Skip to content Skip to footer

ფეტვიაშვილი რუსუდან

რუსუდან ფეტვიაშვილმა  ბავშვობიდან გამოავლინა მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი. მცირე ასაკის მიუხედავად, აღმოჩნდა მსოფლიოს ინტელექტუალური და სამხატვრო სამყაროს ყურადღების ცენტრში.
მაგალითად, მისი შემოქმედების ფენომენისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ სენტ- იორში 1981 წელს. ასაკის მატებასთან ერთად არ ნელდება ინტერესი მისი მხატვრობისადმი, რომელიც
გამორჩეული და თვითმყოფადი ხელწერით ხასიათდება. ხშირად გამოსახავს ირეალურ პერსონაჟებს, ისინი ხან ციურ სხეულებს ასახიერებენ, ხან კი- ტიტანური ბუნების ადამიანებს, რომლებსაც სრულიად კოსმოსი საკუთარი ქედით უჭირავთ. ინდური მელნითა თუ ტუშით ის ერთიანი სამყაროს გადმოცემას იწყებს, გადადის
გმირებისა და მათი თავგადასავლების თხრობაზე, ხაზი უწყვეტია და რთულია, გაარჩიო, სად მთავრდება ის ერთიანი სიმბოლური ქსოვის ხლართში. მდიდარი წარმოსახვისა და წერის დახვეწილი მანერის წყალობით, იგი 16 წლის ასაკში აღმოჩნდა იმ მხატვართა რიცხვში, რომელთაც წილად ხვდათ პატივი, დაესურათებინათ „ვეფხისტყაოსანი“. ილუსტრირების პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, ფეტვიაშვილს ანდეს ხელმძღვანელობა ქართველ მხატვართა ჯგუფისა, რომელსაც უნდა შეექმნა მინიატიურები ძველქართულით პერგამენტზე დაწერილი ყველაზე დიდი ზომის ბიბლიისთვის.

რუსუდან ფეტვიაშვილი
დაბადების თარიღი1968Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.