სხვა ავტორები
გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ…
გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. 1976 -1980 წლებში სწავლობდა მ.თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), შემდგომ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, 1981 – 1987 წლებში. გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 წ.-დან), ამავე წლიდან —…
ლეილა შელია 80-ანელთა თაობის მხატვარია. მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლეილა შელიას სახელი, უპირველესად, აბსტრაქციასთან ასოცირდება. თუმცა მის შემოქმედებაში ნატურმორტებსაც ნახავთ და ნიუსაც… ქმნის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. „შინაგანი განწყობა… ბუნება… კმაყოფილი ვარ, როდესაც არ ვფიქრობ და ისე გამოდის ნამუშევარი. მინდა, გადმოვცე…