BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//art.gov.ge - ECPv6.0.3.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://art.gov.ge/ge/
X-WR-CALDESC:Events for art.gov.ge
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Tbilisi
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230910T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230919T180000
DTSTAMP:20260423T024847
CREATED:20230909T094936Z
LAST-MODIFIED:20230911T035132Z
UID:19934-1694368800-1695146400@art.gov.ge
SUMMARY:რასიმ გასანოვის გამოფენა - REVOLT
DESCRIPTION:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/09/VID-20230908-WA0006.mp4\n  \nეროვნულ გალერეაში იმართება რასიმ გასანოვის გამოფენა – REVOLT. \nრასიმ გასანოვი დაიბადა 1992 წელს. გარდაბანში (საქართველო). ბავშვობიდან ხატავდა\, 22 წლიდან ის მუშაობს სამგანზომილებიან\, სხვადასხვა მასალით შესრულებულ მხატვრულ ფორმებთან. მისი ხელოვნება\, ძირითადად\, ადამიანისა და მის ირგვლივ არსებული გარემოს შესწავლას უკავშირდება. ხელოვანი უარყოფს რეალისტურ ფორმას. მისი აზრით\, ირეალობა ქმნის ადამიანს\, ადამიანი კი – რეალობას. მის ნამუშევრებში ადამიანები\, ცხოველები და ნივთები „გამოდიან“ სასურათე სიბრტყიდან\, ხვდებიან მნახველის სივრცეში და გადაჰყავთ მნახველი სხვა რეალობაში. \nრასიმ გასანოვი ცხოვრობს და მუშაობს გარდაბანში. \nგამოფენა გაიხსნება 10 სექტემბერს\, 18:00 საათზე და გაგრძელდება 2023 წლის 19 სექტემბრამდე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/09/Gasanovi-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230824T130000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231017T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230823T123257Z
LAST-MODIFIED:20230823T124824Z
UID:19545-1692882000-1697565600@art.gov.ge
SUMMARY:„ნინგიო" -  იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“
DESCRIPTION:  \n  \n  \nსიღნაღის ერთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული იაპონური თოჯინების გამოფენა\, იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბნებული თოჯინების ხელოვნების ტრადიციას წარმოაჩენს. გამოფენის ორგანიზატორია იაპონიის ფონდი\, ხელშემწყობი –  იაპონიის საელჩო საქართველოში\,ლ მხარდამჭერი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი. \nიაპონიის ფონდის მისიაა\, ხელი შეუწყოს მსოფლიოსთან იაპონიის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. \nიაპონური ხელოვნებისა და კულტურის უცხოეთისთვის გასაცნობად ფონდი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა აქტივობაზე  და   „მოგზაური გამოფენის“ პროგრამას\, ახორციელებს\, რომელიც  აერთიანებს ფონდის კოლექციის  ნამუშევრებს.  “მოგზაური ექსპოზიცია” ყოველწლიურად  მსოფლიოს  დაახლოებით 80 მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში ხორციელდება. „მოგზაურ გამოფენებში“ წარმოდგენილია ნამუშევრები ხელოვნების 15 სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის: თანამედროვე ხელოვნება\, ხელნაკეთობა\, ფოტოგრაფია\, არქიტექტურა\, დიზაინი\, მანგა და იაპონური თოჯინების კულტურა. \n„NINGYŌ იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“  ძალიან პოპულარული „მოგზაური გამოფენაა“ . თოჯინების კულტურა\, რომელიც  იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა\, წარმოდგენილია კატაშიროდან და ამაგაცუდან ჩამოტანილი  67 რჩეული თოჯინით\, რომლებიც  იაპონური თოჯინების არქეტიპებად ითვლება. \nსიღნაღის  მუზეუმს  იაპონიის ფონდსა და იაპონიის  საელჩოსთან  ხუთწლიანი  თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. სწორედ აქ მოეწყო 2017  წელს იაპონიის თოჯინების „მოგზაური გამოფენა“.  მას  შემდეგ იაპონიის  საელჩოს ინიციატივით\,  იაპონელი  ხელოვანისა და  კალიგრაფისტის – აკემი  ლუკასის\, მხატვარ-ილუსტრატორ ტაკეჰიდე  ჰარადას\, დიპლომატისა  და მოყვარული  ფოტოგრაფის – იმანიში  ტაკაოს  ნამუშევართა  გამოფენები გაიმართა. გამოფენებთან ერთად\, საელჩოს  ორგანიზებით\, ხორციელდებოდა საგანმანათლებლო  პროგრამები  და იმართებოდა სამუშაო შეხვედრები. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/ningyo-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/08/369663756_7358275987532312_8904789692988774505_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230810T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230909T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230806T100625Z
LAST-MODIFIED:20230807T095605Z
UID:18841-1691690400-1694282400@art.gov.ge
SUMMARY:"დამზადებულია საქართველოში" - ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა
DESCRIPTION:10 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით\,  საქართველოს ეროვნული გალერეა ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენას უმასპინძლებს სახელწოდებით “დამზადებულია საქართველოში”. \nსაქართველო ცოლ-ქმარ ფლორენსკების შემოქმედებითი ტანდემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა  და გამოფენაზეც  საქართველოზე  შექმნილი სერიები იქნება წარმოდგენილი: ნაივური სტილისტიკით გამოსახული   თბილისისა და ბათუმის ხედები\, ქართველი მეგობრების პორტრეტები\, ქართული ანბანის სერიები და ძველთბილისური დუქნის აბრების რემინისცენციები. \nალექსანდრ ფლორენსკის წინაპრები წარმოშობით საქართველოდან იყვნენ.  პაპა – ანდრეი ფლორენსკი და მისი ძმა\, ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკი თბილისში დაიბადნენ. დიდი პაპაც –  სამოქალაქო ინჟინერი ალექსანდრ ფლორენსკი თბილისში დაიბადა და ზედამხედველობას უწევდა გზებისა და ხიდების მშენებლობას. მისი პირველი პროექტი ბათუმი-ახალციხის გზა იყო. \nალექსანდრ ფლორენსკი – ფერმწერი\, გრაფიკოსი\, კერამიკოსი\, 1960 წელს ლენინგრადში\, მხატვრების ოჯახში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება Митьки -ს  ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.) და  პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.). \n1997-2005 წლებში იყო გალერეა Митьки – ВХУТЕМАС – ის კურატორი. ამას გარდა\, მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელად სახელმწიფო მუზეუმში (ცარსკოე სელოს კოლექცია. რუსეთი).  ალექსანდრ ფლორენსკი კოლექციონერიც არის –  აგროვებს ქართველი და რუსი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს. თავის მეუღლე ოლგა ფლორენსკაიასთან ერთად\,  განახორციელა არაერთი სახელოვნებო და საგამომცემლო პროექტი. ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევართა ექსპოზიციებს სხვადასხვა დროს მრავალი კერძო გალერეა და სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობდა. მათ შორისაა:  Totibadze Gallery (არტ-ცენტრი ВИНЗАВОД\, მოსკოვი\, რუსეთი)\, სახელმწიფო რუსული მუზეუმი (პეტერბურგი\, რუსეთი)\, ტრეტიაკოვის გალერეა (მოსკოვი\, რუსეთი) და ერმიტაჟი (პეტერბურგი\, რუსეთი). ალექსანდრ ფლორენსკის ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის\, ერმიტაჟის\, ტრეტიაკოვის გალერეის\, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების\, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრისა და შალვა  ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. \nოლგა ფლორენსკაია (დ.1960) – ფერმწერი\, გრაფიკოსი\, კერამიკოსი და მოქანდაკე\, დაიბადა ლენინგრადში\, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. მეუღლე ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ Митьки -ს შექმნის ერთ-ერთი მოთავე (1985) და  პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური შემოქმედებითი პროექტი. მათ შორის\, ანიმაციური ფილმები: ყველაზე დიდი ამბავი და ნაალაფარი ფილმები . მიღებული აქვს რუსეთში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალი ჯილდო. ოლგა ფლორენსკაიამ სახელი გაითქვა ქაღალდისა და ქსოვილისგან შექმნილი კოლაჟებით. მის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობდნენ როგორც კერძო გალერეები\, ასევე სახელმწიფო მუზეუმები. მათ შორის: ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის მუზეუმი ( პეტერბურგი\,)\, Gallerie Vallois Sculpture ( პარიზი)\, OAT gallery (თბილისი) და Totibadze Gallery (მოსკოვი). მისი ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის\, ერმიტაჟის\, ტრეტიაკოვის გალერეის\, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების\, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის\, ლონდონის VICTORIA & ALBERT-ისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში. \nგამოფენა გაიხსნება 10 აგვისტოს\, 18:00 საათზე და 9 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. \nექსპოზიცია ეწყობა გალერეა LICHT-ის მხარდაჭერით. 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/08/banner157x295-10-cm_pages-to-jpg-0001-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230809T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230908T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230803T080411Z
LAST-MODIFIED:20230807T130937Z
UID:18777-1691604000-1694196000@art.gov.ge
SUMMARY:ბადრი ლომსიანიძე - მეტამორფოზა
DESCRIPTION:  \nდ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტულ გამოფენას. \nბ. ლომსიანიძე დაიბადა ქუთაისში  (1961). ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლის და შემდეგ  სანქტ-პეტერბურგის ა. შტიგლიცის სახ. ხელოვნების და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ესპანეთში მოღვაწეობს. საქართველოში მისი პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. \nბადრი ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია\, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს  როგორც მედიუმს: ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს მის ტილოებსა და ინსტალაციებში ორგანულად ინტეგრირების საშუალებას აძლევს.  შედეგად\,  ნამუშევრები იძენს შინაარსობრივად დატვირთულ სხეულებრივ სიმკვრივეს. მეორე მხრივ\, ტექსტილისთვის სახასიათო გამომსახველობა ერთგვარად განაპირობებს მხატვრის შემოქმედების ალეგორიულობას. ბადრი ლომსიანიძის ნამუშევრებში ხელშესახებია გარკვეული ბალანსი ექსპრესიონიზმსა და კლასიკური ფორმების დახვეწილობას შორის.  უპირველესი მხატვრისთვის ვიზუალური და სენსორული სიამოვნებაა: გამჭვირვალობა\, რბილ ფერთა პალიტრა და ქსოვილთა მეტყველება. ჰეტეროგენული რესურსების გამოყენება ანიჭებს მის შემოქმედებას ინდივიდუალურსა და ცნობად ხასიათს\,  გამორჩეულს თავისი მრავალმხრივობითა და ტექნიკით. \nმხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: თანამედროვე  ხელოვნების მუზეუმი\, ოკლაჰომა\,  (აშშ)\, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი\, ნიუ ჯერსი\, (აშშ)\, AC ფონდი\, სალამანკას მუზეუმი\,  ბუენოს აირესის გრავიურის ეროვნული მუზეუმი\, (არგენტინა)\, მადრიდის თანამედროვე  ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმი\, მადრიდის საზოგადოება; მაკკინსის კოლექცია\, Christies ლონდონი\, გამომცემლობა Springer. \nგამოფენა გაიხსნება 9 აგვისტოს 18:00 საათზე და გაგრძელდება 2023 წლის 9 სექტემბრამდე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/18777/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/08/365076872_297840932731947_4734763558064395095_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230707T190000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230805T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230630T113828Z
LAST-MODIFIED:20230630T232813Z
UID:18521-1688756400-1691258400@art.gov.ge
SUMMARY:ედმონდ გაბრიელ კალანდაძე: ფიქრი ფერით
DESCRIPTION:  \nგალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ ედმონდ გაბრიელ კალანდაძის 100 წლის თავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას „ფიქრი ფერით“\, რომელსაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2023 წლის 7 ივლისს 19:00 საათზე უმასპინძლებს. პროექტის ორგანიზატორი: გალერეა „ვანდა“ და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა\, კურატორი ვანდა მუჯირი. გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 5 აგვისტომდე. პროექტის ფარგლებში\, საქართველოს კულტურის\, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით\, მზადდება ედმონდ გაბრიელ კალანდაძის საიუბილეო კატალოგი\, რომლის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება.\nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან\, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან. \nედმონდ კალანდაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1950-იანი წლების ბოლოს\, დათბობის პერიოდში\, ქართული ხელოვნების ახალი ეტაპის შექმნაში.\nის მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო\, თაობისა\, რომელიც მზად იყო მოეხდინა გადატრიალება ქართული ფერწერაში. ედმონდ კალანდაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად ცხადი გახადა ყოფიერების გააზრების ახალი გზების ძიებისა და მხატვრულ-გამომსახველობითი ენის განახლების აუცილებლობა.\nკალანდაძემ შეითვისა და თავისი მსოფლმხედველობის პრიზმაში გაატარა კლასიკური და თანამედროვე ფერწერის მთავარი მიღწევები და შექმნა საკუთარი უნიკალური სტილი\, განსაკუთრებული სამყარო\, რომელიც\, პირველ რიგში\, ფერთან ასოცირდება. ფერი იყო მისი სამეტყველო ენა\, ძიება და გამოსახვა გარკვეული ემოციებისა.\nედმონდ კალანდაძის მზერა თითქოს განსაკუთრებულ კრისტალში გარდატყდებოდა. მისი საშუალებით რეალობას ისე ხედავდა\, როგორც არავინ სხვა და ეს ხედვა დღესაც გვნუსხავს. ნამუშევრების კოლორიტი და ფერის გამომსახველობითი ძალა და ექსპრესიულობა არის მისი ტილოების მთავარი საფუძველი\, გამოხატავს მის იდეებსა და გრძნობებს\, აღძრავს მნახველში ძლიერ ემოციებს და საშუალებას აძლევს სამყარო ახლებურად დაინახოს. \nედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით\, მას შექმნილი აქვს ათასობით ნახატი\, პეიზაჟი\, პორტრეტი\, ნატურმორტი.\nკალანდაძის ჟღერადი და ნათელი ხელოვნება არის სიყვარულის ჰიმნი საკუთარი სამშობლოსადმი\, ერთ-ერთი ბრწყინვალე გვერდი საქართველოს ხელოვნების ისტორიაში.\nგამოფენა „ფიქრი ფერით“ ეძღვნება ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს და წარმოადგენს მისი შემოქმედების რეტროსპექტივას. ვფიქრობთ\, რომ ექსპოზიცია\, სადაც წამოდგენილი იქნება მის ცნობილ ტილოებთან ერთად ის ნამუშევრები\, რომლებსაც პირველად იხილავს ფართო საზოგადოება\, შექმნის საუკეთესო შესაძლებლობას ედმონდ კალანდაძის ხელოვნების თაყვანისმცემლებისა და ახალგაზრდებისთვის ეზიარონ ამ გამორჩეული ფერმწერის უნიკალურ ხელოვნებას.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/Edmond-FACEBOOK-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230620T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230910T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230606T153429Z
LAST-MODIFIED:20230701T064639Z
UID:18194-1687284000-1694368800@art.gov.ge
SUMMARY:ოთარ ჩხარტიშვილი : თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება
DESCRIPTION:ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ოთარ ჩხარტიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა – თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება\, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება: “წელიწადის ოთხი დრო – ჩემი ეზო” და „ახალი რეალიზმი“. გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან\,1967 წლიდან 2002 წლამდე შექმნილი\, ოთარ ჩხარტიშვილის 60 ნამუშევარიa (ფერწერა\, კოლაჟი\, ასამბლაჟი და ობიექტი) წარმოდგენილი. \nოთარ ჩხარტიშვილმა 1970-იან წლებში თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე.წ. ბულდოზერის გამოფენაში\, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის” მხატვართა წრესთან და 1977 წელს Zimmerli Art Museum-ის   (ნიუ-ჯერსი\, აშშ)  მიერ მისი კოლაჟის – სპილოს  შეძენამ სუკ-ის ყურადღება მიიპყრო. „1960-იანი წლების ბოლოდან 1990 წლამდე ვზიდე ანტისაბჭოთა მხატვრის ჯვარი და ამიტომ ჩემი ხელოვნება ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გახდა”\, ვკითხულობთ მხატვრის ავტობიოგრაფიაში. \nოთარ ჩხარტიშვილი ერთნაირად უკომპრომისო იყო  ცხოვრებასა თუ  ხელოვნებაში. ის იყო დიდი მხატვარი და ასეთივე მასშტაბის ფერმწერი და ინსტალიატორი\, რაც ოფიციოზისა და მაშინდელი რეჟიმის მსახურთათვის შოკის მომგვრელი გახლდათ. ნამუშევრები\, შექმნილნი არატრადიციული მასალების ან საგნების მეშვეობით\, ამოგლეჯილნი ჩვეული კონტექსტიდან\, ლახავდნენ სოცრეალიზმის ურყევ პრინციპებსა და აკადემიურ დოგმებს. ოთარ ჩხარტიშვილის ძიებამ გამოკვეთა მხატვრის მიზანი\, მოეძებნა აქტუალური მხატვრული მიდგომა და სოცრეალიზმის საპირისპიროდ შეექმნა „ახალი რეალიზმი“\, რომელიც ასახავდა თანამედროვე გრძნობათა წყობას და არა იდეოლოგიას. ამ მხრივ იგი ბოლომდე დარჩა თანმიმდევრული და პატიოსანი. ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გზა მან თვითგანახლებისაკენ სწრაფვაში განვლო. ოთარ ჩხარტიშვილის მხატვრულ მემკვიდრეობაში აღსანიშნია კონცეპტუალური სერია   “წელიწადის ოთხი დრო –  ჩემი ეზო”.  აქ პირველად ჩნდება ქართულ ხელოვნებაში ხელოვნებისადმი ანტიფორმალისტური მიდგომა\, როცა ესთეტიკური ასპექტი მეორეხარისხოვნად იქცა კონცეფციასთან შედარებით. \nოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში\, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.  ნიუ ჯერსის  Zimmerli Art Museum-ში\, ინახება მრავალი კერძო კოლექციონერის საცავებში. 2016 წელს SotHeby-ის აუქციონზე გაიყიდა ოთარ ჩხარტიშვილის ორი ნამუშევარი – სახურავზე   და   სოხუმი. \nოთარ ჩხარტიშვილის  სიცოცხლის ბოლო წლები ამბიციებისგან დაცლილია.  ეგზისტენციალური გამოსავალი და მისი\, როგორც მხატვრის\, თვითგამოხატვის სოციალური გამოსავალი სიცოცხლის ბოლო წლებშიც ერთმანეთს დაემთხვა: როგორც  სოციალურმა მხატვარმა\, მან მასწავლებლის  მისია იტვირთა და შექმნა წიგნი  ოთარ ჩხარტიშვილის “სახვითი ხელოვნების სწავლების საწყისები”\, გამოფენაზე ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია. \nპროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო\, ორგანიზატორი – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. \nგამოფენის კურატორი ალექსანდრა გაბუნია\, თანაკურატორი ნინო ასანიძე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/18194/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/06/ელ-ბანერი-2-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230620T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230702T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230610T060914Z
LAST-MODIFIED:20230610T060914Z
UID:18307-1687255200-1688320800@art.gov.ge
SUMMARY:ავთო მოსიაშვილოს პერსონალური გამოფენა
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ ალექსანდე (ავთო) მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას. ავთო მოსიაშვილი ქალაქ დუშეთში დაიბადა\, იქვე მიიღო საშუალო განათლება\, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით\, რომლის დასრულების შემდგომ ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ავთო მოსიაშვილი 1986 წელს ტოკიოში\, მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე\, დაჯილდოვდა ოქროს მედლით; 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება; 2017 წელს კი „საამაყო დიდუბელის ” წოდებასთან ერთად დაჯილდოვდა მედლით; 2018 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის წარდგინებით გადაეცა „ღირსების ორდენი“\, ხოლო 2019 წელს – დავით კაკაბაძის სახელობის პრემია. \nავთო მოსიაშვილის მკვეთრად ინდივიდუალური ხედვა და პროფესიონალიზმი შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინოდ აისახა აბსტრაქციებში. უმეტეს ნამუშევრებში მხატვარი სრულად ათავისუფლებს ფორმას რეალური სამყაროსგან. ხაზისა და ფერის გამომსახველობის ჰარმონიული სინთეზით ავთო მოსიაშვილის კომპოზიციები სივრცესა და უსასრულობას ასახავს. \nმისი შემოქმედებითი ბიოგრაფია არაერთ ჯგუფურსა და პერსონალურ გამოფენას ითვლის. 2004 წელს მხატვრის პერსონალურ გამოფენას საქართველოს ეროვნულმა გალერეამაც უმასპინძლა. მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო: საფრანგეთში\, ნორვეგიაში\, პოლონეთში\, იტალიაში\, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში\, რუსეთის ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. \nგახსნა – 21 ივნისი\, 18:00
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230514T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230602T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230510T123609Z
LAST-MODIFIED:20230511T070407Z
UID:17798-1684083600-1685728800@art.gov.ge
SUMMARY:გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენა  „ჩვენ გადარჩენილები“
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში 2023 წლის 14 მაისს მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენა „ჩვენ გადარჩენილები“იმართება. კურატორი – ქეთევან კორძახია. \nხელოვანის შემოქმედებითი მოღვაწეობა მეტწილად საფრანგეთს უკავშირდება. გელა პატიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. შემდგომ კი მისი პროფესია ხატვა გახდა\, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული. მხატვარმა 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. პარიზის სტუდიებში (Saban Entertainment\, Gaumont Animation\, Fargo Studio\, Millimages) მონაწილეობა აქვს მიღებული ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შექმნაში\, მოღვაწეობდა ასევე რეკლამასა და კინოში. მხატვარმა რამოდენიმე ათეულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თხუთმეტამდე პერსონალური გამოფენა გამართა. 2018 წლიდან ის კვლავ საქართველოშია. ასწავლის ანიმაციურ კინოს ორ უნივერსიტეტში\, აქტიურად მონაწილეობს მხატვრულ პროექტებში. აქვს გამოცემული რამდენიმე წიგნი.\nსაგამოფენო პროექტის იდეა 2 წლის წინ დაიბადა\, მას შემდეგ კი\, პანდემიის პირობებში\, მისი აქტუალურობა გაიზარდა. გამოფენის თემა უნივერსალურია\, ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და ნოესთვის მინიჭებულ იმ უფლება ვალდებულებებს გულისხმობს\, რომლებიც\, ბიბლიურ კონტექსტში\, არავითარ განმარტებას არ საჭიროებს. კიდობანში უკვე ერთხელ მოხვედრილთა გენეტიკური კოდის მატარებლები\, კვლავ კიდობანის შასასვლელში ვდგავართ გადარჩენის იმედით… რომელი გენეტიკური კოდი შეეწირება კლიმატურ ცვლილებებსა და მოვლენილ ეპიდემიებს\, როგორ გადაწყვეტს მათ ბედს უფალი და როგორ გადაწყვეტენ ისინი\, კოდები\, თავიანთ ბედს. ეს გენეტიკური კოდების გადარჩენის ისტორიაა.\nგამოფენაზე ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად\, წარმოდგენილია ობიექტი. \nგამოფენის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია – 14 მაისს\, 17:00 საათზე. \nგამოფენის მხარდამჭერია RIA KEBURIA FOUNDATION
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/05/FB_Poster-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230514T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230602T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230510T124722Z
LAST-MODIFIED:20230510T215322Z
UID:17805-1684083600-1685725200@art.gov.ge
SUMMARY:მაკა ბატიშვილის პერსონალურ გამოფენას „სიჩუმის დარღვევა“
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ მაკა ბატიშვილის პერსონალურ გამოფენას „სიჩუმის დარღვევა“. \nმაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.  ხელოვანს  აქტიური საგამოფენო ისტორია აქვს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. \nეროვნულ გალერეაში  მაკა ბატიაშვილის  პერსონალური გამოფენა  პირველად იმართება და  ის აერთიანებს ბოლო პერიოდში შექმნილ მის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. ნამუშევრების თემა ადამიანი და მისი გარემომცველი სამყაროა . დამთვალიერებელს ხვდება ადვილად საცნობი მხატვრისეული ნარატივები  ახალი  ემოციური გზავნილებით. \nლოკდაუნის პირობებში\, როცა  ურბანული ხმები შეწყდა\, ჰაერი  გაიწმინდა…სანაცვლოდ\, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით \, ახალი შეგრძნებებით\, მათ შორის\,  გაისმა  ხმები \, რომელსაც  ყოველდღიური ხმაური თრგუნავდა. მხატვრის თქმით\, ქალაქის რიტმი გაჩერდა და გაისმა ფრინველთა ხმამაღალი სიმღერა ჰაერში..  ასე გაჩნდა  თემა და  გამოფენის სათაური. \nგამოფენის გახსნა და კატალოგის პრეზენტაცია – 14 მაისს\, 17:00 საათზე. \nგამოფენის მხარდამჭერია RIA KEBURIA FOUNDATION
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/05/Facebook-event-cover-01-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20230504
DTEND;VALUE=DATE:20240130
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230430T144619Z
LAST-MODIFIED:20230501T184411Z
UID:17696-1683190800-1706518799@art.gov.ge
SUMMARY:ფიროსმანის ტური
DESCRIPTION:  \n4.5.23 – 20.8.23 ლუიზიანას მუზეუმი\, ქ. ჰუმლ(ე)ბეკი\, დანია\n17.9.23 – 28.1.24 ბეილერის ფონდი\, ქ. რიენი\, შვეიცარია \n2023 წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის გამოფენას დანიაში\, ქ.ჰუმლბეკში ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს\, შემდეგ 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე გამოფენა შვეიცარიაში\, ქ. რიენში ბეილერის ფონდში გადაინაცვლებს.\nდამთვალიერებელი ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს. მათგან 47 ნამუშევარი ეკუთვნის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს\, ხოლო ერთი ნამუშევარი შერჩეულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან.\nგამოფენა ორგანიზებულია ფონდ ბეილერის და ლუიზიანას მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით\, ფონდ InfinitArt-ის დიდი მხარდაჭერით\, აღნიშნული ფონდი იყო 2018-2019 წლებში\, ვენაში (ავსტრია)\, ალბერტინას მუზეუმში და არლში (საფრანგეთი)\, ვინსენტ ვან გოგის ფონდში მოწყობილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის „NIKO PIROSMANI: WANDERER BETWEEN WORLDS” ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.\nპროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და ბეილერის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები\, რის საფუძველზეც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება ინტერაქტიული მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანისა და მისი შემოქმედების შესახებ\, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის გაცნობასა და პოპულარიზაციას. მოხდება ქართველი და უცხოელი კოლეგების გამოცდილების ურთიერთ გაზიარება.\nლუიზიანას მუზეუმი და ბეილერის ფონდი ევროპის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცებს წარმოადგენენ.\nლუიზიანას მუზეუმის წარმატებულ ისტორიას მისი დამაარსებლის\, კნუდ ვ. ჯენსენის თაოსნობითა და უნიკალური ხედვის მიხედვით ჩაეყარა საფუძველი. მუზეუმში თავმოყრილია ხელოვნების არაერთი ცნობილი და ფასეული ნიმუში. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა მჭიდრო კავშირი საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებთან და კულტურულ გარემოსთან.\nლუიზიანას მუზეუმის კოლექცია აერთიანებს 4000-მდე ექსპონატს\, რომლებიც 1945 წლიდან დღევანდელობამდე პერიოდს მოიცავს. კოლექცია ამ პერიოდის თითქმის ყველა მიმდინარეობის ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშებს აერთიანებს (მათ შორის\, ევროპული ახალი რეალიზმი\, ამერიკული პოპ არტი\, 1980-იანი წლების გერმანული ხელოვნება და ვიდეოხელოვნება 1990-იანი წლებიდან და სხვ.). მუზეუმში დაცულია მარიო მერსის\, სოლ ლევიტის\, გერჰარდ რიხტერის\, როი ლიხტენშტეინის\, ენდი უორჰოლის\, რობერტ რაუსჩენბერგის\, ალბერტო ჯაკომეტისა და სხვათა ნამუშევრები.\nდასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ხელოვნების მუზეუმი\, ბეილერის ფონდის მუზეუმი (FONDATION BEYELER) შვეიცარიის ქალაქ რიენში დაარსდა 1982 წელს და გაიხსნა 1997 წელს არქიტექტორ რენცო პიანოს მიერ დაპროექტებულ შენობაში; მუზეუმის საფუძველს წარმაოდგენს კლასიკური მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების კოლექცია\, რომელსაც მეუღლეები ჰილდი და ერნსტ ბეილერი ხუთი ათეული წლის განმავლობაში აგროვებდნენ.\nდღეს მუზეუმის კოლექცია მოიცავს 400-ზე მეტ საუკეთესო კლასიკურ მოდერნიზმის და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევარს. მათ შორის: პაბლო პიკასოს\, კლოდ მონეს\, ედგარ დეგას\, ანრი მატისის\, ვინსენტ ვან გოგის\, პოლ სეზანის\, ვასილი კანდინსკის\, პიტ მონდირიანის\, მაქს ერნსტის\, ფრენსის ბეიკონის\, ალბერტო ჯაკომეტის\, ალექსანდერ კალდერის\, კონსტანტინ ბრნაკუზის\, ჯენი ჰოლზერის და სხვათა გამორჩეულ ნამუშევრებს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/
LOCATION:გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენა  „ჩვენ გადარჩენილები“
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/04/342975493_593991406003000_4668191180935354950_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230423T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230615T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230413T134054Z
LAST-MODIFIED:20230414T061208Z
UID:17078-1682272800-1686852000@art.gov.ge
SUMMARY:გურამ (ხიტა) ქუთათელაძე - ლანდშაფტის მაგია
DESCRIPTION:  \n2023 წლის 23 აპრილს 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იხსნება გურამ (ხიტა) ქუთათელაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა „ლანდშაფტის მაგია“ და გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია. \nპროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის\, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო\, პროექტის ორგანიზატორი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და ბაია გალერეა. \nკურატორი ბაია წიქორიძე. \nგამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 15 ივნისამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 35 ფერწერული ნამუშევარი ეროვნული მუზეუმის ფონდიდან\, მხატვრის ოჯახის და კერძო კოლექციებიდან. \nგამოფენა „გურამ (ხიტა) ქუთათელაძე. ლანდშაფტის მაგია“ ერთი მხატვრის საგამოფენო პროექტის საშუალებით XX საუკუნის ქართული კულტურის იმ მოდელს წარმოგვიდგენს\, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში ქართული მხატვრობის პროგრესულ პოზიციას და საერთაშორისო კულტურასთან ზიარების სურვილს გამოხატავს. სოცრეალიზმის მიერ 1930-იან წლებში ძალისმიერად შეწყვეტილ ავანგარდის და მოდერნიზმის იდეებს ხიტა ქუთათელაძე ახალი ფორმით ისევ აბრუნებს ქართულ მხატვრობაში და საბჭოთა იდეოლოგიის ჩაკეტილ სისტემას ახალი ტიპის მსოფლმხედველობით ეწინააღმდეგება. \nხიტა ქუთათელაძის მხატვრობის „ხატი“ თავიდანვე ჩამოყალიბდა: ლანდშაფტური მოდელი – დიდი პეიზაჟური სივრცეები გრანდიოზული მთებით\, შემოდგომის მეწამულ – ყვითელი მინდვრებით\, აგვისტოს ხვატით გადამწვარ მდელოებზე „მიგდებული“ სოფლებით\, ნიადაგის მწვანე ხალიჩებით\, ფხვიერი მიწით და ხეების ოქროსფერი ფარდაგებით\, ქალაქის ფრაგმენტებით – ხეების ხლართში. და ეს სამოთხის მსგავსი სამყარო – საქართველოა. მისთვის სრულყოფილების მოდელი\, რომლის შესაქმნელად ყველა მხატვრულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს: ფერს\, ფორმას\, ხაზს\, ლაქას\, სინათლეს\, განწყობას. მთავარი ფერია\, რომელიც სინათლის ძლიერი ჭავლით არის მოცული; ფერების „ჩანჩქერით“ მხატვარი ქმნის ფორმას\, გამოსახულებას\, ენერგიას\, ემოციას\, პოზიციას. ფერის მანიფესტაცია\, ფერის კაშკაში\, ფერის რესურსი – გამოვლენილია ფერწერის ყველაზე აქტიური და გაბედული სპექტრით. ამ ურთულესი ფერწერული კომბინაციების ფლობა და მათი საშუალებით მანევრირება – მხატვრის მთავარი იარაღია. \nდღეს\, სამყაროში მიმდინარე გამძაფრებული ეგზისტენციალური მღელვარებების ფონზე\, ომის\, ნგრევისა და დესტრუქციის გარემოცვაში\, რომელიც ჩვენთან ტერიტორიულად და ემოციურადაც ძალიან ახლოს არის და ჩვენს ყოველდღიურ განცდებზე ყველაზე მძაფრად მოქმედებს\, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სამყაროს ჰარმონიული „ხატების“ პრეზენტა- ცია\, რომელიც ერთი შეხედვით პეიზაჟურ სახეს ატარებს\, პოზიციურად კი – სრულყოფილების მოდელია\, სილამაზის\, ფერის\, სტრუქტურისა და რიტმის ამოუწურავი რესურსით.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9a/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/04/339247551_6301865923204517_4892836063466196438_n-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230412T190000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230510T190000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230402T072911Z
LAST-MODIFIED:20230403T073907Z
UID:17000-1681326000-1683745200@art.gov.ge
SUMMARY:ჩინგიზ ფარზალიევი - დროის საფეხურზე
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის – ჩინგიზ ფარზალიევის გამოფენას  – დროის საფეხურებზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნილი მდიდარი მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით\, ნატურმორტებითა და სხვა ხასიათის ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით.  გამოფენისათვის გამოიცა  კატალოგიც –  დროის საფეხურებზე.  \nგამოფენის კურატორი ჩინგიზ ფარზალიევი\, თანაკურატორი კონულ რაფიევა. \nჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია\,  2010 წლიდან  – აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი. \nჩინგიზ ფარზალიევი გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. მფლობელია მრავალი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის\, ორდენისა თუ ჯილდოსი. ის გახლავთ: კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო–ბიოგრაფიული ცენტრისა და  ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის  საპატიო პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი; მიღებული აქვს: მსოფლიო კულტურასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის  საპატიო  მოღვაწის წოდება; ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ღირსების დიდი ორდენი; საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დიდების ორდენი; ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი; ათათურქის საერთაშორისო პრემია; ნიზამი გიანჯევის მედალი და სხვა მრავალი. \nსაგამოფენო პროექტი “ჩინგიზ ფარზალიევი – დროის საფეხურზე” მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს\, საქართველოს ეროვნული მუზეუმის\, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს\, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მიერ.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%96-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a1/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/04/ფარზალიევი.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230411T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230507T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230405T082143Z
LAST-MODIFIED:20230405T112147Z
UID:17024-1681236000-1683482400@art.gov.ge
SUMMARY:შალვა ძნელაძის (1892-1934) გამოფენა
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის  50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან. \nვალერიან (შალვა) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება  მან  ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო\, სადაც იგი  პარალელურად ხატვასაც ეზიარა. შემდეგ\,  სწავლა თბილისში\,“სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან” არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძლა. 1913 -1918 წლებში კი  შალვა ძნელაძე წარჩინებით სწავლობდა  პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებლში. \n1918 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი აქტიურად ჩაერთო დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში. იგეგმებოდა შალვა ძნელაძის გაგზავნა სტიპენდიატის რანგში საზღვარგარეთ\, რასაც ხელი შეუშალა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიამ. \nიგი პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებს სპექტაკლების გაფორმებას ჩოხატაურის სახალხო თეატრში. შალვა ძნელაძე\, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი\, აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალების რედაქციებთანაც და არა ერთი საბავშვო მოთხრობების წიგნი გააფორმა. \nთბილისში გამართული მრავალი გამოფენის მონაწილე შალვა ძნელაძე\, შერყეული ჯანმრთელობის (ტუბერკულოზი) გამო\, ძირითადად მშობლიურ ჩოხატაურში ცხოვრობდა\, სადაც იგი დაუღალავად მუშაობდა პორტრეტებსა და პეიზაჟებზე\, ნატურმორტებსა და ჩანახატებზე (შექმნა 2000-მდე ნამუშევარი). \nშალვა ძნელაძე 1934 წელს გარდაიცვალა.  გარდაცვალების შემდეგ\, 1935 წელს\, მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში გამართულა.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%ab%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/04/338488140_6185332688156446_6898931843149838292_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230323T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230408T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230321T235047Z
LAST-MODIFIED:20230322T000232Z
UID:16871-1679594400-1680976800@art.gov.ge
SUMMARY:გიორგი კუხალაშვილი - ზღურბლს მიღმა
DESCRIPTION:  \nმხატვარი გიორგი კუხალაშვილი გამოფენას „ზღურბლს მიღმა“.დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში წარადგენს..\nქართველი ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური\, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას\, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია\, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/giorgi-kukhalashvili-beyond-the-threshold/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/03/giorgi-khukhalashvili-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230323T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230408T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230321T040857Z
LAST-MODIFIED:20230321T061233Z
UID:16868-1679594400-1680976800@art.gov.ge
SUMMARY:ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:  \n\nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ რეტროსპექტულ გამოფენას. ჯემალ კუხალაშვილი დაიბადა 1952 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა.\n\n\nმისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. სამყაროს მხატვრისეული აღქმა ისეთი ინტენსიური და მძაფრია\, თითქოს ტილო ვერც იტევს მის სათქმელს.\n\n\nჯემალ კუხალაშვილის სამყაროს მოდელში „დიდი აურზაური და ქაოსია…“ აქ თავს იჩენს მხატვრის საოცარი ნიჭი\, ფლობა გამომსახველობითი ხერხების\, ნახატისა თუ ფერადოვანი კომპოზიციისა\, რაც ნამუშევრებში მხატვრულ წესრიგს განაპირობებს\, წესრიგს\, რომელსაც წესები არ აქვს და რომელიც ირაციონალური შემოქმედებითი პროცესის შედეგია.\n\n\n„ჩემთვის სურათი მკაფიოა და ფილოსოფიურ დატვირთვას არ ემსახურება. მე ისე ვხატავ\, როგორც გარე სამყარო მკარნახობს. ვიცი\, ჩემს სეანსს მაყურებელი შეუერთდება და როგორც დაამცირებს\, ისევე აღიარებს… არასდროს ვიცი\, ბოლო შედეგით\, ნოეს კიდობნისა არ იყოს\, სად გამრიყავს გადარჩენისა და დამკვიდრების გაუნელებელი სურვილი\,“ – წერს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ჯემალ კუხალაშვილი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/03/ელ-ბანერი-2.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230316T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230414T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230302T135653Z
LAST-MODIFIED:20230305T142229Z
UID:16760-1678989600-1681495200@art.gov.ge
SUMMARY:მიშა შენგელია
DESCRIPTION:მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში  მისი შემოქმედების 30-წლიან (1989-2019) პერიოდს მოიცავს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ნამუშევრები  დავით მუშკუდიანის კოლექციიდან. მიშა შენგელია და დავით მუშკუდიანი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. მათი კოლაბორაციის შედეგია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები: „მასმედიის ერთი დღე 1495–ში’’ და „პროლეტარიატის დიქტატურის სკოლა“. \nმიშა შენგელია დაიბადა 1959 წელს თბილისში. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია (ის განათლებით გეოლოგი გახლდათ)\, მაგრამ ადრეული ასაკიდან ხატავდა. მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა 1995 წელს გაიმართა „ბაია გალერეაში“ (მაშინ  გალერეა „ორიენტი“). მას შემდეგ მას არაერთი გამოფენა ჰქონდა\, როგორც საქართველოში\, ასევე უცხოეთში. 2014 წელს გალერეა „შარდენში“ პირველად გამოიფინა დავით მუშკუდიანის კოლექციაში არსებული მიშა შენგელიას ნამუშევრები. \nმიშა შენგელიას\, როგორც მხატვრის\, შემდგომ ზრდასა და ჩამოყალიბებაზე  მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2000-იან წლებში რუსიკო ოატის „ნიუ არტ“ კაფეში არსებულმა თავისუფალმა შემოქმედებითმა გარემომ. მიშა აქტიურად მონაწილეობდა  „ნიუ არტის“ ცხოვრებაში და თავადაც მოაწყო იქ არაერთი გამოფენა და პერფორმანსი. „ნიუ არტს“ თავის დროზე  მრავალი ხელოვანი და ინტელექტუალი სტუმრობდა\, მათ შორის\, ოლეგ ტიმჩენკო\, ვახო ბუღაძე\, მიშა გოგრიჭიანი\, კოტე სულაბერიძე\, კოტე ჯინჭარაძე და მურთაზ შველიძე. \nმიშა შენგელიას მხატვრული სამყარო უცნაურად გამორჩეულია. აქ შეხვდებით ჩრდილოეთ რენესანსისათვის სახასიათო სახალხო სეირნობებს\, ჯადოქრებსა და ალქიმიკოსებს\, რუხ კარდინალებს\, პაციფისტ გენერლებს\, მაფიოზებსა და დიქტატორებს. ისინი\, ხშირ შემთხვევაში\, მსოფლიო მხატვრობის შედევრების პერსონაჟთა (მაგ.\, კვენტინ მეტსისის „უშნო დიდგვაროვანი“ ან პიერო დელა ფრანჩესკას „ფედერიკო და მონტეფელტრო“) სტილიზებული გამოსახულებებია. ეს ტრაგიკომიკური გმირები მოწმობენ\, რომ ავტორი\, მხოლოდ მისთვის სახასიათო იუმორის ენაზე\,  ირგვლივ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. \nმიშა შენგელიას ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში\, შვეიცარიაში\, დიდ ბრიტანეთში\, დანიაში\, ისრაელში\, აშშ-ში\, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 2022 წელს მისი ნამუშევრები შეიძინა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა\, ხოლო მიშას მეგობრებმა\, ლენა კრილოვამ და დერეკ მიულერმა\, თავიანთი კოლექციიდან მუზეუმს დამატებით ორი ნამუშევარი გადასცეს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/03/facebook-shengeliasmile-e1678026116603.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230312T110000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230510T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230308T073836Z
LAST-MODIFIED:20230308T074029Z
UID:16815-1678618800-1683738000@art.gov.ge
SUMMARY:რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან
DESCRIPTION:  \nსიღნაღის მუზეუმი 1947 წელს დაარსდა\, 1967 წელს კი მასთან გაიხსნა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა. რეგიონში ამ მნიშვნელოვანი კულტურული სიახლის აღსანიშნად ცნობილმა თუ დამწყებმა ხელოვანებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს თავიანთი სურათები და ქანდაკებები. მათი რიცხვი ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა და დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 400-ზე მეტი ფერწერული\, გრაფიკული თუ სკულპტურული ხელოვნების ნიმუში. სახვითი ხელოვნების ფონდის დაარსების დღიდან მუზეუმი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტით წარდგა საზოგადოების წინაშე. \nგამოფენა- რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან შესაძლებლობას იძლევა უკვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში ერთად თავმოყრილი ვიხილოთ სხვადასხვა ეპოქის მხატვართა მიერ შექმნილი რჩეული ნამუშევრები – სიღნაღის მუზეუმის საგანძური. \n\n\n\n\n\n\nგამოფენაზე XX საუკუნის დიდ ქართველ მხატვრებთან – ელენე ახვლედიანთან\, უჩა ჯაფარიძესთან\, ქეთევან მაღალაშვილსა და სხვებთან ერთად წარმოდგენილია XXI საუკუნის ხელოვანთა მნიშვნელოვანი ნამუშევრები\, ასევე სიღნაღელი კახი ობოლაშვილის კოლექციის ნაწილი და 2022 წლის სიღნაღის არტფესტივალის ფარგლებში შექმნილი ტილოები. ქართველ ხელოვანთა საგამოფენოდ შერჩეული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმს ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებლის წინაშე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/03/facebook-SIGNAGI.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230304T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230320T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230301T071730Z
LAST-MODIFIED:20230301T105757Z
UID:16632-1677952800-1679335200@art.gov.ge
SUMMARY:აკრძალული ხელოვნება - კარლო გრიგოლია  (1927-2014)
DESCRIPTION:მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების  პერსონალურ გამოფენა მხატვრის 60-წლიან ( XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალი მილენიუმის პირველი წლების ჩათვლით) აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას მოიცავს.   ექსპოზიცია აერთინებს მოქანდაკის აბსტრაქტულ და ფიგურატიულ კომპოზიციებს\, საპარკო ქანდაკებებსა და გრაფიკული ნამუშევრებს.    \n  კარლო გრიგოლია 1927 წელს დაიბადა სენაკში. სამხატვრო აკადემიაში ნიკოლოზ კანდელაკისა და შოთა მიქატაძის სახელოსნოებში სწავლობდა. ის ნონკონფორმისტ მოქანდაკედ არის მიჩნეული – მისი შემოქმედება არ ესადაგებოდა სოციალისტური რეალიზმის   დოქტრინას. თუმცა\,  მხატვარი არასდროს ყოფილა არც დისიდენტი და არც ღიად დაპირისპირებია სისტემას. უბრალოდ\, გრიგოლიას მიერ შექმნილი პლასტიკა შორს იდგა  მონუმენტური პროპაგანდის   იდეოლოგიზებული  ხელოვნებისგან; ის არც ქართული პატრიოტული ქანდაკების სტილისტიკას შეესაბამებოდა:  აბსტრაქტული\, სამგანზომილებიანი კომპოზიციები\, რომლებსაც მოქანდაკე  „პლასტიკურ ფორმებს“ უწოდებდა და მეზოამერიკული თუ აფრიკული ქანდაკებით შთაგონებული პორტრეტები\, სრულიად უცხო იყო საბჭოთა ხელოვნების კონტექსტისთვის. მიუხედავად ამისა\, მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე\, მოქანდაკე  საკუთარი პრინციპებისა და ხედვის ერთგული დარჩა.    \n საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ\, XX საუკუნის 90-იან წლებში\, კარლო გრიგოლია ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის  წევრი გახდა და პარალელურად   საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციას  ჩაუდგა სათავეში.  მიუხედავად ამისა\, მისი სახელი კვლავ უცნობი  რჩებოდა ფართო აუდიტორიისათვის. \nდღეს\, კარლო გრიგოლია ქართული მოდერნისტული ქანდაკების ერთ-ერთ ფუძემდებლად  ითვლება.   \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/03/WhatsApp-Image-2023-02-26-at-11.18.57.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230225T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230312T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230221T015026Z
LAST-MODIFIED:20230222T111359Z
UID:16619-1677344400-1678640400@art.gov.ge
SUMMARY:ახალი კოლექციები - ეროვნული მუზეუმი\, ხელოვნების სასახლე\, ლიტერატურის მუზეუმი
DESCRIPTION:შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები\, რომელთაც მუზეუმი მანამდე არ ფლობდა ან არასაკმარისად იყო იქ  წარმოდგენილი. მთლიანად ეს ახალი კოლექცია წარმოაჩენს  XX – XXI საუკუნეების ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: \n1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექციის შეძენისას არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში.  კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველ ჯგუფურ გამოფენაზე წარმოდგენილი სურათებიც. ამათ გარდა\, სამინისტრომ მუზეუმისთვის შეიძინა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია;     ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათები;  სერგო ქობულაძის\,   კირილე ზდანევიჩის\, ფელიქს ვარლამიშვილის\, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის\, ირინა შტენბერგის\, რუსუდან გაჩეჩილაძისა და ვაჟა მელიქიშვილის არაერთი მნიშვნელოვანი   ნამუშევარი.  ახალ კოლექციაში  მოხვდა   საჩუქრად გადმოცემული ზოგიერთი სურათიც\,  რომელთა ავტორების   გამოფენები 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიმართა ეროვნულ გალერეაში. \nხელოვნების მუზეუმის ახალშეძენილი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. პირველი სამი გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში და დღემდე მიმდინარეობს სიღნაღის მუზეუმში. \nამჯერად ეროვნულ გალერეაში ეწყობა ამ ახალი კოლექციის   IV\,  წინამორბედებთან შედარებით  გაფართოებული\,  ექსპოზიცია\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა მუზეუმების – საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმისა  და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ახალი კოლექციებიც. \nგიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმს 2021 წელს  სამინისტრომ\,  ფონდების გამდიდრებისა და შევსების მიზნით\, შეუძინა ცნობილი პუბლიცისტის\, ჟურნალისტის\,  მთარგმნელის\, მწერალთა კავშირის საბჭოს\, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების წევრის – ილია აგლაძის არქივი. ის აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის\,  უფრო დაზუსტებით კი\, 1917 წელს მწერალთა კავშირის   დაარსებიდან  1921 წლამდე პერიოდის უაღრესად საინტერესო 373 ხელნაწერს\, დოკუმენტსა და ფოტოს: მწერალთა ანკეტებს\,  ბიოგრაფიებს\, წერილებს\,  განცხადებებს\, მწერალთა კავშირის სხდომათა  ოქმებს\, ხელწერილებს\,   ღია ბარათებს\, ქართველ მწერალთა კავშირის 1917 წლის პირველი კონფერენციის მასალას. \n2021 წელსვე ქართული ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა  სამინისტროს მიერ შეძენილი გალაკტიონ ტაბიძის  დღემდე გამოუქვეყნებელი ოცი ხელნაწერი\,   რომელიც  მოიცავს 32 ლექსს\, დღიურის 6 ჩანაწერს\, 1 პირად წერილს\, 2 თარგმანსა და 10 ჩანახატს. \nხელოვნების სასახლიდან  კი  ამ ექსპოზიციაზე  სამინისტროს   მიერ შეძენილი 50-მდე ექსპონატი გამოიფინა. სამშობლოში დაბრუნებული დასავლეთევროპული კოლექციებიდან საყურადღებოა ფრანგი ორიენტალისტი მხატვრის\, ჟან ჟოზეფ ბენჟამინ კონსტანტის (1845-1902)\, სურათი  ბიჭუნა ყაბალახსა და ჩოხაში. \nეროვნული გალერეა ასევე უმასპინძლებს  ქართველი მხატვრის\, ირაკლი მდივნის  (1907- 1991)\, საქართველოში დაბრუნებულ 22 ნამუშევარს. ირაკლი მდივნმა 1930 წელს დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემია (ე.ლანსერეს კლასი). 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს დრამატულ თეატრებში. 1930 წლიდან იყო თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი. მან გააფორმა ნინა გერნეტის  ალადინის ჯადოსნური ლამფა\, ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი\,  ლეონიდ ბრაუსევიჩის  ჩექმებიანი კატა\, ალექსეი ტოლსტოის  ბურატინოს თავგადასავალი და სხვა.  ახალშეძენილ კოლექციაში\,  ძირითადად\, ირაკლი მდივნის მიერ   XX საუკუნის 30-იან წლებამდე შექმნილი ნამუშევრებია შესული. მათში კარგად ჩანს მხატვრის ის მოდერნისტული მისწრაფებები\, რომლებიც ქართულ მხატვრობაში 1937 წლის ცნობილი რეპრესიების შემდეგ\, ფაქტობრივად\, შეწყდა… \nხელოვნების სასახლის კოლექციებიდან ეროვნულ გალერეაში საგამოფენოდ   მოხვდა – ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრებიც. 2022 წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს  ვალერიან სიდამონ- ერისთავის 110 ესკიზი და 1 ფერწერული ტილო გადასცა\, ასევე მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილისათვის შეიძინა ფელიქს ვარლამიშვილის სურათი  ხვატი. \nექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია  კულტურის სამინისტროს მიერ  2021-2022 წლებში  ხელოვნების სასახლისათვის შეძენილი   უნიკალური არტეფაქტები – ორი ავტოგრაფიული ნუსხა ილია ჭავჭავაძის  ცნობილი პუბლიცისტური წერილებისა.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/02/ელ-ბანერი.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230208T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230225T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230202T020135Z
LAST-MODIFIED:20230202T032400Z
UID:16600-1675872000-1677344400@art.gov.ge
SUMMARY:ზურაბ გიკაშვილი პერსონალური გამოფენა
DESCRIPTION:  \nეროვნულ გალერეაში ექსპონირებული ზურაბ გიკაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები უმთავრესად\, ბოლო დროსაა შექმნილი\, თუმცა\,  გამოფენა  მხატვრის შემოქმედებას რეტროსპექტულადაც წარმოაჩენს. ზურაბ გიკაშვილის მხატვრობა „კადრს“ მიღმა შინაარსს ეხება. „ჩემი პეიზაჟები თუ კომპოზიციები ჩუმად ხმაურობენ\,“ – უთქვამს მხატვარს. და  მართლაც\, მის ნაწარმოებთა გარეგნულ სისადავეში  აქტიური ემოციურ-ინტელექტუალური ფიქრი  იკითხება. მხატვრის  ფერწერული თუ გრაფიკული  ენა კლასიკურად ლაკონიური და მეტყველია. მის სურათებში უხილავად შეიგრძნობთ დასავლეთევროპული მხატვრობის აკადემიურ სკოლას. სავარაუდოდ\, ეს ფაქტორი განაპირობებს\, რომ  ზურაბ გიკაშვილის მიერ შექმნილი თანამედროვე მხატვრული ფორმები ძნელად ასახსნელ სიმშვიდესა და კეთილშობილებასთან  ზიარების განცდას ბადებენ. \nზურაბ გიკაშვილმა (დ.1961) 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულ  იქნა იტალიაში\,  ჯიბელინაში\, ხმელთაშუა ზღვის აუზის ახალგაზრდა მხატვართა ატელიეში. პროექტის კოორდინატორი იტალიელი არტკრიტიკოსი აქილე ბონიტო ოლივა იყო\, ატელიეს  ხელმძღვანელი კი-დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის მაშინდელი რექტორი\,  მხატვარი და მოქანდაკე  მარკუს ლუპერცი. შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგად ჯიბელინაში  ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენაც გაიმართა. მას შემდეგ ზურაბ გიკაშვილის  საგამოფენო ისტორია  აქტიურია როგორც საქართველოში\, ისე საზღვარგარეთ. აღსანიშნია მხატვრის მონაწილეობა  საერთაშორისო გამოფენებში: რუსეთში\, დიდ  ბრიტანეთში\, გერმანიაში\, შვეიცარიაში…  ზურაბ გიკაშვილის 2 პერსონალური გამოფენა შედგა  საზღვარგარეთ: 2006 წელს-Clement Gallery-ში (ვევე\, შვეიცარია); 2015 წელს- Osthaus-Museum –ში  (ჰაგენი\, გერმანია).  2009 წელს  მან სხვა მხატვრებთან ერთად საქართველო  წარადგინა პრაღის ბიენალეზე. 2013 წლიდან ხელოვანი მუშაობდა და იფინებოდა ცნობილ გერმანელ მოქანდაკე ანატოლ ჰერცფელდთან ერთად. \nბოლო ხანს მხატვარი ცხოვრობს გერმანიასა და საქართველოში. \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/16600/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/02/zurab-gikashvili.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230204T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230220T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230128T134407Z
LAST-MODIFIED:20230224T022506Z
UID:16579-1675526400-1676912400@art.gov.ge
SUMMARY:ავტოპორტრეტი სარკესთან
DESCRIPTION:  \nავტოპორტრეტი\, როგორც ერთგვარი შუამავალი ხელოვნება\, ხილულისა და სიმბოლურის\, ცნობიერისა და პერსონალური/ტრანსპერსონალური არაცნობიერის ზღვარზე არსებობს. საკუთარი თავის წარდგენის პირობებში ის მე-ზე\, როგორც სუბიექტ-ობიექტზე და თანადროულ კულტურულ ფენომენებზე დაკვირვებას გვთავაზობს და მოიცავს ერთდროულად\, როგორც რეფლექსიას სხვადასხვა გამოცდილებებში მყოფ შემოქმედზე\, ასევე მასში დაბუდებულ უცხოზე\, „სხვაზე“\, თუ მოუხელთებელ „სხვებზე“. \nდავით კაკაბაძის მიერ ავტოპორტრეტების („ავტოპორტრეტი სარკესთან”\, „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“\, „ავტოპორტრეტი რუხ ხალათში“)  შექმნიდან 110 წლის შემდეგ\, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან\, მრავალშრიან და ენიგმატურ ფენომენს ხელოვნებაში\, როგორც ავტოპორტრეტია\, რომელიც არა მხოლოდ პიროვნების თვითრეფლექსიის ფორმაა\, არამედ მხატვრის თანადროული ეპოქის სიმბოლური განსახიერება. \nექსპოზიცია\, რომელიც მოიცავს პერიოდს XIX საუკუნიდან დღევანდელობამდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვარს (აგრეთვე პოეტს)\, ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილი ავტოპორტრეტების რეტროსპექტივაა. საკუთარი თავის შეცნობისაკენ სწრაფვის გამოხატულებების ერთობა განსაკუთრებული შესაძლებლობაა თვალი გავადევნოთ საუკუნოვან პროცესს\, თუ როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით – გარემო მის გამოსახულებაში. \nკურატორი: ქეთევან (ქეთი) შავგულიძე\, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი \nგამოფენას წარმოგიდგენთ კულტურის ცენტრი ATINATI’S \nღონისძიება ეძღვნება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლისთავს. \nგამოფენის გახსნა: 4 თებერვალი\, 16.00 \nგამოფენის გახსნაზე ხელოვანი ანდრო დადიანი წარმოადგენს პოეტური ავტოპორტრეტების რევიუს მოდერნიზმიდან თანამედროვეობამდე. \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/01/326557579_476688281136956_6687368425073339334_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230204T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240202T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230204T044605Z
LAST-MODIFIED:20230204T044605Z
UID:16612-1675504800-1706893200@art.gov.ge
SUMMARY:ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში
DESCRIPTION:  \n4 თებერვალს\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენა განახლებული ექსპოზიციით იხსნება. გამოიფინება მხატვრის 15 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ნამუშევართა უმრავლესობა ბოლო პერიოდის ექსპოზიციებში არ ყოფილა გამოფენილი. \nცვლილება დაკავშირებულია 2023 წელს დაგეგმილ ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებთან. 2023 წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა დანიაში\, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება\, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე კი – შვეიცარიაში\, ბეილერის ფონდში. გამოფენებისთვის შერჩეულია მხატვრის ორმოცდაათამდე ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. \nგამოფენა ორგანიზებულია ფონდ ბეილერის და ლუიზიანას მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით\, ფონდ InfinitArt-ის დიდი მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი იყო 2018-2019 წლებში\, ვენაში (ავსტრია)\, ალბერტინას მუზეუმში და არლში (საფრანგეთი)\, ვინსენტ ვან გოგის ფონდში მოწყობილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის „NIKO PIROSMANI: WANDERER BETWEEN WORLDS” ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი. \nპროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს\, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ბეილერის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი\, რის საფუძველზეც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ. პროექტი შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციას.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/02/pirosmani.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230121T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230204T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230114T153059Z
LAST-MODIFIED:20230114T153059Z
UID:16544-1674316800-1675533600@art.gov.ge
SUMMARY:მანანა თუმანიშვილის გამოფენა
DESCRIPTION:მანანა თუმანიშვილის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 70-მდე ნამუშევარი. \nმანანა თუმანიშვილის ფერწერას გამოარჩევს ფერის განსაკუთრებული გრძნობა\, ემოციურობა. იგი გამომსახველობითი საშულებების მუდმივ ძიებაშია და არ ერიდება უკვე ნაცად მხატვრულ მასალას დაუკავშიროს ახალი ხერხები.   აკვარელთან ერთად იყენებს შერეულ ტექნიკას. სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (აკრილი\, პასტელი\, გუაში\, ტუში\, მონოტიპია)\, აძლიერებს ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს. ზოგჯერ აკვარელის გამჭვირვალება პასტოზურობითაა შეცვლილი. ჩამუქებული სიღრმეებიდან გამოკრთის ფერადოვანი ლაქებით აჟღერებული ფიგურები\, თუ საგანთა ფორმები. \nმანანა თუმანიშვილი თავის ნიჭს\, ცოდნასა და გამოცდილებას 1966 წლიდან უშურველად გადასცემდა ახალ თაობას: თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას\, ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას;  დამწყებ მხატვრებს კი უზიარებდა აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის გამოცდილებას. 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. \nსაქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა მანანა თუმანიშვილის ალბომი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/01/მანანა-თუმანიშვილი.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230120T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230204T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20230110T212659Z
LAST-MODIFIED:20230111T125508Z
UID:16531-1674230400-1675533600@art.gov.ge
SUMMARY:რუსუდან გაჩეჩილაძე - პირველი რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:რუსუდან გაჩეჩილაძე – მოქანდაკე\, პედაგოგი\, ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორი. მის პირველ რეტროსპექტულ გამოფენაზე  წარმოდგენილია ხელოვანის მიერ XX საუკუნის 60/80-იან წლებში შექმნილი ქანდაკებები და 2017 – 2020 წლების   გრაფიკული ნამუშევრები\, რომელთა უმეტესობა მოდერნისტულ  სკულპტურათა  ესკიზებია. \nრუსუდან გაჩეჩილაძე 60-იანი წლების ქართველ მოქანდაკეთა  თაობას მიეკუთვნება.  მომავალმა ხელოვანმა თბილისის სამხატვრო აკადემია  1962 წელს დაამთავრა\, სადაც  სერგო ქობულაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნოებში სწავლობდა. სახელოვნებო კრიტიკამ რუსუდან გაჩეჩილაძე შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად აღიარა.  ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ\, XX საუკუნის 60-იან წლებში\, მან უარი თქვა ზედაპირულად გაგებულ რეალისტურ გამოსახულებაზე და სკულპტურას თავდაპირველი მაგიურობისა და ვიტალურობის   თვისებები დაუბრუნა. ამასთან ერთად\, პოლიქრომიის მეშვეობით\, თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად აქცია მისთვის ხან ტერაკოტის\, ხან – მარმარილოს\, ხანაც –  ბრინჯაოს ფაქტურის მიცემით. \nრუსუდან გაჩეჩილაძე არაანგაჟირებულ  მოქანდაკეთა  რიცხვს მიეკუთვნება. ნიჭის უდავო აღიარების მიუხედავად\, მას არასდროს ჰქონია მსხვილი დაკვეთა მონუმენტური ფორმის შესაქმნელად.  შესაბამისად\, მისი არც ერთი ქანდაკება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში არ დგას. მოქანდაკე იფარგლებოდა  მცირე პლასტიკის კამერული ჟანრით: ქმნიდა პორტრეტებსა და კომპოზიციებს. პარალელურად ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს  აკადემიურ ხატვას ასწავლიდა ხატვის ფაკულტეტზე  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. გაჩეჩილაძის მიერ  ბრინჯაოში ჩამოსხმული საეტაპო ქანდაკებები 1990-იანი წლების  დასასრულ  ფერად ლითონებზე ნადირობის კამპანიებმა შეიწირა.  დღეს  მისი საქანდაკო შემოქმედებიდან მხოლოდ თაბაშირის   ვარიანტებია  დარჩენილი. მათგან ნაწილი ოსტატურადაა დაფერილი ან   დაჟანგული. ძარცვას გადარჩენილი ბრინჯაოს ერთადერთი  ქანდაკება – ბესიკ ხარანაულის პორტრეტის პირველი ვარიანტი – ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის მუზეუმში  ინახება. პედაგოგიური საქმიანობის დასრულების შემდგომ  უკვე ახალ მილენიუმში რუსუდან გაჩეჩილაძემ მოდერნისტულ  ქანდაკებათა   ესკიზების სერიები შექმნა. მათი უმეტესობისთვის  ოთხმოც წელს გადაცილებულმა მხატვარმა გამოიყენა  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები\, გაზარდა ნამუშევართა  მასშტაბი   და მინიმალისტისთვის დამახასიათებელი უძუნწესი საშუალებებით – ცარცით\, კალმითა და ფანქრით\,  ისინი ტონირებულ ქაღალდზე გადაიტანა. გაჩეჩილაძის გრაფიკული შემოქმედების მთავარი მოტივებია ათლეტები\, მეომრები\, ცხენიდან გადმოვარდნილი მხედრები\, წამოწოლილი ფიგურები\, „ქუჩის მადონები“\, ომის მემორიალები\, აბსტრაქციები  და ანგელოზები; ქანდაკებაში  კი -პორტრეტი და ალეგორიული კომპოზიციები. რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედება არაა მრავალრიცხოვანი: ოცდაათამდე  სკულპტურული პორტრეტი  და კომპოზიცია;  ას ორმოცდაათამდე – გრაფიკული ნამუშევარი. \nმიმდინარე გამოფენა  რუსუდან გაჩეჩილაძის პირველი რეტროსპექტული ექსპოზიციაა ეროვნულ გალერეაში\, რომელიც აერთიანებს მის ქანდაკებებსა  და შემოქმედების ბოლო პერიოდის  ესკიზებს. გამოფენა  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა ალბომი „რუსუდან გაჩეჩილაძე – უცნობი მოდერნისტი“. კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდებისთვის 2022 წლის დეკემბერში რუსუდან გაჩეჩილაძის სამი ქანდაკება: ოთარ ჭილაძის პორტრეტი\, მურაზ ჯაფარიძის პორტრეტი და დათო ჯმუხაძის პორტრეტი შეიძინა. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/01/რ-გაჩეჩილაძე.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221223T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230116T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20221220T204841Z
LAST-MODIFIED:20221223T234534Z
UID:16258-1671811200-1673892000@art.gov.ge
SUMMARY:ჯარჯი ბალანჩივაძის და ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა "დანახული ხიდთან"
DESCRIPTION:დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ჯარჯი ბალანჩივაძის და ანტონ ბალანჩივაძის გამოფენას  “დანახული ხიდთან”.  ექსპონირებული იქნება ჯარჯი ბალანჩივაძის 60 მდე ფერწერული ნამუშევარი\, ანტონ ბალანჩივაძის\, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი 40 ზე მეტი ტილო და ინსტალაცია.\n24 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, გამოფენის გახსნაზე შედგება ასევე ჯარჯი ბალანჩივაძის ფერწერული ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია\, რომელიც საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შელშეწყობით და დაფინანსებით დაიბეჭდა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით.\nდღევანდელი სამყაროსთვის ამ რთულ პერიოდში და ზამთრის იმ დღეებში\, როდესაც ყველაზე გრძელი ღამეების რიგი დასასრულს უახლოვდება და სამყარო დღის მატების დასაწყისისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინშია – ადამიანთა დაკარგულობა\, შიში\, ტკივილი\, მოლოდინები და იმედი\, მათ უფრო და უფრო მეტად მარადიულ და საკრალურ სიმბოლო-ხატთა ჭეშმარიტ\, ცხოველმყოფელ და ღრმა მნიშვნელობებზე აფიქრებს. ისინი სიხარულით და იმედით ელოდებიან  ახალს\, რაც უკეთესი მომავლისა და ამაღლებული\, განახლებული ადამიანის\, ახალი სულიერი შინაარსის მაუწყებელი შეიძლება გახდეს.\nშობისა და აღდგომის დღესასწაულთა საიდუმლოების ღრმა კავშირი\, წარსულისა და მომავლის\, წასულებისა და ცოცხალ ადამიანთა კავშირები\, ყველაფერი ეს იმგვარ “ხიდს” საჭიროებს\, რომლის მეშვეობით აწმყო აენთება ადამიანისთვის როგორც არსებითი\, ცოცხალი და სულიერად დამაკავშირებელი არსი\,  შემოქმედებითად აქტიური და ცნობიერი წამი.\nგამოფენა “დანახული ხიდთან” არის მცდელობა\, სწორედ ასეთი\, “სხვადასხვა დაშორებული ნაპირის” იმგვარი ვიზუალური და ხატისმიერი შინაარსით\, ფერწერული მიმართებებით და სხვ. დაკავშირებისა\, სადაც “ხიდი”  – მხატვრისა და  დამთვალიერებლის შინაგან\, ცოცხალ და ნებელობით\, თავისუფალ აქტს გამოხატავდა… ხიდი აქ “სულიერი სიფხიზლის” იმგვარი მდგომარეობად მოიაზრება\, სადაც მხატვრისა თუ დამთვალიერებლის პიროვნული და პირადი წარსულით დაგროვილი გამოცდილება\, მოგონებები\, ცოდნა\, სათქმელი – აწმყოში ობიექტურად მიმდინარე სამომავლო განვითარების ჩანასახების გაცნობიერებისა და მათზე გარკვეული სახით დადებითად ზემოქმედების პიროვნულ სურვილად უნდა გადაიქცეს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/1-1.jpg_1-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221223T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230116T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20221215T170501Z
LAST-MODIFIED:20221220T204942Z
UID:16167-1671811200-1673892000@art.gov.ge
SUMMARY:თინა ცხადაძე - რატიანი. ილუსტრაციების გამოფენა. ქართულ-იაპონური მანგა
DESCRIPTION:ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ (ქართულ-იაპონურ ენებზე.  მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა)  გამოიცა საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.  წიგნი  მხატვარმა თინა ცხადაძე-რატიანმა  იაპონური მანგას სტილით  გააფორმა. ეს არის ქაღალდზე  შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები შერეული ტექნიკით. ეს ნახატები  2022 წლის  22 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრამდე გამოიფინება დიმიტრი  შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში. ამასთან\, გამოფენის გახსნის დღეს დაგეგმილია თავად წიგნის პრეზენტაციაც. \nმანგას სტილმა  ამჟამად არსებული სახით   დასავლური ტრადიციების დიდი გავლენით განვითარება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. თუმცა\, მანგას ღრმა ფესვები აქვს ადრეულ იაპონურ ხელოვნებაში. მას  განიხილავენ  როგორც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ სახეობასა  და\, იმავდროულად\, ლიტერატურულ ფენომენს. \nარ იყო იოლი  ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ზედმიწევნით მანგას სტილით  დასურათება. ეს უფრო წიგნის ილუსტრირების  ტრადიციულსა  და მანგას სტილს შორის ერთგვარი შუალედური ვერსიაა. წიგნში გამოყენებულია მანგას სტრუქტურა\, აუცილებელი ლოგიკური კადრირება\, მაგრამ თავად ესკიზები  უფრო ფუნდამენტურ-არსობრივია  და არა სახალისო. თინა ცხადაძე-რატიანი როგორც მანგაკა  (მანგას ხელოვანი) მანგას სტილის  ერთგვარ თავისუფალ ინტერპრეტაციას ახდენს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების  ყველა მთავარი  პერსონაჟი თანაბრად საინტერესო და თან რთული  შინაგანი ბუნებისაა. \nმხატვარი თავისი ნახატებით ეცადა\, გადმოეცა კონკრეტული პერსონაჟის   ვაჟასეული ხედვა. ამასთან\, მან ნახატების საერთო მხატვრული მთლიანობის\, მისი დეტალიზაციის   მეშვეობით  შეეცადა შეექმნა  მაშინდელი   ყოფისა და ხასიათის  შესაბამისი ატმოსფერო.  მხატვარი თავისი შესაძლებლობების სრულ  კონცენტრაციას ახდენს ამ\, ერთი შეხედვით\, ლაკონიური\, მაგრამ მრავალშრიანი ნაწარმოების   უმნიშვნელოვანესი შინაარსობრივი ნიუანსების ხაზგასმისას. ვიზუალურად ეს უფრო გამოიხატება  ნახატების კომპოზიციათა საერთო პლასტიკურ გადაწყვეტაში\,  მათი კომპონენტების უხილავ ბმასა თუ  სტილისტურ მთლიანობაში.  ამავე დროს\, ეს ნახატები გარკვეულწილად შემეცნებითიცაა\, წიგნი ხომ იაპონელი მკითხველისთვისაცაა განკუთვნილი.  მათში გადმოცემულია იმდროინდელი ყოფა: სახლების თავისებური არქიტექტურა\, ინტერიერი\, ყოფითი საგნები\, ტანსაცმელი\, საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ.  მნიშვნელოვანია მხატვრის მიერ  თანამედროვე სტილის  შერწყმა  ტრადიციულთან\, ამასთან\,  ტრადიციულზე  რაღაც ახლის დამატება\, რაც კარგად ასახავს თავად ხელოვანის- თინა ცხადაძე-რატიანის შემოქმედებითი ძიების არსს. \nთინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ\, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები\, აბსტრაქტული ისტორიები ქალთა შესახებ  სერიიდან –  ქართული მუქი (Georgian Dark)  –   ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a3/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/პოსტერი-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221211T130000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221211T130000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20221130T124050Z
LAST-MODIFIED:20230119T183223Z
UID:15759-1670763600-1670763600@art.gov.ge
SUMMARY:ლეოპოლდ ძაძამიძე -100
DESCRIPTION:ლეოპოლდ ძაძამიძე -რეტროსპექტული გამოფენა (1922-1966) \nსაქართველოს დამსახურებულ  მხატვარ  ლეოპოლდ ძაძამიძის  100 წლის საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება 2022 წლის 11 დეკემბერს 15 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იქნება  საოჯახო კოლექციიდან  მხატვრის 80-მდე სურათი\,   ასევე ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო  მუზეუმისა და ეროვნული გალერეის კოლექციებიდან. \n  \nლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპულ მიმდინარეობათაგან მისაღები მხოლოდ იმპრესიონიზმი   იყო.   არაერთი ქართველი მხატვარი 1950/60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ლეოპოლდ ძაძამიძეც  მათ შორისაა\, ვინც იმპრესიონიზმი წამყვან მიმდინარეობად აირჩია. მან  იმპრესიონიზმი თავის არტისტულ პოზიციადაც  აქცია. ამ ფორმით მხატვარი ერთგვარად უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას. \nგამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო\, ეროვნული გალერეა და მხატვრის ოჯახი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%93-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-100/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/poster-ძაძამიძე.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221209T130000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230209T170000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20221127T183338Z
LAST-MODIFIED:20221127T183338Z
UID:15598-1670590800-1675962000@art.gov.ge
SUMMARY:ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია\, 2021-2022. ნაწილი III
DESCRIPTION:მონაწილეობენ:  ალექსანდრე ბერდიშევი\, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი\, ბესიკ არბოლიშვილი\, გელა ზაუტაშვილი\, გიორგი მირზაშვილი\, გია ხუციშვილი\, დავით ალექსიძე\, დათო სულაკაური\, ეკატერინე გელოვანი\, ზაზა ბერძენიშვილი\, ზურა აფხაზი\, ზურაბ გიკაშვილი\, თამუნა მელიქიშვილი\, თემურ თათანაშვილი\,  კახა ტატიშვილი\, კოკა ცხვედიანი\, ლევან მარგიანი\,  ლევან ჭიჭინაძე\,  ლევან ჭოღოშვილი\, ლევან ხარანაული\, ლეილა შელია\, მალხაზ დათუკიშვილი\, მამუკა მიქელაძე\, ნუგზარ ნათენაძე\,  ტატო ახალკაციშვილი\,  ქეთევან მატაბელი\, ყარამან ქუთათელაძე. \nპროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია. \nშალვა  ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 116 ქართველი მხატვრის ნამუშევრები\, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი\, ან მისი შესყიდვა როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისა გადაუდებელი  იყო\, რადგან\,   შესაძლოა\, ისინი  ქვეყნიდან გასულიყო.  ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც. ასევე შესყიდულ იქნა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია\, მათ შორის\, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. ამას გარდა\, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. უკვე 2022 წელს შესაძლებელი გახდა სერგო ქობულაძის ნამუშევრის შეძენა. 2022 წლის დასასრულ კი შეძენილ იქნა: ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის\, ფელიქს ვარლამიშვილისა და კირილე ზდანევიჩის ნამუშევრებიც. \nახალ კოლექციაში ასევე მოხვდა იმ ავტორთა საჩუქრად გადმოცემული სურათები\, რომელთა გამოფენები გაიმართა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში. \n \nხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციის ექსპონირება  ეტაპობრივად ხდება. პირველი ორი გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში. გამოფენათა ციკლი გაგრძელდება. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90-2/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/baneri-180X395-signagi-ახალი-კოლექცია1_page-0001-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221125T160000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20230129T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20221120T175442Z
LAST-MODIFIED:20230119T182946Z
UID:15379-1669392000-1675015200@art.gov.ge
SUMMARY:მერაბ აბრამიშვილი - საიუბილეო გამოფენა
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ცნობილი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მხატვრის ოჯახის\, ეროვნული გალერეისა და კერძო კოლექციებიდან.\n\n\nმერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა: ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი\, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი.\nმხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.\n\n\n\nმერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა სოთბის აუქციონზე და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%91/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/315092372_505139848228028_5328820893689002136_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20221110T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20221207T180000
DTSTAMP:20260423T024848
CREATED:20221103T092405Z
LAST-MODIFIED:20221204T062035Z
UID:14694-1668088800-1670436000@art.gov.ge
SUMMARY:ვაკუუმი - სიცარიელის ვიზუალიზაცია კოკა რამიშვილის მხატვრობაში
DESCRIPTION:კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით\, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის.\n\n “ვაკუუმი” რთული\, უხილავ ფსიქო-ემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა\, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის ერთად თავს\, ის არ გულისხმობს რეტროსპექტიულ ფორმატს. როგორც თავად ავტორი ამბობს\, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს კონსტრუირება\, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეო ინსტალაციაში “ადამიანები სიყვარულის განცდისას”.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/VACUUM_Event-Cover.png
END:VEVENT
END:VCALENDAR