ლალი ლომთაძე (დ.1955) დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს, ქმნის წიგნების ილუსტრაციებს, ექს-ლიბრისებს, მუშაობს კინო/ტელე მხატვრობის სფეროშიც. 1975-79 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინო/ტელე ფაკულტეტზე. მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ
150-ზე მეტ გამოფენაში. მათ შორისაა პერსონალური, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენები: თბილისში (1996, 1998, 2000), მოსკოვში (1980, 1983, 1985, 1987, 1988, 2001, 2003), პოლონეთსა (1985, 1987) და უნგრეთში (1990). ის არის ფილმების („ყველაწმინდა“. 1977, „გასეირნება“. 1979) დამდგმელი მხატვარი. ლალი ლომთაძის
მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. ფერადი ოფორტისა და შერეული ტექნიკის საშუალებით იგი ქმნის მაღალმხატვრულ ნამუშევრებს. განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი მხატვარს თანამედროვე ქართული ექსლიბრისის ხელოვნების განვითარებაში: 1987 წელს ბაქოში მოწყობილ ექსლიბრისის საკავშირო კონკურსზე მხატვართა კავშირის პრიზით დაჯილდოვდა, 1988 წელს საქართველოს მასშტაბით გამო-
ცხადებულ ექსლიბრისის კონკურსზე კი მის ნამუშევრებს I პრემია მიენიჭა, ასევე პრიზი დაიმსახურა კონკურ-სზე – „მხატვარი ხატავს პარიზს“ (პარიზი. 2005). იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. 1986-2007 წლებში კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში
ასწავლიდა კინოდეკორაციის კომპოზიციას. ლალი ლომთაძის ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, იტალიის, იაპონიისა და თურქეთის კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
ირინა რაზმაძე მუშაობდა გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციის, თეატრის მხატვრობის დარგში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულება. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ვ. კროტკოვი, ს. ქობულაძე, დ. ქუთათელაძე. ილუსტრირებული ჰქონდა 200-მდე წიგნი, 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები, შექმნა მრავალი კინოპლაკატი. ირინა რაზმაძის მსუბუქი გრაფიკული მანერით…
პოლონური წარმოშობის ფუტურისტი მხატვარი, თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, სიგიზმუნდ ვალიშევსკი 1897 წელს დაიბადა პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ვალიშევსკის ბავშვობისა და სიყრმის წლებმა თბილისში გაიარა. აქ ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსები დაამთავრა; აქვე, თბილისში დაიწყო მისი დამოკიდებელი შემოქმედებითი გზაც. კირილ…
მანანა ბელიაშვილმა 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი იყო ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები, ი. შარლემანის ხელმძღვანელობით.წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: “სახელგამი”, “საბჭოთა მწერალი”, “ზარია ვოსტოკა”. მუშაობდა აგრეთვე…