Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მიშა იაშვილი 70

3 სექტემბერი 2024 10:00 - 15 სექტემბერი 2024 18:00

 

2024 წლის 3 სექტემბრიდან, 15 სექტემბრამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ მიხეილ იაშვილის სოლო გამოფენას –  მიშა იაშვილი 70 

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების არტ სცენაზე ჩნდება მხატვართა თაობა, რომელიც ქართულ ხელოვნებაში ფორმითა თუ შინაარსით სრულიად ახალ ეტაპს ამკვიდრებს. მივიწყებული ისტორიული თუ რელიგიური თემები, მხატვრულ ფორმათა სრულიად ახლებური ინტერპრეტაციები, ინტენსიური, ინდივიდუალური  შემოქმედებითი ძიებები – ასეთია  ამ პერიოდის ქართული მხატვრობის მახასიათებლები.

 მიხეილ (მიშა) იაშვილი (1954-2012) თავისი თაობის გამორჩეულად ქარიზმატული ხელოვანია. იგი 1979 წელს  ამთავრებს სამხატვრო აკადემიას;  1981-1983  წლებში  უჩა ჯაფარაძის შემოქმედებით სახელოსნოში ირიცხება;  1989-1999 წლებში  საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელია;  90-იან წლებში – მხატვართა კლუბ ფიროსმანის პრეზიდენტი,   2009-2012  წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი.

 მიხეილ  იაშვილის ბიოგრაფია დატვირთული და მრავალფეროვანია. იგი არამარტო  პროდუქტიული შემოქმედი, არამედ  საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით უამრავი პროექტისა და გამოფენის ორგანიზატორია.  ნამდვილ დღესასწაულებად ახსოვთ მის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და  მიუვალ სოფელში,  ძველი თბილისის ეზოებში დაგეგმილი თუ სპონტანურად შემდგარი არტ პროცესები. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, მიშა იყო საოცარი ენთუზიასტი,  გამორჩეულად მიზანდასახული და ქმედითი რაიმე იდეის განხორციელებისთვის და ამასთანავე გამოუსწორებელი რომანტიკოსიც….

 მრავალფეროვანია მისი მხატვრული შემოქმედებაც: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟები, განსხვავებული სტილები, ექსპერიმენტები… ყველაფერი მხატვრის განუმეორებელ სამყაროს ასახავს და ყველგან უცნაურად მომნუსხველი მუხტია.

მიხეილ იაშვილმა მონაწილეობა მიიღო 160 – მდე  რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაში. მისი ნამუშევრების ექსპოზიციები მოეწყო გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, იტალიაში, იაპონიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, მალტაზე, საფრანგეთსა და ეგვიპტეში. მათ შორის იყო 16 პერსონალური გამოფენა.

Details

Start:
3 სექტემბერი 2024 10:00
End:
15 სექტემბერი 2024 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.