Skip to content Skip to footer
გიგიშა პაჭკორია
დაბადების წელი1962Share

პაჭკორია გიგიშა

გიგიშა პაჭკორია, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1986); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).
გიგიშა პაჭკორიას ინტერესი კერამიკისადმი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. „მამაჩემი მხატვარი იყო, სახლში თიხა მოჰქონდა და სხვადასხვა საგანს ვაკეთებდი. მახსოვს, როცა დედაჩემმა პირველად მიმიყვანა მუზეუმში, სადაც გავეცანი უძველეს ქართულ კერამიკას“. 16 წლის ასაკში მან გადაწყვიტა პროფესიონალი კერამიკოსი გამხდარიყო..
გიგიშა პაჭკორია ნამუშევრები ცნობადია მისი დამახასიათებელი ფორმებითა და უნიკალური ტექსტურებით, რაც მიღწეულია სხვადასხვა კერამიკული ტექნიკის სინთეზით, მუდმივი ექსპერიმენტების შედეგად. „ჩემი მთავარი ინტერესის საგანი ყოველთვის იყო ჩაიდანი, რადგან მას აქვს შეუზღუდავი იმპროვიზაციის შესაძლებლობები. შეგიძლიათ ექსპერიმენტები გააკეთოთ სახელურების, კორპუსის, ხუფების ფორმებზე. უფრო მეტიც, მე ძალიან მიყვარს ჩაი!” .
1990-იანი წლების დასაწყისიდან გიგიშა პაჭკორია მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო გამოფენებსა და სიმპოზიუმებში: მადრიდი, მილანი, მოსკოვი, ტოკიო, ბაქო და სხვ.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.