BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//art.gov.ge - ECPv6.0.3.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://art.gov.ge/ge/
X-WR-CALDESC:Events for art.gov.ge
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Tbilisi
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241108T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20241104T124912Z
LAST-MODIFIED:20241104T151335Z
UID:25410-1731060000-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:ქართულ ფრესკათა ასლები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან
DESCRIPTION:  \nგამოფენა წარმოგიდგენთ XX საუკუნის დასაწყისში  ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ შუასაუკუნოვანი ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლებს. შერჩეული ნამუშევრები მცირე ნაწილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექციისა\, რომლის შექმნა უკავშირდება  ქართული კულტურისა  და სამუზეუმო საქმის მოამაგეების-ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის\, საისტორიო-საეთნოგრაფიო და ხელოვანთა საზოგადოებების  მოღვაწეობას. \nქართული კულტურის კვლევის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო  და მათში იმთავითვე  ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ იმ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა\, შემდგომ კი ცნობილი ქართველი მხატვრები. ფასდაუდებელია მათ მიერ შექმნილი  არტეფაქტები. ამ ასლთაგან ბევრის დედანი დღეს  აღარ არსებობს ან ძალზე დაზიანებულია. \nეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ ქართულ ფრესკათა ასლები და ჩანახატები წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საგანძურს\, რომელთაც\,  ამავდროულად\, დამოუკიდებელი  მხატვრული ღირებულება აქვთ. გამოფენილ ექსპონატთა   თარიღების მიხედვით\, თვალსაჩინოა\, რომ  ამ ნამუშევრებით\, ფაქტობრივად\, იწყება დიდი ქართველი მხატვრების – დავით კაკაბაძის\, ლადო გუდიაშვილის\, შალვა ქიქოძის\, დიმიტრი შევარდნაძისა და სხვების  შემოქმედებითი გზა. თითოეული მათგანი დედნებთან სიახლოვით\, ცოცხალი გამომსახველობითა და ორიგინალური ავტორისეული ხელწერითაა შესრულებული. გამოფენილ ასლთა  გაცნობა მნიშვნელოვანია წარმოდგენილ მხატვართა შემოქმედებათა კვლევისთვის.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/poster-fresco.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241106T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20241103T091857Z
LAST-MODIFIED:20250201T035817Z
UID:25283-1730887200-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:XIX  საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერა
DESCRIPTION:  \nგამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს-ის ე.წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის  დაზგური ფერწერის 18  ნიმუში –  თანადროული საქართველოს მკვიდრთა –  მეფეების\, დედოფლების\, ბატონიშვილების\, თავად-აზნაურების\,   სამხედრო პირების\,   მოხელეებისა   და მოქალაქეების   პორტრეტთა  გალერეა. \nქართული ხელოვნების ისტორიის განმავლობაში მის მხატვრულ სტილთა ჩამოყალიბებაზე  ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული ტრადიციები. ყოველივე ეს განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით\, ასევე მცირე ქვეყნებისათვის ჩვეული ხვედრით. XVIIIს-ის II ნახევარსა და XIX ს-ის I ნახევარში აღმოსავლურისლამურ და დასავლურევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოიხატა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში\, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.  მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც. ამიტომაც   XIX ს-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის  შეთავსება.   ამ სკოლის   წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად  ქართული საწყისი – საქართველოს შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია\,  მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო   ირანული მხატვრობაც. ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის დამკვიდრებაში\, უდავოდ\, არსებითი როლი შეასრულა  ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით  ჩასახულმა და განვითარებულმა XVIII ს-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტებმაც. საქართველოში შემორჩენილია ამ სკოლის 200-მდე ნამუშევარი\, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიჩნეულია ტიპურობა\, ზოგადობა და საყოველთაობა. \nXVIII ს-ის დასასრულისთვის  ხდება ერთგვარი შედუღება შემოსულისა და იმისა\, რაც\, ტრადიციულად\, შუა საუკუნეებიდან მოდის და იქმნება ძალიან საგულისხმო ხელოვნება…. რუსეთის შემოსვლით არა უბრალოდ გაუქმდა მეფობა\, არა უბრალოდ წაართვეს ეკლესიას თვითმყოფადობა\, არამედ მოიშალა მთელი სოციალური წესრიგი. ხელოვნებაში ეს გამოიხატა იმით\,  რომ ჩვენ ვხედავთ სხვანაირ გადალაგებას – ისევ შემოდის კიდევ ერთი ტალღა ევროპული გავლენისა და ისევ მას ეგებება ადგილობრივი ტრადიცია.  ეს ხდება 1820-იანი წლების მიწურულიდან  და იქმნება ძალიან საინტერესო მოვლენა. ჩვენ მას ვუწოდებთ ტფილისურ პორტრეტს\, თუმცა\, როგორც ჩანს\, ის არაა  მხოლოდ თბილისური… ეს მოვლენა დღეს უკვე საკმაოდ კარგადაა  ცნობილი. ჩვენ ვიცით\, რომ იქ  ნამდვილად    ძალიან ბევრი მხატვარია\, მაგრამ ისევ  არანაირი სახელები და გვარები… არის არაერთი ნამუშევარი\, სადაც ჩვენ ვხედავთ ქართულ ტრადიციას სახვითი ხელოვნებისა და სომხურ ტრადიციას\, ამავე დროს\, არის გამაერთიანებელი ნიშნებიც…ხან აღმოსავლური გაკრთება რაღაც\, ხან უცებ ძველი\, ჩვენი\, შუასაუკუნოვანი სხვადასხვა შეხამებით. საინტერესოა\, როგორ უკავშირდება ეს მოვლენა იმ დასს მხატვართა\, რომელნიც გამოდიან საასპარეზოდ XIX ს-ის დასასრულ… \nტექსტი მომზადდა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნის – XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი  მიხედვით
URL:https://art.gov.ge/ge/event/xix-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/ucnobi-avtori-baneri-157x295-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241005T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241103T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20241002T134435Z
LAST-MODIFIED:20241002T134435Z
UID:24557-1728151200-1730656800@art.gov.ge
SUMMARY:იური ბერიშვილი: იმპერატორის ბაღი
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს იური ბერიშვილის გამოფენას „იმპერატორის ბაღი“. \n„მხატვრობა მოგზაურობაა\, მოგზაურობა შიშველი ფეხებით უმიზეზო ლანდშაფტებსა და უდროობაში… უდროობა კი – აბსტრაქციაა“. \nიური ბერიშვილი \nიური ბერიშვილი ქართული ვიზუალური ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი მოქმედი ფიგურაა და მისი მხატვრული გზავნილები მდიდარ მასალას წარმოადგენს როგორც ქართული მხატვრობის განვითარების გზაზე\, ისე ზოგადად გამოსახულების შესაძლებლობების\, მისი საზღვრების ძიებისა და ახალი ინტერპრეტაციებისთვის. \nმის ნამუშევრებში მოუხელთებელია ის ზღვარი\, სადაც ფიგურატიული მეტყველება გადადის აბსტრაქტულში და პირიქით. შესაძლოა\, ზუსტად ამ გარდამავალ ნიუანსებში ვლინდება მისი\, როგორც მხატვრის ხედვის განსაკუთრებულობა\, როცა ის ფორმას თავისებურად განაზოგადებს\, ან მის სქემატიზაციამდე მიდის. \nიური ბერიშვილმა  1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. და მას მერე მხატვარს  არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: საქართველოში\, ბელგიაში\, ავსტრიაში\, საფრანგეთში\, რუსეთში\, ინგლისში\,  გერმანიაში\,  ამერიკის შეერთებულ შტატებში \nმისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში\, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში თბილისში\, მსოფლიო ბანკის კოლექციაში ვაშინგტონში\, ნენსი და ნორტონ დოჯების კოლექციაში ზიმერლის მუზეუმში (აშშ)\, კოლოძეის არტ ფონდში ნიუ ჯერსიში (აშშ)\, კერძო გალერეებსა და კოლექციებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. \n  \nგამოფენა 5 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240920T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240929T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240920T063933Z
LAST-MODIFIED:20240922T191429Z
UID:24505-1726855200-1727632800@art.gov.ge
SUMMARY:დავით აბესაძის რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:  \n20 სექტემბრიდან\, 29 სექტემბრამდე\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დავით აბესაძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს.  \nდავით აბესაძე (დაბ. 1966) ე. წ. 90-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია.  \nიგი საინტერესო და შთამბეჭდავი ხელოვანია\, რომლის ხელწერა ექსპრესიულობითა და სამყაროს მისეული\, გამორჩეული ხედვით ხასიათდება. როგორც ჩანს\, ფერმწერის ცხოვრებაც მისი შემოქმედებისთვის საინტერესო გარემოს ქმნის – დაბადებიდან სმენადაქვეითებულ მხატვარზე ოჯახი ზრუნავდა\, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი იგი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და სახელოვნებო ცხოვრებაში მისი მონაწილეობა მინიმუმამდეა შემცირებული.  \nდავით აბესაძის პერსონალური\, რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a5/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/09/IMG_2304.jpeg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240906T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241103T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240831T130212Z
LAST-MODIFIED:20240831T130424Z
UID:24363-1725616800-1730656800@art.gov.ge
SUMMARY:სამშობლოს მიღმა
DESCRIPTION:  \n\n6 სექტემბრიდან\, 3 ნოემბრის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ემიგრანტი ხელოვანების – ფელიქს ვარლამიშვილის\, ვერა ფაღავას\, ვანო ენუქიძისა და მიხეილ ბილანიშვილის ერთობლივ გამოფენას – სამშობლოს მიღმა.\n\n\n\n\nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან წასული ოთხი მხატვრის შემოქმედება. ისინი ემიგრაციაში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ\, როგორც ფრანგი ხელოვანები. არცერთი მათგანი საქართველოში აღარ დაბრუნებულა\, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პარიზში. დასავლური კულტურა იმ დროისთვის ძიების პროცესში იყო\, რაც მათ შემოქმედებაზეც აისახა\, თუმცა ერთ მხატვრულ სივრცეში ჩამოყალიბებული ოთხი ხელოვანის შემოქმედება მკვეთრად განსხავდება ერთმანეთისგან.\n\n\n\n\nნამუშევრები თავმოყრილია ქართული და ევროპული კერძო კოლექციებიდან.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/08/flx.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240903T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240915T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240829T123952Z
LAST-MODIFIED:20240829T123952Z
UID:24354-1725357600-1726423200@art.gov.ge
SUMMARY:მიშა იაშვილი 70
DESCRIPTION:  \n2024 წლის 3 სექტემბრიდან\, 15 სექტემბრამდე\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით\, წარმოგიდგენთ მიხეილ იაშვილის სოლო გამოფენას –  მიშა იაშვილი 70  \nმე-20 საუკუნის 80-იანი წლების არტ სცენაზე ჩნდება მხატვართა თაობა\, რომელიც ქართულ ხელოვნებაში ფორმითა თუ შინაარსით სრულიად ახალ ეტაპს ამკვიდრებს. მივიწყებული ისტორიული თუ რელიგიური თემები\, მხატვრულ ფორმათა სრულიად ახლებური ინტერპრეტაციები\, ინტენსიური\, ინდივიდუალური  შემოქმედებითი ძიებები – ასეთია  ამ პერიოდის ქართული მხატვრობის მახასიათებლები. \n მიხეილ (მიშა) იაშვილი (1954-2012) თავისი თაობის გამორჩეულად ქარიზმატული ხელოვანია. იგი 1979 წელს  ამთავრებს სამხატვრო აკადემიას;  1981-1983  წლებში  უჩა ჯაფარაძის შემოქმედებით სახელოსნოში ირიცხება;  1989-1999 წლებში  საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელია;  90-იან წლებში – მხატვართა კლუბ ფიროსმანის პრეზიდენტი\,   2009-2012  წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი. \n მიხეილ  იაშვილის ბიოგრაფია დატვირთული და მრავალფეროვანია. იგი არამარტო  პროდუქტიული შემოქმედი\, არამედ  საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით უამრავი პროექტისა და გამოფენის ორგანიზატორია.  ნამდვილ დღესასწაულებად ახსოვთ მის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და  მიუვალ სოფელში\,  ძველი თბილისის ეზოებში დაგეგმილი თუ სპონტანურად შემდგარი არტ პროცესები. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ\, მიშა იყო საოცარი ენთუზიასტი\,  გამორჩეულად მიზანდასახული და ქმედითი რაიმე იდეის განხორციელებისთვის და ამასთანავე გამოუსწორებელი რომანტიკოსიც…. \n მრავალფეროვანია მისი მხატვრული შემოქმედებაც: ფერწერა\, გრაფიკა\, კოლაჟები\, განსხვავებული სტილები\, ექსპერიმენტები… ყველაფერი მხატვრის განუმეორებელ სამყაროს ასახავს და ყველგან უცნაურად მომნუსხველი მუხტია. \nმიხეილ იაშვილმა მონაწილეობა მიიღო 160 – მდე  რესპუბლიკურ\, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაში. მისი ნამუშევრების ექსპოზიციები მოეწყო გერმანიაში\, პოლონეთში\, უნგრეთში\, იტალიაში\, იაპონიაში\, შვეიცარიაში\, ნორვეგიაში\, მალტაზე\, საფრანგეთსა და ეგვიპტეში. მათ შორის იყო 16 პერსონალური გამოფენა.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-70/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/08/Iashvili-INVITATION.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240815T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240829T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240807T104421Z
LAST-MODIFIED:20240807T105333Z
UID:24234-1723744800-1724954400@art.gov.ge
SUMMARY:ნინო ლორთქიფანიძე - რეტროსპექტივა
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სიურეალისტი მხატვრის ნინო ლორთქიფანიძის (1941-2020) მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას\, რომელიც მხატვრის სამშობლოში პირველად იმართება. \nნინო ლორთქიფანიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა (1964).  მისი პედაგოგები იყვნენ: არქიტექტორები – არჩილ ქურდიანი\, ივანე ჩხენკელი\, ტონი კალანდარიშვილი; მხატვრები – სერგო ქობულაძე\, უჩა ჯაფარიძე\, ვასილ შუხაევი. მან სწავლა გააგრძელა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1969)\, შემდეგ კი -ჰელსინკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში\, სადაც ფინელი სიურეალისტი მხატვრის იუჰანი ლინოვაარას მოწაფე იყო. 1972-1976 მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ – გიპროთეატრში. 1980-90 წლებში სტროგანოვის ხელოვნებისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტის (მოსკოვი) აკადემიური ფერწერის პედაგოგი და პროფესორი იყო. \nნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში საგრძნობია არქიტექტორის სივრცული აზროვნება. მის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებური აღქმა\, გეომეტრიული კანონების რღვევა; უჩვეულო რაკურსები\, სარკისებური  სიბრტყეები. მის ნაწარმოებებში პრევალირებს პეიზაჟი\, ნატიუმორტი\, კომპოზიციები\, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალური ფორმის აღქმას და გადმოსცემს შინაგანი  სამყაროს  განცდებსა და  ირაციონალურ განწყობას. \nმხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო\, რუსეთი\, ფინეთი\, ბელგია\, პოლონეთი\, ლონ­­­დონი\, ჩეხეთი\, შვეიცარია\, ავსტრია\, თურქე­­თი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს (შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი\, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი) და სხვადასხვა ქვეყნების გალერეებსა და მუზეუმებში\, კერძო კოლექციებში. \nგამოფენის გახსნა 15 აგვისტო\, 18:00 საათზე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240719T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240811T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240708T093835Z
LAST-MODIFIED:20240708T141802Z
UID:23628-1721412000-1723399200@art.gov.ge
SUMMARY:ვახტანგ მუსხელიშვილი - რუბიკონი
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა და გალერეა „ვანდა“\, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით\, წარმოგიდგენთ ვახო მუსხელის (ვახტანგ მუსხელიშვილის) გამოფენას – რუბიკონი\, გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი. \nექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. \nვახო მუსხელი (ვახტანგ მუსხელიშვილი)  დაიბადა 1957 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მან დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა\, ხოლო 90-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა\, სადაც 30 წელია ცხოვრობს. ამჟამად ვახო მუსხელი სიეტლში მოღვაწეობს. დღეს ის აღიარებული მხატვარია\, როგორც ამერიკაში\, ასევე სამშობლოში. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში. \nვახო მუსხელის მხატვრული ხედვა ყოველთვის განსხვავებულია\, ის განსხვავებულად აღიქვამს საგნებს. მის შემოქმედებაში ყველა თემა\, რასაც კი მხატვარი ეხება\, რეალობიდან მოდის. ყველაფერი\, რაც  ტილოებზე ისახება\, მხატვრის პირადი განცდაა\, განცდილის ილუსტრაცია\, რომელსაც გვიყვება ჩვენ და საკუთარ თავს. ტილოსთან ურთიერთობა მუსხელისთვის მთელს სამყაროსთან ურთიერთობის ტოლფასია. მისთვის თითოეული ნახატი ერთი ამბის ცალკეული სიტყვაა. ერთი ტილო ერთი სიტყვაა\, მხატვრის მთელი შემოქმედება კი ის დიდი ამბავია\, რასაც იგი მოგვითხრობს სამყაროს შესახებ. \nვახო მუსხელს განსაკუთრებით აინტერესებს „სამგანზომილებიანი სამყაროს ილუზიებისა და ტილოს სიბრტყობრიობის კვლევების გამოწვევები\, სამყაროებს შორის შუამავალი\, სამყაროთაშორისი განცდის მისაღებად“. სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრები მონუმენტურობით  გამოირჩევა. მხატვრის გამომსახველობითი ენა\, რომელიც ადამიანურ და ცხოველურ ფორმებზეა ფოკუსირებული\, თვით ავტორის თქმით\, ფანტასტიკურ რეალიზმს წარმოადგენს პერსონალური სიმბოლიზმის ძლიერი  ელემენტებით. \n– ვანდა მუჯირი \n  \n„მხატვარი – ეს არის ტიტული\, რომელიც მხოლოდ დრომ უნდა მოგანიჭოს და არა ვინმემ. დრომ\, რომელიც სავსე უნდა იყოს შრომით და ახლის ძიებით“ – ვახო მუსხელი \n„რა არის ჩემი თემატიკის ძირითადი იმპულსი? \nადამიანი და გარემო – რა არის ადამიანის ფუნქცია მის გარშემო არსებულ ცვალებად სამყაროში და როგორ იცვლება მისი ფსიქიკა გარემოს ცვლილებების პარალელურად; \nადამიანის ფიზიკური ეგზისტენციის დროებითობის განცდა და აგნოსტიციზმი. \nასევე\, მისი სიჯიუტე – ყველაზე ღრმა ფსკერზე დაცემა\, ბრძოლის სურვილი და უკან ამოცოცების პოტენცია; \nადამიანის სხეული და\, განსაკუთრებით\, მისი მოძრაობის დინამიკა როგორც სამყაროს ნარატივი. \nსწორედ რომ ადამიანის მოძრაობას შეუძლია გასცეს პასუხი უწყვეტ\, პასუხგაუცემელ კითხვებს\, რომლებსაც სასრული არ უჩანს. ადამიანის სხეულია\, სადაც სუფევს მთელი სამყაროს შემეცნების მისტერია\, მარტოობის მისტიკა და თავისუფალი გონების არჩევანი. \nყოველი\, თითქოსდა უმნიშვნელო ჟესტიკულაცია ან მიმიკა არის ვრცელი\, გრძელი და რთული წინადადების ერთი სიტყვა. ჩვენი არჩევანია\, ამ სიტყვებისგან რა წინადადებებს\, შემდეგ კი რა ისტორიას შევთხზავთ და მოვყვებით. \nადრე თუ გვიან\, ყველა\, როგორც კეისარი ოდესღაც\, აღმოჩნდება მდინარის პირას\, სადაც უნდა მიიღოს ყველაზე დიდი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება\, რომელსაც  შეუძლია უმეცრებით შვას ურჩხული\, ან მთელი სამყაროს სიკეთე ჩაიტიოს პეშვში. ყველას თავის რუბიკონი აქვს გადასალახი.“ \n– ვახტანგ მუსხელიშვილი \n  \nგამოფენა გაიხსნება 19 ივლისის 18:00 საათზე და გაგრძელდება 2024 წლის 11 აგვისტომდე. \nმისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა\, რუსთაველის გამზირი #11\, თბილისი
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a3/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/07/V.Muskheli-WEB-POSTER.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240705T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240901T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240703T081234Z
LAST-MODIFIED:20240703T125049Z
UID:23599-1720202400-1725213600@art.gov.ge
SUMMARY:თემო მაჭავარიანი - რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \n2024 წლის 5 ივლისს 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში თემო მაჭავარიანის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. \nთემო მაჭავარიანს წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება მისი პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული მემკვიდრეობა – 60-მდე ნამუშევარი. \nთემო მაჭავარიანი 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ირიცხება ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. მაშინ უთქვამს ხელოვნებათმცოდნე ლეო რჩეულიშვილს\, თუკი არსებობს აბსოლუტური სმენა\, თემოს აბსოლუტური ხედვა აქვსო. ერთი წლის შემდეგ ის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე გადადის ფარნა ლაპიაშვილის სახელოსნოში. აკადემიაშივე ამთავრებს ასპირანტურას უჩა ჯაფარიძის კლასში. \n70-იანი წლებიდან იწყება მხატვრის შემოქმედებითი გზა. მასზე ამბობდნენ\, ის ფიზიოლოგიურად\, ბიოლოგიურად მხატვარიაო. ბუნებით თავმდაბალი\, თავისუფალ შემოქმედად შედგა. ფერწერისა თუ გრაფიკის ენის სიღრმით გამზიარებელი კომპრომისს გამორიცხავდა. თემო მაჭავარიანის გრაფიკული თუ ფერწერული მემკვიდრეობა მხატვრის მშობლიური ძველი ქალაქის პეიზაჟები და ახლობლების პორტრეტებია. \n– კარგი ნახატის შესაქმნელად გულწრფელობაა უპირველესიო…\, ასე სწამდა და ასე მოძღვრავდა თაობებს. თავადაც ასე ქმნიდა განსაკუთრებული ბუნებრიობით აღბეჭდილ ბრწყინვალე ფერწერასა თუ გრაფიკას. \nთემო მაჭავარიანმა – მხატვარმა და პედაგოგმა ღირებული კვალი დატოვა ქართულ მხატვრობასა და საზოგადოებაში. \nგამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/07/Temo-machavariani-invitatio.png
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240608T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240714T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240606T104934Z
LAST-MODIFIED:20240607T204512Z
UID:23215-1717840800-1720980000@art.gov.ge
SUMMARY:სოფიო ჩერქეზიშვილის  გამოფენა - და მერე მან თქვა ალბათ
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის  გამოფენას –  და მერე მან თქვა ალბათ. \nამ ისტორიას ვუძღვნი  ხეებს\, რომლებიც ვიცი\, რომ დაფრინავენ\,  ხიდებსა და ლაბირინთებს\, რომლებსაც ვიცი\, რომ ავაშენებ\, ზღაპრებს\, რომლებსაც ვიცი\, რომ დავიჯერებ  და ზარებს\, რომლებსაც ვიცი\, რომ ალბათ გავიგონებ\, – ასე განმარტავს მხატვარი  გამოფენის  ძირითად ჩანაფიქრსა და კონსტრუქციულ პრინციპს. 28 ფერწერული ნამუშევრის გარდა\,  გამოფენის შემადგენელი ნაწილია ინსტალაცია –  ხეებმა იციან გვერდში დგომა. \nსოფიო ჩერქეზიშვილი დაიბადა 1971 წელს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ  ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი\, 1994 წელს კი  – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სოფიო ჩერქეზიშვილი პირველია ხელოვანთა იმ ნაკადში\, ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სასწავლებლად დასავლეთში გაემგზავრა. ოთხი  წელი (1994-1998) სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში (ამსტერდამი\, ჰოლანდია). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ხელოვნების სფეროში აქტიური მუშაობა.  ასწავლიდა  იაკობ  ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა (1999-2006) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (2010-2018)  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2006 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების პროფესორია. \n2000 წლიდან სოფიო ჩერქეზიშვილი აქტიურად მონაწილეობს  სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა თუ  პროექტში. ძირითადად კი\, ის მუშაობს საკუთარ პროექტებზე\, რომლებსაც გამორჩეული და ცნობადი სტილი აქვს. მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია: რატომ ამოდის ჩემს თავზე ბალახი; ერთი წუთი საკმარისია\, რომ დაინახო მთელი ცხოვრება;  კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე;  თუ დაგჭირდება\,  გემებიც ჩერდებიან.  ამ სერიებში მხატვარი   იკვლევს თავის გამოგონილ\, სხვა მეს. ქმნის მისეულ ესთეტიკურ ფორმებს\, მესიჯებს\, მისი სურათ- ხატებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.\nსოფიო ჩერქეზიშვილმა  გაიაზრა მხატვრის  თავისუფალი ნება როგორც მეტაფიზიკური სულიერი ფენომენი. ის ყოველჯერზე უბრუნდება  გარკვეული სახით  უკვე აღქმულსა თუ  განცდილს\, რათა მოახდინოს  მასზე ყურადღების კონცენტრაცია და\, შესაბამისად\, აქციოს ის  რეფლექსიის ობიექტად. \nდამთვალიერებელს გამოფენის  ხილვა შეუძლია  8 ივნისიდან 14 ივლისის  ჩათვლით. \nგამოფენის გახსნა 15 ივნისს\,   18:00 საათზე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/06/cherkezishvili.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240530T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240630T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240224T161905Z
LAST-MODIFIED:20240224T202750Z
UID:22517-1717063200-1719770400@art.gov.ge
SUMMARY:ქალი ხელოვანი - ეპოქის სახე
DESCRIPTION:  \nქალი ხელოვანი – ეპოქის სახე \nქართველი  ქალი მხატვრების  შემოქმედება გასული საუკუნიდან დღემდე. \nწლეულს მაისში\, ბუდაპეშტის კულტურული ცხოვრების ისტორიული ცენტრი – პეშტი ვიგადო\, უნგრეთის აუდიტორიას ქართველ  მხატვარ ქალთა  ხელოვნებას წარუდგენს. \nექსპოზიცია\, სახელწოდებით ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე ვიგადოს  შენობაში გამართული  პირველი ქართული გამოფენა იქნება\, რომელიც  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის –  26 მაისის აღსანიშნავად გაიხსნება  და ერთ თვეს გასტანს. \nდიაქრონული პრინციპით შექმნილი გენდერული  გამოფენა  საუკუნოვან პერიოდს (1924-2024) მოიცავს და აერთიანებს ყველა იმ ძირითად სახელოვნებო მიმდინარეობასა და ტენდენციას\,  რომელიც საქართველოში\, ასი წლის  მანძილზე\,  კონკრეტული პერიოდისა და პოლიტიკური სისტემის პარალელურად ვითარდებოდა: პირველი რესპუბლიკის პერიოდი – მოდერნიზმი; გასაბჭოება – სოცრეალიზმი; დათბობის პერიოდი – არაიდეოლოგიური ხელოვნება; გარდაქმნა\, თავისუფლება\, ახალი მილენიუმი – პოსტმოდერნიზმის ხელოვნება. \nექსპოზიციაზე ნაჩვენები იქნება ელენე ახვლედიანის\, ქეთევან მაღალაშვილის\, თამარ აბაკელიას\, ესმა ონიანის\, ლია შველიძისა და სოფიო ჩერქეზიშვილის მხატვრობა. \nქალი\, როგორც მოდერნიზაციისა და ემანსიპაციის სიმბოლო – ეს თემა აერთიანებს  მოდერნული ეპოქის შემოქმედ ქალებს – მხატვრებს\, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში  თავად გახდნენ თავისუფლების მაუწყებლები. \nნამუშევართა მეორე ჯგუფი თანამედროვე მხატვრებს წარმოაჩენს და გაერთიანებულია თემით ქალი\, როგორც ხელოვნების მთავარი მოტივი. \nქალი ხელოვანი – ეპოქის სახე გიწვევთ  ოთხი თაობის ქართველ ხელოვან ქალთა შემოქმედების გასაცნობად. მათს ასწლოვან მოგზაურობას   გამბედაობა და ხელობის ერთგულება გამოარჩევს. \nიმპრესიონიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე\, ექსპრესიონიზმიდან ფემინისტურ ხელოვნებამდე  ქალთა მრავალფეროვანი შემოქმედება  მოდერნულ და პოსტ-მოდერნულ ეპოქათა   ძირითად ტენდენციებს ასახავს და საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. \nექსპონატები წარმოდგენილია  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის\,  საქართველოს ეროვნული გალერეისა და თავად მხატვართა კოლექციებიდან. \nგამოფენა პირველად იმართება უნგრეთში. \nმხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო   \nინიციატორი: საქართველოს საელჩო უნგრეთში   \nმასპინძელი: უნგრეთის ხელოვნების აკადემია და პეშტი ვიგადოს ცენტრი  \nკონცეფციის ავტორი და გამოფენის ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული გალერეა
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae/
LOCATION:PESTI VIGADÓ\, Budapest\, Vigadó tér 2\, 1051 Hungary\, Budapest
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/JPG-FOR-ONLINE-PHOTOS-scaled-e1708790541219.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240528T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241223T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240522T125946Z
LAST-MODIFIED:20240522T125946Z
UID:23159-1716890400-1734976800@art.gov.ge
SUMMARY:ბავშვები ქართულ მხატვრობაში
DESCRIPTION:  \n2024 წლის 28 მაისიდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე  სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპიმძლებს გამოფენას – ბავშვები ქართულ მხატვრობაში. \nსახვით ხელოვნებაში ბავშვებისა და ბავშვობის უნიკალური ფენომენის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ევოლუციური განვითარების წარმოჩენა არის ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ ინიცირებული ამ გამოფენის კონცეფცია. \nსიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული დაგრაფიკული ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა. \nსაკაცობრიო სახვითი ხელოვნების კვალად საქართველოში მოღვაწე ქართველმა და არაქართველმა მხატვრებმაც ბავშვთა სახეების გამორჩეული გალერეა შექმნეს. მათი ნახატების უმრავლესობა ეროვნული კულტურის უმაღლესი სამუზეუმო ფასეულობაა\, თუმცა მას საზოგადოება დღეს პირველად იხილავს. \nბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა  კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმის\, რომ ბავშვი ყოველთვის სამყაროს მარადიულობის სიმბოლოა და უფროსი თაობის უპირველესი მოვალეობაა\, მისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. \nგამოფენის კურატორი: ირინე აბესაძე \nგამოფენის ორგანიზატორია ბავშვთა საერთაშორისო ფონდი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91/
LOCATION:Sighnaghi Museum of History and Ethnography\, Shota Rustaveli # 8\, Sighnaghi\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/05/IMG_1864.jpeg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240519T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240818T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240521T094817Z
LAST-MODIFIED:20240522T103349Z
UID:23141-1716141600-1724004000@art.gov.ge
SUMMARY:ლევან ლაღიძე - ფერწერა
DESCRIPTION:  \nშალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული შენობის მიმდებარე ახალ საგამოფენო სივრცეში (ლ.გუდიაშვილის #1\, 2024 წლის 19 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება მხატვარ ლევან ლაღიძის გამოფენა – ფერწერა. ლევან ლაღიძის ამ მასშტაბის პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. ის რეტროსპექტული ხასიათისაა და მხატვრის 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. \nლევან ლაღიძე XX საუკუნის 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. ტერმინ 80-იანელთა თაობის დამკვიდრება ლევან ლაღიძეს უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძის თქმით\, „მხატვრობა იწყება არა მაშინ\, როცა შეგიძლია ხატო\, არამედ\, როცა არ შეგიძლია\, არ ხატო…\,“ – ეს ზუსტი ფორმულაა ბევრი ხელოვანის შემთხვევაში და ეს ლევან ლაღიძის შემთხვევაცაა. ლევან ლაღიძე გამორჩეული პერსონალური ფერწერული დისკურსით ეწერება ქართულ არტსივრცეში\, ხელოვანი\, რომლის შემოქმედებაში ჰარმონიულად ერწყმის რაციონალური და მეტაფიზიკური… იგი თანმიმდევრულია შემოქმედებით გზაზე\, თანმიმდევრულია გაცნობიერებული\, რაფინირებული აზროვნების წესით\, მარადიული საიდუმლოს ძიების მუდმივად ცოცხალი მუხტით. მისთვის მხატვრობა სამყაროს შეცნობის საშუალებაა. 2011 წელს თბილისში მხატვარმა საკუთარი გალერეა – Lagidze Gallery გახსნა. 2018 წლიდან ლევან ლაღიძე თანამშრომლობს ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელ კურატორ ქეთრინ ლევინთან და ყოველწლიურად ლონდონში მისი სოლო გამოფენები იმართება. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90/
LOCATION:Shalva Amiranashvili Fine Arts Museum\, 1 Lado Gudiashvili\, Tbilisi\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/05/a696f3a9-8f5c-464e-a32b-43f152eaeb57.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240418T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240531T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240424T094203Z
LAST-MODIFIED:20240424T221702Z
UID:23057-1713463200-1717178400@art.gov.ge
SUMMARY:ალექსანდრე ციმაკურიძე და მისი პეიზაჟური სკოლა
DESCRIPTION:ეროვნული გალერეა ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა გამოფენას მასპინძლობს. რეტროსპექტულ გამოფენაზე ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი მოსწავლეების – კორნელი სანაძის\, პეტრე ბლიოტკინის\, შალვა და იორამ მამალაძეების\, მიხეილ ხვიტიას\, ლეოპოლდ ძაძამიძის\, კოტე გძელიშვილის\, რუსუდან ჯავრიშვილის\, ნატალია ფალავანდიშვილის და ირინე რაზმაძის – პეიზაჟები სახელმწიფო და კერძო კოლექციებიდანაა წარმოდგენილი.\n\n\nაღსანიშნავია\, რომ 2022 წელს ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრის – ალექსანდრე ციმაკურიძის – დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა ალექსანდრე ციმაკურიძის\, და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა შესახებ წიგნ-ალბომი\,\n\n\n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/04/437755006_828512619319423_684425937476919602_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240407T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240527T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240328T121637Z
LAST-MODIFIED:20240329T011653Z
UID:22648-1712512800-1716832800@art.gov.ge
SUMMARY:კერამიკოსთა გამოფენა
DESCRIPTION:2024 წლის 7 აპრილიდან 1 მაისამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ექსპოზიციას – კერამიკოსთა გამოფენა.   წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ცნობილ ქართველ ხელოვანთა – ლია ბაგრატიონის\, ნატო ერისთავის\, ოთარ ვეფხვაძის\, გიგიშა პაჭკორიას\, გია მიმინოშვილის\, ლალი ქუთათელაძისა და მალხაზ შველიძის სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები. \nგამოფენის კონცეფციაა – „ავტორთა მიერ მათთვის საინტერესო თემაზე შესრულებული ნამუშევრის\, ინსტალაციის ან კომპოზიციის წარდგენა შერჩეული მასალის შეზღუდვის გარეშე\,  თუმცა სავალდებულო პირობა თიხის გამოყენება – წარმოჩენაა“. \nკურატორი ლალი ქუთათელაძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/FB-banner2.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240414T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240312T081454Z
LAST-MODIFIED:20240312T232302Z
UID:22625-1710439200-1713117600@art.gov.ge
SUMMARY:ირაკლი გამრეკელი - 130
DESCRIPTION:  \nმიმდინარე  წელს\, გამოჩენილი  ქართველი მხატვრის\, ილუსტრატორისა და სცენოგრაფის\, ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება. \nორგანიზაცია არტ-ფუთი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ირაკლი გამრეკელის რესტროსპექტიულ გამოფენას აწყობს\, რომელიც 2024 წლის 14 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გასტანს. \nგამოფენა 14 მარტს\, 18:00 საათზე გაიხსნება (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. N 11\, თბილისი). \nირაკლი გამრეკელი ქართული ავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მხატვრის ფენომენი ყველაზე ნათლად სცენოგრაფიაში გამოვლინდა.  მისი უნიკალური მხატვრობა\,  გადაჭარბებული თეატრალური ჟესტიკულაციითა და უტრირებული მიმიკით   ექსპრესიონისტულ მანიერიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. \nირაკლი გამრეკელი ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია.  ქართული თეატრის რეფორმატორებთან\, კოტე მარჯანიშვილთან და ალექსანდრე ახმეტელთან ერთად\, მან  დარგის  თეორიული საფუძვლები განსაზღვრა\, ნოვატორული ძიებებითა და თამამი ექსპერიმენტებით  ქართული სანახაობრივი თეატრის ტრადიციები ააღორძინა. \nირაკლი გამრეკელისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ   წარმოჩინოს მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპი\, აჩვენოს მისი ღვაწლი   ქართული სახვითი ხელოვნებისა და სცენოგრაფიის განვითარებაში. \nექსპოზიციაზე პირველად იქნება ექსპონირებული ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები ადრეული პერიოდის სცენოგრაფიიდან\, ასევე – საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წიგნის გრაფიკის ნიმუშები\, მხატვრის გაფორმებული საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ესკიზები და  ვიდეოკოლაჟი\, რომელშიც აქცენტი ირაკლი გამრეკელის კინო-მხატვრობაზე იქნება გაკეთებული. \nგამოფენაზე თავმოყრილია ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციებიდან: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის\, ხელოვნების სასახლის\, რუსთაველის ეროვნული თეატრისა და მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრების ფონდებიდან\, არჩილ დარჩიას\,  გალერეა გამრეკელის\, მაკა და ეკა არბოლიშვილების კერძო  კოლექციებიდან. \nზემოთჩამოთვლილი ყველა ორგანიზაცია და კერძო პირი აქტიურად თანამშრომლობდნენ  ირაკლი გამრეკელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი  საიუბილეო წიგნი – ალბომის შექმნის პროცესში\, რომლის ელექტრონული ვერსიის მომზადება განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. \nპროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა კიკვაძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-130/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/Gamrekeli-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240331T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240225T140830Z
LAST-MODIFIED:20240225T140830Z
UID:22591-1710439200-1711908000@art.gov.ge
SUMMARY:გიორგი ჩაჩანიძე რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \n„ვფიქრობ\,  ხელოვნების ერთ-ერთი მისია\, ნეგატიური მოვლენის მსწრაფლ შემწეობა და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი\, “მიძინებული“ ენერგიების რეანიმაციაა…“ \nგიორგი ჩაჩანიძემ (დაბ. 1965) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის\, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის\, ხატვის მიმართულებაზე ხატვის პედაგოგად. 2014 წლიდან ამავე აკადემიის პროფესორია. \n„ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვნების  ობიექტში\, ჰარმონიულად იყოს წარმოდგენილი\, ინდივიდუალური ხელწერის  რეალურ დროში ადაპტირების პროცესი.. რაც ტრადიციული დაზგური ფერწერის მედიუმის მეშვეობით ხელოვნებაში თანამედროვე ტენდეციების ასახვის პროცესს წარმოადგენს… \nთითოეულ ხელოვანს თავისი გამომსახველობითი ენა აქვს. მხატვარი პასუხისმგებელია საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარებაზე და თავად ირჩევს მნახველამდე მისასვლელ გზას:  მისი შემოქმედება  ეხმიანება დოგმატურ\, ტრადიციულ ესტეთიკურ ჩარჩოებს\, თუ ერთგვარ მოულოდნელ სვლას სთავაზობს მას….“ \nგიორგი ჩაჩანიძის ფერწერა სწორედ ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტას სთავაზობს დამთვალიერებელს:  მკვეთრ კონტრასტებზე აგებული კოლორიტი\, აბსტრაგირებული\, ექსპრესიული ფორმა\, უჩვეულო კომპოზიციები. მისი შემოქმედება ეს არის „რაციონალურისა და ამავდროულად გრძნობადის ესტეტიზაციის“ მცდელობა. \nმხატვრისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება ფერწერაა\, თუმცა მის შემოქმედებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია გრაფიკა\, ილუსტრაცია. 1990 წლიდან თანამშრომლობს მხატვარ-ილუსტრატორად შემდეგ გამომცემლობებთან: ჩვენი მწერლობა\, ომეგა\, კრიმინალური ქრონიკა\, დროშა\, დილა\, ბაკმი. 2009 წელს დაასახელეს ჟურნალ ჩვენი მწერლობის  საუკეთესო მხატვრად. 2020 წელს იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მოსაპოვებლად.  2021 წელს გახდა ლაურეატი ნომინაციაში :  საუკეთესო ილუსტრაციები მხატვრული ლიტერატურისთვის წმინდა ტექსტები\, ახალი აღთქმა\, Vita Nova. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/FB.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240213T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250213T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240204T145808Z
LAST-MODIFIED:20240224T163518Z
UID:22425-1707818400-1739469600@art.gov.ge
SUMMARY:ფიროსმანის შედევრების დაბრუნება: განახლებული გამოფენა
DESCRIPTION:  \nთითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები დაბრუნდა საერთაშორისო გამოფენებიდან.  2024 წლის 9 თებერვლიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის განახლებული საგამოფენო სივრცე მხატვრის შემოქმედების ახალ ექსპოზიციაზე გიწვევთ. წარმოდგენილი იქნება  ხელოვნების  20-მდე ნამუშევარი\, მათ შორის მისი შედევრები: მეთევზე წითელ პერანგში\,  ჟირაფი\, აქტრისა მარგარიტა\, ორთაჭალის ტურფები  და სხვა. \n2023-2024 წლებში ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობას უმასპინძლა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხმა საგამოფენო ცენტრმა. ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ჰუმელბეკი\, კოპენჰაგენის მახლობლად\, დანია) გაიმართა მხატვრის ჩრდილოეთ ევროპაში პირველი პერსონალური გამოფენა. ექსპონირებული იყო ნიკო ფიროსმანაშვილის  დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია).  გამოფენას ოთხი თვის განმავლობაში 250 000 დამთვალიერებელი ეწვია. შემდეგ კი მან გადაინაცვლა ბეიელერის მუზეუმში (ბაზელი\, შვეიცარია). \nქართველი მხატვრის  ნამუშევრები ექსპონირებული იყო ბრიუსელში (ბელგია) საერთაშორისო ფესტივალ ევროპალია საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც – ავანგარდი საქართველოში.  1900-1936 (სახვითი ხელოვნების ცენტრი ბოზარი) და საქართველო – შეხვედრების ადგილი (ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი).
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/pirosman.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240207T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241007T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240204T184502Z
LAST-MODIFIED:20250201T053816Z
UID:22453-1707300000-1728324000@art.gov.ge
SUMMARY:ქანდაკების კოლექცია
DESCRIPTION:  \nეროვნული გალერეის მეორე სართულზე ფიროსმანის მუდმივ გამოფენასთან ერთად იხსნება ქანდაკების გამოფენა\, როგორც ეროვნული მუზეუმის ახალშეძენილი ქანდაკების კოლექციიდან\, ასევე ეროვნული მუზეუმის საქანდაკო ფონდებიდან. ექსპოზიცია მცირე ფორმატში წარმოაჩენს ქართული მრგვალი ქანდაკების ძირითად  ვიზუალურ მახასიათებლებს მისი 100 წლიანი ისტორიის მანძილზე. \nწარმოდგენილი იქნება ქართული მრგვალი ქანდაკების ფუძემდებლების იაკობ ნიკოლაძის და ნიკოლოზ კანდელაკის თითო ქანდაკება. ორმა დიდმა მოქანდაკემ შექმნა თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლა და საფუძველი ჩაუყარა ამ დარგში ორ განსხვავებულ შემოქმედებით მეთოდს. \nმეოცე საუკუნის 60-იან წლებში ასპარეზზე გამოდიან მოქანდაკეები\, რომლებმაც თვისობრივად შეცვალეს ქართული ქანდაკება. ამ თაობიდან გამოვყავით კარლო გრიგოლიას ხაზი. გამოფენილი იქნება კარლო გრიგოლიას ორი ქანდაკება. პირველად გამოიფინება მისი აბსტრაქტული კომპოზიცია. \nასევე ექსპონირებული იქნება 70-ან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული მოქანდაკეების ვაჟა მელიქიშვილის და რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევრები. პირველის შემთხვევაში\,   მატერიალურისაგან განყენებულის\, ტრანსცენდენტური აზროვნების ვიზუალიზაციას ვხედავთ;  ხოლო მეორესთან\, მაგიური არტეფაქტები გვნუსხავს\, სადაც თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად იქცევა დაფერვით მანიპულაციის გზით. \nდამთვალიერებლისთვის აღმოჩენა იქნება 70-იანი წლების ხელოვანის სიმონ გირკელიძის ორი ნამუშევარი. მათ შორის  საბჭოთა ძაღლი\,  რომელიც მაწანწალა ძუკნას გამოსახავს და ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა ეკონომიკაზე. ბუნებრივია\, საბჭოთა პერიოდში\, ის არცერთ გამოფენაზე არ ყოფილა დაშვებული. \nდამთვალიერებელი იხილავს ასევე ორი თანამედროვე ავტორის როკო ირემაშვილის და ლევან ყიფშიძის სკულპტურებსაც\, რომელთა ნამუშევრები უკვე გარკვეული პერიოდია გალერეის სივრცეშია ექსპონირებული. \nუახლოეს პერიოდში\, ქანდაკების აღნიშულ კოლექციას დაემატება თამარ აბაკელიას საკულტო ნამუშევარი შურს ვიძიებთ\, რომლის თანამედროვე მასალაში ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უდიდესი ქართველი მოქანდაკის ჩართულობა გამოფენაში\, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა უდაოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს დღეს. \nბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე მოქანდაკის პერსონალური გამოფენა\, რომელთაც ფართო საზოგადოებას გააცნეს მხოლოდ ვიწრო სპეციალისტთა წრეში დაფასებული უმნიშვნელოვანეს ხელოვანთა შემოქმედებები. \nეროვნული გალერეა მომდევნო გამოფენებშიც პლასტიკური ფორმის განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესის  სხვა ვერსიებსაც შემოგთავაზებთ. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენას რამოდენიმე ავტორის: თამარ აბაკელიას (1905-1953)\, გულდა კალაძის (1932-1974) ჯემალ (ჯოტი) ბჟალავას (დ. 1944) და როკო ირემაშვილი (დ.1979) ქანდაკება შეემატა. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილია თამარ აბაკელიას   ქანდაკება  კოლმეურნის ოჯახი. ნამუშევარი პირველად იქნა გადატანილი მყარ მასალაში. ეს კომპოზიცია   (1939)  მისი  შემოქმედების  ლაიტმოტივია\,   რომელიც ზოგიერთ ნამუშევარში ბედნიერი ოჯახის სახელწოდებით მეორდება. ამ მოტივის კომპოზიცია მოქანდაკეს იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის)  ჰორელიეფური ფრიზისთვისაც აქვს შექმნილი. \nმხატვრის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში\, 1955  წელს\,  ეს ქანდაკება და კიდევ ერთი\, შედარებით კამერული ზომის ნამუშევარი  – მოწყალების და  მისი  ოჯახისგანვე შეიძინა საქართველოს ხელოვნების  მუზეუმმა. 2024 წლის მარტში საქართველოს ეროვნული გალერეის ინიციატივითა და  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თამარ აბაკელიას ამ ორივე ქანდაკებას ჩაუტარდა რესტავრაცია (ქანდაკებები მძიმე მდგომარეობაში იყო. შუალედური მასალა – თაბაშირი) და პირველად ჩამოისხა პოლიესტერსა და ბრინჯაოში: კომპოზიცია კოლმეურნის ოჯახთან ერთად ხელოვანის ცნობილი ქანდაკება შურს ვიძიებთ!  გადატანილ იქნა პოლიესტერში\, მოწყალების და  კი – ბრინჯაოში. \n  \nთამარ აბაკელია (1905-1953) –  მოქანდაკე\, გრაფიკოსი\, ფერმწერი და ილუსტრატორი\, თეატრისა და კინოს მხატვარი\, პირველი ქალი მონუმენტალისტია საქართველოში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ მოქანდაკეთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო იაკობ ნიკოლაძის\, ნიკოლოზ კანდელაკის\, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. თამარ აბაკელიამ შექმნა ჰორელიეფები (1936-1937) იმელის ფრონტონის ფრიზისათვის. ამ ნამუშევრებით  ხელოვანმა  ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე  მხატვრის შემოქმედებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. ომის პერიოდში შექმნილ  ნაწარმოებთაგან  ერთ-ერთი  საკულტო  ქანდაკებაა  შურს ვიძიებთ!\, რომლითაც აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახე შექმნა. \nგულდა კალაძის ნამუშევარი რთველი. (დაფერილი თაბაშირი. 1972. ჩაუტარდა რესტავრაცია). \nგულდა კალაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი შემოქმედება ძიებებით\, განსხვავებული მიგნებებითა და მხატვრული ხედვით გამოირჩევა. მისი ინდივიდუალიზმი ფერწერასა და გრაფიკაშიც აისახა\, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო\, რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა\, დახვეწილი პროპორციები. საგულისხმოა\, რომ გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის – თამარ აბაკელიას შვილია. \nჯემალ (ჯოტი) ბჟალავას ნამუშევარი პორტრეტი. (ქვა. 1989) \nჯემალ (ჯოტი) ბჟალავა თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემებს. ქვაში გამოკვეთილი ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები შთაგონებულია კავკასიის ხალხთა ლეგენდებით\, მისტიკური არაკებითა და ბერძნული მითებით. არქაული ფორმების ძიებისას მოქანდაკე ქვას უნარჩუნებს ბუნებრივ საწყისს. 1991 წლიდან ჯოტი ბჟალავა საფრანგეთში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქებს ამშვენებს\, მათ შორის გამორჩეულია 2018 წელს ქალაქ ნიმის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ხარის სკულპტურა. \n როკო ირემაშვილის ნამუშევარი დავითი. (პოლიესტერი. 2024) \nროკო ირემაშვილი – მხატვარი\, მოქანდაკე\, ხელოვანი\, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). \nმისი ნამუშევრები\, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად\, იქნება ეს ფერწერა\, ქანდაკება თუ ვიდეო\, სოციალური პროტესტის\, სარკაზმის\, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით\, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია; ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია. \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/416349685_1302632030400595_1363006084538228678_n-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240206T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240310T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20240204T152220Z
LAST-MODIFIED:20240204T153535Z
UID:22435-1707213600-1710093600@art.gov.ge
SUMMARY:სიმონ-ვაჟა მელიქიშვილი - რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა 2024 წლის 6 თებერვლიდან 10 მარტამდე წარმოგიდგენთ სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის რეტრეოსპექტულ გამოფენას. \nამ გამოფენაზე  წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი\, თუმცა\, მათი უმეტესობა განუხორციელებელი დარჩა საბჭოთა იდეოლოგიასთან აბსოლუტური შეუსაბამობის გამო. ვაჟა მელიქიშვილის ყველა ნამუშევრისათვის სრულიად უცხოა სოციალისტური რეალიზმისათვის სახასიათო დიდაქტიზმი.  მის შემოქმედებაში ერთ ენაზე ლაპარაკობენ როგორც მეფეები\,  ასევე ზღაპრის გმირები. \nგამოფენაზე ფოტო და ვიდეომასალის სახითაა წარმოდგენილი ვაჟა მელიქიშვილის მიერ საბჭოთა პერიოდში ქ. სენაკში დადგმული კუბი.  მისი ოფიციალური სახელწოდების –  დიდების კუბის  მიუხედავად\,  ავტორი მას ხსოვნის კუბს უწოდებდა. კუბს\,  ზომის გარდა\,  დიდებასთან არაფერი აკავშირებს და ომს იმ დროისათვის უჩვეულოდ  ტრაგიკულსა და არაჰეროიკულ კონტექსტში განიხილავს. \nვაჟა მელიქიშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. სიცოცხლეში ხელოვანის მხოლოდ ერთი გამოფენა\, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე\,  2002 წელს გაიმართა ეროვნულ გალერეაში.  მაშინ ექსპონირებული იყო  მისი მხოლოდ რამდენიმე  სკულპტურა. დღევანდელი გამოფენა კი  დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ფართოდ გაეცნოს ხელოვანის  შემოქმედებას\,  ქანდაკებასთან ერთად იხილოს  მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/meliq.png
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231222T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240128T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231219T073644Z
LAST-MODIFIED:20231219T100428Z
UID:22242-1703268000-1706464800@art.gov.ge
SUMMARY:მირო - მირიან შველიძის რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:მირო – მირიან შველიძის რეტროსპექტული გამოფენა\nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ამა წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით პირველად უმასპინძლებს ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი შემომქმედის – მირიან შველიძის ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას. \nკონცეპტუალური ხასიათის რეტროსპექტივა\, სახელწოდებით მირო წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედების სამ მთავარ მიმართულებას: დაზგურ ფერწერას\, კედლის მხატვრობასა და სცენოგრაფიას. \nმირიან შველიძე პოსტმოდერნისტი მხატვარია; 1960-70-იანი წლების სხვა ქართველ სცენოგრაფებთან ერთად\, მან ე.წ. მხატვრის თეატრი შექმნა\, რომელშიც   სპექტაკლთა სახვითმა მხარემ სცენაზე დრამატულ ქმედებათა თანაბარი მნიშვნელობა შეიძინა. \nშველიძის შემოქმედება რობერტ სტურუას თეატრთანაა დაკავშირებული. სიცოცხლის ბოლომდე ის რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მისი შექმნილია სცენოგრაფია სტურუას ისეთი საეტაპო დადგმებისთვის\, როგორებიცაა რიჩარდ მესამე\, მეფე ლირი\, ჰამლეტი\, კაცია ადამიანი?!\, დარისპანის გასაჭირი და სხვ. \nრუსთაველის თეატრის გარდა\, შველიძე თანამშრომლობდა მარჯანიშვილის\, გორის\, თბილისის გრიბოედოვის რუსული და თავისუფალი თეატრის რეჟისორებთან და მათთან   ერთად მრავალი დადგმა მხატვრულად გააფორმა. \nმირიან შველიძის გამოფენა ეროვნული გალერეის პროექტია. ის პირველად ეწყობა თბილისის საგალერეო სივრცეში – წინა გამოფენებს რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და წინანდლის სამუზეუმო კომპლექსმა უმასპინძლა. \nექსპოზიცია გაიხსნება 22 დეკემბერს\, პარასკევს\, 18:00 საათზე და გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით. \nგამოფენის კურატორი – მაია ჩიკვაიძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2/
LOCATION:შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გახსნა
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/12/406311447_1016662366278512_5242344495172813850_n-scaled.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231220T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240128T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231217T111205Z
LAST-MODIFIED:20231218T043743Z
UID:22173-1703095200-1706464800@art.gov.ge
SUMMARY:ბექა საყვარელიძის გამოფენა - ვიღაცა ურევს
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ბექა საყვარელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. \nბექა საყვარელიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის დამთავრებიდან (2010-2016) დღემდე ამავე აკადემიის მოწვეული პედაგოგია. მხატვარი 2019 წლიდან ქალაქ დრეზდენის საერთაშორისო პლენერსა და გამოფენას “კულტურა სინქრონი” მარიამ შაქარაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს\, რომელიც მისმა პედაგოგმა\, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ალექსანდრე-ალეკო ადამიამ დააფუძნა. \nმხატვარი მუდმივად იღებს მონაწილეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო გამოფენებსა და აუქციონებზე. სულ ახლახანს\, მისი ორი ფერწერული ტილო გაიყიდა ჰესინკის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე\, რომლებიც გამოიფინება იქნება ეროვნულ გალერეაში. მისი ნამუშევრები საქართველოს\, ევროპისა და ამერიკის კერძო და საჯარო კოლექციებში ინახება. \nგამოფენაზე „ვიღაცა ურევს“ \, კურატორი ელისო ჯულაყიძე\, წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით შესრულებული ნამუშევრები. დამთვალიერებელი პირველად იხილავს ფერწერულ ტილოებს\, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ კერძო კოლექციონერებისათვის იყო ცნობილი და ნამუშევრებს\, რომლებიც კონკრეტულად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.  უახლოეს მომავალში ბექა საყვარელიძე ახალ გამოფენაზე სამუშაოდ ბელგიაში გაემგზავრება. გამოფენას აპრილში ბელგიასა და ბენელუქსის ქვეყნებში მოღვაწე ერთადერთი ქართული გალერეა „ერისთავი“ წარადგენს. \nგამოფენა 20 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 2024 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/12/InShot_20231215_122313787-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231119T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231216T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231111T074622Z
LAST-MODIFIED:20231112T020718Z
UID:21732-1700416800-1702749600@art.gov.ge
SUMMARY:თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე : გამოფენა . საქართველოს ეროვნული გალერეა
DESCRIPTION:  \n თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე (1925-2001) – ქართული წარმოშობის ფრანგი სცენოგრაფი\, მოდელიერი და ილუსტრატორი XX საუკუნის პარიზის შემოქმედებითი ელიტის წევრი იყო.  მისი  ბიოგრაფია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს დაუკავშირდა. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა\, პარიზში\, მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰიუგეს სახელოსნოებში\, სწავლობდა. \n1947 წელს მან ნოე ჟორდანიას ვაჟზე\, რეჯებ ჟორდანიაზე\, იქორწინა\, თუმცა\, ეს ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ აღმოჩნდა. 1952 წელს ხელოვანი დედასა და შვილთან ერთად ბოჰემური პარიზიდან საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა. \nსწორედ აქ დაიწყო თამარ დე ლეტეს წარმატებული შემოქმედებითი კარიერა: 1957 წელს სან პაულუში მან საკუთარი კოსტიუმებისა და სცენოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გამართა; იმავე წელს მის მიერ შექმნილი 22 კოსტიუმის ესკიზი სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის IV ბიენალეზე გამოიფინა\, რასაც მოჰყვა მისი თანამშრომლობა კრისტიან დიორის მოდის სახლთან. 1963 წელს სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა. ამავე წელს მას სან პაულუს კულტურის სახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობა შესთავაზეს\, მაგრამ დე ლეტემ პარიზში დაბრუნება არჩია\, რის შემდგომაც დაიწყო მხატვრის შემოქმედებითი გზის პარიზული პერიოდი. \nთამარ დე ლეტე ქმნიდა კოსტიუმებსა და დეკორაციებს საფრანგეთის სხვადასხვა თეატრისა და ლოკარნოს ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის\, ასევე  წიგნის ილუსტრაციებს – გაფორმებული აქვს ჟანრობრივად მრავალფეროვანი ლიტერატურა საბავშვო ზღაპრებიდან კლასიკისა და თანამედროვე ეროტიკული პოეზიის ჩათვლით. იღებდა ანიმაციურ ფილმებს. 1970/80-იან წლებში მისი არაერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა პარიზსა და ლუქსემბურგში (ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრი\, პარიზის სალონი  სოფიტელ გრუპ 36\,   პარიზის გალერეა  მონპარნასი). მისი მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს\, 30 ტილოს\, 100-ზე მეტ ფოტოს\, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს. ხელოვანი ერთ ტილოზე  სრულიად ავთენტურსა და ორიგინალურ სანახაობას ქმნის  ერთდროულად ზეთის\, გუაშის\, პასტელისა და ზოგჯერ ტემპერის გამოყენებითაც. მისი რომანტიკული მხატვრობა წარმოაჩენს დელიკატურობის\, სინაზისა და პოეზიის ხიბლს. \nთამარ დე ლეტე – ვაჩნაძეს    მუდმივად სურდა საქართველოს ნახვა\, თუმცა\, ვერ მოახერხა სამშობლოში ჩამოსვლა. მან არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ატარა ქართველი ლტოლვილის სტატუსი\, რაც მისი ბინადრობის მოწმობაშიც ჩაიწერა. \nსაქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით\, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი\, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად\, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. კოლექცია ბრეტონიდან\, კერძოდ კი საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოვიდა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო\, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა\, თეატრის მხატვრობა\, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/11/tamari-choxashi-smal-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231118T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231216T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231110T105556Z
LAST-MODIFIED:20231112T114932Z
UID:21716-1700330400-1702749600@art.gov.ge
SUMMARY:ოლეგ ტიმჩენკო : დიაგონალი 13 . საქართველოს ეროვნული გალერეა
DESCRIPTION:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/11/lv_0_20231110134238.mp4\nეროვნული გალერეა ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენას უმასპინძლებს. \n18 ნოემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა დიაგონალი 13 გაიხსნება. \nოლეგ ტიმჩენკო (1957) 1980 / 90-იანი წლების დასაწყისის ავანგარდულ ჯგუფ X სართულის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია. ე. წ. პერესტროიკის პერიოდში ჯგუფში გაერთიანებულმა არტისტებმა პოსტმოდერნული ხელოვნების გადააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი ასახვა დაიწყეს. აქტუალურსა და პრობლემურ თემებზე არტისტული რეაქციების პარალელურად ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებაში მუდმივად რჩება ისტორიისა და ლიტერატურის თემები\, რომანტიკულ-სიმბოლური ხილვები\, იუმორით შემოსილი ზღაპრული სერიები. მისი პერსონაჟები ზოგჯერ რეალური\, ზოგჯერ კი იმდენად პლაკატურად განზოგადებულია\, რომ სიმბოლოს ან რაიმე ნიშანს მოგვაგონებს. „რეალობა ჩანაცვლებულია რეალობის სიმბოლოებით“. ისინი ახალ მნიშვნელობას იძენს და ხდება მხატვრის მიერ შექმნილი ახალი სამყაროს ბინადრები.დიაგონალი 13 საგამოფენო პროექტია\, რომელიც სპეციალურად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის სივრცისთვის შეიქმნა. მთავარი კონცეპტუალური ხაზი ცირკის თემას უკავშირდება. გასული საუკუნეების მონარქთა კარისა თუ ბრჭყვიალა\, სინათლით გაცისკროვნებული ჯადოსნური არენის მიღმა ჯუჯებისა და ჯამბაზების ტრაგიკული ბედი სხვადასხვა დროის არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა ველასკესიდან ფელინიმდე. შემოქმედებითი აზროვნების ეს შედევრები არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ბედზე\, არამედ\, ზოგადად\, ჰუმანიზმსა და\, იმავდროულად\, ადამიანის სისასტიკეზე დაგვაფიქრებს. გამოფენაზე ცირკის თემას მხატვარი მისი შემოქმედებაში უკვე ნაცნობი რამდენიმე სტილისტური სერიის მეშვეობით ასახავს. შედეგად\, მხატვრის მიერ ამ გამოფენისთვის შექმნილი ახალი კოლექცია მისი შემოქმედების „სტილისტურ რეტროსპექტივას“ წარმოადგენს. \nგამოფენა 18 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, გაიხსნება და 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%92-%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-13/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231117T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240217T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231110T091002Z
LAST-MODIFIED:20231112T090634Z
UID:21686-1700229600-1708192800@art.gov.ge
SUMMARY:ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია\, 2021-2023. ნაწილი IV . სიღნაღის მუზეუმი
DESCRIPTION:შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის\, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021 წლიდან შეძლო. ეს გახლავთ 122 მხატვრის ნამუშევრები\, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი\, ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც; ამას გარდა\, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია\, რომელიც გვაძლევს საშუალებას\, გავიგოთ\, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახავად\, საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად თანამედროვე ტენდენციებთან. \nასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის\, ვალერიან სიდამონ-ერისთავის\, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები\, მათ შორის\, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. \n2022 წლიდან მოყოლებული დღემდე შესაძლებელი გახდა მხატვრების:  სერგო ქობულაძის\, კირილე ზდანევიჩის\, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის\, ირინა შტენბერგის\, გაიანე ხაჩატურიანის და სხვათა ნამუშევრების\,  მოქანდაკეების: რუსუდან გაჩეჩილაძის\, ვაჟა მელიქიშვილის\, კარლო გრიგოლიას და სიმონ გირკელიძის ქანდაკებების შეძენა. \nშალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. სიღნაღის მუზეუმში ახალი კოლექციის რიგით მეოთხე გამოფენა იმართება. \nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლალი ზამბახიძის\, ავთო მესხის\, თამაზ ვარვარიძის\, ლევან ჭოღოშვილის\, გია ეძგვერაძის\, ნინიკო მორბედაძის\, შალვა მატუაშვილის\, ნიკო ცეცხლაძის\, კარლო კაჭარავას\, რუსუდან ფეტვიაშვილის\,  თინა ცხადაძე-რატიანის ნამუშევრები. \nპროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია\, კოორდინატორი მარიამ დვალი\, ასისტენტები: ირინა შავლაძე\, ვალენტინა მაღლაკელიძე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90-3/
LOCATION:Sighnaghi Museum of History and Ethnography\, Shota Rustaveli # 8\, Sighnaghi\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/11/ბანერი.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231101T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231114T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231030T071155Z
LAST-MODIFIED:20231030T153644Z
UID:21562-1698861600-1699984800@art.gov.ge
SUMMARY:სოლომონ გერშოვი: ავტოპორტრეტი
DESCRIPTION:  \nეროვნული გალერეა სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენას უმასპინძლებს. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გალერეა ვაჩეს კუთვნილი სოლომონ გერშოვის ნამუშევართა კოლექცია გამოიფინება \n„აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მისი არასრულყოფილების შესახებ\,“ – ასე ხედავდა მხატვარი\, გრაფიკოსი და ავანგარდის წარმომადგენელი სოლომონ გერშოვი თავის მისიას. \nსოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთული და არაერთგვაროვანია. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ სამხატვრო გარემოს უკავშირდება\, რომელიც ამ ქალაქში შექმნეს ჯერ იეჰუდა პენმა\, შემდეგ კი – მარკ შაგალმა და კაზიმირ მალევიჩმა. გერშოვი მათი მოსწავლეა\, მხატვრული მისწრაფებით კი უფრო შაგალის ხაზის მიმღებია და ნაკლებად იტაცებს მოდერნიზმის რადიკალური ფორმალისტური ძიებები. \n1922 წელს იგი პეტროგრადში გადავიდა და კვლავ გამორჩეულ სამხატვრო წრეში მოხვდა. აქ მისი პედაგოგი გახლდათ ალფრედ ებერლინგი\, ურთიერთობდა მხატვარ პაველ ფილონოვის საზოგადოებასთან. \nმოგვიანებით ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს პირადად შეეხო საბჭოეთის იდეოლოგიური წნეხი; იყო ორი გადასახლება – ჯერ სამი და შემდეგ კი – რვა წლით. რეპრესიების შედეგად მხატვრის ამ პერიოდის შემოქმედება\, ფაქტობრივად\, სრულად განადგურდა. \nმეორე გადასახლებიდან იგი 1956 წელს დაბრუნდა\, ოფიციალური რეაბილიტაციის შემდეგ კი ახალი ენერგიით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა. ბევრს მუშაობდა\, მისი ნამუშევრები კი ხშირად და წარმატებით იფინებოდა\, ოღონდ\, მეტწილად\, უცხოეთში. სამშობლოში ჯერ კიდევ მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ. \nმის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ცხოვრებისეული ტრაგიზმის განცდა\, ებრაელი ხალხის გასაჭირი\, კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ტკივილი; ხშირად ხატავდა განშორებას\, დაკრძალვას\, ბიბლიურ სიუჟეტებს. \nსოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენები მოეწყო მოსკოვში\, ლენინგრადში\, ვიტებსკში\, ლონდონში\, პარიზში\, ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ქალაქში. \n60-იან წლებში მხატვარი გარკვეული პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა\, სადაც ასევე ეწყობოდა მისი ექსპოზიციები. სწორედ ამის წყალობით\, თბილისში მისი\, არცთუ უმნიშვნელო\, მემკვიდრეობა დაგროვდა. \nეროვნულ გალერეაში სოლომონ გერშოვის გამოფენა 1-ელ ნოემბერს გაიხსნება და 14 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/21562/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/ელ-ბანერი1-1.png
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231019T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231115T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231013T084349Z
LAST-MODIFIED:20231014T020002Z
UID:20792-1697738400-1700071200@art.gov.ge
SUMMARY:ლევან ხარანაულის გამოფენა . საქართველოს ეროვნული გალერეა
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენას მასპინძლობს. \nლევან ხარანაული თბილისში\, 1963 წელს დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი). 1978 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გაფორმებული აქვს წიგნები. ლევან ხარანაული ხატავს იმას\, რაც მასშია და მის ირგვლივაა\, რაც ახარებს\, რაც უყვარს და რაც ადამიანურობას უნარჩუნებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები\, ჩამოხსნილი მხატვრისა და მისი ახლობლების სახლების კედლებიდან და ლევან ხარანაულის მთელ ბიოგრაფიას გვაცნობს. \nგამოფენა გაიხსნება 19 ოქტომბერს 18:00 საათზე და  15 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/379901567_2123579284654264_6156467754934010774_n.png
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20231018T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231114T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20231011T211426Z
LAST-MODIFIED:20231012T161058Z
UID:20611-1697652000-1699984800@art.gov.ge
SUMMARY:თამაზ ვარვარიძე : რეტროსპექტივა . საქართველოს ეროვნული გალერეა
DESCRIPTION:  \nთამაზ ვარვარიძის  რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ გალერეაში გაიმართება\, გამოფენა მხატვრის შემოქმედების მიმოხილვას  წარმოადგენს  და 1968 წლიდან  დღემდე  50-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. \nთამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხტვართა მკაფიოდ  ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე\, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების მხატვარია\, უახლესი ქართული გრაფიკული  სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის  ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თანამედროვე აზროვნების  მქონე ორგანიზატორია\, გრაფიკოს და გრაფიკოს დიზაინერთა თაობების აღმზრდელი პედაგოგი\, რომელმაც სრულიად  დამსახურებულად  მოიპოვა  საერთაშორისო აღიარება. \nსაბჭოთა პერიოდში\, ძალიან რთული მოსაძებნი იყო არსებულ  რეალობაზე მხატვრული კომენტარის რეფლექსიური ფორმა. მიუხედავად ამისა\,  მხატვარმა შექმნა  იმდროინდელი  რეალობისთვის უცხო და ზოგადი იდეოლოგიური კონტექსტიდან ამოვარდნილი ნამუშევრები. მისი მხატვრული ძიებები კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასითდება. ამასთანვე დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობით მხატვარი ქმნის იმგვარ შიდა სისტემას\, რომელიც განსაზღვრავს აზრობრივ მოძრაობას ირეალურ\, განზოგადოებულ\, ნაკლებად ფერადოვან\,  შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე. \nოთხი ათეული წლის შემდეგ უკვე არსებობს გაცნობიერებული გამოცდილებების ისტორია\, წლების უკვე დროითი დისტანციიდან დანახვის საშუალება\, რომელიც მარადიულზე და წარმავალზე დასაფიქრებლად მიგვითითებს. ამის ნათელი მაგალითებია მხატვრის მიერ შესრულებული დროში გავრცობილი გრაფიკული სერიების ციკლი – „წესრიგი“\, პრინტს მიმსგავსებული ხელით შესრულებული სიმეტრიულად დადებული ქვების მსგავსი ობიექტები – 1\, 2\, 3… რეალური სამყაროს ფოლოსოფიურ-მათემატიკური მოდელირება\, რომელიც  მიზნად ისახავს დახვეწილი სისტემების შექმნას და „ვარიაციები ქართული ანბანის თემაზე“\,  14 უძველეს ანბანთა შორის უძველესი ქართული ანბანის გრაფიკული ორიგინალობის და თანამედროვეობის შერწყმა\, ტრადიციის ფილოსოფიური კატეგორიებით გააზრება\, როცა საგნის არსი იძენს სიმბოლურ ხასიათს და თანაც არ კარგავს ჟღერადობას როგორც ელემენტის\, საგნის წარმოჩენა სახვით ხელოვნებაში. \nთამაზ ვარვარიძე მოაზროვნე მხატვარია. მხატვრის  როლი თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლად უდაოდ დიდია. \nკურატორი  ალექსანდრა გაბუნია \nგამოფენა 18 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, გაიხსნება და  14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9e/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/tamaz-Varvaridze-POSTER.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230929T190000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231029T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20230926T095121Z
LAST-MODIFIED:20230926T103544Z
UID:20157-1696014000-1698602400@art.gov.ge
SUMMARY:პერ ჰესი /  ნეონის შუქზე / საქართველოს ეროვნული გალერეა
DESCRIPTION:  \nკონცეპტუალისტი ხელოვანი\, პერ ჰესი 1946 წელს კონსბერგში\, ნორვეგიაში\,  დაიბადა. განათლება ოსლოს ხელოვნებისა და ხელოსნობის კოლეჯში მიიღო\, დაამთავრა სამხატვრო აკადემიაც. \nმის წარმატებულ ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებაში 2013 და 2017 წლების ვენეციის ბიენალეები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. \nჰესის  ნამუშევრები ხასიათდება გამოკვეთილი ინდივიდუალურობით. ყურადღება გამახვილებულია  თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში არსებულ ჰუმანისტურ გამოწვევებზე. \nსაქართველოში პერ ჰესის პირველი ვიზიტი 1988 წელს\, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვევის ფარგლებში შედგა. ის საქართველოში ორჯერ 2018 და 2022 წლებში დაბრუნდა\, ამ მოგზაურობამ მისი მხატვრულ-ესთეტიკური და ჰუმანისტური მსოფლხედვა კიდევ უფრო გაამდიდრა და გააფართოვა. პერ ჰესი პირველი ნორვეგიელი მხატვარია\, რომელსაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეა მასპინძლობს. \nამ გამოფენაზე ექსპონირებული ჰესის კონცეპტუალური ნამუშევრები შექმნილია ნეონის ტექნიკით\, როგორც ყველაზე გავრცელებული\, ერთი ფერის ნეონის\, ასევე ხელოვანის მიერ ამ ტექნიკისადმი ინოვაციური მიდგომით შემუშავებული\, მრავალი ფერისაგან შემდგარი ნეონის მილებით. \nმისეული აღქმა და ასახვა\,  როგორც გარეგანი\, ისე შინაგანი  სინათლისა ძალიან მრავალფეროვანი და ვრცელია.  შუქისა და ფერის ურთიერთობა უწყვეტად მიმდინარე პროცესია\, როგორც მეტაფიზიკური და სულიერი\, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა პერ ჰესისათვის  შემოქმედებითი შთაგონების მნიშვნელოვანი სტიმული. მისი რეფლექსია პოლიტიკურ\, ფილოსოფიურსა და ეკოლოგიურ ასპექტებს მოიცავს\, ისევე როგორც უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებას. \nპერ ჰესის დიალოგი საზოგადოებასთან მიმდინარე ეგზისტენციურ ცვლილებებს ეფუძნება. თუმცა\, მისთვის ბუნებასთან ჰარმონია\, უსაფრთხოება\, თავისუფლება და მშვიდობა მაინც ის  უნივერსალური ღირებულებებია\, რომლებიც ხელოვანმა  უნდა ასახოს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/09/382793842_704314971739189_7728629689828246289_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20230915T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20231015T180000
DTSTAMP:20260422T221005
CREATED:20230912T002831Z
LAST-MODIFIED:20230912T003624Z
UID:20005-1694800800-1697392800@art.gov.ge
SUMMARY:ნინიკო მორბედაძის გამოფენა
DESCRIPTION:  \nნინიკო მორბედაძის  გამოფენა მხატვრის შუა-კარიერულ  მიმოხილვას  წარმოადგენს  და  მოიცავს 100-ზე  მეტ  ნამუშევარს 1989 წლიდან დღემდე. გამოფენას  წარმოგიდგენთ თანამედროვე  ხელოვნების  გალერეა სიეიჩ64. კურატორი: გალერეის თანადამფუძნებელი და დირექტორი\, სალომე პაპაშვილი. \nნინო მორბედაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. 2020 წელს\, მხატვრის დებიუტი საერთაშორისო აუქციონზე შედგა.  ლონდონში\, „ფილიპსის“ აუქციონზე\, გაიყიდა მისი ტილო „დროის ფარგლებს გარეთ“. ის  2021 წელსაც\, წარმატებით მონაწილეობდა „ფილიპსის“ აუქციონში („XX საუკუნისა და თანამედროვე ხელოვნება“)    გაიყიდა მისი სურათი „ზღაპარი“. თავისი კარიერის განმავლობაში ნინო მორბედაძე აქტიურად მუშაობდა კინომხატვრად რეჟისორებთან   მიხეილ კობახიძესთან\, ბესარიონ გიორგობიანთან\, ნოდარ მანაგაძესა და გიგა აგლაძესთან. მან იმუშავა ფილმზე „სხვა მე“\, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩი იყო. \nნინო მორბედაძის ათი ტილო ნიუ-ჯერსის (აშშ) ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში\, ნორტონ და ნენსი დოჯების კოლექციაშია დაცული. მისი ნამუშევრები იფინება\, იყიდება\, ინახება საქართველოს\, ევროპისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2023/09/niniko.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR