Skip to content Skip to footer

ფალავანდიშვილი ნატალია

ნატალია ფალავანდიშვილი  ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია,   სადაც  სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე  დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის,   ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც.

მისი შემოქმედება , ძირითადად,  მოიცავდა სოფლის თემებს, რომლებიც გამოირჩეოდა სიცხადითა და სისადავით. ნ. ფალავანდიშვილის შემოქმედებითი გზის დასაწყისი  უკავშირდება პეიზაჟის ჟანრს.    1950 – იანი წლების ნამუშევრები: მთიანი სოფელი,   საქართველოს პეიზაჟები,  ღრუბლიანი დღე გამოირჩევა ეპიკური ხასიათით, მუქი ყვითელი და მწვანე ფერების შერწყმით,  ბუნების განზოგადებული მასების ნელი ამოძრავებით , რაც ბადებს სიმშვიდისა და სიცხადის შეგრძნებას.

1960-იან  წლებში შექმნილ  პეიზაჟებში:    საბურთალოჩაის პლანტაციები,  შემოდგომაორი    მთა  და სხვა  შეიმჩნევა პალისტრისა და მხატვრული გადაწყვეტის გამრავალფეროვნება, ამასთან, მხატვარი იყენებს მსუბუქსა და+  თავისუფალ მონასმებს.

ნ.  ფალავანდიშვილი იყო ერთ-ერთი იმ  ქალ  მხატვართა  შორის, რომელიც ელენე ახვლედიანის მიერ დაარსებულ საექსპედიციო ჯგუფთან ერთად საქართველოში მოგზაურობდა. ის გატაცებული იყო საქართველოს კუთხეების სილამაზითა და ეთნოგრაფიული ყოფით. მის პეიზაჟებში იგრძნობა ელენე ახვლედიანის გავლენა. ექსპედიციის სხვა მონაწილეთა   შორის იყვნენ ვ. ბელეცკაია, ნ.ჩიქოვანი, რ. ჯავრიშვილი. ნატალია ფალავანდიშვილი ქმნიდა ემოციურად და პლასტიკურად გამომსახველ პეიზაჟებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მონაწილეების მიერ ექსპედიციის დროს შექმნილ  ნამუშევრებთან ერთად ნ. ფალავანდისეული  , მაგ.,    კახეთი, თბილისი და მისი გარეუბნები   იფინებოდა ექსპედიციათა   ერთგვარ საანგარიშო მცირე გამოფენებზე.

ნ. ფალავანდიშვილის შემოქმედებაში  თანდათან  შემოდის პორტრეტის თემა და ჟანრული კომპოზიციები:   ფრონტისთვის,     ფშავში,    ზამთრის ტანსაცმლის განიავება. მათ   ახასიათებს მოვერცხლისფრო-მორუხო პალიტრა, ნატიფი  კონტურები, რაც ამ ნაწამოებებს პოეტურობას მატებს.

ფშავში მოგზაურობისას ნ. ფალავანდიშვილმა ჟანრულ კომპოზიციებთან ერთად შავსა და რუხ ტონებში  შექმნა გლეხების პორტრეტთა  სერია, რომელთაგან გამომსახველობით გამოირჩევა სალომეს (1965 წ. ) პორტრეტი.

ნ. ფალავანდიშვილმა 1958 წელს გააფორმა რ. ჯავრიშვილის წიგნი  ქართული ხალხური ცეკვები,   1988 წელს  კი  შექმნა დიდი კომპოზიცია  დაღუპულ გმირთა მოსაგონარი .

1964-2001 წლებში ნ. ფალავანდიშვილმა  შექმნა ძველი თბილისისადმი მიძღვნილ    ნამუშევართა სერია, ასევე ზეთის საღებავებით შესრულებული თბილისელთა პორტრეტები. მათზე, ძირითადად, გამოსახულია საზოგადო მოღვაწეები:  რ. სტურუა (1964 წ. ), მ. პიპინაშვილი, მ. კობახიძე ( 1966 წ. ), ქ. მაღალაშვილი, ს. კლდიაშვილი ( 1968 წ. ), ქ. ორახელაშვილი (1972წ. ), ე. ახვლედიანი (1982წ. ), ნ. რამიშვილი (1985წ. ), რ. ბერიძე (1979 წ. ) და სხვ.

ნ. ფალავანდიშვილს 1965 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის,  ხოლო 1984 წელს  საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.

ნატალია ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი1921გარდაცვალების თარიღი2006Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.