ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი და წიგნის ილუტრატორი.
1911 – 1915: სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სამხატვრო სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე და ოსკარ შმერლინგი.
1915: სწავლა გააგრძლა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სკოლაში, სადაც იყო კონსტანტინ კოროვინისა და ნიკოლაი კასატკინის მოწაფე.
1917: სწავლა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა ბიბლიოთეკარად მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის დაფუძნებულ ეროვნულ გალერეაში. დიმიტრი შევარდნაძე ხელს უწყობდა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებით ფორმირებას. სწორედ მისი რჩევით დაიწყო მაღალაშვილმა მუშაობა პორტრეტის ჟანრში.
1923: განათლების სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით, ქეთევან მაღალაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პარიზში მიავლინეს – ელენე ახვლედიანთან, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად, ის ევროპული მოდერნისტული მხატვრობის მიმართულებებს გაეცნო.
1923-1926: სწავლობდა კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში.
1926: მხატვარი დაბრუნდა საქართველოში და ეროვნულ მუზეუმში, კონსერვატორად გააგრძელა მუშაობა: დიდი ოსტატობითა და ცოდნით ძველი ქართული ფრესკების და მოზაიკების პირებს იღებდა.
1937 წელს, დიმიტრი შევარდნაძის რეპრესირების შემდგომ, მუზეუმში სამსახური დატოვა.
მომდევნო პერიოდში ის მონაწილეობას იღებდა მხატვართა კავშირის ორგანიზებულ გამოფენებში.
ქეთევან მაღალაშვილი რეალისტური პორტრეტული ფერწერის ჟანრში მუშაობდა.
დაჯილდოვეული იყო შრომის წითელი დროშის და ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.