ვახო ბუღაძე 1982-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1990-იანი წლების საქართველოში არსებული რთული პოლიტიკურ-სოციალური სიტუაცია, ბუნებრივია, აისახა კულტურაზეც. ასეთ ვითარებაში მხატვარი ხელოვნებას გადარჩენის ზონად კი აღარ აღიქვამს, არამედ, პირიქით, ხელოვნების ენით ხმამაღლა აცხადებს თავის დამოკიდებულებას ეპოქალური პრობლემებისადმი. რთულია
განისაზღვროს ვახო ბუღაძის მხატვრული სტილი, რადგან ის აბსტრაქციისა და ფიგურატიულობის ძალიან სპეციფიკური სინთეზია და მაყურებელში მუდმივად საზღვრის წინ დგომის განცდას ბადებს. მხატვარმა ქართულ სახვით ხელოვნებაში შემოიტანა და დაამკვიდრა სრულიად სხვა ესთეტიკა. კატაკლიზმურსა და აგრესიულ სამყაროში თვითიდენტობის ძიებისა და შენარჩუნების პრობლემა უკიდურესად მწვავედ აღიქმება მის მიერ და, შესატყვისად, მისი სახვითი ენაც ექსპრესიულ ფორმადქმნადობას ეფუძნება. მხატვრის ინსპირაციის წყაროა ძველი ფოტოსურათები და ბავშვობისდროინდელი მოგონებები, ქვეცნობიერში დალექილ გამოსახულებათა ბუნდოვანი სილუეტები. ვახო ბუღაძე, ძირითადად, პერსონაჟთა მხატვრული სახეებით ოპერირებს, რომლებიც, ერთდროულად, ბრუტალურნიც არიან და თან თითქოს უსხეულონიც, სურათის ფერწერულ სტრუქტურაში გამქრალ-მიკარგულები. იმპროვიზაცია და მასალის სპეციფიკა, შემთხვევითის, ირაციონალურის, თამაშის
ფაქტორის გაძლიერება ავტორისთვისაც კი საბოლოოდ მოულოდნელ შედეგს იძლევა, როდესაც გამოსახულება
თითქოს ჩვენ თვალწინ იშლება. ეს ამბივალენტობა – ფიგურების რეალურისა და აბსტრაგირაბულის მიჯნაზე ყოფნა კიდევ უფრო აძლიერებს ვახო ბუღაძის შემოქმედებაში ექსპრესიულობისა და დაძაბული ემოციურობის განცდას.
სხვა ავტორები
ალექსანდრე ბერდიშევი – გრაფიკოსი, ფერმწერი, დიზაინერი და ფოტოხელოვანი. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წელს სტაჟირება გაიარა გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების (მაკინტოშის) სკოლაში (შოტლანდია). ალექსანდრე ბერდიშევმა შექმნა სრულიად ორიგინალური მხატვრული სამყარო, რომელშიც მოდერნისტული მიმდინარეობების უცნაური ნაზავია. მხატვრის ნამუშევრები ყოველთვის საცნობია… უჩვეულო, სიურრეალისტური გამოსახულებები ვიზუალურად…
ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის…
მანანა თუმანიშვილის აკვარელის ტექნიკით ქმნის პეიზაჟებსა თუ ნატურმორტებს, ცხოველთა პორტრეტებსა, თუ პიროვნებათა გამოსახულებებს. საოცარი სიმძაფრითაა გამოკვეთილი ადამიანური გრძნობები – სიხარული, სევდა, შიში… იყენებს ტუშსაც – ქაღალდში შეღვენთილი, სიმუქიდან ღია ტონალობაში გადასული ლაქობრივი ეფექტებით ამოკვეთს სიღრმიდან ამოზიდულ ფიგურათა ფორმებს. ემოციით სავსე ევროპული ქალაქების ხედები, თუ ძველი…