Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ვაკუუმი – სიცარიელის ვიზუალიზაცია კოკა რამიშვილის მხატვრობაში

10 ნოემბერი 2022 14:00 - 7 დეკემბერი 2022 18:00

კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის.
 “ვაკუუმი” რთული, უხილავ ფსიქო-ემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის ერთად თავს, ის არ გულისხმობს რეტროსპექტიულ ფორმატს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს კონსტრუირება, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეო ინსტალაციაში “ადამიანები სიყვარულის განცდისას”.

Details

Start:
10 ნოემბერი 2022 14:00
End:
7 დეკემბერი 2022 18:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.