
- This event has passed.
ბავშვები ქართულ მხატვრობაში
28 მაისი 2024 10:00 - 23 დეკემბერი 2024 18:00

2024 წლის 28 მაისიდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპიმძლებს გამოფენას – ბავშვები ქართულ მხატვრობაში.
სახვით ხელოვნებაში ბავშვებისა და ბავშვობის უნიკალური ფენომენის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ევოლუციური განვითარების წარმოჩენა არის ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ ინიცირებული ამ გამოფენის კონცეფცია.
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული დაგრაფიკული ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა.
საკაცობრიო სახვითი ხელოვნების კვალად საქართველოში მოღვაწე ქართველმა და არაქართველმა მხატვრებმაც ბავშვთა სახეების გამორჩეული გალერეა შექმნეს. მათი ნახატების უმრავლესობა ეროვნული კულტურის უმაღლესი სამუზეუმო ფასეულობაა, თუმცა მას საზოგადოება დღეს პირველად იხილავს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმის, რომ ბავშვი ყოველთვის სამყაროს მარადიულობის სიმბოლოა და უფროსი თაობის უპირველესი მოვალეობაა, მისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას.
გამოფენის კურატორი: ირინე აბესაძე
გამოფენის ორგანიზატორია ბავშვთა საერთაშორისო ფონდი.