვაარას მოწაფე იყო. 1972-1976 მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ – გიპროთეატრში. 1980-90 წლებში სტროგანოვის ხელოვნებისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტის (მოსკოვი) აკადემიური ფერწერის პედაგოგი და პროფესორი იყო.

ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში საგრძნობია არქიტექტორის სივრცული აზროვნება. მის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებური აღქმა, გეომეტრიული კანონების რღვევა; უჩვეულო რაკურსები, სარკისებური  სიბრტყეები. მის ნაწარმოებებში პრევალირებს პეიზაჟი, ნატიუმორტი, კომპოზიციები, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალური ფორმის აღქმას და გადმოსცემს შინაგანი  სამყაროს  განცდებსა და  ირაციონალურ განწყობას.

მხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, რუსეთი, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი, ლონ­­­დონი, ჩეხეთი, შვეიცარია, ავსტრია, თურქე­­თი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს (შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი) და სხვადასხვა ქვეყნების გალერეებსა და მუზეუმებში, კერძო კოლექციებში.

გამოფენის გახსნა 15 აგვისტო, 18:00 საათზე.

Details

Start:
15 აგვისტო 2024 18:00
End:
29 აგვისტო 2024 18:00

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.