ქეთი დავლიანიძე დაიბადა თბილისში 1976 წელს. 1998 დაამთავრა სერგო ქობულაძის სახელოვნებო დაზგური გრაფიკის სტუდია, ხოლო 1996 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კინოსა და ტელევიზიის ფერწერის ფაკულტეტი. 1999 წელს იმავე სამხატვრო აკადემიაში – გრაფიკა, ხელოვნების ფაკულტეტი. ქეთი დავლიანიძის შემოქმედება მოიცავს ხელოვნების მრავალ დარგსა და მრავალფეროვან მასალას, მათ შორისაა ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, ქანდაკება, ფოტოგრაფია და მულტიმედია. მხატვრის ნამუშევრებს გამოარჩევს დახვეწილი ხაზის მეტყველება. ფერის განსაკუთრებული გრძნობით შერჩეულ ჰაეროვან პასტელურ გამას ჰარმონიულად ერწყმის გრაფიკული ფორმა.
ქეთი დავლიანიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 80 წლისთავი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი (2000); თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა (2002); „მწვანე“ ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო (2016), ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი „აფხაზეთი” თბილისი, (2019); „Painters Planer” ფრანკოფონიის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი “Soleil” სოზოპოლში (2019); „ქართველი მხატვრები“, კაუნასი, ლიეტუვა (2018); პროექტი „Un Cammino Europeo“, ვიტერბო, იტალია (2014) და მრავალი სხვ.
მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის, კერძო კოლექციაში; აშშ-ში, ჩინეთში, ესპანეთში, იტალიაში, ასვტრიაში, ბულგარეთში, რომის პაპის კერძო კოლექციაში, ვატიკანი, ხოლო საქართველოში – სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციაში და სხვ.
სხვა ავტორები
კოტე სულაბერიძე მხატვრების 90იანი წლების თაობის წარმომადგენელია. კოტე სულაბერიძის ნამუშევრები 1990 იანი წლების დასასრულ გამოჩნდა. ჯერ კიდევ მის სადიპლომო ნამუშევარში გამოვლინდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზირების მცდელობა. კოტე სულაბერიძის ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს. თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით…
როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს.როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი…
ქართველი მხატვარი თამარ ბალანჩივაძე ბალანჩივაძეების ცნობილი ოჯახის (მამა – კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937); ძმები – გიორგი / ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) – ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი; ანდრია (1906-1992) – კომპოზიტორი ) ერთ-ერთი წარმომადგენელია. თ. ბალანჩივაძე 1929 წელს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გიგო გაბაშვილის კლასს და …