Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

CORPUS MARINA: სხეული, ჯვარცმა, მსხვერპლშეწირვა

20 ივნისი 18:00 - 3 აგვისტო 18:00

მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში.

20 ივნისს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა CORPUS MARINA – მარინა ივანიშვილის შემოქმედების კონცეპტუალურად აგებული პანორამა, სადაც მისი ქანდაკებები და ნახატები სამი თემის – სხეულის, ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირვის პრიზმაში იქნება წარმოდგენილი.

სიტყვა COPRUS ლათინურად სხეულსაც ნიშნავს და ნამუშევართა კრებულსაც. ტორსი, როგორც სხეულის ფრაგმენტი, მარინა ივანიშვილის შემოქმედების მთავარი მოტივია. მისი  სოლო გამოფენა, შესაბამისად,   შიშველი სხეულების ექსპოზიციაა და  შემოქმედის ნამუშევართა  „კრებულიც“.

ექსპოზიციის სტრუქტურა

სხეული – მარინა ივანიშვილის ტორსები

ჯვარცმა – ქრისტეს ტორსი და შიშველი ფიგურები

მსხვერპლშეწირვა  –  ბესტიარიუმი და მითოლოგიური არსებები რიტუალურ წრეში.

გამოფენა 3 აგვისტრომდე გასტანს.

მხატვრის შესახებ:

მარინე ივანიშვილი (1952 – 2025) მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983).

1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.

არტისტული მოღვაწეობის აქტიურ წლებში, ძირითადად, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში – ორივე მედიუმში ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსები და ცხოველთა გამოსახულებები.

მარინე ივანიშვილი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-89 წლებში   ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლთან არსებულ  ქანდაკების ბავშვთა სტუდიას;  ხელოვნების დარგში კონსულტირებას უწევდა  ონლაინ სტუდიოს  ელექტრონულ კატალოგს ART.ge.

მარინე ივანიშვილი მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ უამრავ გამოფენაში:  გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ჰამბურგის ქალთა კულტურის ცენტრში (1991); ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკასა (1997) და პარიზში (2021). მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში.

Details

Start:
20 ივნისი 18:00
End:
3 აგვისტო 18:00
Event Categories:
, ,

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.