დავით გაგოშიძემ 1982 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1984 წელს კი – მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით, 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, 1990-1991 წლებში – უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და მინიატიურის დარგებში. დავით გაგოშიძეს ხშირად უწევდა შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის რესტავრაცია-კოპირება, რამაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მის ნამუშევრებზე გავლენა იქონია.„კომპოზიციაში გამოსახულ ადამიანებს, ცხოველებს, ლანშაფტსა თუ მცენარეებს შორის არ არის ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფიგურა. ფორმა სიბრტყეზეა გაკეთებული და არ ქმნის საგნის მოცულობითი, მესამე განზომილების ილუზიას. ამდენად, ნახატში მკაცრად დაცულია და არ ირღვევა ორგანზომილებიანი სიბრტყე, რის აღქმასაც ასევე ხელს უწყობს
ნეიტრალური ფონი. გარკვეული ტექნოლოგიის გამოყენებით ფაქტურა ტილოზე კედლისმაგვარია, მშრალი და ხაოიანი“, – წერს მხატვარი. დავით გაგოშიძე 1989 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში, ადგილობრივსა თუ საერთაშორისო პროექტებში. 1989 წელს მონაწილეობდა მხატვრის სახლში ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმისადმი მიძღვნილი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ასლებისა და ასლი-რეკონსტრუქციების გამოფენაში; 2008/2009 წლებში – ლონდონის „The Chambers Gallery“-ში მოწყობილ ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენაში. 2013 წელს კი პარიზში ექსპონირებულ იქნა სამი მხატვრის – ზეზვა არჩემაშვილის, ფილიპ ქარონისა და დავით გაგოშიძის შემოქმედება.
სხვა ავტორები
ალექსანდრე ბერდიშევი – გრაფიკოსი, ფერმწერი, დიზაინერი და ფოტოხელოვანი. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წელს სტაჟირება გაიარა გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების (მაკინტოშის) სკოლაში (შოტლანდია). ალექსანდრე ბერდიშევმა შექმნა სრულიად ორიგინალური მხატვრული სამყარო, რომელშიც მოდერნისტული მიმდინარეობების უცნაური ნაზავია. მხატვრის ნამუშევრები ყოველთვის საცნობია… უჩვეულო, სიურრეალისტური გამოსახულებები ვიზუალურად…
დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან…
დათო-არჩილ სულაკაურმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საკმაოდ მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი გზა: 1986 წელს გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი „მხატვრისა და მასალის ურთიერთდამოკიდებულება“; 1987 წელს იყო ქართული თოჯინური ფილმების სცენარისტი და მხატვარი; 1989 წელს – ერთ-ერთი სცენარისტი ფილმისა „ანემია“; 1989-2010 წლებში შეასრულა კედლის მხატვრობა საქართველოს…