მოქანდაკე, ხელოვანი ლიზა ეპიტაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. 1981 წელს დაამთავრა ქანდაკების ფაკულტეტი. მუშაობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის სკულპტორთა თბილისის სამხატვრო სტუდიაში (1983-1986).
1988-2005 წლებში ლიზა ეპიტაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგრადში (სერბეთი). 2005 წლიდან 2012 წლამდე იყო თბილისის ლითოგრაფიის შემოქმედებითი სტუდიის კოორდინატორი. საქართველოს კულტურის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს წევრი (2016 -2018).
2012 წლიდან – დღემდე ლიზა ეპიტაშვილი არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების პედაგოგი.
1980 წლიდან მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გამოფენაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორისაა: საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვორქშოფი ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში – “თანამედროვე სკულპტურის ვიზუალური კოდები”, უძღვებოდა ლიზა ეპიტაშვილი და გამოფენა „ნაბიჯი სტრუქტურაში“, კურატორი ალექსანდრა გაბუნია, ბელგრადი, სერბეთი (2018); მოქანდაკეების საერთაშორისო სიმპოზიუმი. კულტურის ცენტრი „მუზა“ (2018, 2022); გარიკულა, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენა (2011); ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო კონვენცია. ლითოგრაფიის გამოფენა (2005); საერთაშორისო გამოფენა ზაიხერში, სერბეთი (1999); საერთაშორისო სიმპოზიუმი «RUMULIANA» გამზიგრადში, სერბეთი (1998); პირველი საერთაშორისო გამოფენა (ХФ Russia), ЦДХ მოსკოვში, რუსეთი (1994); 1 ადგილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე ხელოვნების სახლ «Dzintari 84» იურმალაში, ლატვია (1984).
მისი ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში; საქართველოს ეროვნული გალერეა; აჭარის ხელოვნების მუზეუმი ბათუმში, საქართველო;
კერძო კოლექციები – საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი, გერმანია, შვეიცარია.