Skip to content Skip to footer

ზაქარაია გენო

მოქანდაკე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2005). 1980 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

ამავე წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: საერთაშორისო სიმპოზიუმი (რიგა, ლატვია, 1986), საერთაშორისო სიმპოზიუმი, კომპოზიცია “კორიდა” (ბიარიცი, საფრანგეთი, 1991, 1998), ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმი “La Manche Cerisy La-Foret, Biennale de Sculpture Ouistreham Riva Bella” (საფრანგეთი, 2005) და სხვ.

მისი ქანდაკებები – პორტრეტები და მემორიალები,  დგას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: „მერაბ მამარდაშვილი,“ (გორი), „ელიზბარ ერისთავი,“ (გორი), „გიორგი ცაბაძე,“ (გორი), „გიორგი მაზნიაშვილი,“ (თბილისი), „სულხან-საბა ორბელიანი,“ (დუშეთი), „ნოე ჟორდანია,“ (თბილისი, საქართველოს პარლამენტი), ომში დაღუპულთა მემორიალი“ (თბილისი, ვაკის პარკი), „დაღუპულთა მემორიალი,“ (აბაშა).  მცირე პლასტიკაში შესრულებული მისი კომპოზიციები დაცულია: საქართველოს პარლამენტის, თბილისის, გორის, ოპოლოს (პოლონეთი), საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.

ჯილდოები:

  • 2002 – საერთაშორისო კონკურსის “Humanity Foundation”(აშშ) გამარჯვებული
  • 2002 – პირველი პრემია(გორი), ელისაბედ ერისთავის მემორიალური პორტრეტისათვის
  • 2000 – პირველი პრემია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, “ცხენი”
  • 1983 – პირველი პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის , “ქალის ტორსი”

ფოტოების წყარო: www.artgitato.com

გენო ზაქარაია
დაბადების წელი1951Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.