Skip to content Skip to footer

ზაზიაშვილი გიგო

გიგო ზაზიაშვილი  დაიბადა ქართული აბრების მხატვრის, ივანე ზაზიაშვილის, ოჯახში. თვითნასწავლ  მხატვარს ხელმოკლეობის გამო  არ მიუღია დაწყებითი განათლება,   14 წლის ასაკში  კი  დაობლდა. მომავალ მხატვარს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და დაოსტატებაში დაეხმარა მხატვარია გიგო გაბაშვილი.  მოგვიანებით  მას  მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის ქართველ რეალისტ მხატვრებთან.

გ. ზაზიაშვილის შემოქმედებისათვის  სახასიათო  გახდა ქართული რეალისტური ფერწერის წამყვანი მოტივები. თუმცა, მხატვარი ხატავდა   ჟანრულ სურათებსა  და პორტრეტებსაც, შექმნა ქართული კულტურის მოღვაწეთა არაერთი საინტერესო   პორტრეტი, მაგ.,ზაქარია ჭიჭინაძისა (1909) და იოსებ იმედაშვილის (1910) პორტრეტები. ჟანრულ  ფერწერულ სურათთაგან  გამოირჩევა  მისი დევრიში (1911), ღვინის გამყიდველი (1912), ებრაელი (1919), მეწისქვილე (1915) და სხვ. გ. ზაზიაშვილის მიერ მოხატულია ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

1920 წელს თბილისში გაიხსნა საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა, რომლისთვისაც ექსპონატების შეგროვება-შეძენაში გ.ზაზიაშვილიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა.  გარკვეულად მის სახელსვე   უკავშირდება  სპარსული მინანქრის ნიმუშთა, ასევე ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების აღმოჩენა – შეძენაც.    

1941 წელს თბილისში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში  გაიმართა მხატვრის შემოქმედებითი საღამო, აქვე მოეწყო გ. ზაზიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

გ. ზაზიაშვილის ყველა ნამუშევარი ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

გიგო ზაზიაშვილი
დაბადების თარიღი1868გარდაცვალების თარიღი1952Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.