Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლეოპოლდ ძაძამიძე -100

11 დეკემბერი 2022 13:00

ლეოპოლდ ძაძამიძე -რეტროსპექტული გამოფენა (1922-1966)

საქართველოს დამსახურებულ  მხატვარ  ლეოპოლდ ძაძამიძის  100 წლის საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება 2022 წლის 11 დეკემბერს 15 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იქნება  საოჯახო კოლექციიდან  მხატვრის 80-მდე სურათი,   ასევე ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო  მუზეუმისა და ეროვნული გალერეის კოლექციებიდან.

 

ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპულ მიმდინარეობათაგან მისაღები მხოლოდ იმპრესიონიზმი   იყო.   არაერთი ქართველი მხატვარი 1950/60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ლეოპოლდ ძაძამიძეც  მათ შორისაა, ვინც იმპრესიონიზმი წამყვან მიმდინარეობად აირჩია. მან  იმპრესიონიზმი თავის არტისტულ პოზიციადაც  აქცია. ამ ფორმით მხატვარი ერთგვარად უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეროვნული გალერეა და მხატვრის ოჯახი.

Details

Date:
11 დეკემბერი 2022
Time:
13:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.