გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი, თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე.
1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ქანდაკება ტრეტიაკოვის გალერეამ შეისყიდა, ხოლო პრემირებული ნაწარმოების ავტორი იტალიაში შემოქმედებით მივლინებაში გაგზავნეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, განსაკუთრებით გაფართოვდა შხვაცაბაიას ჟანრული დიაპაზონი. მონუმენტური ფორმის გარდა, შხვაცაბაია მუშაობდა პორტრეტის ჟანრში: შექმნილი აქვს ქართველი მწერლებისა და მსახიობების პორტრეტები (ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მირზა გელოვანი(ძეგლი), ვერიკო ანჯაფარიძე, ევგენი მიქელაძე, ვიქტორ დოლიძე, გიორგი დანელია, მაია პლისეცკაია, გიგლა სარიშვილი. ასევე, აქვს ჭედური ნამუშევრები და მედლები. მისი შექმნილი ორი ბრინჯაოს მედალი დაცულია ნოტრ-დამის მუზეუმში (“მატისი” და “Vide-Sile”).
1992 წლის 5 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში, ბარსელონის ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერემონიალის დროს, საზეიმოდ გაიხსნა “მშვიდობის ჩირაღდანი” – ბრინჯაოს ფრთოსანი ქალის ქანდაკება, რომელიც კაცობრიობას მშვიდობისკენ მოუხმობს. ამ მოვლენის გაშუქებისას, ბერძნულმა მედიამ გიორგი შხვაცაბაია ბერძენ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრობის დესპანად გამოაცხადა.
გიორგი შხვაცაბაიას მონუმენტურ ფორმაში განხორციელებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ახალგაზრდული ქალაქის, „ჟიული შარტავასთვის“ გაკეთებული მირზა გელოვანის ძეგლი (ბრინჯაო, 1977) და „შინმოუსვლელთა მემორიალი » (სპილენძი, ბეტონი, 1978); გიორგი ლეონიძის ბაღში აღმართული ნამუშევრები: „ხსოვნის კედელი“ (ქვა, 1981) და « დროშები ჩქარა » (ბრინჯაო, 1988); „ამაღლება“, რომელიც საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ნაწილია (ბრინჯაო, ქვა, 2004, თბილისი, გმირთა მოედანი).
მოქანდაკეს მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999), საქართველოს სახელმწიფო პრემია