Skip to content Skip to footer

კორძახია გურამ

მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მოქანდაკეთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელი.

გურამ კორძახიამ სამხატვრო აკადემია 1952 წელს დაამთავრა და მაშინვე საკავშირო მასშტაბით  გაითქვა სახელი: მისმა  სადიპლომო ნამუშევარმა, ვლადიმირ მაიაკოვსკის ქანდაკებამ, 29 წლის სკულპტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა.  ქანდაკება თავდაპირველად  მოსკოვში, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში დადგეს; მოგვიანებით კი მისი ასლი აღმართეს თბილისში, დიღომში.

მისი მეორე, ასევე ცნობილი კომპოზიცია – მარმარილოში გამოკვეთილი  „გოგონა ყვავილი“  სასტუმრო „ივერიის“ ეზოში იდგა.

მოქანდაკე სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკური, თუ საკავშირო მასშტაბის გამოფენებში; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ჯერ სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1964 წლიდან – სამხატვრო აკადემიაში.

გურამ კორძახია იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაჯილდოებული იყო მედლით მამაცობისთვის და წითელი დროშისა და დიდების ორდენებით.

 

გურამ კორძახია
დაბადების წელი1923გარდაცვალების წელი1970Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.