Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

იური ბერიშვილი: იმპერატორის ბაღი

5 ოქტომბერი 2024 18:00 - 3 ნოემბერი 2024 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს იური ბერიშვილის გამოფენას „იმპერატორის ბაღი“.

„მხატვრობა მოგზაურობაა, მოგზაურობა შიშველი ფეხებით უმიზეზო ლანდშაფტებსა და უდროობაში… უდროობა კი – აბსტრაქციაა“.

იური ბერიშვილი

იური ბერიშვილი ქართული ვიზუალური ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი მოქმედი ფიგურაა და მისი მხატვრული გზავნილები მდიდარ მასალას წარმოადგენს როგორც ქართული მხატვრობის განვითარების გზაზე, ისე ზოგადად გამოსახულების შესაძლებლობების, მისი საზღვრების ძიებისა და ახალი ინტერპრეტაციებისთვის.

მის ნამუშევრებში მოუხელთებელია ის ზღვარი, სადაც ფიგურატიული მეტყველება გადადის აბსტრაქტულში და პირიქით. შესაძლოა, ზუსტად ამ გარდამავალ ნიუანსებში ვლინდება მისი, როგორც მხატვრის ხედვის განსაკუთრებულობა, როცა ის ფორმას თავისებურად განაზოგადებს, ან მის სქემატიზაციამდე მიდის.

იური ბერიშვილმა  1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. და მას მერე მხატვარს  არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: საქართველოში, ბელგიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, რუსეთში, ინგლისში,  გერმანიაში,  ამერიკის შეერთებულ შტატებში

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში თბილისში, მსოფლიო ბანკის კოლექციაში ვაშინგტონში, ნენსი და ნორტონ დოჯების კოლექციაში ზიმერლის მუზეუმში (აშშ), კოლოძეის არტ ფონდში ნიუ ჯერსიში (აშშ), კერძო გალერეებსა და კოლექციებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

 

გამოფენა 5 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Details

Start:
5 ოქტომბერი 2024 18:00
End:
3 ნოემბერი 2024 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.