BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//art.gov.ge - ECPv6.0.3.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://art.gov.ge/ge/
X-WR-CALDESC:Events for art.gov.ge
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Tbilisi
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230204T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230220T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20230128T134407Z
LAST-MODIFIED:20230224T022506Z
UID:16579-1675526400-1676912400@art.gov.ge
SUMMARY:ავტოპორტრეტი სარკესთან
DESCRIPTION:  \nავტოპორტრეტი\, როგორც ერთგვარი შუამავალი ხელოვნება\, ხილულისა და სიმბოლურის\, ცნობიერისა და პერსონალური/ტრანსპერსონალური არაცნობიერის ზღვარზე არსებობს. საკუთარი თავის წარდგენის პირობებში ის მე-ზე\, როგორც სუბიექტ-ობიექტზე და თანადროულ კულტურულ ფენომენებზე დაკვირვებას გვთავაზობს და მოიცავს ერთდროულად\, როგორც რეფლექსიას სხვადასხვა გამოცდილებებში მყოფ შემოქმედზე\, ასევე მასში დაბუდებულ უცხოზე\, „სხვაზე“\, თუ მოუხელთებელ „სხვებზე“. \nდავით კაკაბაძის მიერ ავტოპორტრეტების („ავტოპორტრეტი სარკესთან”\, „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“\, „ავტოპორტრეტი რუხ ხალათში“)  შექმნიდან 110 წლის შემდეგ\, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან\, მრავალშრიან და ენიგმატურ ფენომენს ხელოვნებაში\, როგორც ავტოპორტრეტია\, რომელიც არა მხოლოდ პიროვნების თვითრეფლექსიის ფორმაა\, არამედ მხატვრის თანადროული ეპოქის სიმბოლური განსახიერება. \nექსპოზიცია\, რომელიც მოიცავს პერიოდს XIX საუკუნიდან დღევანდელობამდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვარს (აგრეთვე პოეტს)\, ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილი ავტოპორტრეტების რეტროსპექტივაა. საკუთარი თავის შეცნობისაკენ სწრაფვის გამოხატულებების ერთობა განსაკუთრებული შესაძლებლობაა თვალი გავადევნოთ საუკუნოვან პროცესს\, თუ როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით – გარემო მის გამოსახულებაში. \nკურატორი: ქეთევან (ქეთი) შავგულიძე\, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი \nგამოფენას წარმოგიდგენთ კულტურის ცენტრი ATINATI’S \nღონისძიება ეძღვნება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავს. \nგამოფენის გახსნა: 4 თებერვალი\, 16.00 \nგამოფენის გახსნაზე ხელოვანი ანდრო დადიანი წარმოადგენს პოეტური ავტოპორტრეტების რევიუს მოდერნიზმიდან თანამედროვეობამდე. \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/01/326557579_476688281136956_6687368425073339334_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230204T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240202T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20230204T044605Z
LAST-MODIFIED:20230204T044605Z
UID:16612-1675504800-1706893200@art.gov.ge
SUMMARY:ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში
DESCRIPTION:  \n4 თებერვალს\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენა განახლებული ექსპოზიციით იხსნება. გამოიფინება მხატვრის 15 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ნამუშევართა უმრავლესობა ბოლო პერიოდის ექსპოზიციებში არ ყოფილა გამოფენილი. \nცვლილება დაკავშირებულია 2023 წელს დაგეგმილ ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებთან. 2023 წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა დანიაში\, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება\, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე კი – შვეიცარიაში\, ბეილერის ფონდში. გამოფენებისთვის შერჩეულია მხატვრის ორმოცდაათამდე ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. \nგამოფენა ორგანიზებულია ფონდ ბეილერის და ლუიზიანას მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით\, ფონდ InfinitArt-ის დიდი მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი იყო 2018-2019 წლებში\, ვენაში (ავსტრია)\, ალბერტინას მუზეუმში და არლში (საფრანგეთი)\, ვინსენტ ვან გოგის ფონდში მოწყობილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის „NIKO PIROSMANI: WANDERER BETWEEN WORLDS” ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი. \nპროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს\, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ბეილერის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი\, რის საფუძველზეც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ. პროექტი შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციას.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/02/pirosmani.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230121T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230204T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20230114T153059Z
LAST-MODIFIED:20230114T153059Z
UID:16544-1674316800-1675533600@art.gov.ge
SUMMARY:მანანა თუმანიშვილის გამოფენა
DESCRIPTION:მანანა თუმანიშვილის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 70-მდე ნამუშევარი. \nმანანა თუმანიშვილის ფერწერას გამოარჩევს ფერის განსაკუთრებული გრძნობა\, ემოციურობა. იგი გამომსახველობითი საშულებების მუდმივ ძიებაშია და არ ერიდება უკვე ნაცად მხატვრულ მასალას დაუკავშიროს ახალი ხერხები.   აკვარელთან ერთად იყენებს შერეულ ტექნიკას. სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (აკრილი\, პასტელი\, გუაში\, ტუში\, მონოტიპია)\, აძლიერებს ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს. ზოგჯერ აკვარელის გამჭვირვალება პასტოზურობითაა შეცვლილი. ჩამუქებული სიღრმეებიდან გამოკრთის ფერადოვანი ლაქებით აჟღერებული ფიგურები\, თუ საგანთა ფორმები. \nმანანა თუმანიშვილი თავის ნიჭს\, ცოდნასა და გამოცდილებას 1966 წლიდან უშურველად გადასცემდა ახალ თაობას: თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას\, ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას;  დამწყებ მხატვრებს კი უზიარებდა აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის გამოცდილებას. 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. \nსაქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა მანანა თუმანიშვილის ალბომი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/01/მანანა-თუმანიშვილი.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230120T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230204T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20230110T212659Z
LAST-MODIFIED:20230111T125508Z
UID:16531-1674230400-1675533600@art.gov.ge
SUMMARY:რუსუდან გაჩეჩილაძე - პირველი რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:რუსუდან გაჩეჩილაძე – მოქანდაკე\, პედაგოგი\, ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორი. მის პირველ რეტროსპექტულ გამოფენაზე  წარმოდგენილია ხელოვანის მიერ XX საუკუნის 60/80-იან წლებში შექმნილი ქანდაკებები და 2017 – 2020 წლების   გრაფიკული ნამუშევრები\, რომელთა უმეტესობა მოდერნისტულ  სკულპტურათა  ესკიზებია. \nრუსუდან გაჩეჩილაძე 60-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა  თაობას მიეკუთვნება.  მომავალმა ხელოვანმა თბილისის სამხატვრო აკადემია  1962 წელს დაამთავრა\, სადაც  სერგო ქობულაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნოებში სწავლობდა. სახელოვნებო კრიტიკამ რუსუდან გაჩეჩილაძე შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად აღიარა.  ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ\, XX საუკუნის 60-იან წლებში\, მან უარი თქვა ზედაპირულად გაგებულ რეალისტურ გამოსახულებაზე და სკულპტურას თავდაპირველი მაგიურობისა და ვიტალურობის   თვისებები დაუბრუნა. ამასთან ერთად\, პოლიქრომიის მეშვეობით\, თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად აქცია მისთვის ხან ტერაკოტის\, ხან – მარმარილოს\, ხანაც –  ბრინჯაოს ფაქტურის მიცემით. \nრუსუდან გაჩეჩილაძე არაანგაჟირებულ  მოქანდაკეთა  რიცხვს მიეკუთვნება. ნიჭის უდავო აღიარების მიუხედავად\, მას არასდროს ჰქონია მსხვილი დაკვეთა მონუმენტური ფორმის შესაქმნელად.  შესაბამისად\, მისი არც ერთი ქანდაკება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არ დგას. მოქანდაკე იფარგლებოდა  მცირე პლასტიკის კამერული ჟანრით: ქმნიდა პორტრეტებსა და კომპოზიციებს. პარალელურად ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს  აკადემიურ ხატვას ასწავლიდა ხატვის ფაკულტეტზე  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. გაჩეჩილაძის მიერ  ბრინჯაოში ჩამოსხმული საეტაპო ქანდაკებები 1990-იანი წლების  დასასრულ  ფერად ლითონებზე ნადირობის კამპანიებმა შეიწირა.  დღეს  მისი საქანდაკო შემოქმედებიდან მხოლოდ თაბაშირის   ვარიანტებია  დარჩენილი. მათგან ნაწილი ოსტატურადაა დაფერილი ან   დაჟანგული. ძარცვას გადარჩენილი ბრინჯაოს ერთადერთი  ქანდაკება – ბესიკ ხარანაულის პორტრეტის პირველი ვარიანტი – ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის მუზეუმში  ინახება. პედაგოგიური საქმიანობის დასრულების შემდგომ  უკვე ახალ მილენიუმში რუსუდან გაჩეჩილაძემ მოდერნისტულ  ქანდაკებათა   ესკიზების სერიები შექმნა. მათი უმეტესობისთვის  ოთხმოც წელს გადაცილებულმა მხატვარმა გამოიყენა  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები\, გაზარდა ნამუშევართა  მასშტაბი   და მინიმალისტისთვის დამახასიათებელი უძუნწესი საშუალებებით – ცარცით\, კალმითა და ფანქრით\,  ისინი ტონირებულ ქაღალდზე გადაიტანა. გაჩეჩილაძის გრაფიკული შემოქმედების მთავარი მოტივებია ათლეტები\, მეომრები\, ცხენიდან გადმოვარდნილი მხედრები\, წამოწოლილი ფიგურები\, „ქუჩის მადონები“\, ომის მემორიალები\, აბსტრაქციები  და ანგელოზები; ქანდაკებაში  კი -პორტრეტი და ალეგორიული კომპოზიციები. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება არაა მრავალრიცხოვანი: ოცდაათამდე  სკულპტურული პორტრეტი  და კომპოზიცია;  ას ორმოცდაათამდე – გრაფიკული ნამუშევარი. \nმიმდინარე გამოფენა  რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული ექსპოზიციაა ეროვნულ გალერეაში\, რომელიც აერთიანებს მის ქანდაკებებსა  და შემოქმედების ბოლო პერიოდის  ესკიზებს. გამოფენა  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა ალბომი „რუსუდან გაჩეჩილაძე – უცნობი მოდერნისტი“. კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდებისთვის 2022 წლის დეკემბერში რუსუდან გაჩეჩილაძის სამი ქანდაკება: ოთარ ჭილაძის პორტრეტი\, მურაზ ჯაფარიძის პორტრეტი და დათო ჯმუხაძის პორტრეტი შეიძინა. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/01/რ-გაჩეჩილაძე.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221223T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230116T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221220T204841Z
LAST-MODIFIED:20221223T234534Z
UID:16258-1671811200-1673892000@art.gov.ge
SUMMARY:ჯარჯი ბალანჩივაძის და ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა "დანახული ხიდთან"
DESCRIPTION:დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ჯარჯი ბალანჩივაძის და ანტონ ბალანჩივაძის გამოფენას  “დანახული ხიდთან”.  ექსპონირებული იქნება ჯარჯი ბალანჩივაძის 60 მდე ფერწერული ნამუშევარი\, ანტონ ბალანჩივაძის\, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი 40 ზე მეტი ტილო და ინსტალაცია.\n24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, გამოფენის გახსნაზე შედგება ასევე ჯარჯი ბალანჩივაძის ფერწერული ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია\, რომელიც საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შელშეწყობით და დაფინანსებით დაიბეჭდა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით.\nდღევანდელი სამყაროსთვის ამ რთულ პერიოდში და ზამთრის იმ დღეებში\, როდესაც ყველაზე გრძელი ღამეების რიგი დასასრულს უახლოვდება და სამყარო დღის მატების დასაწყისისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინშია – ადამიანთა დაკარგულობა\, შიში\, ტკივილი\, მოლოდინები და იმედი\, მათ უფრო და უფრო მეტად მარადიულ და საკრალურ სიმბოლო-ხატთა ჭეშმარიტ\, ცხოველმყოფელ და ღრმა მნიშვნელობებზე აფიქრებს. ისინი სიხარულით და იმედით ელოდებიან  ახალს\, რაც უკეთესი მომავლისა და ამაღლებული\, განახლებული ადამიანის\, ახალი სულიერი შინაარსის მაუწყებელი შეიძლება გახდეს.\nშობისა და აღდგომის დღესასწაულთა საიდუმლოების ღრმა კავშირი\, წარსულისა და მომავლის\, წასულებისა და ცოცხალ ადამიანთა კავშირები\, ყველაფერი ეს იმგვარ “ხიდს” საჭიროებს\, რომლის მეშვეობით აწმყო აენთება ადამიანისთვის როგორც არსებითი\, ცოცხალი და სულიერად დამაკავშირებელი არსი\,  შემოქმედებითად აქტიური და ცნობიერი წამი.\nგამოფენა “დანახული ხიდთან” არის მცდელობა\, სწორედ ასეთი\, “სხვადასხვა დაშორებული ნაპირის” იმგვარი ვიზუალური და ხატისმიერი შინაარსით\, ფერწერული მიმართებებით და სხვ. დაკავშირებისა\, სადაც “ხიდი”  – მხატვრისა და  დამთვალიერებლის შინაგან\, ცოცხალ და ნებელობით\, თავისუფალ აქტს გამოხატავდა… ხიდი აქ “სულიერი სიფხიზლის” იმგვარი მდგომარეობად მოიაზრება\, სადაც მხატვრისა თუ დამთვალიერებლის პიროვნული და პირადი წარსულით დაგროვილი გამოცდილება\, მოგონებები\, ცოდნა\, სათქმელი – აწმყოში ობიექტურად მიმდინარე სამომავლო განვითარების ჩანასახების გაცნობიერებისა და მათზე გარკვეული სახით დადებითად ზემოქმედების პიროვნულ სურვილად უნდა გადაიქცეს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/1-1.jpg_1-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221223T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230116T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221215T170501Z
LAST-MODIFIED:20221220T204942Z
UID:16167-1671811200-1673892000@art.gov.ge
SUMMARY:თინა ცხადაძე - რატიანი. ილუსტრაციების გამოფენა. ქართულ-იაპონური მანგა
DESCRIPTION:ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ (ქართულ-იაპონურ ენებზე.  მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა)  გამოიცა საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.  წიგნი  მხატვარმა თინა ცხადაძე-რატიანმა  იაპონური მანგას სტილით  გააფორმა. ეს არის ქაღალდზე  შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები შერეული ტექნიკით. ეს ნახატები  2022 წლის  22 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრამდე გამოიფინება დიმიტრი  შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში. ამასთან\, გამოფენის გახსნის დღეს დაგეგმილია თავად წიგნის პრეზენტაციაც. \nმანგას სტილმა  ამჟამად არსებული სახით   დასავლური ტრადიციების დიდი გავლენით განვითარება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. თუმცა\, მანგას ღრმა ფესვები აქვს ადრეულ იაპონურ ხელოვნებაში. მას  განიხილავენ  როგორც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ სახეობასა  და\, იმავდროულად\, ლიტერატურულ ფენომენს. \nარ იყო იოლი  ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ზედმიწევნით მანგას სტილით  დასურათება. ეს უფრო წიგნის ილუსტრირების  ტრადიციულსა  და მანგას სტილს შორის ერთგვარი შუალედური ვერსიაა. წიგნში გამოყენებულია მანგას სტრუქტურა\, აუცილებელი ლოგიკური კადრირება\, მაგრამ თავად ესკიზები  უფრო ფუნდამენტურ-არსობრივია  და არა სახალისო. თინა ცხადაძე-რატიანი როგორც მანგაკა  (მანგას ხელოვანი) მანგას სტილის  ერთგვარ თავისუფალ ინტერპრეტაციას ახდენს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების  ყველა მთავარი  პერსონაჟი თანაბრად საინტერესო და თან რთული  შინაგანი ბუნებისაა. \nმხატვარი თავისი ნახატებით ეცადა\, გადმოეცა კონკრეტული პერსონაჟის   ვაჟასეული ხედვა. ამასთან\, მან ნახატების საერთო მხატვრული მთლიანობის\, მისი დეტალიზაციის   მეშვეობით  შეეცადა შეექმნა  მაშინდელი   ყოფისა და ხასიათის  შესაბამისი ატმოსფერო.  მხატვარი თავისი შესაძლებლობების სრულ  კონცენტრაციას ახდენს ამ\, ერთი შეხედვით\, ლაკონიური\, მაგრამ მრავალშრიანი ნაწარმოების   უმნიშვნელოვანესი შინაარსობრივი ნიუანსების ხაზგასმისას. ვიზუალურად ეს უფრო გამოიხატება  ნახატების კომპოზიციათა საერთო პლასტიკურ გადაწყვეტაში\,  მათი კომპონენტების უხილავ ბმასა თუ  სტილისტურ მთლიანობაში.  ამავე დროს\, ეს ნახატები გარკვეულწილად შემეცნებითიცაა\, წიგნი ხომ იაპონელი მკითხველისთვისაცაა განკუთვნილი.  მათში გადმოცემულია იმდროინდელი ყოფა: სახლების თავისებური არქიტექტურა\, ინტერიერი\, ყოფითი საგნები\, ტანსაცმელი\, საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ.  მნიშვნელოვანია მხატვრის მიერ  თანამედროვე სტილის  შერწყმა  ტრადიციულთან\, ამასთან\,  ტრადიციულზე  რაღაც ახლის დამატება\, რაც კარგად ასახავს თავად ხელოვანის- თინა ცხადაძე-რატიანის შემოქმედებითი ძიების არსს. \nთინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ\, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები\, აბსტრაქტული ისტორიები ქალთა შესახებ  სერიიდან –  ქართული მუქი (Georgian Dark)  –   ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a3/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/პოსტერი-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221211T130000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221211T130000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221130T124050Z
LAST-MODIFIED:20230119T183223Z
UID:15759-1670763600-1670763600@art.gov.ge
SUMMARY:ლეოპოლდ ძაძამიძე -100
DESCRIPTION:ლეოპოლდ ძაძამიძე -რეტროსპექტული გამოფენა (1922-1966) \nსაქართველოს დამსახურებულ  მხატვარ  ლეოპოლდ ძაძამიძის  100 წლის საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება 2022 წლის 11 დეკემბერს 15 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იქნება  საოჯახო კოლექციიდან  მხატვრის 80-მდე სურათი\,   ასევე ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო  მუზეუმისა და ეროვნული გალერეის კოლექციებიდან. \n  \nლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპულ მიმდინარეობათაგან მისაღები მხოლოდ იმპრესიონიზმი   იყო.   არაერთი ქართველი მხატვარი 1950/60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ლეოპოლდ ძაძამიძეც  მათ შორისაა\, ვინც იმპრესიონიზმი წამყვან მიმდინარეობად აირჩია. მან  იმპრესიონიზმი თავის არტისტულ პოზიციადაც  აქცია. ამ ფორმით მხატვარი ერთგვარად უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას. \nგამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო\, ეროვნული გალერეა და მხატვრის ოჯახი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%93-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-100/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/poster-ძაძამიძე.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221209T130000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230209T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221127T183338Z
LAST-MODIFIED:20221127T183338Z
UID:15598-1670590800-1675962000@art.gov.ge
SUMMARY:ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია\, 2021-2022. ნაწილი III
DESCRIPTION:მონაწილეობენ:  ალექსანდრე ბერდიშევი\, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი\, ბესიკ არბოლიშვილი\, გელა ზაუტაშვილი\, გიორგი მირზაშვილი\, გია ხუციშვილი\, დავით ალექსიძე\, დათო სულაკაური\, ეკატერინე გელოვანი\, ზაზა ბერძენიშვილი\, ზურა აფხაზი\, ზურაბ გიკაშვილი\, თამუნა მელიქიშვილი\, თემურ თათანაშვილი\,  კახა ტატიშვილი\, კოკა ცხვედიანი\, ლევან მარგიანი\,  ლევან ჭიჭინაძე\,  ლევან ჭოღოშვილი\, ლევან ხარანაული\, ლეილა შელია\, მალხაზ დათუკიშვილი\, მამუკა მიქელაძე\, ნუგზარ ნათენაძე\,  ტატო ახალკაციშვილი\,  ქეთევან მატაბელი\, ყარამან ქუთათელაძე. \nპროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია. \nშალვა  ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 116 ქართველი მხატვრის ნამუშევრები\, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი\, ან მისი შესყიდვა როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისა გადაუდებელი  იყო\, რადგან\,   შესაძლოა\, ისინი  ქვეყნიდან გასულიყო.  ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც. ასევე შესყიდულ იქნა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია\, მათ შორის\, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. ამას გარდა\, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. უკვე 2022 წელს შესაძლებელი გახდა სერგო ქობულაძის ნამუშევრის შეძენა. 2022 წლის დასასრულ კი შეძენილ იქნა: ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის\, ფელიქს ვარლამიშვილისა და კირილე ზდანევიჩის ნამუშევრებიც. \nახალ კოლექციაში ასევე მოხვდა იმ ავტორთა საჩუქრად გადმოცემული სურათები\, რომელთა გამოფენები გაიმართა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში. \n \nხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციის ექსპონირება  ეტაპობრივად ხდება. პირველი ორი გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში. გამოფენათა ციკლი გაგრძელდება. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90-2/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/baneri-180X395-signagi-ახალი-კოლექცია1_page-0001-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221125T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230129T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221120T175442Z
LAST-MODIFIED:20230119T182946Z
UID:15379-1669392000-1675015200@art.gov.ge
SUMMARY:მერაბ აბრამიშვილი - საიუბილეო გამოფენა
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ცნობილი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მხატვრის ოჯახის\, ეროვნული გალერეისა და კერძო კოლექციებიდან.\n\n\nმერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა: ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი\, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი.\nმხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.\n\n\n\nმერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა სოთბის აუქციონზე და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%91/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/315092372_505139848228028_5328820893689002136_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221110T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221207T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221103T092405Z
LAST-MODIFIED:20221204T062035Z
UID:14694-1668088800-1670436000@art.gov.ge
SUMMARY:ვაკუუმი - სიცარიელის ვიზუალიზაცია კოკა რამიშვილის მხატვრობაში
DESCRIPTION:კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით\, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის.\n\n “ვაკუუმი” რთული\, უხილავ ფსიქო-ემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა\, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის ერთად თავს\, ის არ გულისხმობს რეტროსპექტიულ ფორმატს. როგორც თავად ავტორი ამბობს\, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს კონსტრუირება\, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეო ინსტალაციაში “ადამიანები სიყვარულის განცდისას”.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/VACUUM_Event-Cover.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221022T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221122T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221013T180333Z
LAST-MODIFIED:20221015T145716Z
UID:11955-1666454400-1669136400@art.gov.ge
SUMMARY:გიგო გაბაშვილის ხელოვნება წარმოსახვა და რეალობა
DESCRIPTION:ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის –  გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში არის ფერწერული ტილოები\, გრაფიკული ნამუშევრები და ფოტოები\, რომლებიც ხელოვანის თანამედროვე ევროპული მხატვრობით\, კერძოდ\, სიმბოლიზმით\,  გატაცებას ადასტურებს. გიგო გაბაშვილის ნაკლებად ცნობილი სიმბოლისტური ხელოვნება პირველად წარსდგება ასე მასშტაბურად ფართო მაყურებლის წინაშე. \nგამოფენაზე წარმოდგენილ გიგო გაბაშვილის მხატვრულ სამყაროში რეალობა და წარმოსახვა შეზავებულია. შემოქმედი არ ცდილობს რეალობის იმიტაციას\, არამედ თავისუფალი ინტერპრეტაციით გადმოსცემს თავის სულიერ განწყობას. ის იყენებს ემოციების გამომსახველ სიმბოლოებს და ამ სიმბოლოებისა და ნიშნების მეშვეობით სურს\,  შიგნიდან გახსნას ინდივიდუალური რეალობა. ეს მხატვრული სამყარო გიგო გაბაშვილის ფანტაზიის\, ხილვების ნაყოფია\, სადაც მისი ცოდნა\, წარმოსახვა\, რელიგიური და მითოსური წარმოდგენები  თანაარსებობს.  მხატვრის ესთეტიზმი ზოგჯერ ეზოთერული\, ეგზოტიკური\, ხანაც იდუმალი\, წარმოსახვითი\, სიზმრისეული და ფანტასტიკურია. შემოქმედი იყენებს რა რეალურ საგნებსა და გარემოცვას\, ცვლის მათს მნიშვნელობებს და თავისი ფანტაზიით  ქმნის ახალ\, ფანტასტიკურ სამყაროს\, სადაც წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს ერწყმის. \nპროექტის ავტორი და კურატორი მზია ჩიხრაძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/baner-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20221021
DTEND;VALUE=DATE:20221123
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221013T175857Z
LAST-MODIFIED:20221015T085259Z
UID:11948-1666342800-1669107599@art.gov.ge
SUMMARY:ნიკო ფიროსმანაშვილი - 160
DESCRIPTION:ნიკო ფიროსმანაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით/ 160 წელი დაბადებიდან/ ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ გამოფენას. \nგამოფენას ეთმობა ეროვნული გალერეის ცენტრალური საგამოფენო სივრცე/3 დარბაზი/. ექსპოზიციისთვის შეირჩა მხატვრის 34 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. \nგამოფენას თან ახლავს განახლებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ხელოვნების მკვლევარ დათო კოროშინაძესთან და მის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობით.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-160/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/311228372_465428152316253_3000609315054144612_n-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221018T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221103T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221013T175440Z
LAST-MODIFIED:20221013T180956Z
UID:11946-1666112400-1667494800@art.gov.ge
SUMMARY:რიტა ხაჩატურიანი - სერენგეტი
DESCRIPTION:  \nეროვნული გალერეა   წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის – ახალ პროექტს სერენგეტი. გამოფენა მხატვრის თითქმის სამწლიანი შრომის შედეგია და ის გალერეა ვანდას კურაციით ეწყობა. \nრიტას სახელი უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გახდა ცნობილი როგორც საქართველოში\, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში. \nრიტასთვის სერენგეტი სიკვდილ-სიცოცხლის უწყვეტობისა და მუდმივი მონაცვლეობის სიმბოლოა\, სიცოცხლის უსასრულო ველისა\, რომელსაც ვსტუმრობთ გარკვეული ვადით და შემდეგ ვტოვებთ. \nრიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით\, სიმკაცრითაც კი\, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში\, მორფოლოგია\, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით\, მასშტაბით\,  ფანტასტიკური წარმოსახვით! \nპროექტი სერენგეტი სრულიად ახალ ეტაპს ქმნის მხატვრის შემოქმედებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ სურათებში ტრადიცია და ნოვატორობა ერთდროულად გვხიბლავს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%92/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/309039800_537103601557776_4653188189304949303_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221003T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221203T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20221002T095148Z
LAST-MODIFIED:20221002T095810Z
UID:10555-1664812800-1670086800@art.gov.ge
SUMMARY:ინდივიდუალურად კოლექტიური - ისრაელელ მხატვართა ჯგუფური გაერთიანება „ახალი ბარბიზონის“ გამოფენა
DESCRIPTION:  \nგამოფენის თემაა ისრაელის თანამედროვე ხელოვნება\, რომელსაც წარმოგვიდგენს ისრაელელ მხატვართა ჯგუფური გაერთიანება „ახალი ბარბიზონი“ (NEW BARBIZON). \n„ახალი ბარბიზონი“  წარმატებულ შემოქმედთა  –  ოლგა კუნდინას\, ანა ლუკაჩევსკის\,  მარია პომიანსკისა და ნატალია ზურაბოვას   სამხატვრო გაერთიანებაა.  მისი  ყველა წევრი    საბჭოთა  კავშირში  დაიბადა   და განათლებაც იქ მიიღო\,  2011 წლიდან დღემდე კი ისინი ისრაელში მოღვაწეობენ. თავიანთი შემოქმედებით არტისტები ეხმიანებიან XIX   საუკუნის ფრანგულ რეალიზმს –ე. წ.    ბარბიზონის სამხატვრო სკოლას\, თუმცა\, ამ სკოლისთვის ტრადიციულ ხედვაში ინდივიდუალური სტილი და მახასიათებლები შეიტანეს. ტყისა თუ  მინდვრის ნაცვლად  მათ თანამედროვე ქალაქები აირჩიეს; მოლბერტები  დადგეს ქალაქის „ცოცხალ“ წერტილებში და სწორედ აქ დაიწყეს შემოქმედებითი  ცხოვრება\, ნანახის  აღწერა და  მათზე დაკვირვება. \n„მიმაჩნია\, რომ ეს არაა\,  უბრალოდ\, XIX   საუკუნის ფრანგული მხატვრობის ტრადიციის გაცოცხლება. პოსტმოდერნისტულმა გამოცდილებამ ნათლად გვაჩვენა\, თუ როგორ  უნდა აღვიქვათ ტრადიციები სწორად\, ციტირებისა თუ ინტერპრეტაციების გვერდაუვლელად.  „ახალმა ბარბიზონმა“\, ცხადია\, ფრანგი მოდერნისტებისა თუ სხვათა სტილისტური ინტერპრეტირებით დიდად განავითარა  ფერწერის მოდერნისტული ტრადიციები. ამრიგად\, ამ ჯგუფის წევრები აღმოჩნდნენ ახალ მხატვრულ რეალობაში\, სადაც არტისტთა ცხოვრება და მათივე შემოქმედება ერთმანეთისგან სრულიად განუყოფელი გახდა“\,  – მიიჩნევს ნატალია რიზდვენკო. \nგამოფენის კურატორიცა და ჯგუფის წევრებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის რეპატრიანტები არიან. ეს ის თაობაა\, რომელმაც ჯერ საბჭოურ  სოციალურ-პოლიტიკურსა და კულტურულ ყოფას ეზიარა\, შემდეგ სსრკ-ის დაშლა\, ბოლოს\,   ემიგრაციაც გამოიარა. ეს რეალობა არც საქართველოსთვისაა უცხო. \nრატომაა   ასეთი  მნიშვნელოვანი საერთო გამოცდილება? ეს ასპექტი გამოფენას ახალ პერსპექტივას სძენს\, რომელიც როგორც ინდივიდუალური\, ასევე კოლექტიური აღქმის სიღრმეებს ასახავს. საერთო მეხსიერების\, ავტორთა  ბიოგრაფიებისა თუ წარმოშობის გათვალისწინებით\,  შესაძლებელია\, გამოფენამ  მაყურებელს პირადი რეფლექსია და მოგონებები აღუძრას. კიევი\, სანკტ-პეტერბურგი\, მოსკოვი და ვილნიუსი – ეს ქალაქები ყოველთვის კულტურის ცენტრებად მიიჩნეოდა და სწორედ აქედან ჩავიდნენ   ამ ჯგუფის მხატვრები ისრაელში. \nამასთან\, ეს გამოფენა ზუსტად ასახავს თანამედროვე ისრაელის ხელოვნებას\, რომელიც ყოველთვის მრავალფეროვანი და მულტიკულტურული იყო. მხატვართა გაერთიანება  „ახალი ბარბიზონი“   უნიკალური ნიმუშია კოლექტიური ხედვისა  და\, იმავდროულად\,    მისი თითოეული წევრის შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებისა. \nმხატვართა გაერთიანებისა თუ თანამშრომლობის არაერთი ისტორიული პრეცედენტი არსებობდა\,  მიუხედავად ამისა\,  თანამედროვე ხელოვნებისთვის ეს მაინც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. \nგამოფენის კონცეფცია – ინდივიდუალურად კოლექტიური –მას ორმაგად საინტერესოს ხდის. ყველა მხატვრის ერთ სივრცეში თავმოყრაც არანაკლებ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ამოცანაა. ეს  ექსპოზიცია ზედმიწევნით წარმოაჩენს თითოეული მხატვრის დიაპაზონს. შესაბამისად\, ის   4 ცალკეულ ნაწილადაა დაყოფილი\, ამგვარი მიდგომის შედეგად კი ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი საერთო ჰარმონიას ჰპოვებს. \nურბანული პლენერი და სოციალური ცხოვრების აღწერა „ახალი ბარბიზონის“ არტისტების მთავარი მახასიათებელია. ამიტომ  გამოფენისთვის საქართველოს ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპოზიციის მიზანიც ესაა – საქართველოსა და ქართველ ვიზიტორებს გააცნოს ისრაელის გამორჩეული და უნიკალური თანამედროვე კულტურა. \nგამოფენის კურატორი  ნატალია რიზდვენკო \nთანაკურატორი ლელა წიწუაშვილი 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a3/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/309627081_416088317308977_5719759552461336026_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220929T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221013T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220928T052527Z
LAST-MODIFIED:20221002T100009Z
UID:10180-1664470800-1665684000@art.gov.ge
SUMMARY:კოტე ჯინჭარაძე - ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში
DESCRIPTION:  \n„ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში“ წარმოადგენს  კოტე ჯინჭარაძის   ნამუშევრების რესტროსპექტივას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში  და აჯამებს  შემოქმედების\, ძიებების და კვლევების 35 წლიან პერიოდს საუკუნეების მიჯნაზე 1987- დან 2022 წლამდე. \nმხატვარი გვთავაზობს ერთგვარ ექსკურსია მოგზაურობას  სხვადასხვა პერიოდში\, სხვადასხვა ქალაქების გალერეებსა თუ საგამოფენო დარბაზებში\, სხვადასხვა შენობებსა თუ ურბანულ სივრცეებში\, ბუნების სხვადასხვა ლადშაფტებში განხორციელ პროექტებსა თუ ცალკეულ ნამუშევრებს. \nმულტიმედიური  გამოფენა ეროვნული გალერეის ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მედიუმებში\, სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებით შესრულებულ ნამუშევრებს\, მხატვრის რეაქციას თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციურ განცდებზე\, შეგრძნებებზე\, მის რეფლექსიას დღევანდელი სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%94-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94/
LOCATION:რიტა ხაჩატურიანი – სერენგეტი
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/kote.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220906T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20220924T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220830T123458Z
LAST-MODIFIED:20221002T100120Z
UID:8588-1662480000-1664042400@art.gov.ge
SUMMARY:მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური გამოფენა "სად ვართ ახლა?''
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 6 სექტემბერს 4 საათზე მანუჩარ ოქროსცვარიძის სოლო გამოფენა “სად ვართ ახლა?” იხსნება. \nმანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური პროექტი იკვლევს ხელოვნების წინააღმდეგობრივსა და რთულ ბუნებას\, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ჩაგვრთოს სხვა სუბიექტის მდგომარეობაში\, გვიბიძგოს თანაგანცდისკენ. მძაფრად განგვაცდევინოს სხვისი დრამა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა და\, ამავე დროს\, დაგვტოვოს ჩვენთვის უსაფრთხო დისტანციაზე\, რომელიც საშუალებას გვაძლევს თანაგანცდილმა დრამამ არ დაგვაზიანოს\, არამედ ჩვენთვის ესთეტიკურ ღირებულებად ტრანსფორმირდეს. როგორ შეგვიძლია ხელოვნების საშუალებით\, ერთი მხრივ\, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ რეალობა\, ყოფიერება და მეორე მხრივ პირიქით\, მოვშორდეთ მას\, დავიცვათ თავი ყოფიერი თუ სოციალური რუტინისგან? კონკრეტული ბედის განცდიდან გადავინაცვლოთ აბსტრაქტული იდეების განზომილებაში? \nგამოფენა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. \nმისამართი: რუსთაველის 11
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/08/manuchari-2-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220813T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20220901T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220806T114711Z
LAST-MODIFIED:20220806T114711Z
UID:7074-1660406400-1662055200@art.gov.ge
SUMMARY:ჯემალ ჯაფარიძის რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ გალერეაში
DESCRIPTION:ჯემალ ჯაფარიძე –  რეტროსპექტივა. \nმოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე დაიბადა 1932 წელს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ შექმნა მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით.\n1960 წლიდან მოყოლებული\, ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები იფინება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მოქანდაკე მუშაობს მომუმენტური\, საპარკო და პორტრეტული ქანდაკების ჟანრში – ქვის\, ლითონისა და ხის მასალაში. მოქანდაკის შემოქმედების მთავარი მოტივებია დედა-შვილობა\, ამორძალები\, ოჯახი\, მითოლოგიური პერსონაჟები და ქალთა პორტრეტული გამოსახულებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 22 სკულპტურული ნამუშევარი. მათ შორის: თამარ მეფე\, მეომარი ქალები\, მშვილდოსანი ქალი\, ლალი თევზაძის პორტრეტი და სხვა. \nკურატორი მამუკა ჯაფარიძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220812T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20220831T180000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220806T125211Z
LAST-MODIFIED:20220806T130306Z
UID:7096-1660320000-1661968800@art.gov.ge
SUMMARY:როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ გალერეაში
DESCRIPTION:როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა არტისტის განვლილ შემოქმედებით გზას წარმოაჩენს. ხელოვანის მოღვაწეობა ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით: სახვითი ხელოვნება\, მუსიკა\, პერფორმანსი\, ლიტერატურა\, ვიდეოარტი… მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში\, წარმატებულია ხელოვანის მუსიკალური გამოსვლები… აღსაღნიშნია\, რომ როლანდ შალამბერიძე მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც თვითონ ქმნის.\nროლანდ შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს საქართველოში\, ქალაქ ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან მერაბ ამაღლობელთან ერთად მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი\, კონცეპტუალისტი\, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში\, შემდეგ ნიუ-იორკში… 2002 წელს ბრუნდება პეტერბურგში. 2001 წელს მან შექმნა ბენდი\, სახელწოდებით „WHITE OUT”. ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ ცნობილი სანქტ-პეტერბურგელი მუსიკოსები. როლანდ შალამბერიძე არის დამფუძნებელი მიმდინარეობისა “UPPERGROUND”\, რომელიც პრინციპიალურად საპირწონეა “UNDERGROUND“-ის.\nამჟამად მუშაობს სანკტ-პეტერბურგში არტ-ცენტრ „პუშკინსკაია 10“ -სა და თბილისის პირად სტუდიაში.\nგამოფენის გახსნის დღეს დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს მუსიკალურ პერფორმანსს ჯგუფ White Out-ის ცოცხალი შესრულებით.\nკურატორი ხვიჩა დოღონაძე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/retrospective-of-roland-shalamberidze-at-dimitri-shevardnadze-national-gallery/
LOCATION:რიტა ხაჩატურიანი – სერენგეტი
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220810T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20220910T000000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220804T083923Z
LAST-MODIFIED:20220804T084222Z
UID:6752-1660147200-1662768000@art.gov.ge
SUMMARY:ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია\, 2021-2022
DESCRIPTION:შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეს გახლავთ 113 ქართველი მხატვრის ნამუშევრები\, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში (შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობდა მარიამ გაჩეჩილაძე); კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც; ასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის\, ვალერიან სიდამონ-ერისთავის\, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები\, მათ შორის\, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. უკვე 2022 წელს შესაძლებელი გახდა დიდი ქართველი მხატვრის\, სერგო ქობულაძის\, 73 ნამუშევრის შეძენაც. ახალ კოლექციაში ასევე მოხვდა იმ ავტორთა საჩუქრად გადმოცემული სურათები\, რომელთა გამოფენები გაიმართა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში. \nამას გარდა\, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. 1980-იანი წლების დასაწყისში „ახალგაზრდა მხატვართა მიერ პირველად გაცხადდა\, რომ მხატვრობა გაცილებით მეტია არსებულ დოგმატურ ჩარჩოებში მოქცეულ წარმოდგენაზე მის შესახებ: პირველად გაჩნდა სურვილი მხატვრობის ენით\, მისი მეშვეობით გაცილებით მეტის გამოსახვისა\, ვიდრე „ფერწერული” პრობლემატიკით მანიპულირება იყო”\, – წერდა კარლო კაჭარავა. ამასთან\, 1990-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატულია\, რის გამოც საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის რაციონალურად გადააზრებაც კი\, სად ვიმყოფებოდით\, თუმცა\, დაშლილი სისტემის ყოფილ ცენტრებში უმძიმესი სოციალური ფონის პირობებში არტისტული აქტივობები არ შეფერხებულა და მაინც მიმდინარეობდა. 90-იან წლებში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსული მხატვრები „ბოლო საბჭოთა თაობის“ მხატვრები აღმოჩდნენ. ამიტომ ამ ხელოვანთა ნამუშევრების შესყიდვით გვსურდა ამ მრავალმხრივ რთული პერიოდის ქართული არტსცენის ნიმუშთა განთავსება სამუზეუმო სივრცეში. ეს\, ერთი მხრივ\, მადლიერების გამოხატვაა მხატვართა მიმართ\, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა იმ უმძიმეს დროსაც კი და\, მეორე მხრივ\, თავისებური დემონსტრირებაა ევროპაში ინტეგრირების თანდათანობითი და არცთუ მარტივი პროცესისა\, რომელიც საუკუნოვანი იზოლაციიდან თავდაღწევის შემდეგ საკმაოდ ფორსირებულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს… ამასთან\, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია\, აჩვენებს უკვე უშუალოდ ქართულ სივრცეში მიმდინარე რეფლექსიასაც. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია\, რომელიც გვაძლევს საშუალებას\, გავიგოთ\, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახავად\, საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად თანამედროვე ტენდენციებთან. \nშალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება (722 ნამუშევარი) ეტაპობრივად მოხდება. ამ გამოფენის პარალელურად ახალი კოლექციიდან ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს სიღნაღის მუზეუმშიც. \nპროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია \nგამოფენის გახსნა: 10 აგვისტო\, 2022 | 16:00 გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აგვისტო – 10 სექტემბერი\, 2022 \n10 აგვისტოს\, 16:00 საათზე ასევე გაიმართება კატალოგის – ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია\, 2021-2022. პრეზენტაცია. \nმისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/08/ახალი-კოლექცია.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220810T110000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221010T183000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220727T145645Z
LAST-MODIFIED:20220806T132307Z
UID:6603-1660129200-1665426600@art.gov.ge
SUMMARY:მამუკა ჯაფარიძის ნატურმორტები - Still Life - After Life
DESCRIPTION:Still Life – After Life  – მამუკა ჯაფარიძის ნატურმორტები\n																										 \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კაფეში\, მამუკა ჯაფარიძის წელიწადის დროების მიხედვით შექმნილი სეზონური ნატურმორტების გამოფენა იხსნება\, სახელწოდებით Still Life – After Life. წელიწადის ყოველ დროს\, მხატვარი ერთი და იგივე ხის მაგიდაზე აწყობს შესაბამისი პერიოდის ხილს\, კენკრას\, მცენარეებს\, ჭურჭელს და მათ ფოტოებს სოციალურ მედიაში აქვეყნებს. მაგიდა უცვლელია. ნატურმორტების ელემენტები კი წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. მხატვრის იდეით\, ნატურმორტები დაკავშირებული უნდა იყოს ბუნებასთან და სეზონების მახასიათებელ ფერთა გამას გადმოსცემდეს. ნატურმორტების ფოტოებისა და მზის ამოსვლის LIVE ვიდეობის მეშვეობით\, მხატვარი ბუნების ცვალებადობასა და ციკლურობას აკვირდება და\, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით\, ფერებისა და სინათლის ეფემერულობას მყარ მასალაზე აღბეჭდავს. ურბანიზაციისა და გლობალური დათბობის ხანაში\, ნატურმორტები ბუნების მიმართ მხატვრის ნოსტალგიურ განწყობას გამოხატავს. \nნატურმორტების ქსოვილზე დაბეჭდილი ფოტოები საქართველოს ეროვნული გალერეის კაფეშია გამოფენილი და მხატვრის მამის\, მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძის პირველ რეტროსპექტიულ გამოფენას ემთხვევა.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20220802T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20220915T170000
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220729T135559Z
LAST-MODIFIED:20220729T135916Z
UID:6608-1659448800-1663261200@art.gov.ge
SUMMARY:ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციიდან
DESCRIPTION:ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციიდან\n\n2021 წელს\, კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ\, გამოჩენილი ქართველი მხატვრის\, ვალერიან სიდამონ-ერისთავის 1930-იან წლებში შექმნილი 425 ნამუშევარი შეიძინა. \nმათ შორის – ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები; ასევე სხვა თემატიკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერიები. \nმათში სიდამონ-ერისთავმა საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა და გასაბჭოება არსობრივად განსხვავებულად ასახა. ამისთვის მან XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტუალურ რუსულ ნეორომანტიზმს მიმართა. ეს იგრძნობა მის პორტრეტებშიც\, თუმცა ე.წ. ბაქოს პერიოდის ნამუშევრებში შეიმჩნევა გეომეტრიული ელემენტების გარკვეული სიჭარბე. ამ კოლექციაში მას აქვს რელიგიურ თემებზე შესრულებული გრაფიკული ჩანახატები და სხვა ნამუშევრებიც\, რომლებშიც საბჭოური რეჟიმის მიმართ შეფარვით მაინც მჟღავნდება მისი კრიტიკული დამოკიდებულება. \nგამოფენისთვის შერჩეულ იქნა ვალერიან-სიდამონონ ერისთავის ჟანრობრივად მრავალფეროვანი კოლექცია\, სულ 22 ნამუშევარი. მათ შორის: „წითელცხენოსანთა შეტევა“\, „კრწანისის ბრძოლა“\, „წითელი მთესველები“\, „კავკასიელთა დრუჟინა“\, ორი ავტოპორტრეტი\, უცნობი ქალის პორტრეტი\, „გასეირნება საფუტკრეში“ და სხვა. \nგამოფენა ტარდება „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია: 2021-2022“ დაგეგმილი გამოფენების ფარგლებში.გამოფენის გახსნა: 2 აგვისტო\, 2022 | 14:00გამოფენის ხანგრძლივობა: 2 აგვისტო\, 2022 – 15 სექტემბერი\, 2022მისამართი: სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი \nვალერიან სიდამონ-ერისთავი(1889-1943)ვალერიან სიდამონ-ერისთავი ქართული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა – დარგობრივი და ჟანრული მრავალფეროვნებით გამორჩეული მხატვარია. დიდია ვალერიან სიდამონ-ერისთავის წვლილი ქართულ ხელოვნებაში ისტორიული ჟანრის ფერწერის\, კინომხატვრობისა თუ სცენოგრაფიის ისტორიისთვის. XX საუკუნის 20-იან წლებში კოტე მარჯანიშვილი სწორედ ვალერიან სიდამონ-ერისთავს იწვევს თეატრში სამუშაოდ და\, ფაქტობრივად\, ასე იწყება ქართული პროფესიული თეატრის მხატვრობის ისტორია. შემდგომ იგი საოპერო დადგმების გამფორმებლადაც გვევლინება… მას „საბჭოთა კინოხელოვნების პიონერსაც“ უწოდებენ. სამშობლოს გასაბჭოების შემდეგ\, სხვა მხატვართა მსგავსად\, ვალერიან სიდამონ-ერისთავსაც მოუწია იდეოლოგიური რეჟიმისთვის ხარკის გაღება. ე.წ. სოცრეალიზმს ის განსაკუთრებული „ხმამაღალი“ ფერებით ახმოვანებს\, ხაზგასმულად სანახაობრივი და დადგმულია ეს ნამუშევრები\, სარკაზმნარევი და ირონიულია მათში ასახული საბჭოური რეალობა.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/07/SIDAMON-ERISTAVI-AFISHA-SIGHNAGHI.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20220712
DTEND;VALUE=DATE:20220812
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220718T140425Z
LAST-MODIFIED:20220720T190148Z
UID:6324-1657616400-1660240800@art.gov.ge
SUMMARY:ზურა აფხაზის გამოფენა „ქვების ხმაური“
DESCRIPTION:ზურა აფხაზის გამოფენა „ქვების ხმაური“ \nსაქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის\, ზურა აფხაზის მულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. \nკულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით\, 2021 წლის მაისიდან\, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა თავისი ძირითადი ფუნქცია და ის კვლავ საგამოფენო სივრცედ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ განახლებული და მხატვრებისთვის საგამოფენოდ დაბრუნებული ეროვნული გალერეა უკვე მე-18 მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. მიმდინარე და მომდევნო წელს ეროვნულ გალერეაში დაგეგმილი გამოფენების სიუხვე და შესარჩევ კონკურსში პროექტების სიმრავლე თვალსაჩინოს ხდის პრობლემას\, რომელიც წლების განმავლობაში მხატვრებს აწუხებდათ და სახელმწიფო საგამოფენო სივრცეზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით იყო გამოწვეული. \nმულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ ზურა აფხაზის მიერ ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების კრებულს წარმოადგენს\, სადაც კარგად ჩანს მხატვრის ხანგრძლივი ძიების შედეგად გამოკვეთილი მკაფიო ხედვა\, ზურა აფხაზის სტილის დამადასტურებელი შთამბეჭდავი გამოსახულებები. \nპროექტის წარმდგენია \,\,დედიკას გალერეა”\, გამოფენის კურატორი – ხათუნა ხაბულიანი. ვიდეო ჩანართებზე იმუშავეს ლექსო სოსელიამ\, უჩა წოწერიამ; ხმოვანი ნაწილი ეკუთვნის დიმა დადიანს. \nზურა აფხაზი მულტიმედიური გამოფენის „ქვების ხმაური“ ნახვას დამთვალიერებელი 7 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a5/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2019/06/Zura-Apxazi-Poster.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20220709
DTEND;VALUE=DATE:20220724
DTSTAMP:20260423T062107
CREATED:20220718T142007Z
LAST-MODIFIED:20220720T190059Z
UID:6356-1657357200-1658599200@art.gov.ge
SUMMARY:დიმიტრი ხახუტაშვილი 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა
DESCRIPTION:დიმიტრი ხახუტაშვილი 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა\nეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის და პედაგოგის\, დიმიტრი ხახუტაშვილის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. \n50-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენლის გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა მხატვრის ოჯახისა და ბიზნესმენ დავით ტატულაშვილის კოლექციებში დაცული\, მხატვრის სხვადასხვა პერიოდის 80 ნამუშევარი და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან ერთი ფერწერული ტილო. \nაღსანიშნავია\, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით\, 2021 წლიდან დაწყებულია საზღვარგარეთ გატანილი ნახატების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. სამწუხაროდ\, არაერთი მათგანი დაკარგულად ითვლება. 2022 წელს უკვე დაბრუნებულ ნახატთაგან ერთ-ერთი სწორედ დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევარია და იგი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია\, რომელმაც\, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა\, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა.  \nდიმიტრი ხახუტაშვილი თითქოსდა მიჩუმებულ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა\, იყო ძიებაში\, მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა\, არ ცდილობდა პერსონალური გამოფენის მოწყობას. \nმხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა ხელოვნებათმცოდნეებისთვის. ათეულობით ფერწერული\, გრაფიკული ნამუშევარი\, წიგნის ილუსტრაციები\, ესკიზები თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა სერიოზული განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული ორიგინალურობა\, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას\, თამამი და ღია ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე\, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს\, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს. \nსიმბოლურია\, რომ მოცემული გამოფენაც სამხატვრო აკადემიის დაფუძნების 100 წლის თავზე გაიხსნა და ის ამგვარად პატივს მიაგებს ახალგაზრდებზე მოამაგე პედაგოგებს. \nდიმიტრი ხახუტაშვილის 95 წლისადმი მიძღვნილი გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 6 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-95-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2019/06/xaxuta-poster.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR