1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება. 1977-1978 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მოწაფე, რომლის სახელოსნოში ემზადებოდა და წლების მანზილზე მუშაობდა. 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი, აბსტრაქცია, ფიგურატიული კომპოზიცია და სხვადასხვა ტექნიკაში: ზეთი, გუში, აკვარელი, პასტელი. აქვს მოწყობილი არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: სოროპტიმისტ მხატვარ ქალთა საერთაშორისო გამოფენა სენ ჟორჟის მუზეუმი (ქ. ლიეჟი, ბელგია, გამოქვეყნდა შესაბამისი კატალოგი; 2013 წ.) ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი, გიუზელბახჩე, თურქეთი, გამოფენა მოეწყო კულტურის ცენტრში და დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი; საერთაშორისო საკონკურსო გამოფენა “ხელოვნების ინოვაცია”, მანხეტენის (ნიუ-იორკი,”West Park Art Gallery”ში, კატეგორია რეალიზმი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი, გამოიცა კატალოგი; მისი ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.
სხვა ავტორები
გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1941 წელს ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1971 წლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრად, ასევე თანამშრომლობდა…
დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია”…
გრიგოლ ჩირინაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს; 1965 წლიდან ამავე აკადემიის პედაგოგი იყო (1982 წლიდან — პროფესორი). სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1978 წელს მხატვრულად გააფორმა გურჯაანის შინმოუსვლელთა მემორიალი. შექმნა თბილისის თემისადმი მიძღვნილი სურათები, მ. შ. „ვანო სარაჯიშვილი“ (1955), „ქართული პური“ (1970), „ფიროსმანი“ (1975) „ჩემი თბილისი…