Skip to content Skip to footer
ოთარ ვეფხვაძე
დაბადების წელი1953Share

ვეფხვაძე ოთარ

ოთარ ვეფხვაძე დაიბადა ქალაქ ბორჯომში (საქართველო). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (1975).  სხვადასხვა წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1990-1992); ფენიქსის სამხატვრო უნივერსიტეტის (არიზონის შტატი, აშშ) პედაგოგი (1991).  ოთარ ვეფხვაძე არის ავტორი ნამუშევრებისა: “გაზაფხული” (1978), “ჰელლადოს” (1986), “გელათი” (პიკასოს ვერცხლის მედალი ვალორისის კონკურსზე, 1981), დეკორატიული ლარნაკი (პრიზი ინტერიერისთვის განკუთვნილი საუკეთესო კერამიკისთვის, ერფრუტი 1982), “უკვდავება” (1984). მან შეასრულა კერამიკული ნაწარმოებები სასტუმრო “გუდაურისთვის” (გუდაური, 1986); მონაწილეობდა მოსკოვის მეტროსადგურ “პეტროვსკო-რაზუმოვსკის” გაფორმებაში (1989) და სხვა. ის იყო დამდგმელი მხატვარი ფილმებისა “მაცგი” (1986), “ხვეული კიბით” (2000). 

მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ბუდაპეშტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, “ექსპრეს-ავანგარდ გალერეაში” (მოსკოვი) და სხვა.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.