
- This event has passed.
დავით აბესაძის რეტროსპექტული გამოფენა
20 სექტემბერი 2024 18:00 - 29 სექტემბერი 2024 18:00

20 სექტემბრიდან, 29 სექტემბრამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დავით აბესაძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს.
დავით აბესაძე (დაბ. 1966) ე. წ. 90-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია.
იგი საინტერესო და შთამბეჭდავი ხელოვანია, რომლის ხელწერა ექსპრესიულობითა და სამყაროს მისეული, გამორჩეული ხედვით ხასიათდება. როგორც ჩანს, ფერმწერის ცხოვრებაც მისი შემოქმედებისთვის საინტერესო გარემოს ქმნის – დაბადებიდან სმენადაქვეითებულ მხატვარზე ოჯახი ზრუნავდა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი იგი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და სახელოვნებო ცხოვრებაში მისი მონაწილეობა მინიმუმამდეა შემცირებული.
დავით აბესაძის პერსონალური, რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება.