Skip to content Skip to footer
გულდა კალაძე
Birth/Death1932-1974Share

კალაძე გულდა

გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას შვილია. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გულდა კალაძე მრავალფეროვანი შემოქმედი იყო. მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი გამოვლინდა ფერწერასა და გრაფიკაში, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა, დახვეწილი პროპორციები: ასეთებია — „ყურძნის მტევანი“, „განთიადი“, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისათვის შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია „ოჯახი“, მონუმენტური რელიეფი სასტუმრო „ივერიისათვის“, კავკასიის გმირული დამცველებისათვის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში დადგმული მემორიალური ანსამბლი (საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია).
უნდა აღინიშნოს მხატვრის ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. მან დაასურათა 30-მდე წიგნი, დაგვიტოვა რამდენიმე ათეული ფერადი, 300-მდე შავ-თეთრი და შერეული ტექნიკით შესრულებული ილუსტრაცია.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.