Skip to content Skip to footer

ღვინიაშვილი თენგიზ

თენგიზ ღვინიაშვილი, მოქანდაკე და პედაგოგი; პროფესორი;  საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1965),  ღირსების ორდენის კავალერი (1995)  და თბილისის საპატიო მოქალაქე (2002), გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოვიდა სახელოვნებო ასპარეზზე, ჯერ როგორც პორტრეტისტი მოქანდაკე, შემდგომ კი –  მონუმენტალისტი.  პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 1955 წლიდან.

თენგიზ ღვინიაშვილის უამრავი ქანდაკებაა დადგმული საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში. პირველი საქალაქო ქანდაკება ივანე ჯავახიშვილის ძეგლია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში დაიდგა (1953, ბრინჯაო). მისი გამოქანდაკებულია  ილია ჭავჭავაძის 11 მ. სიმაღლის ძეგლი  ყვარელში, ილიას გორაზე (1968, თუჯი). ჩაიკოვსკის ორი  სკულპტურა (1976, ბრინჯაო) ბორჯომში, ზაქარია გალიაშვილის ქანდაკება ქუთაისში (1978, ბრინჯაო) და სხვ.  

ყველაზე ცნობილია თბილისში განთავსებული საქალაქო პლასტიკა: ელენე ახვლედიანის ბრინჯაოს ქანდაკება ეროვნული გალერეის გვერდით 9 აპრილის სახელობის ბაღში, გიორგი ლეონიძის სკულპტურა ამავე ბაღის შესასვლელში და მათემატიკოს ნიკო მუსხელიშვილის ქვის ქანდაკება ჭავჭავაძის პროსპექტზე.  

თენგიზ ღვინიაშვილი
დაბადების წელი1925გარდაცვალების წელი2007AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.