Skip to content Skip to footer

საყვარელიძე ბექა

ბექა საყვარელიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულება (2010-2016, ბაკალავრი, მაგისტრატურა). ამჟამად, ის არის მოწვეული პედაგოგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; დრეზდენის საერთაშორისო გამოფენა „კულტურა.სინქრონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; არტ ჯგუფი „ფერადი კაბრიოლეტის“ წევრი. 2018, 2020 და 2022 წლებში მან მოიპოვა „კანალეტოს პრიზი“ (დრეზდენი, გამოფენა „კულტურა.სინქრონი“). 2017 წელს გახდა პრემია ვიზუალურ ხელოვნებაში „ჟირაფის“ გამარჯვებული.
მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში; გამოფენა FUTURUM III, ADAMIA GALLERY, დრეზდენი, გერმანია 02/2022 (კურატორი მარიამ შაქარაშვილი) ჩინეთის საერთაშორისო ბიენალე, 2022; “BI Auction”, თბილისი 2020; გამოფენა “Renoir Award” – გალერეა M.A.D.S Milano, მილანი 2019; “Art Without Borders” – ბელგრადის ნაციონალური გალერეა, ბელგრადი 2019; “I Create Reality” – გალერეა GeoArt, ბერლინი Berlin 2018; “Kultur.Synchron” – ფესტივალი Palais Sommer, დრეზდენი Dresden 2016, 2018, 2019, 2020, 2021… , Artbank პეკინი 2016; Artbank შანხაი 2016; ვორქშოპი Del Bianco, “Palazzo Coppini” , ფლორენცია 2014; ფესტივალი “Les Papillons”, კარპენტრასი, საფრანგეთი 2013; ბულგარეთის ბიენალე, სოფია 2016.
ბექა საყვარელიძე მონაწილეობდა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოში: თბილისის ისტორიის მუზეუმი 10/2021; „თანამედროვე ხელოვნება ანტიკურ ქალაქში“, უფლისციხე, 2021; „დროებითი კედლები“, გალერეა ORIANI, 03/2021; პრინტის საერთაშორისო ფესტივალი “Life’N’style” – თი ბი სი ბანკის არტ გალერეა თბილისი, ბათუმი 2018; საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნასთან დავაშირებული გამოფენა, თბილისი 2018; “New Generation” – გალერეა „ვანდა“, თბილისი 2017; გამოფენა ამერიკის საელჩოში, 2017; გამოფენები გერმანიის ელჩის რეზიდენციაში, თბილისი 2015, 2016, 2017, 2018, 2019,2020…; “გამოღვიძებული ხელოვანი“ – ევროპის სახლი, თბილისი, 2016; “Curriculum Vitae” – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2016; “9 ჰო” – არტ გალერეა “Silk”, თბილისი 2015; “#1” – „თი ბი სი“ არტ გალერეა, თბილისი 2015; „თავისუფალი ტერიტორია“ – „თი ბი სი“ არტ გალერეა, ბათუმი 2015; “დრო” – ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი, გორი 2015; “Batman” – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2012 და სხვ.
მხატვარს ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გლაერეა, გამოფენა „ვიღაცა ურევს“, კურატორი ელისო ჯულაყიძე, 2023/24; „ხვიჩა გაქცევას აპირებს“ – არტ გალერეა“Silk”, თბილისი 2015; „მხედარი“ – არტ გალერეა “Alliance 22”, თბილისი 2015.

ბექა საყვარელიძე
დაბადების თარიღი1991Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.