Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბავშვები ქართულ მხატვრობაში

2 ივნისი 18:00 - 5 ივლისი 18:00

 

 

გამოფენის ბავშვები ქართულ მხატვრობაში კონცეფცია ეფუძნება ბავშვის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების, მხატვრულ გააზრებას. ექსპოზიცია გვიჩვენებს, თუ როგორ აისახება ბავშვის თემა ქართულ მხატვრობაში სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამასთანავე, საგამოფენო თხრობა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს ქართული სახვითი ხელოვნების სტილისტურ ევოლუციას XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე.

პროექტი აერთიანებს ქართული ხელოვნების საეტაპო ავტორების ნამუშევრებს. მათ შორის არიან ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებლები — ალ. ბერიძე, ალ. მრევლიშვილი, გ. გაბაშვილი, მ. თოიძე; მოდერნიზმის წარმომადგენლები — ნ. ფიროსმანაშვილი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ვ. სიდამონ-ერისთავი, შ. ქიქოძე, ფ. ვარლამიშვილი; აგრეთვე მხატვრები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიური შეზღუდვების პირობებშიც შეძლეს ინდივიდუალური სახვითი ენის შენარჩუნება და მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებების შექმნა — ს. ქობულაძე, თ. აბაკელია, დ. ერისთავი, თ. მირზაშვილი, მ. აბრამიშვილი და სხვები. გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებიც, რომლებშიც ბავშვის თემასთან დაკავშირებული ჩვენი დროის აქტუალური საკითხები აისახება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების  სახელმწიფო მუზეუმისა და  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე ფონდ ათინათის კოლექციებში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ხორციელდება. იგი ერთგვარი შეხსენებაა, რომ საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვებისთვის უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური გარემოს შექმნა — გარემოსი, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების, შემოქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

 

Details

Start:
2 ივნისი 18:00
End:
5 ივლისი 18:00
Event Category:

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.