Skip to content Skip to footer
კოკა ცხვედიანი
დაბადების წელი1957Share

ცხვედიანი კოკა

კოკა ცხვედიანი 1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს სხვადასხვა მედიაში. 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენაში, მათ შორისაა:
„კარტეზიანული ფიქრები და გულისთქმა“ (მოსკოვის საერთაშორისო არტბაზრობა, გალერეა „კაშირკაზე“, მოსკოვი, რუსეთი. 1996), „GEM ATB“ (გალერეა „თბილისი“, იაპი კრედის მოედანი, სტამბული, თურქეთი. 2005), თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა (ზაარლენდის რადიო, ზაარბრიუკენი, გერმანია. 2008 ), „DEVA HOLDING“ („Art Gallery“, სტამბული, თურქეთი. 2008), თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი, არტისტერიუმი IV (თბილისი. 2011), „ფერით წერა“ (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი. 2012), „ATB-Tbilisi“ (ჰაასკონსულტინგინს ოფისი, ალტნაუ, შვეიცარია. 2012). “კოკა ცხვედიანის ესთეტიკურ პოზიციას განსაზღვრავს შემოქმედებითი პროცესი. ეს არის მედიუმითა და ფერის თვისებებით აღფრთოვანების მდგომარეობა. ისტორიულად განსაზღვრულ ნებისმიერ ხერხსა და გამოსახვის მანერას კოკა ცხვედიანი საკუთარი სიუჟეტების გამოსახვის, არტისტული სტრუქტურების მისეული ინტერპრეტაციების გამოვლენის საშუალებად აქცევს. ის აკრილითა და ზეთის საღებავებით სხვადასხვა ზედაპირზე – ტილოზე, ხესა თუ მუყაოზე მუშაობს. მისი ინტერესი მედიუმისკენაა მიმართული, რომელშიც თავს იყრის ინფორმაცია ფერის, ტექსტურისა და მასალის შესახებ. აქედან გამომდინარე, ის არ იმორჩილებს მედიუმს, არ ზღუდავს მას სხვადასხვა, წინასწარ მოფიქრებული სტრუქტურითა და ფორმით. პირიქით, ყველა კომპინენტი თავად მედიუმის შესაძლებლობების შესაბამისადაა გამოვლენილი”, – წერს ილია ზაუტაშვილი ცხვედიანის ხელოვნების შესახებ.

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.