
ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილი, შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იან წლებში გამოვიდა. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ორმოცდაათიანელებს“ უწოდებენ და საბჭოთა ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია მოღვაწეობა. „ორმოცდაათიანელებმა“ ხმა აიმაღლეს თავისუფალი ინდივიდუალობის გამოსახატავად და მეამბოხე თაობის სახელი დაიმკვიდრეს. ამგვარი „არასაბჭოური“ პოზიციის გამო ჟანი მაძმარიაშვილი სამხატვრო აკადემიიდან ერთი წლით გაირიცხა. ჟანი მეძმარიაშვილი დაიბადა ქ. ქუთაისში. სამხატვრო განათლება თავდაპირველად თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში მიიღო. (1941-1944 წწ.) მისი მასწავლებელი ვალენტინ შერპილოვი იყო. ჟანი მეძმარიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა 1944-1952 წწ.-ში.
ჟანი მეძმარიაშვილის შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, ყოფითი ხასიათის სურათებს, პეიზაჟებსა და ნატურმორტებს. წამყვანი მათში უდავოდ პორტრეტია, სადაც ძირითადად ქალის სახეები ჭარბობს.
1960-იანი წლების დასაწყისში მხატვარმა თავისი პროგრამული ტილო „აფიშების გამკვრელი“ შექმნა. ამ ნაწარმოებში გადმოცემულია თანამედროვე ცხოვრების ახალი ნიშნები და რითმები. „აფიშების გამკვრელი“ სამოციანი წლების ქართული ფერწერის ერთერთი სავიზიტო ბარათი გახდა. მასში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ჟ. მეძმარიაშვილის უნარი, როგორც თავისუფლად მოაზროვნე, მონუმენტური სტლისთვის დამახასიათებელი ფართო მონასმისა და მკაფიო ლაქობრივი, კონტრასტული ფერწერული მეტყველების ჭეშმარიტი უნარის მქონე მხატვრის ალღო.




1960-იანი წლების დასაწყისში ჟანი მეძმარიაშვილმა თავისი პროგრამული ტილო „აფიშების გამკვრელი“ შექმნა.