- This event has passed.
ავთო მოსიაშვილოს პერსონალური გამოფენა
20 ივნისი 2023 10:00 - 2 ივლისი 2023 18:00
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ ალექსანდე (ავთო) მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას. ავთო მოსიაშვილი ქალაქ დუშეთში დაიბადა, იქვე მიიღო საშუალო განათლება, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით, რომლის დასრულების შემდგომ ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ავთო მოსიაშვილი 1986 წელს ტოკიოში, მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე, დაჯილდოვდა ოქროს მედლით; 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება; 2017 წელს კი „საამაყო დიდუბელის ” წოდებასთან ერთად დაჯილდოვდა მედლით; 2018 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის წარდგინებით გადაეცა „ღირსების ორდენი“, ხოლო 2019 წელს – დავით კაკაბაძის სახელობის პრემია.
ავთო მოსიაშვილის მკვეთრად ინდივიდუალური ხედვა და პროფესიონალიზმი შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინოდ აისახა აბსტრაქციებში. უმეტეს ნამუშევრებში მხატვარი სრულად ათავისუფლებს ფორმას რეალური სამყაროსგან. ხაზისა და ფერის გამომსახველობის ჰარმონიული სინთეზით ავთო მოსიაშვილის კომპოზიციები სივრცესა და უსასრულობას ასახავს.
მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია არაერთ ჯგუფურსა და პერსონალურ გამოფენას ითვლის. 2004 წელს მხატვრის პერსონალურ გამოფენას საქართველოს ეროვნულმა გალერეამაც უმასპინძლა. მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო: საფრანგეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, იტალიაში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რუსეთის ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში.
გახსნა – 21 ივნისი, 18:00