Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბექა საყვარელიძის გამოფენა – ვიღაცა ურევს

20 დეკემბერი 2023 18:00 - 28 იანვარი 2024 18:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ბექა საყვარელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

ბექა საყვარელიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის დამთავრებიდან (2010-2016) დღემდე ამავე აკადემიის მოწვეული პედაგოგია. მხატვარი 2019 წლიდან ქალაქ დრეზდენის საერთაშორისო პლენერსა და გამოფენას “კულტურა სინქრონი” მარიამ შაქარაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს, რომელიც მისმა პედაგოგმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ალექსანდრე-ალეკო ადამიამ დააფუძნა.

მხატვარი მუდმივად იღებს მონაწილეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო გამოფენებსა და აუქციონებზე. სულ ახლახანს, მისი ორი ფერწერული ტილო გაიყიდა ჰესინკის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე, რომლებიც გამოიფინება იქნება ეროვნულ გალერეაში. მისი ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და ამერიკის კერძო და საჯარო კოლექციებში ინახება.

გამოფენაზე „ვიღაცა ურევს“ , კურატორი ელისო ჯულაყიძე, წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით შესრულებული ნამუშევრები. დამთვალიერებელი პირველად იხილავს ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ კერძო კოლექციონერებისათვის იყო ცნობილი და ნამუშევრებს, რომლებიც კონკრეტულად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.  უახლოეს მომავალში ბექა საყვარელიძე ახალ გამოფენაზე სამუშაოდ ბელგიაში გაემგზავრება. გამოფენას აპრილში ბელგიასა და ბენელუქსის ქვეყნებში მოღვაწე ერთადერთი ქართული გალერეა „ერისთავი“ წარადგენს.

გამოფენა 20 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 2024 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება.

Details

Start:
20 დეკემბერი 2023 18:00
End:
28 იანვარი 2024 18:00

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.