Skip to content Skip to footer

ნოდია დინარა

დინარა ნოდიამ ემოქმედებითი გზის დასაწყისშივე (1950-იანი წლები) ახალი ტიპის  გამომსახველობა შეიტანა ქართულ გრაფიკაში. ინდუსტრიალიზაციის ამსახველი,  შრომის პათოსისა და სოციალისტური საზოგადოების წინსვლას მოტივებზე შექმნილი  კომპოზიციები, დაფუძნებული ავანგარდული კინოსა და ალექსანდრ როდჩენკოს ესთეტიკის პრინციპებზე,  საკავშირო არტ-კრიტიკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.   მონუმენტული სტილისტიკის მქონე,  ფერადი ლინოგრავიურების სერიები – „ჭიათურა“ და „რუსთავი“,თიქმის ყველა საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაზე იყო ექპონირებული: მოსკოვში, რეიკიავიკში, ბრიუსელში, პრაღაში, პარიზში, სან-პაულუში და მხატვარს ახალგაზრდობიდანვე მოუტანა სახელი.

დინარა ნოდია იყო ერთ-ერთი პირველი ქართველ გრაფიკოსებს შორის, რომელმაც უმთავრეს ტექნიკად ლინოგრავიურა აირჩია და ყველაზე კარგად გამოიყენა შემოქმედებითი მიზნებისთვის მისი პლაკატური გამომსახველობა.

დინარა ნოდია თბილისში დაიბადა 1931 წელს. სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. სტუდენტობიდანვე, ნოდია ჟურნალ „დროშის“ სამხატვრო რედაქტორი გახდა. 1957 წელს კი საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1959 წლიდან თანამშრომლობდა კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმების: “დედის ხელი” (1959), “გია მიდის ყამირზე” (1963), “აღმაფრენა” (1964), “გრიბოედოვის საჩუქარი” (1965), “კედელი” (1966), “პეპელა” (1977). მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: ეროვნული მუზეუმი (თბილისი, საქართველო); პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი); ტრეტიაკოვის სახელობის გალერეა (მოსკოვი, რუსეთი); ყირგიზეთის სახვითი ხელოვნების მუზეუმი. არის ჯგუფურ გამოფენების მონაწილე. მიღებული აქვს ვენის ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის დიპლომი (1959), სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ბრინჯაოს მედალი (1961). გრაფიკოსი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 – ღირსების ორდენი
    პრესის ორგანოებში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი ჟურნალისტური მოღვაწეობისათვის
  • 1981 – საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1975 – საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი
    წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • 1966 – საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი
  • 1961 – სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი)
დინარა ნოდია
დაბადების წელი1931გარდაცვალების წელი2003Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.