Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლევ ბაიახჩევის გამოფენა . საქართველოს ეროვნული გალერეა

13 ნოემბერი 18:00 - 14 დეკემბერი 18:00

გამოფენა სხვადასხვა დროს ლევ ბაიახჩევი მიერ შექმნილ პორტრეტებს, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს აერთიანებს. მის პეიზაჟებში ჰაერი თითქოს სუნთქვას იკრავს, პორტრეტები შინაგანი სიმშვიდითაა მოცული, ნატურმორტებში არა საგნებს, არამედ მათში გამომწყვდეულ ემოციას შევიგრძნობთ.

ლევ ბაიახჩევი მხატვართა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც იდეოლოგიური პრესის და სოცრეალიზის მიერ დადგენილი მკაცრი წესების მიუხედავად, წარმატებით წყვეტდა საკუთარ მხატვრულ ამოცანებს. მისი გამომსახველობითი ენა, ხშირად, ევროპულ მხატვრულ მიდგომებს ეხმაურება.

ლევ ბაიახჩევი დაიბადა 1930 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ინჟინერ-მშენებლის ოჯახში
1953-1959 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი ხელოვანები სერგო ქობულაძე, ვასილი შუხაევი, აპოლონ ქუთათელაძე და კორნელი სანაძე.
1950-იანი წლებიდან ბაიახჩევი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ჯგუფურ სახელოვნებო პროექტებში და მართავდა პერსონალურ გამოფენებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ გალერეასა და მხატვრის სახლში. ლევ ბაიახჩევი 1992 წელს, თბილისში გარდაიცვალა.

ბაიახჩევის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, თელავის, სიღნაღის და ბათუმის მუზეუმებში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში: Zimmerli Art Museum-ში (აშშ).
მხატვრის ნამუშევრები ამდიდრებს კერძო კოლექციებს საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, უკრაინაში, არგენტინაში, აშშ-ში, ისრაელში, გერმანიაში, შვეიცარიაში, სომხეთსა და რუსეთში.

Details

Start:
13 ნოემბერი 18:00
End:
14 დეკემბერი 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.