BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//art.gov.ge - ECPv6.0.3.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://art.gov.ge/ge/
X-WR-CALDESC:Events for art.gov.ge
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Tbilisi
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250518T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250615T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250513T091951Z
LAST-MODIFIED:20250513T092021Z
UID:26617-1747587600-1750010400@art.gov.ge
SUMMARY:ალექსანდრე შერვაშიძე. რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \n2025 წლის 18 მაისიდან 2025 წლის 16 ივნისამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას – ალექსანდრე შერვაშიძე. რეტროსპექტივა. იგი ეძღვნება ალექსანდრე შერვაშიძეს (1867-1968) – მხატვარს\, სცენოგრაფს\, ხელოვნების კრიტიკოსსა და აფხაზეთის მთავართა – შერვაშიძეთა საგვარეულოს სახელოვან შთამომავალს.\nფეოდოსიაში დაბადებული\, გადასახლებაგამოვლილი\, ქართველ-აფხაზი არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენლის – ალექსანდრე შერვაშიძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ჩამოყალიბდა და განვითარდა რუსეთისა და ევროპის კულტურულ ცენტრებში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.\nეს გამოფენა ასახავს ალექსანდრე შერვაშიძის – მხატვართა გაერთიანება მირ ისკუსტვას საპატიო თავმჯდომარისა და პარიზის მონპარნასის წევრის შემოქმედებით გზას. 1909 წლისთვის ის გახდა ფრანგ მხატვართა ეროვნული საზოგადოების წევრი და საერთაშორისო გამოფენების აღიარებული მონაწილე. მან შექმნა უნიკალური სახვითი ენა\, რომელიც აერთიანებდა ქართულ\, რუსულსა და ევროპულ მხატვრულ ტრადიციებს.\nგამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შერვაშიძის საქმიანობას სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინის სფეროში\, მის თანამშრომლობას დიდ რეჟისორ ვსევოლოდ მეიერხოლდთან პეტერბურგის საიმპერატორო თეატრსა და მოგვიანებით სერგეი დიაგილევის ლეგენდარულ რუსულ ბალეტთან. შერვაშიძის სცენოგრაფიული ნამუშევრები\, მათ შორის\, მასხარა ტანტრის\, პრომეთე და შოთა რუსთაველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეული მოდერნისტული თეატრისა და ბალეტის ვიზუალური ენის ჩამოყალიბებაში.\nგამოფენაზე წარმოდგენილია შერვაშიძის მიერ შესრულებული სცენოგრაფიისა და კოსტიუმების ესკიზები\, ფერწერული ნამუშევრები\, ილუსტრაციები\, მისი პირადი არქივის დოკუმენტები\, ფოტომასალა და აფიშები\, რომელიც ასახავს მხატვრის ნაყოფიერსა და წარმატებულ საქმიანობას ლონდონში\, პარიზში\, ბრიუსელში\, მადრიდსა და მონტე-კარლოში.\n1958 წელს შერვაშიძის მიერ საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და სოხუმის სურათების გალერეისთვის ნამუშევრების გადაცემამ ხაზი გაუსვა მის უსაზღვრო სიყვარულს სამშობლოს მიმართ\, რაც\, იმავდროულად\, მისი სიმბოლური დაბრუნებაც იყო საქართველოში.\nსერჟ ლიფარის შეფასებით\, ალექსანდრე შერვაშიძე იყო თეატრალური და დიაგილევის რუსული ბალეტების მხატვრული იდეების სულისჩამდგმელი\, დასავლეთში თეატრალურ-სამხატვრო რევოლუციის აქტიური მონაწილე. \nგამოფენის ორგანიზატორია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან შერჩეული 250 ექსპონატი.\nპროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. \nგამოფენის კურატორი – ნანა შერვაშიძე. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/05/497280232_1108310448006304_200172399097684900_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250412T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250510T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250403T145346Z
LAST-MODIFIED:20250406T084619Z
UID:26582-1744477200-1746900000@art.gov.ge
SUMMARY:თამარ-თათია დარჩიაშვილი - შინაგანი დრო
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს თამარ-თათია დარჩიაშვილის პერსონალურ გამოფენას “შინაგანი დრო”.\n\n\n თამარ დარჩიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია\, დაზგური გრაფიკის მიმართულება. 1997-99 წლებში სტაჟირება გაიარა სერგო ქობულაძის სახელობის ოფორტის სახელოსნოში\, გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით. მისი სამუშაო სფეროებია: გრაფიკული ნახატი\, ოფორტი\, ინსტალაცია\, ვიდეო\, კოლაჟი\, სკულპტურული სამკაული\, წიგნის ილუსტრაცია\, მინანქრის ტექნიკა. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში 1997 წლიდან: 2024 ”ახალი რწმენა”-თავი მეორე- გალერეა Arcane Space\,მომა თბილისი\, საქართველო; 2024 “ახალი რწმენა”- თავი პირველი-გალერეა Arcane Space თბილისი\, საქართველო; 2024 “ხაზების კონა”- We see items\, თბილისი\, საქართველო; 2022 “დაბადებიდან დღემდე”- ნოვო გალერეა\, თბილისი\, საქართველო; 2021 “პოსტმოდერნისტული პეტროგლიფები “ – დედიკას გალერეა\, თბილისი\, საქართველო; 2018 “ეგზჰიბიციონიზმი” – ბერლინი\, გერმანია; 2016 “მწვანე” – ეროვნული გალერეა\, თბილისი\, საქართველო; 2016 “ARBRES” – Galerie Coup De Coeur\, Luc-en-Diois\, საფრანგეთი; 2014 “პლასტმასის კერპები”- მწერლის სახლი\, თბილისი\, საქართველო; 2013 ”The Best Heritag Crafts from South Caucasus” – 2nd prize ხელოვნების სართაშორისო ცენტრი\, თბილისი\, საქართველო; 2013 „იდეოგრაფიული ობიექტები”- მწერლის სახლი\, თბილისი; 2012 ‘’Sieraad Art Fair”ამსტერდამი\, ჰოლანდია; 2012 International Arts and Crafts Fair in Jerusalem – იერუსალიმი\, ისრაელი; 2011 “მაკულატურა”- თბილისის თოჯინების მუზეუმი\, საქართველო; 2010 დუო გამოფენა – გალერეა ცხრა\,თბილისი; 2009 “Cloisonné Enamel From the Land of the Golden Fleece” – გართიანებული ერების ორგანიზაციის ოფისი\, ნიუ იორკი; 2007 “Cloisonné Enamel From the Land of the Golden Fleece” –მადრიდი\, ესპანეთი; 2007 “Cloisonné Enamel From the Land of the Golden Fleece” – ევროპის საკონსულო\, სტრასბურგი; 2007 “Éclat D’émail” – Maison de L’émail\, ლიმოჟი\, საფრანგეთი; 2006 “ახალი თაობა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში”– გალერეა “კოპალა” თბილისი\, საქართველო; 1997 ბეჭდური გრაფიკის მე-19-ე საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოფენა კანაგავაში – კანაგავა\, იაპონია.\n\nგამოფენის კურატორი თამთა თამარ შავგულიძე.\nგამოფენა 12 აპრილს 17:00 საათზე გაიხსნება და 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/26582/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/04/small-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250411T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250615T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250327T084704Z
LAST-MODIFIED:20250328T110353Z
UID:26559-1744394400-1750010400@art.gov.ge
SUMMARY:ეკატერინე გელოვანის გამოფენა
DESCRIPTION:ეკატერინე გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მალევე\, 1987 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა თუ უცხოეთში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში\, კიოლნისა და მოსკოვის კერძო კოლექციებში. მხატვარი მონაწილეობდა გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსში\, სადაც დაჯილდოვდა II პრემიით.\nეკატერინე გელოვანის ფერწერა ემოციურად გამომსახველი\, ამავდროულად\, სადა\, ლაკონიური და ზუსტია. როგორც თვითონ მხატვარი აღნიშნავს\, მისი შემოქმედება ფერის\, ფორმის\, ხაზის ამოუწურავ საშუალებათა პერსონალური ძიებაა.\nმხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პორტრეტის ჟანრს.\nავტოპორტრეტების სერიას მხატვარმა დიალოგი უწოდა და მისი განმარტებაც მოგვცა: ..დიალოგი საკუთარ თავთან – რთული\, სახიფათო მოგზაურობაა\, როდესაც კარგავ და პოულობ\, თვალის გასწორებაა კითხვებთან\, რომლებსაც თავს არიდებ\, მაგრამ ისინი მაინც ბრუნდებიან სხვადასხვა ფორმით\, სახით\, სხეულით…\nეროვნულ გალერეაში მხატვარი პირველად იფინება. გამოფენაზე იხილავთ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ მხატვრის 20-მდე ნამუშევარს. \n2025 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში წარმოგიდგენთ მხატვარ ეკატერინე გელოვანის პერსონალურ გამოფენას. \nგამოფენის გახსნა -11 აპრილს\, 18.00 საათზე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/03/EK.GELOVANI.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250411T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250615T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250327T083039Z
LAST-MODIFIED:20250328T065840Z
UID:26547-1744394400-1750010400@art.gov.ge
SUMMARY:გურამ გელოვანის რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:გურამ გელოვანი მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. აღსანიშნია\, ამ პერიოდის ეპოქალური მოთხოვნა – წარმოჩინდეს „ბედნიერი საბჭოთა ყოფის“ ამსახავი თემები. იდეოლოგიური წნეხი არათავსებადია თავისუფალ შემოქმედთან. და მაინც არსებულ რეალობაში იყვნენ დიდი მხატვრები\, რომლებიც მაღალპროფესიული აკადემიზმის საფუძველზე ქმნიდნენ მაღალ ხელოვნებას.გურამ გელოვანი 1955 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო თუ საერთაშორისო გამოფენებში. 1958 წელს მხატვრის ნამუშევარი ახალგაზრდობა დაჯილდოვდა საკავშირო მხატვართა კავშირისა და კულტურის სამინისტროს დიპლომითა და ოქროს მედლით. 1965 წელს კი მისი ნამუშევარი ოჯახი დუშეთიდან დაჯილდოვდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით. მისი ნამუშევრები თანადროული ეპოქის ამსახველი სამუზეუმო კლასიკაა.\nმხატვრის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება. წარმოგიდგენთ გურამ გელოვანის 60-მდე ნამუშევარს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის\, ეროვნული გალერეისა და საოჯახო კოლექციებიდან. მნიშვნელოვანია\, რომ გამოფენის პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა 1961 წელს შექმნილ\, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნამუშევარს- ინდუსტრიულ პეიზაჟს\, რომელიც 60 წლის შემდეგ პირველად იფინება. ფართოა მხატვრის შემოქმედებითი დიაპაზონი.\nმონუმენტურ პანოებთან ერთად გამოფენაზე იხილავთ მხატვრის ნაკლებად ცნობილ ლირიკული განწყობის პეიზაჟებსა და იმპრესიონისტული მანერით შექმნილ პორტრეტებსა და გრაფიკულ ჩანახატებს. \n2025 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გურამ გელოვანის შემოქმედების რეტროსპექტულ გამოფენას. \nგამოფენის გახსნა – 11 აპრილს\, 18.00 საათზე. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/guram-gelovani-retrospective-exhibition/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
CATEGORIES:simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/03/Guram-gelovani.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250327T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250914T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250314T123620Z
LAST-MODIFIED:20250319T215509Z
UID:26487-1743084000-1757872800@art.gov.ge
SUMMARY:მოსე თოიძე
DESCRIPTION:  \nმოსე თოიძე \n27 მარტი – 14 სექტემბერი\, 2025\nსიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი \nსიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2025 წლის 27 მარტიდან 14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს გამოფენას – მოსე თოიძე.\nგამოფენაზე წარმოდგებილი იქნება პროფესიონალ ქართველ მხატვართა პირველი თაობის წარმომადგენელის\, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელის\, სახალხო სამხატვრო სტუდიის დამაარსებელის\, პროფესორის მოსე თოიძის (1871-1953) ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.\nმისი შემოქმედება ეროვნული მხატვრობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი შემადგენელი ნაწილია\, რომელშიც\, იმავდროულად\, ნათლად აისახა ევროპულ მხატვრულ ტენდენციებთან ქართული ფერწერის შერწყმის არცთუ მარტივი პროცესი.\nმოსე თოიძის მდიდარი შემოქმედება – კლასიკური აკადემიური ფერწერიდან მოდერნისტულ ექსპერიმენტებამდე მას ქართული ფერწერის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აქცევს. განუზომელია მისი წვლილი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.\nგამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნებისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმების კუთვნილი მოსე თოიძის 50 – მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94/
LOCATION:Sighnaghi Museum of History and Ethnography\, Shota Rustaveli # 8\, Sighnaghi\, Georgia
CATEGORIES:simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/03/7e031cec-324a-4ca5-977a-9efedd041ecc.jpeg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250219T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250406T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250206T090545Z
LAST-MODIFIED:20250206T105141Z
UID:26420-1739959200-1743962400@art.gov.ge
SUMMARY:ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება
DESCRIPTION:  \nალექსანდრე (შურა) ბანძელაძე (1927-1992) – ქართველი მხატვარი\, რომლის სახელი მჭიდროდ უკავშირდება ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას. დავით კაკაბაძის შემდეგ  მან მნიშვნელოვნად განავითარა აბსტრაქციონისტული მხატვრობა საქართველოში\, რითაც საფუძველი დაუდო ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების ახალ ეპოქას. \nბანძელაძე 1927 წელს ციმბირის პატარა სოფელში დაიბადა. მისი ოჯახი\, რევოლუციური მოღვაწეობის გამო გადასახლებაში მყოფი მამის წყალობით\, მალე დაბრუნდა საქართველოში და ზესტაფონში დასახლდა. 1942 წელს ბანძელაძემ სწავლა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში დაიწყო\, შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გადავიდა. თუმცა\, რეჟიმის კრიტიკის გამო აკადემიიდან გარიცხეს. წლების შემდეგ  უკვე  აღიარებული მხატვარი დიპლომს მაინც მიიღებს აკადემიის ინიციატივით. \nბანძელაძის შემოქმედება მრავალმხრივია. 1950-იანი წლების პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება პორტრეტებს დაუთმო. ნამუშევრებია – გალაკტიონ ტაბიძისა და დოდო ჭიჭინაძის პორტრეტები. წიგნის გრაფიკა მისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო. ბანძელაძემ  ვეფხისტყაოსნის  თემაზე არაერთი ილუსტრაცია შექმნა. 1957 წელს მან ხუთი წიგნი გააფორმა\, მათ შორის\,  ჰემენგუეის მოხუცი და ზღვა და ხალხური არსენას ლექსი. ამ ნამუშევრებმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა: 1966 წელს ბრნოს ბიენალეზე სპეციალური დიპლომი მიიღო\, ხოლო 1967 წელს ლაიფციგის კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა. \nმნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის შემოქმედებაში საეკლესიო მხატვრობასაც. დიდუბის ტაძრის მოხატულობა და წმინდა გაბრიელის პირადი ინიციატივით აშენებული ეკლესია საბჭოთა  პერიოდის რთულ პირობებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშებია. \nგანსაკუთრებული წვლილი ბანძელაძემ აბსტრაქციონიზმში  შეიტანა. საბჭოთა პერიოდში მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო და მხოლოდ ვიწრო წრე თუ იცნობდა მას. აბსტრაქტული ნამუშევრები პირველად 1987 წელს ჯგუფურ გამოფენაზე წარადგინა. მისი ხელოვნება შთაგონების წყაროდ იქცა ახალგაზრდა მხატვრებისთვის – გია ეძგვერაძისთვის\, ილია ზაუტაშვილისთვის\, გელა ზაუტაშვილისთვის\, ლუკა ლასარეიშვილისთვის და სხვებისთვის. ისინი იზიარებდნენ ბანძელაძის ინტერესს აღმოსავლური ფილოსოფიისა და აბსტრაქციის მიმართ. \n1980-იან წლებში ბანძელაძის ნამუშევრებში ჩნდება აბსტრაქტულ-სიურრეალისტური ელემენტები. ეს სურათები  მუქი  ნაცრისფერი ტონით შესრულებული   კომპოზიციებია. მისი აბსტრაქციები გამოირჩევა ფერისა და ფორმის სიზუსტითა და სიღრმით. ამავდროულად\, ისინი ინარჩუნებს ქართულ იდენტობას და არ ემორჩილება დასავლურ გავლენებს. ბანძელაძისთვის ფერი და ფორმა იყო მთავარი ინსტრუმენტები\, რომლებიც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ემოციურობასა და სიღრმეს ანიჭებდა. \nალექსანდრე ბანძელაძე დღემდე ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად რჩება\, რომლის ნამუშევრებიც\, დღესაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია. \nსაქართველოში აბსტრაქციონიზმის ადრეული ნიმუშები XX საუკუნის დასაწყისშივე ჩნდება. მოდერნიზმის ეპოქის დასაწყისში შექმნილი  დავით კაკაბაძის აბსტრაქტული ნამუშევრები ავთენტურ ავანგარდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საბჭოთა პერიოდში\, 1980-იან წლებში\,  ე. წ.   გარდაქმნის ეპოქაში\, ჯერ კერძო\, შემდეგ კი საჯარო სივრცეებში ახალი აბსტრაქციონისტული ტალღა იჩენს თავს. ამ თაობის მხატვართა ნამუშევრებში კომბინირებულია წმინდა აბსტრაქტული და ფიგურატიული ელემენტები. საგნისა და ობიექტის აბსტრაგირების ნიშნები თანდათან იკვეთება და უფრო უსაგნო\, ფორმალურ მხატვრულ ენად იქცევა. \n50/60-იანელი წლების მხატვართა შემოქმედებაში ეპიზოდურად გვხვდება აბსტრაქტულ  ჟანრთა  ფორმები – კოლაჟი\, ასამბლაჟი\, თუმცა\, მათი  ინტეგრირება სივრცეში ნაკლებად ხდებოდა. ამ პერიოდის მხატვრული კონცეფცია ხშირად იყო რომანტიზებული და  გაჯერებული მითოლოგიური ელემენტებით\, ხოლო თემატიკა\, ძირითადად\, სოცრეალისტურ თუ ნაციონალურ მოტივებს ეყრდნობოდა. მხატვართა აბსტრაქტული ნამუშევრების მთავარ მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ კომპოზიციურობა და ფერადოვნება. როგორც ჯიბსონ ხუნდაძის მონათხრობში ჩანს\, ხშირად  ნამუშევრის პირველი ფენა ტილოზე ფანქრით დაიტანებოდა და შემდეგ მასზე ფენებად იგებოდა საბოლოო კომპოზიცია. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შემდგომი თაობის მხატვრული სტილისგან. \n1970/1990-იანი წლების ქართული აბსტრაქციონიზმი მრავალფეროვანი და ეტაპობრივად განვითარებადი ფენომენი იყო\, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში უნიკალურ ადგილს იკავებს. ალექსანდრე ბანძელაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველ ხელოვანთა  ახალი თაობის ფორმირებაში. საკუთარი ცოდნითა და თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის მეშვეობით\, მან შთააგონა ახალგაზრდა მხატვრებს\, ეკვლიათ ახალი მიმართულებანი მხატვრობაში. თავდაპირველად\, ზოგიერთი მხატვარი სრულიად შემთხვევით აღმოაჩენდა უფროსი თაობის სწრაფვას აბსტრაქტული ხელოვნებისაკენ.  ეს აღმოჩენა იქცა მოტივაციის წყაროდ იმ ახალგაზრდებისთვის\, რომლებიც ალ. ბანძელაძეს მხოლოდ მისი პორტრეტებისა და ილუსტრაციების მიხედვით იცნობდნენ. ბანძელაძე აქტიურად თანამშრომლობდა ახალგაზრდებთან\, უზიარებდა მათ არა მხოლოდ ესთეტიკურ\, არამედ მხატვრობის სულიერ მნიშვნელობასაც. მისი მენტორობა საფუძვლად დაედო არაოფიციალური აბსტრაქტული ხელოვნების სკოლის შექმნას საქართველოში. ბევრმა ხელოვანმა საიდუმლო შეხვედრებზე გაიარა მისი სასწავლო კურსი\, სადაც ბანძელაძე მათ ასწავლიდა მოხრილი ხაზების სილამაზის შეფასებას\, ფერწერული მეთოდების დანერგვასა და ტილოს როგორც მატერიალური\, ასევე სულიერი გამოცდილების აღქმის ხელოვნებას. 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი\, რომელსაც ჭეშმარიტებისა და სულიერი სამყაროს კვლევის ძლიერი სურვილი აერთიანებდა. ისინი სწავლობდნენ მსოფლიო რელიგიებს\, თეოლოგიასა და ოკულტურ თემებს. ამავე პერიოდში  შესაძლებელი გახდა კონტაქტების დამყარება  მოსკოვის სახელოვნებო წრეებთან. 1986 წელს ერმიტაჟის ახალ საგამოფენო გალერეაში გაიმართა გამოფენა  ავანგარდისტთა სახელწოდებით. 1987 წელს თბილისის  ცისფერ გალერეაში (დღევანდელი ეროვნული გალერეა) გაიმართა უფრო ფართო მასშტაბის გამოფენა\, რომელშიც მონაწილეობდნენ: ალექსანდრე ბანძელაძე\, გია ეძგვერაძე\,  გელა ზაუტაშვილი\, ილია ზაუტაშვილი\, ლუკა ლასარეიშვილი\,  რაც უკვე აჩვენებდა\, რომ აბსტრაქტულმა ხელოვნებამ დაიწყო საკუთარი ადგილის დამკვიდრება სხვა ჟანრების გვერდით. \nსამხატვრო აკადემიის სტუდენტებს – ილია ზაუტაშვილსა და გია ეძგვერაძეს  უკვე   გააჩნდათ თანადროული პოლიტიკური კონტექსტით განპირობებუილი საკუთარი მხატვრულ-იდეური ხედვები. მათზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ცენზურამ\, რაც საკუთარ თავზე ჩაშლილი გამოფენებით გამოსცადეს. მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა საკუთარი იდენტობისა და სტილის პოვნა. მათი მანიფესტები – ინტიმური კონცეფცია და ინტიმური აქცია სწორედ ამ პროცესის გამოძახილია. \nაუცილებელია საქართველოში აბსტრაქტული ხელოვნების  სოციალური ასპექტის გათვალისწინება. სოციალურ-ეკონომიკური და კლასობრივი ფაქტორები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სამხატვრო მოძრაობებზე. ამასთან\, გასათვალისწინებელია ადგილობრივი სუბკულტურები და დომინანტური სოციალური დისკურსები\, რომლებიც ხელსაყრელ ან დამაბრკოლებელ პირობებს ქმნიდა ხელოვნებაში ახალი მიმართულებების ფორმირებისთვის. \n  \n  \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/02/Abstract-art-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250115T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250112T010441Z
LAST-MODIFIED:20250201T035632Z
UID:26210-1736935200-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:ვალენტინ შერპილოვი და მისი მოსწავლეები : ედმონდ კალანდაძე\, ჯიბსონ ხუნდაძე\, ჟანი მეძმარიაშვილი\,ზურაბ ნიჟარაძე
DESCRIPTION:ვალენტინ  შერპილოვი \n(1911\, თბილისი – 1974\, თბილისი ) \nფერმწერი ვალენტინ შერპილოვი\, თავდაპირველად\,  სწავლობდა (1932-1938) ქანდაკებას თბილისის სამხატვრო აკადემიაში\, თუმცა\, დავით კაკაბაძის რჩევით\, გადავიდა ფერწერის კათედრაზე და სწავლა დავით კაკაბაძესთან გააგრძელა. აკადემიის დასრულების შემდეგ  მუშაობდა მოსე თოიძის ასისტენტად ფერწერის კათედრაზე. 1930-იანი წლების მიწურულს   ახალგაზრდა პედაგოგი  შერპილოვი სტუდენტებს შორის “არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისათვის აკადემიიდან დაითხოვეს. 1938-1974 წლებში  ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. ადრეული პერიოდიდანვე ხატავდა ჟანრულ კომპოზიციებს\, პორტრეტებს\, თბილისის ყოფის ამსახავ სცენებს. მის შემოქმედებას ახასიათებს ფერის გამომსახველობა\, თავისუფალი წერის მანერა. 1960-იან წლებში  გაიტაცა ენკაუსტიკის ტექნიკამ. ვალენტინ შერპილოვმა აღზარდა მხატვართა არაერთი თაობა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და პედაგოგის წოდებები. \nმისი ნამუშევრები დაცულია სემ/ ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში\, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში\, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი)\, აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმსა (მოსკოვი) და საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. \n  \nვალენტინ შერპილოვი  – მხატვარი და პედაგოგი უაღრესად ქართული მოვლენაა. ეროვნებით რუსმა ქართული კულტურის სამსახური დაისახა მიზნად\, რაკი  ბედმა თუ ბედისწერამ  თავიდანვე აქ მიუჩინა ადგილი. ქართული იყო მისი ენა\, ქართული იყო მისი ოჯახური გარემო\, ქართული ყოფა და ადათ-წესები აყალიბებდა  მის სულიერ სამყაროს\, ესეც  მხოლოდ და მხოლოდ ისევ მისი კეთილშობილებისა და არისტოკრატიზმის გამოხატულებაა. \nროცა შერპილოვი თბილისის სამხატვრო აკადეშიაში სწავლობდა\, იქ ქართული კულტურის ისეთი წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ\, როგორიც იყვნენ ლანსერე\, თოიძე\, კაკაბაძე\, ბაჟბეუქ-მელიქოვი.  ეს კი თავისთავად განაპირობებდა სწავლების მაღალ დონესა და პროფესიონალიზმის ხარისხს. და მაინც\, განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით შერპილოვი  ყოველთვის  დავით კაკაბაძეს იხსენებდა\, რომელმაც\, ფაქტობრივად\, გზაზე დააყენა და თვალი აუხილა ახალგაზრდა შემოქმედს. ისიც უნდა ითქვას\, რომ ყველა ჭეშმარიტი შემოქმედივით შერპილოვსაც სიკვდილამდე არ განელებია სწავლის მძაფრი წყურვილი. სწავლობდა კლასიკური კომპოზიციის პრინციპებს\, გადმოჰქონდა ასლები ტინტორეტოსა  და ვერონეზეს ნახატებიდან\, დელაკრუას დღიური მისი სამაგიდო წიგნი იყო\, რადგან მიზნად ჰქონდა დასახული ფერწერის ტექნოლოგიის საიდუმლო პროცესებში გარკვევა. ასევე დიდი ინტერესით სწავლობდა ენკაუსტიკას (ენკაუსტიკის ტექნიკით 5 სურათი აქვს შექმნილი). ამ ტექნიკით შექმნილ სურათთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავია  პატარა სცენა იტალიური ცხოვრებიდან.  ის მხატვარმა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა. იტალიაში გატარებულმა სულ რამდენიმე დღემ თითქოს ახალი ძალა შეჰმატა. თვითონვე ამბობდა\, თითქოს ხელახლა  დავიბადეო.  პატარა სცენა იტალიური ცხოვრებიდან  ჩვეულებრივი\, კამერული\, ყოველდღიური ამბავია\, მაგრამ მხატვრის ხელით ფერთა დღესასწაულადაა ქცეული\, საიდანაც მკაფიოდ ისმის ავტორისეული ცოცხალი ხმა. ფერთა სიმდიდრე სურათში შეხამებულია ცვილის საღებავისთვის დამახასიათებელ  მარმარილოსებრ ფაქტურასთან\, რაც სურათს ძვირთვასი ქვის მდიდრულ ელვარებას სძენს. \nშერპილოვის თემატური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. პორტრეტებისა და პეიზაჟის გვერდით მრავლად ვხვდებით ისტორიულსა და რევოლუციურ თემაზე შესრულებულ სურათებს. რა თქმა უნდა\, ბევრი ნამუშევარი კონიუნქტურული სახისაა\, იმ დროისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური და სოციალური პროცესების შედეგი\, მაგრამ ერთი\, რაც ამ სურათებში ჩანს\, რაზეც დაბეჯითებით შეიძლება საუბარი\, ეს მხატვრის მაღალი პროფესიული დონეა. სხვანაირად რომ ვთქვათ\, ყველა ნამუშევარში ერთნაირად ჩანს ოსტატი. \nშერპილოვი  უტყუარი „სმენის” კოლორისტია\, რომელსაც უნარი შესწევს\,  საკუთარი ხილვები და შეგრძნებები ფერის ურთულეს ენაზე გადაიტანოს. სწორედ ამიტომ ეთმობა მის ფერწერაში განსაკუთრებული ყურადღება ფერის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. ამიტომაც სწავლობს\, ეძებს\, ექსპერიმენტატორობს განუწყვეტლივ. ვალენტინ შერპილოვი სულით ხორცამდე მხატვარია. ფერწერა მისთვის არა მარტო მოწოდება\, არამედ სულიერი მოთხოვნაცაა\, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში  ემსახურა. რაც მთავარია\, ჩვენც გადმოგვეცა და გადმოგვედო მის მიერ შექმნილი ხმებისა და ფორმების\, ფერებისა და ჩრდილების მისი თვალით აღქმის უნარი. შემოქმედებისადში სწორედ ასეთი უანგარო  და ლამის თავგანწირვამდე მისული დამოკიდებულებით იწვევდა ის ახალგაზრდების აღფრთოვანებასა და სიყვარულს. რაც მთავარია\, ის არა მარტო შემოქმედებით\, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც ღირსებას მატებდა მხატვრისა და პედაგოგის სახელს. აღსანიშნავია\, რომ 50-იანი წლების ქართულ მხატვრობაში მომხდარ ცვლილებებს სწორედ იმ მხატვართა ჯგუფს უკავშირებენ\, რომელთა ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი  ვალენტინ შერპილოვს  როგორც პედაგოგს. იმ წლებში ახალგაზრდა მხატვრებისთვის შერპილოვის მხატვრობა  სპეციფიკური ფერწერული ძიებების გაღრმავების საფუძველსაც იძლეოდა. ისიც  საგულისხმოა\, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა მხატვრებმა (ედმონდ კალანდაძემ\, ჯიბსონ ხუნდაძემ\, ჟანი მეძმარიაშვილმა\, ზურაბ ნიჟარაძემ და სხვებმა) განსაზღვრეს თანამედროვე ქართული მხატვრობის სახე. ისინი მასწავლებლის ტილოებში\, უპირველეს ყოვლისა\, ფერის იმპრესიონისტულ სიმდიდრეს\, კომპოზიციის უზადო ცოდნასა და ნახატის ოსტატობას აფასებდნენ. ფერმა  როგორც მთავარმა ემოციურმა საწყისმა  აქტიურად დაიმკვიდრა ადგილი სურათში. თამამად აჟღერდა მისი გამომსახველობითი ძალა\, ხოლო გამომსახველობითი ენის გაღრმავებამ\, თავის მხრივ\, განაპირობა სურათების კამერულობა.. \nსოფიო იოსელიანი
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/01/V.-Sherpilov-1.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250111T170000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250216T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20250120T185346Z
LAST-MODIFIED:20250206T182711Z
UID:26310-1736614800-1739728800@art.gov.ge
SUMMARY:ელენე რაქვიაშვილი - მედეას ბაღი
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ელენე რაქვიაშვილის გამოფენას მედეას ბაღი.\nმედეას ბაღი წარმოადგენს მულტიმედიურ გამოფენას\, სადაც ავტორი აცოცხლებს კოლხეთის დედოფლის და ქურუმი ქალის – მედეას მივიწყებულ ბაღს. მედეას ბაღის კონცეფცია\, როგორც ‘სიცოცხლის ბალანსი – ბუნების\, მცენარეთა\nგამოყენების ცოდნა\, დოზა – როგორც ძალაუფლება\, რომელიც კლავს და კურნავს’\, საგამოფენო სივრცეში ხელოვნების სხვადასხვა საშუალებით ასახავს კოლხი მედეას მიერ გამოყენებულ ენდემურ მცენარეებს. ელენე რაქვიაშვილი მულტიდისციპლინარული არტისტია\, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობს ფერწერის\, ინსტალაციის\, კონცეპტუალური ფოტოგრაფიის\, ვიდეო და ციფრული ხელოვნების მიმართულებით. მისი ნამუშევრები ხშირად ორიენტირებულია იდენტობის საკითხებზე\, საარსებო გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების პრობლემებზე. ხელოვანის შემოქმედებაში აღსანიშნავია სოციალური ასპექტებით დაინტერესება – პერფორმანსი როგორც მედია\, რომელიც ღვინით ქსოვილზე ხატვის ტრადიციულ მეთოდს ინტერაქტიულ პროცესად აქცევს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/26310/
LOCATION:საქართველოს ეროვნული გალერეა\, შოთა რუსთაველის გამზირი 11\, თბილისი\, 0108\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/01/IMG-e490635f18315eb1786da241524bb3d7-Vww.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241218T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250323T170000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20241210T202814Z
LAST-MODIFIED:20241211T172424Z
UID:26176-1734530400-1742749200@art.gov.ge
SUMMARY:საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2023\, ნაწილი 5
DESCRIPTION:  \nვალერიან სიდამონ-ერისთავი \nსერგო ქობულაძე \nვერა როხლინა – შლეზინგერი \nფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი \nირინა შტენბერგი \n შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021 წლიდან შეძლო. \nეს გახლავთ 122 მხატვრის ნამუშევრები\, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. \nკოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც; ამას გარდა\, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია\, რომელიც გვაძლევს საშუალებას\, გავიგოთ\, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახავად\, საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად თანამედროვე ტენდენციებთან. \nასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის\, ვალერიან სიდამონ-ერისთავის\, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები\, მათ შორის\, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. \n2022 წლიდან მოყოლებული დღემდე შესაძლებელი გახდა მხატვრების:  სერგო ქობულაძის\, კირილე ზდანევიჩის\, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის\, ირინა შტენბერგის\, გაიანე ხაჩატურიანის და სხვათა ნამუშევრების\,  მოქანდაკეების: რუსუდან გაჩეჩილაძის\, ვაჟა მელიქიშვილის\, კარლო გრიგოლიას და სიმონ გირკელიძის ქანდაკებების შეძენა. \nშალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. 2024 წლის 18 დეკემბრიდან 2025 წლის 23 მარტის ჩათვლით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი კოლექციის რიგით მეხუთე გამოფენა იმართება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/12/FB-banner-signagi.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241109T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250105T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20241107T080602Z
LAST-MODIFIED:20241107T114136Z
UID:25682-1731175200-1736100000@art.gov.ge
SUMMARY:ვახტანგ ბერიძის\, ზაქარია მაისურაძის\, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:ქართული ხელოვნების მკვლევართა – ვახტანგ ბერიძის\, ზაქარია მაისურაძის\, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის – ნამუშევრების გამოფენის მიზანია მეცნიერული კვლევისა და მხატვრული შემოქმედების სინთეზის შედეგების ასახვა\, თუ როგორი გავლენა იქონია ერთმა მეორეზე და რამდენად ასაზრდოებდა ეს ორი სფერო ერთმანეთს. ოთხივე მკვლევარი წარმომადგენელია ხელოვნების მუშაკთა იმ პირველი თაობისა\, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული ხელოვნების მეცნიერულად შესწავლას. ამ ავტორების ფუძემდებლური ნაშრომების გარდა\, მათი განუმეორებელი ბიოგრაფიები და შემოქმედება\, რომელიც ინტუიციურ და ემოციურ გამოცდილებას მეცნიერულ კვლევაზე დამყარებულ გამოცდილებასთან აერთიანებს\, მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილია. \nნინო სეხნიაშვილი \nგამოფენის ავტორი
URL:https://art.gov.ge/ge/event/exhibition-of-works-by-vakhtang-beridze-zachariah-maisuradze-longinoz-sumbadze-and-rene-schmerling/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/event-cover.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241108T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20241104T124912Z
LAST-MODIFIED:20241104T151335Z
UID:25410-1731060000-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:ქართულ ფრესკათა ასლები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან
DESCRIPTION:  \nგამოფენა წარმოგიდგენთ XX საუკუნის დასაწყისში  ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ შუასაუკუნოვანი ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლებს. შერჩეული ნამუშევრები მცირე ნაწილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექციისა\, რომლის შექმნა უკავშირდება  ქართული კულტურისა  და სამუზეუმო საქმის მოამაგეების-ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის\, საისტორიო-საეთნოგრაფიო და ხელოვანთა საზოგადოებების  მოღვაწეობას. \nქართული კულტურის კვლევის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო  და მათში იმთავითვე  ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ იმ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა\, შემდგომ კი ცნობილი ქართველი მხატვრები. ფასდაუდებელია მათ მიერ შექმნილი  არტეფაქტები. ამ ასლთაგან ბევრის დედანი დღეს  აღარ არსებობს ან ძალზე დაზიანებულია. \nეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ ქართულ ფრესკათა ასლები და ჩანახატები წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საგანძურს\, რომელთაც\,  ამავდროულად\, დამოუკიდებელი  მხატვრული ღირებულება აქვთ. გამოფენილ ექსპონატთა   თარიღების მიხედვით\, თვალსაჩინოა\, რომ  ამ ნამუშევრებით\, ფაქტობრივად\, იწყება დიდი ქართველი მხატვრების – დავით კაკაბაძის\, ლადო გუდიაშვილის\, შალვა ქიქოძის\, დიმიტრი შევარდნაძისა და სხვების  შემოქმედებითი გზა. თითოეული მათგანი დედნებთან სიახლოვით\, ცოცხალი გამომსახველობითა და ორიგინალური ავტორისეული ხელწერითაა შესრულებული. გამოფენილ ასლთა  გაცნობა მნიშვნელოვანია წარმოდგენილ მხატვართა შემოქმედებათა კვლევისთვის.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/poster-fresco.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241106T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20241103T091857Z
LAST-MODIFIED:20250201T035817Z
UID:25283-1730887200-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:XIX  საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერა
DESCRIPTION:  \nგამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს-ის ე.წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის  დაზგური ფერწერის 18  ნიმუში –  თანადროული საქართველოს მკვიდრთა –  მეფეების\, დედოფლების\, ბატონიშვილების\, თავად-აზნაურების\,   სამხედრო პირების\,   მოხელეებისა   და მოქალაქეების   პორტრეტთა  გალერეა. \nქართული ხელოვნების ისტორიის განმავლობაში მის მხატვრულ სტილთა ჩამოყალიბებაზე  ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული ტრადიციები. ყოველივე ეს განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით\, ასევე მცირე ქვეყნებისათვის ჩვეული ხვედრით. XVIIIს-ის II ნახევარსა და XIX ს-ის I ნახევარში აღმოსავლურისლამურ და დასავლურევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოიხატა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში\, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.  მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც. ამიტომაც   XIX ს-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის  შეთავსება.   ამ სკოლის   წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად  ქართული საწყისი – საქართველოს შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია\,  მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო   ირანული მხატვრობაც. ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის დამკვიდრებაში\, უდავოდ\, არსებითი როლი შეასრულა  ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით  ჩასახულმა და განვითარებულმა XVIII ს-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტებმაც. საქართველოში შემორჩენილია ამ სკოლის 200-მდე ნამუშევარი\, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიჩნეულია ტიპურობა\, ზოგადობა და საყოველთაობა. \nXVIII ს-ის დასასრულისთვის  ხდება ერთგვარი შედუღება შემოსულისა და იმისა\, რაც\, ტრადიციულად\, შუა საუკუნეებიდან მოდის და იქმნება ძალიან საგულისხმო ხელოვნება…. რუსეთის შემოსვლით არა უბრალოდ გაუქმდა მეფობა\, არა უბრალოდ წაართვეს ეკლესიას თვითმყოფადობა\, არამედ მოიშალა მთელი სოციალური წესრიგი. ხელოვნებაში ეს გამოიხატა იმით\,  რომ ჩვენ ვხედავთ სხვანაირ გადალაგებას – ისევ შემოდის კიდევ ერთი ტალღა ევროპული გავლენისა და ისევ მას ეგებება ადგილობრივი ტრადიცია.  ეს ხდება 1820-იანი წლების მიწურულიდან  და იქმნება ძალიან საინტერესო მოვლენა. ჩვენ მას ვუწოდებთ ტფილისურ პორტრეტს\, თუმცა\, როგორც ჩანს\, ის არაა  მხოლოდ თბილისური… ეს მოვლენა დღეს უკვე საკმაოდ კარგადაა  ცნობილი. ჩვენ ვიცით\, რომ იქ  ნამდვილად    ძალიან ბევრი მხატვარია\, მაგრამ ისევ  არანაირი სახელები და გვარები… არის არაერთი ნამუშევარი\, სადაც ჩვენ ვხედავთ ქართულ ტრადიციას სახვითი ხელოვნებისა და სომხურ ტრადიციას\, ამავე დროს\, არის გამაერთიანებელი ნიშნებიც…ხან აღმოსავლური გაკრთება რაღაც\, ხან უცებ ძველი\, ჩვენი\, შუასაუკუნოვანი სხვადასხვა შეხამებით. საინტერესოა\, როგორ უკავშირდება ეს მოვლენა იმ დასს მხატვართა\, რომელნიც გამოდიან საასპარეზოდ XIX ს-ის დასასრულ… \nტექსტი მომზადდა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნის – XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი  მიხედვით
URL:https://art.gov.ge/ge/event/xix-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/ucnobi-avtori-baneri-157x295-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241005T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241103T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20241002T134435Z
LAST-MODIFIED:20241002T134435Z
UID:24557-1728151200-1730656800@art.gov.ge
SUMMARY:იური ბერიშვილი: იმპერატორის ბაღი
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს იური ბერიშვილის გამოფენას „იმპერატორის ბაღი“. \n„მხატვრობა მოგზაურობაა\, მოგზაურობა შიშველი ფეხებით უმიზეზო ლანდშაფტებსა და უდროობაში… უდროობა კი – აბსტრაქციაა“. \nიური ბერიშვილი \nიური ბერიშვილი ქართული ვიზუალური ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი მოქმედი ფიგურაა და მისი მხატვრული გზავნილები მდიდარ მასალას წარმოადგენს როგორც ქართული მხატვრობის განვითარების გზაზე\, ისე ზოგადად გამოსახულების შესაძლებლობების\, მისი საზღვრების ძიებისა და ახალი ინტერპრეტაციებისთვის. \nმის ნამუშევრებში მოუხელთებელია ის ზღვარი\, სადაც ფიგურატიული მეტყველება გადადის აბსტრაქტულში და პირიქით. შესაძლოა\, ზუსტად ამ გარდამავალ ნიუანსებში ვლინდება მისი\, როგორც მხატვრის ხედვის განსაკუთრებულობა\, როცა ის ფორმას თავისებურად განაზოგადებს\, ან მის სქემატიზაციამდე მიდის. \nიური ბერიშვილმა  1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. და მას მერე მხატვარს  არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: საქართველოში\, ბელგიაში\, ავსტრიაში\, საფრანგეთში\, რუსეთში\, ინგლისში\,  გერმანიაში\,  ამერიკის შეერთებულ შტატებში \nმისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში\, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში თბილისში\, მსოფლიო ბანკის კოლექციაში ვაშინგტონში\, ნენსი და ნორტონ დოჯების კოლექციაში ზიმერლის მუზეუმში (აშშ)\, კოლოძეის არტ ფონდში ნიუ ჯერსიში (აშშ)\, კერძო გალერეებსა და კოლექციებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. \n  \nგამოფენა 5 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240920T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240929T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240920T063933Z
LAST-MODIFIED:20240922T191429Z
UID:24505-1726855200-1727632800@art.gov.ge
SUMMARY:დავით აბესაძის რეტროსპექტული გამოფენა
DESCRIPTION:  \n20 სექტემბრიდან\, 29 სექტემბრამდე\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დავით აბესაძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს.  \nდავით აბესაძე (დაბ. 1966) ე. წ. 90-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია.  \nიგი საინტერესო და შთამბეჭდავი ხელოვანია\, რომლის ხელწერა ექსპრესიულობითა და სამყაროს მისეული\, გამორჩეული ხედვით ხასიათდება. როგორც ჩანს\, ფერმწერის ცხოვრებაც მისი შემოქმედებისთვის საინტერესო გარემოს ქმნის – დაბადებიდან სმენადაქვეითებულ მხატვარზე ოჯახი ზრუნავდა\, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი იგი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და სახელოვნებო ცხოვრებაში მისი მონაწილეობა მინიმუმამდეა შემცირებული.  \nდავით აბესაძის პერსონალური\, რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a5/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/09/IMG_2304.jpeg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240906T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241103T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240831T130212Z
LAST-MODIFIED:20240831T130424Z
UID:24363-1725616800-1730656800@art.gov.ge
SUMMARY:სამშობლოს მიღმა
DESCRIPTION:  \n\n6 სექტემბრიდან\, 3 ნოემბრის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ემიგრანტი ხელოვანების – ფელიქს ვარლამიშვილის\, ვერა ფაღავას\, ვანო ენუქიძისა და მიხეილ ბილანიშვილის ერთობლივ გამოფენას – სამშობლოს მიღმა.\n\n\n\n\nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან წასული ოთხი მხატვრის შემოქმედება. ისინი ემიგრაციაში გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ\, როგორც ფრანგი ხელოვანები. არცერთი მათგანი საქართველოში აღარ დაბრუნებულა\, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პარიზში. დასავლური კულტურა იმ დროისთვის ძიების პროცესში იყო\, რაც მათ შემოქმედებაზეც აისახა\, თუმცა ერთ მხატვრულ სივრცეში ჩამოყალიბებული ოთხი ხელოვანის შემოქმედება მკვეთრად განსხავდება ერთმანეთისგან.\n\n\n\n\nნამუშევრები თავმოყრილია ქართული და ევროპული კერძო კოლექციებიდან.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/08/flx.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240903T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240915T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240829T123952Z
LAST-MODIFIED:20240829T123952Z
UID:24354-1725357600-1726423200@art.gov.ge
SUMMARY:მიშა იაშვილი 70
DESCRIPTION:  \n2024 წლის 3 სექტემბრიდან\, 15 სექტემბრამდე\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით\, წარმოგიდგენთ მიხეილ იაშვილის სოლო გამოფენას –  მიშა იაშვილი 70  \nმე-20 საუკუნის 80-იანი წლების არტ სცენაზე ჩნდება მხატვართა თაობა\, რომელიც ქართულ ხელოვნებაში ფორმითა თუ შინაარსით სრულიად ახალ ეტაპს ამკვიდრებს. მივიწყებული ისტორიული თუ რელიგიური თემები\, მხატვრულ ფორმათა სრულიად ახლებური ინტერპრეტაციები\, ინტენსიური\, ინდივიდუალური  შემოქმედებითი ძიებები – ასეთია  ამ პერიოდის ქართული მხატვრობის მახასიათებლები. \n მიხეილ (მიშა) იაშვილი (1954-2012) თავისი თაობის გამორჩეულად ქარიზმატული ხელოვანია. იგი 1979 წელს  ამთავრებს სამხატვრო აკადემიას;  1981-1983  წლებში  უჩა ჯაფარაძის შემოქმედებით სახელოსნოში ირიცხება;  1989-1999 წლებში  საქართველოს მხატვართა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელია;  90-იან წლებში – მხატვართა კლუბ ფიროსმანის პრეზიდენტი\,   2009-2012  წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი. \n მიხეილ  იაშვილის ბიოგრაფია დატვირთული და მრავალფეროვანია. იგი არამარტო  პროდუქტიული შემოქმედი\, არამედ  საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით უამრავი პროექტისა და გამოფენის ორგანიზატორია.  ნამდვილ დღესასწაულებად ახსოვთ მის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და  მიუვალ სოფელში\,  ძველი თბილისის ეზოებში დაგეგმილი თუ სპონტანურად შემდგარი არტ პროცესები. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ\, მიშა იყო საოცარი ენთუზიასტი\,  გამორჩეულად მიზანდასახული და ქმედითი რაიმე იდეის განხორციელებისთვის და ამასთანავე გამოუსწორებელი რომანტიკოსიც…. \n მრავალფეროვანია მისი მხატვრული შემოქმედებაც: ფერწერა\, გრაფიკა\, კოლაჟები\, განსხვავებული სტილები\, ექსპერიმენტები… ყველაფერი მხატვრის განუმეორებელ სამყაროს ასახავს და ყველგან უცნაურად მომნუსხველი მუხტია. \nმიხეილ იაშვილმა მონაწილეობა მიიღო 160 – მდე  რესპუბლიკურ\, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენაში. მისი ნამუშევრების ექსპოზიციები მოეწყო გერმანიაში\, პოლონეთში\, უნგრეთში\, იტალიაში\, იაპონიაში\, შვეიცარიაში\, ნორვეგიაში\, მალტაზე\, საფრანგეთსა და ეგვიპტეში. მათ შორის იყო 16 პერსონალური გამოფენა.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-70/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/08/Iashvili-INVITATION.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240815T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240829T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240807T104421Z
LAST-MODIFIED:20240807T105333Z
UID:24234-1723744800-1724954400@art.gov.ge
SUMMARY:ნინო ლორთქიფანიძე - რეტროსპექტივა
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სიურეალისტი მხატვრის ნინო ლორთქიფანიძის (1941-2020) მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას\, რომელიც მხატვრის სამშობლოში პირველად იმართება. \nნინო ლორთქიფანიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა (1964).  მისი პედაგოგები იყვნენ: არქიტექტორები – არჩილ ქურდიანი\, ივანე ჩხენკელი\, ტონი კალანდარიშვილი; მხატვრები – სერგო ქობულაძე\, უჩა ჯაფარიძე\, ვასილ შუხაევი. მან სწავლა გააგრძელა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1969)\, შემდეგ კი -ჰელსინკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში\, სადაც ფინელი სიურეალისტი მხატვრის იუჰანი ლინოვაარას მოწაფე იყო. 1972-1976 მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ – გიპროთეატრში. 1980-90 წლებში სტროგანოვის ხელოვნებისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტის (მოსკოვი) აკადემიური ფერწერის პედაგოგი და პროფესორი იყო. \nნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში საგრძნობია არქიტექტორის სივრცული აზროვნება. მის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებური აღქმა\, გეომეტრიული კანონების რღვევა; უჩვეულო რაკურსები\, სარკისებური  სიბრტყეები. მის ნაწარმოებებში პრევალირებს პეიზაჟი\, ნატიუმორტი\, კომპოზიციები\, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალური ფორმის აღქმას და გადმოსცემს შინაგანი  სამყაროს  განცდებსა და  ირაციონალურ განწყობას. \nმხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო\, რუსეთი\, ფინეთი\, ბელგია\, პოლონეთი\, ლონ­­­დონი\, ჩეხეთი\, შვეიცარია\, ავსტრია\, თურქე­­თი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს (შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი\, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი) და სხვადასხვა ქვეყნების გალერეებსა და მუზეუმებში\, კერძო კოლექციებში. \nგამოფენის გახსნა 15 აგვისტო\, 18:00 საათზე.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240719T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240811T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240708T093835Z
LAST-MODIFIED:20240708T141802Z
UID:23628-1721412000-1723399200@art.gov.ge
SUMMARY:ვახტანგ მუსხელიშვილი - რუბიკონი
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა და გალერეა „ვანდა“\, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით\, წარმოგიდგენთ ვახო მუსხელის (ვახტანგ მუსხელიშვილის) გამოფენას – რუბიკონი\, გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი. \nექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. \nვახო მუსხელი (ვახტანგ მუსხელიშვილი)  დაიბადა 1957 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მან დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა\, ხოლო 90-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა\, სადაც 30 წელია ცხოვრობს. ამჟამად ვახო მუსხელი სიეტლში მოღვაწეობს. დღეს ის აღიარებული მხატვარია\, როგორც ამერიკაში\, ასევე სამშობლოში. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში. \nვახო მუსხელის მხატვრული ხედვა ყოველთვის განსხვავებულია\, ის განსხვავებულად აღიქვამს საგნებს. მის შემოქმედებაში ყველა თემა\, რასაც კი მხატვარი ეხება\, რეალობიდან მოდის. ყველაფერი\, რაც  ტილოებზე ისახება\, მხატვრის პირადი განცდაა\, განცდილის ილუსტრაცია\, რომელსაც გვიყვება ჩვენ და საკუთარ თავს. ტილოსთან ურთიერთობა მუსხელისთვის მთელს სამყაროსთან ურთიერთობის ტოლფასია. მისთვის თითოეული ნახატი ერთი ამბის ცალკეული სიტყვაა. ერთი ტილო ერთი სიტყვაა\, მხატვრის მთელი შემოქმედება კი ის დიდი ამბავია\, რასაც იგი მოგვითხრობს სამყაროს შესახებ. \nვახო მუსხელს განსაკუთრებით აინტერესებს „სამგანზომილებიანი სამყაროს ილუზიებისა და ტილოს სიბრტყობრიობის კვლევების გამოწვევები\, სამყაროებს შორის შუამავალი\, სამყაროთაშორისი განცდის მისაღებად“. სწორედ ამიტომ მისი ნამუშევრები მონუმენტურობით  გამოირჩევა. მხატვრის გამომსახველობითი ენა\, რომელიც ადამიანურ და ცხოველურ ფორმებზეა ფოკუსირებული\, თვით ავტორის თქმით\, ფანტასტიკურ რეალიზმს წარმოადგენს პერსონალური სიმბოლიზმის ძლიერი  ელემენტებით. \n– ვანდა მუჯირი \n  \n„მხატვარი – ეს არის ტიტული\, რომელიც მხოლოდ დრომ უნდა მოგანიჭოს და არა ვინმემ. დრომ\, რომელიც სავსე უნდა იყოს შრომით და ახლის ძიებით“ – ვახო მუსხელი \n„რა არის ჩემი თემატიკის ძირითადი იმპულსი? \nადამიანი და გარემო – რა არის ადამიანის ფუნქცია მის გარშემო არსებულ ცვალებად სამყაროში და როგორ იცვლება მისი ფსიქიკა გარემოს ცვლილებების პარალელურად; \nადამიანის ფიზიკური ეგზისტენციის დროებითობის განცდა და აგნოსტიციზმი. \nასევე\, მისი სიჯიუტე – ყველაზე ღრმა ფსკერზე დაცემა\, ბრძოლის სურვილი და უკან ამოცოცების პოტენცია; \nადამიანის სხეული და\, განსაკუთრებით\, მისი მოძრაობის დინამიკა როგორც სამყაროს ნარატივი. \nსწორედ რომ ადამიანის მოძრაობას შეუძლია გასცეს პასუხი უწყვეტ\, პასუხგაუცემელ კითხვებს\, რომლებსაც სასრული არ უჩანს. ადამიანის სხეულია\, სადაც სუფევს მთელი სამყაროს შემეცნების მისტერია\, მარტოობის მისტიკა და თავისუფალი გონების არჩევანი. \nყოველი\, თითქოსდა უმნიშვნელო ჟესტიკულაცია ან მიმიკა არის ვრცელი\, გრძელი და რთული წინადადების ერთი სიტყვა. ჩვენი არჩევანია\, ამ სიტყვებისგან რა წინადადებებს\, შემდეგ კი რა ისტორიას შევთხზავთ და მოვყვებით. \nადრე თუ გვიან\, ყველა\, როგორც კეისარი ოდესღაც\, აღმოჩნდება მდინარის პირას\, სადაც უნდა მიიღოს ყველაზე დიდი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება\, რომელსაც  შეუძლია უმეცრებით შვას ურჩხული\, ან მთელი სამყაროს სიკეთე ჩაიტიოს პეშვში. ყველას თავის რუბიკონი აქვს გადასალახი.“ \n– ვახტანგ მუსხელიშვილი \n  \nგამოფენა გაიხსნება 19 ივლისის 18:00 საათზე და გაგრძელდება 2024 წლის 11 აგვისტომდე. \nმისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა\, რუსთაველის გამზირი #11\, თბილისი
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%a3/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/07/V.Muskheli-WEB-POSTER.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240705T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240901T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240703T081234Z
LAST-MODIFIED:20240703T125049Z
UID:23599-1720202400-1725213600@art.gov.ge
SUMMARY:თემო მაჭავარიანი - რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \n2024 წლის 5 ივლისს 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში თემო მაჭავარიანის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. \nთემო მაჭავარიანს წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება მისი პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული მემკვიდრეობა – 60-მდე ნამუშევარი. \nთემო მაჭავარიანი 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ირიცხება ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. მაშინ უთქვამს ხელოვნებათმცოდნე ლეო რჩეულიშვილს\, თუკი არსებობს აბსოლუტური სმენა\, თემოს აბსოლუტური ხედვა აქვსო. ერთი წლის შემდეგ ის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე გადადის ფარნა ლაპიაშვილის სახელოსნოში. აკადემიაშივე ამთავრებს ასპირანტურას უჩა ჯაფარიძის კლასში. \n70-იანი წლებიდან იწყება მხატვრის შემოქმედებითი გზა. მასზე ამბობდნენ\, ის ფიზიოლოგიურად\, ბიოლოგიურად მხატვარიაო. ბუნებით თავმდაბალი\, თავისუფალ შემოქმედად შედგა. ფერწერისა თუ გრაფიკის ენის სიღრმით გამზიარებელი კომპრომისს გამორიცხავდა. თემო მაჭავარიანის გრაფიკული თუ ფერწერული მემკვიდრეობა მხატვრის მშობლიური ძველი ქალაქის პეიზაჟები და ახლობლების პორტრეტებია. \n– კარგი ნახატის შესაქმნელად გულწრფელობაა უპირველესიო…\, ასე სწამდა და ასე მოძღვრავდა თაობებს. თავადაც ასე ქმნიდა განსაკუთრებული ბუნებრიობით აღბეჭდილ ბრწყინვალე ფერწერასა თუ გრაფიკას. \nთემო მაჭავარიანმა – მხატვარმა და პედაგოგმა ღირებული კვალი დატოვა ქართულ მხატვრობასა და საზოგადოებაში. \nგამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/07/Temo-machavariani-invitatio.png
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240608T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240714T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240606T104934Z
LAST-MODIFIED:20240607T204512Z
UID:23215-1717840800-1720980000@art.gov.ge
SUMMARY:სოფიო ჩერქეზიშვილის  გამოფენა - და მერე მან თქვა ალბათ
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მხატვარ სოფიო ჩერქეზიშვილის  გამოფენას –  და მერე მან თქვა ალბათ. \nამ ისტორიას ვუძღვნი  ხეებს\, რომლებიც ვიცი\, რომ დაფრინავენ\,  ხიდებსა და ლაბირინთებს\, რომლებსაც ვიცი\, რომ ავაშენებ\, ზღაპრებს\, რომლებსაც ვიცი\, რომ დავიჯერებ  და ზარებს\, რომლებსაც ვიცი\, რომ ალბათ გავიგონებ\, – ასე განმარტავს მხატვარი  გამოფენის  ძირითად ჩანაფიქრსა და კონსტრუქციულ პრინციპს. 28 ფერწერული ნამუშევრის გარდა\,  გამოფენის შემადგენელი ნაწილია ინსტალაცია –  ხეებმა იციან გვერდში დგომა. \nსოფიო ჩერქეზიშვილი დაიბადა 1971 წელს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ  ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი\, 1994 წელს კი  – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სოფიო ჩერქეზიშვილი პირველია ხელოვანთა იმ ნაკადში\, ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სასწავლებლად დასავლეთში გაემგზავრა. ოთხი  წელი (1994-1998) სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში (ამსტერდამი\, ჰოლანდია). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ხელოვნების სფეროში აქტიური მუშაობა.  ასწავლიდა  იაკობ  ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა (1999-2006) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (2010-2018)  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2006 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების პროფესორია. \n2000 წლიდან სოფიო ჩერქეზიშვილი აქტიურად მონაწილეობს  სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა თუ  პროექტში. ძირითადად კი\, ის მუშაობს საკუთარ პროექტებზე\, რომლებსაც გამორჩეული და ცნობადი სტილი აქვს. მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია: რატომ ამოდის ჩემს თავზე ბალახი; ერთი წუთი საკმარისია\, რომ დაინახო მთელი ცხოვრება;  კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე;  თუ დაგჭირდება\,  გემებიც ჩერდებიან.  ამ სერიებში მხატვარი   იკვლევს თავის გამოგონილ\, სხვა მეს. ქმნის მისეულ ესთეტიკურ ფორმებს\, მესიჯებს\, მისი სურათ- ხატებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.\nსოფიო ჩერქეზიშვილმა  გაიაზრა მხატვრის  თავისუფალი ნება როგორც მეტაფიზიკური სულიერი ფენომენი. ის ყოველჯერზე უბრუნდება  გარკვეული სახით  უკვე აღქმულსა თუ  განცდილს\, რათა მოახდინოს  მასზე ყურადღების კონცენტრაცია და\, შესაბამისად\, აქციოს ის  რეფლექსიის ობიექტად. \nდამთვალიერებელს გამოფენის  ხილვა შეუძლია  8 ივნისიდან 14 ივლისის  ჩათვლით. \nგამოფენის გახსნა 15 ივნისს\,   18:00 საათზე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/06/cherkezishvili.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240530T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240630T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240224T161905Z
LAST-MODIFIED:20240224T202750Z
UID:22517-1717063200-1719770400@art.gov.ge
SUMMARY:ქალი ხელოვანი - ეპოქის სახე
DESCRIPTION:  \nქალი ხელოვანი – ეპოქის სახე \nქართველი  ქალი მხატვრების  შემოქმედება გასული საუკუნიდან დღემდე. \nწლეულს მაისში\, ბუდაპეშტის კულტურული ცხოვრების ისტორიული ცენტრი – პეშტი ვიგადო\, უნგრეთის აუდიტორიას ქართველ  მხატვარ ქალთა  ხელოვნებას წარუდგენს. \nექსპოზიცია\, სახელწოდებით ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე ვიგადოს  შენობაში გამართული  პირველი ქართული გამოფენა იქნება\, რომელიც  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის –  26 მაისის აღსანიშნავად გაიხსნება  და ერთ თვეს გასტანს. \nდიაქრონული პრინციპით შექმნილი გენდერული  გამოფენა  საუკუნოვან პერიოდს (1924-2024) მოიცავს და აერთიანებს ყველა იმ ძირითად სახელოვნებო მიმდინარეობასა და ტენდენციას\,  რომელიც საქართველოში\, ასი წლის  მანძილზე\,  კონკრეტული პერიოდისა და პოლიტიკური სისტემის პარალელურად ვითარდებოდა: პირველი რესპუბლიკის პერიოდი – მოდერნიზმი; გასაბჭოება – სოცრეალიზმი; დათბობის პერიოდი – არაიდეოლოგიური ხელოვნება; გარდაქმნა\, თავისუფლება\, ახალი მილენიუმი – პოსტმოდერნიზმის ხელოვნება. \nექსპოზიციაზე ნაჩვენები იქნება ელენე ახვლედიანის\, ქეთევან მაღალაშვილის\, თამარ აბაკელიას\, ესმა ონიანის\, ლია შველიძისა და სოფიო ჩერქეზიშვილის მხატვრობა. \nქალი\, როგორც მოდერნიზაციისა და ემანსიპაციის სიმბოლო – ეს თემა აერთიანებს  მოდერნული ეპოქის შემოქმედ ქალებს – მხატვრებს\, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში  თავად გახდნენ თავისუფლების მაუწყებლები. \nნამუშევართა მეორე ჯგუფი თანამედროვე მხატვრებს წარმოაჩენს და გაერთიანებულია თემით ქალი\, როგორც ხელოვნების მთავარი მოტივი. \nქალი ხელოვანი – ეპოქის სახე გიწვევთ  ოთხი თაობის ქართველ ხელოვან ქალთა შემოქმედების გასაცნობად. მათს ასწლოვან მოგზაურობას   გამბედაობა და ხელობის ერთგულება გამოარჩევს. \nიმპრესიონიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე\, ექსპრესიონიზმიდან ფემინისტურ ხელოვნებამდე  ქალთა მრავალფეროვანი შემოქმედება  მოდერნულ და პოსტ-მოდერნულ ეპოქათა   ძირითად ტენდენციებს ასახავს და საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. \nექსპონატები წარმოდგენილია  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის\,  საქართველოს ეროვნული გალერეისა და თავად მხატვართა კოლექციებიდან. \nგამოფენა პირველად იმართება უნგრეთში. \nმხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო   \nინიციატორი: საქართველოს საელჩო უნგრეთში   \nმასპინძელი: უნგრეთის ხელოვნების აკადემია და პეშტი ვიგადოს ცენტრი  \nკონცეფციის ავტორი და გამოფენის ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული გალერეა
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae/
LOCATION:PESTI VIGADÓ\, Budapest\, Vigadó tér 2\, 1051 Hungary\, Budapest
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/JPG-FOR-ONLINE-PHOTOS-scaled-e1708790541219.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240528T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241223T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240522T125946Z
LAST-MODIFIED:20240522T125946Z
UID:23159-1716890400-1734976800@art.gov.ge
SUMMARY:ბავშვები ქართულ მხატვრობაში
DESCRIPTION:  \n2024 წლის 28 მაისიდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე  სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპიმძლებს გამოფენას – ბავშვები ქართულ მხატვრობაში. \nსახვით ხელოვნებაში ბავშვებისა და ბავშვობის უნიკალური ფენომენის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ევოლუციური განვითარების წარმოჩენა არის ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ ინიცირებული ამ გამოფენის კონცეფცია. \nსიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული დაგრაფიკული ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა. \nსაკაცობრიო სახვითი ხელოვნების კვალად საქართველოში მოღვაწე ქართველმა და არაქართველმა მხატვრებმაც ბავშვთა სახეების გამორჩეული გალერეა შექმნეს. მათი ნახატების უმრავლესობა ეროვნული კულტურის უმაღლესი სამუზეუმო ფასეულობაა\, თუმცა მას საზოგადოება დღეს პირველად იხილავს. \nბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა  კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმის\, რომ ბავშვი ყოველთვის სამყაროს მარადიულობის სიმბოლოა და უფროსი თაობის უპირველესი მოვალეობაა\, მისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. \nგამოფენის კურატორი: ირინე აბესაძე \nგამოფენის ორგანიზატორია ბავშვთა საერთაშორისო ფონდი.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91/
LOCATION:Sighnaghi Museum of History and Ethnography\, Shota Rustaveli # 8\, Sighnaghi\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/05/IMG_1864.jpeg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240519T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240818T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240521T094817Z
LAST-MODIFIED:20240522T103349Z
UID:23141-1716141600-1724004000@art.gov.ge
SUMMARY:ლევან ლაღიძე - ფერწერა
DESCRIPTION:  \nშალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული შენობის მიმდებარე ახალ საგამოფენო სივრცეში (ლ.გუდიაშვილის #1\, 2024 წლის 19 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება მხატვარ ლევან ლაღიძის გამოფენა – ფერწერა. ლევან ლაღიძის ამ მასშტაბის პერსონალური გამოფენა პირველად იმართება. ის რეტროსპექტული ხასიათისაა და მხატვრის 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. \nლევან ლაღიძე XX საუკუნის 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. ტერმინ 80-იანელთა თაობის დამკვიდრება ლევან ლაღიძეს უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძის თქმით\, „მხატვრობა იწყება არა მაშინ\, როცა შეგიძლია ხატო\, არამედ\, როცა არ შეგიძლია\, არ ხატო…\,“ – ეს ზუსტი ფორმულაა ბევრი ხელოვანის შემთხვევაში და ეს ლევან ლაღიძის შემთხვევაცაა. ლევან ლაღიძე გამორჩეული პერსონალური ფერწერული დისკურსით ეწერება ქართულ არტსივრცეში\, ხელოვანი\, რომლის შემოქმედებაში ჰარმონიულად ერწყმის რაციონალური და მეტაფიზიკური… იგი თანმიმდევრულია შემოქმედებით გზაზე\, თანმიმდევრულია გაცნობიერებული\, რაფინირებული აზროვნების წესით\, მარადიული საიდუმლოს ძიების მუდმივად ცოცხალი მუხტით. მისთვის მხატვრობა სამყაროს შეცნობის საშუალებაა. 2011 წელს თბილისში მხატვარმა საკუთარი გალერეა – Lagidze Gallery გახსნა. 2018 წლიდან ლევან ლაღიძე თანამშრომლობს ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელ კურატორ ქეთრინ ლევინთან და ყოველწლიურად ლონდონში მისი სოლო გამოფენები იმართება. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90/
LOCATION:Shalva Amiranashvili Fine Arts Museum\, 1 Lado Gudiashvili\, Tbilisi\, Georgia
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/05/a696f3a9-8f5c-464e-a32b-43f152eaeb57.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240418T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240531T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240424T094203Z
LAST-MODIFIED:20240424T221702Z
UID:23057-1713463200-1717178400@art.gov.ge
SUMMARY:ალექსანდრე ციმაკურიძე და მისი პეიზაჟური სკოლა
DESCRIPTION:ეროვნული გალერეა ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა გამოფენას მასპინძლობს. რეტროსპექტულ გამოფენაზე ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი მოსწავლეების – კორნელი სანაძის\, პეტრე ბლიოტკინის\, შალვა და იორამ მამალაძეების\, მიხეილ ხვიტიას\, ლეოპოლდ ძაძამიძის\, კოტე გძელიშვილის\, რუსუდან ჯავრიშვილის\, ნატალია ფალავანდიშვილის და ირინე რაზმაძის – პეიზაჟები სახელმწიფო და კერძო კოლექციებიდანაა წარმოდგენილი.\n\n\nაღსანიშნავია\, რომ 2022 წელს ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრის – ალექსანდრე ციმაკურიძის – დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა ალექსანდრე ციმაკურიძის\, და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა შესახებ წიგნ-ალბომი\,\n\n\n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/04/437755006_828512619319423_684425937476919602_n.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240407T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240527T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240328T121637Z
LAST-MODIFIED:20240329T011653Z
UID:22648-1712512800-1716832800@art.gov.ge
SUMMARY:კერამიკოსთა გამოფენა
DESCRIPTION:2024 წლის 7 აპრილიდან 1 მაისამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ექსპოზიციას – კერამიკოსთა გამოფენა.   წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ცნობილ ქართველ ხელოვანთა – ლია ბაგრატიონის\, ნატო ერისთავის\, ოთარ ვეფხვაძის\, გიგიშა პაჭკორიას\, გია მიმინოშვილის\, ლალი ქუთათელაძისა და მალხაზ შველიძის სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები. \nგამოფენის კონცეფციაა – „ავტორთა მიერ მათთვის საინტერესო თემაზე შესრულებული ნამუშევრის\, ინსტალაციის ან კომპოზიციის წარდგენა შერჩეული მასალის შეზღუდვის გარეშე\,  თუმცა სავალდებულო პირობა თიხის გამოყენება – წარმოჩენაა“. \nკურატორი ლალი ქუთათელაძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/FB-banner2.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240414T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240312T081454Z
LAST-MODIFIED:20240312T232302Z
UID:22625-1710439200-1713117600@art.gov.ge
SUMMARY:ირაკლი გამრეკელი - 130
DESCRIPTION:  \nმიმდინარე  წელს\, გამოჩენილი  ქართველი მხატვრის\, ილუსტრატორისა და სცენოგრაფის\, ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება. \nორგანიზაცია არტ-ფუთი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ირაკლი გამრეკელის რესტროსპექტიულ გამოფენას აწყობს\, რომელიც 2024 წლის 14 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გასტანს. \nგამოფენა 14 მარტს\, 18:00 საათზე გაიხსნება (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. N 11\, თბილისი). \nირაკლი გამრეკელი ქართული ავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მხატვრის ფენომენი ყველაზე ნათლად სცენოგრაფიაში გამოვლინდა.  მისი უნიკალური მხატვრობა\,  გადაჭარბებული თეატრალური ჟესტიკულაციითა და უტრირებული მიმიკით   ექსპრესიონისტულ მანიერიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. \nირაკლი გამრეკელი ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია.  ქართული თეატრის რეფორმატორებთან\, კოტე მარჯანიშვილთან და ალექსანდრე ახმეტელთან ერთად\, მან  დარგის  თეორიული საფუძვლები განსაზღვრა\, ნოვატორული ძიებებითა და თამამი ექსპერიმენტებით  ქართული სანახაობრივი თეატრის ტრადიციები ააღორძინა. \nირაკლი გამრეკელისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ   წარმოჩინოს მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპი\, აჩვენოს მისი ღვაწლი   ქართული სახვითი ხელოვნებისა და სცენოგრაფიის განვითარებაში. \nექსპოზიციაზე პირველად იქნება ექსპონირებული ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები ადრეული პერიოდის სცენოგრაფიიდან\, ასევე – საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წიგნის გრაფიკის ნიმუშები\, მხატვრის გაფორმებული საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ესკიზები და  ვიდეოკოლაჟი\, რომელშიც აქცენტი ირაკლი გამრეკელის კინო-მხატვრობაზე იქნება გაკეთებული. \nგამოფენაზე თავმოყრილია ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციებიდან: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის\, ხელოვნების სასახლის\, რუსთაველის ეროვნული თეატრისა და მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრების ფონდებიდან\, არჩილ დარჩიას\,  გალერეა გამრეკელის\, მაკა და ეკა არბოლიშვილების კერძო  კოლექციებიდან. \nზემოთჩამოთვლილი ყველა ორგანიზაცია და კერძო პირი აქტიურად თანამშრომლობდნენ  ირაკლი გამრეკელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი  საიუბილეო წიგნი – ალბომის შექმნის პროცესში\, რომლის ელექტრონული ვერსიის მომზადება განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. \nპროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა კიკვაძე
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-130/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/03/Gamrekeli-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240314T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240331T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240225T140830Z
LAST-MODIFIED:20240225T140830Z
UID:22591-1710439200-1711908000@art.gov.ge
SUMMARY:გიორგი ჩაჩანიძე რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \n„ვფიქრობ\,  ხელოვნების ერთ-ერთი მისია\, ნეგატიური მოვლენის მსწრაფლ შემწეობა და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი\, “მიძინებული“ ენერგიების რეანიმაციაა…“ \nგიორგი ჩაჩანიძემ (დაბ. 1965) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის\, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის\, ხატვის მიმართულებაზე ხატვის პედაგოგად. 2014 წლიდან ამავე აკადემიის პროფესორია. \n„ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვნების  ობიექტში\, ჰარმონიულად იყოს წარმოდგენილი\, ინდივიდუალური ხელწერის  რეალურ დროში ადაპტირების პროცესი.. რაც ტრადიციული დაზგური ფერწერის მედიუმის მეშვეობით ხელოვნებაში თანამედროვე ტენდეციების ასახვის პროცესს წარმოადგენს… \nთითოეულ ხელოვანს თავისი გამომსახველობითი ენა აქვს. მხატვარი პასუხისმგებელია საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარებაზე და თავად ირჩევს მნახველამდე მისასვლელ გზას:  მისი შემოქმედება  ეხმიანება დოგმატურ\, ტრადიციულ ესტეთიკურ ჩარჩოებს\, თუ ერთგვარ მოულოდნელ სვლას სთავაზობს მას….“ \nგიორგი ჩაჩანიძის ფერწერა სწორედ ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტას სთავაზობს დამთვალიერებელს:  მკვეთრ კონტრასტებზე აგებული კოლორიტი\, აბსტრაგირებული\, ექსპრესიული ფორმა\, უჩვეულო კომპოზიციები. მისი შემოქმედება ეს არის „რაციონალურისა და ამავდროულად გრძნობადის ესტეტიზაციის“ მცდელობა. \nმხატვრისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება ფერწერაა\, თუმცა მის შემოქმედებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია გრაფიკა\, ილუსტრაცია. 1990 წლიდან თანამშრომლობს მხატვარ-ილუსტრატორად შემდეგ გამომცემლობებთან: ჩვენი მწერლობა\, ომეგა\, კრიმინალური ქრონიკა\, დროშა\, დილა\, ბაკმი. 2009 წელს დაასახელეს ჟურნალ ჩვენი მწერლობის  საუკეთესო მხატვრად. 2020 წელს იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მოსაპოვებლად.  2021 წელს გახდა ლაურეატი ნომინაციაში :  საუკეთესო ილუსტრაციები მხატვრული ლიტერატურისთვის წმინდა ტექსტები\, ახალი აღთქმა\, Vita Nova. \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/FB.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240213T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250213T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240204T145808Z
LAST-MODIFIED:20240224T163518Z
UID:22425-1707818400-1739469600@art.gov.ge
SUMMARY:ფიროსმანის შედევრების დაბრუნება: განახლებული გამოფენა
DESCRIPTION:  \nთითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები დაბრუნდა საერთაშორისო გამოფენებიდან.  2024 წლის 9 თებერვლიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის განახლებული საგამოფენო სივრცე მხატვრის შემოქმედების ახალ ექსპოზიციაზე გიწვევთ. წარმოდგენილი იქნება  ხელოვნების  20-მდე ნამუშევარი\, მათ შორის მისი შედევრები: მეთევზე წითელ პერანგში\,  ჟირაფი\, აქტრისა მარგარიტა\, ორთაჭალის ტურფები  და სხვა. \n2023-2024 წლებში ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობას უმასპინძლა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხმა საგამოფენო ცენტრმა. ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ჰუმელბეკი\, კოპენჰაგენის მახლობლად\, დანია) გაიმართა მხატვრის ჩრდილოეთ ევროპაში პირველი პერსონალური გამოფენა. ექსპონირებული იყო ნიკო ფიროსმანაშვილის  დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია).  გამოფენას ოთხი თვის განმავლობაში 250 000 დამთვალიერებელი ეწვია. შემდეგ კი მან გადაინაცვლა ბეიელერის მუზეუმში (ბაზელი\, შვეიცარია). \nქართველი მხატვრის  ნამუშევრები ექსპონირებული იყო ბრიუსელში (ბელგია) საერთაშორისო ფესტივალ ევროპალია საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც – ავანგარდი საქართველოში.  1900-1936 (სახვითი ხელოვნების ცენტრი ბოზარი) და საქართველო – შეხვედრების ადგილი (ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი).
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/pirosman.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240207T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241007T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240204T184502Z
LAST-MODIFIED:20250201T053816Z
UID:22453-1707300000-1728324000@art.gov.ge
SUMMARY:ქანდაკების კოლექცია
DESCRIPTION:  \nეროვნული გალერეის მეორე სართულზე ფიროსმანის მუდმივ გამოფენასთან ერთად იხსნება ქანდაკების გამოფენა\, როგორც ეროვნული მუზეუმის ახალშეძენილი ქანდაკების კოლექციიდან\, ასევე ეროვნული მუზეუმის საქანდაკო ფონდებიდან. ექსპოზიცია მცირე ფორმატში წარმოაჩენს ქართული მრგვალი ქანდაკების ძირითად  ვიზუალურ მახასიათებლებს მისი 100 წლიანი ისტორიის მანძილზე. \nწარმოდგენილი იქნება ქართული მრგვალი ქანდაკების ფუძემდებლების იაკობ ნიკოლაძის და ნიკოლოზ კანდელაკის თითო ქანდაკება. ორმა დიდმა მოქანდაკემ შექმნა თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლა და საფუძველი ჩაუყარა ამ დარგში ორ განსხვავებულ შემოქმედებით მეთოდს. \nმეოცე საუკუნის 60-იან წლებში ასპარეზზე გამოდიან მოქანდაკეები\, რომლებმაც თვისობრივად შეცვალეს ქართული ქანდაკება. ამ თაობიდან გამოვყავით კარლო გრიგოლიას ხაზი. გამოფენილი იქნება კარლო გრიგოლიას ორი ქანდაკება. პირველად გამოიფინება მისი აბსტრაქტული კომპოზიცია. \nასევე ექსპონირებული იქნება 70-ან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული მოქანდაკეების ვაჟა მელიქიშვილის და რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევრები. პირველის შემთხვევაში\,   მატერიალურისაგან განყენებულის\, ტრანსცენდენტური აზროვნების ვიზუალიზაციას ვხედავთ;  ხოლო მეორესთან\, მაგიური არტეფაქტები გვნუსხავს\, სადაც თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად იქცევა დაფერვით მანიპულაციის გზით. \nდამთვალიერებლისთვის აღმოჩენა იქნება 70-იანი წლების ხელოვანის სიმონ გირკელიძის ორი ნამუშევარი. მათ შორის  საბჭოთა ძაღლი\,  რომელიც მაწანწალა ძუკნას გამოსახავს და ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა ეკონომიკაზე. ბუნებრივია\, საბჭოთა პერიოდში\, ის არცერთ გამოფენაზე არ ყოფილა დაშვებული. \nდამთვალიერებელი იხილავს ასევე ორი თანამედროვე ავტორის როკო ირემაშვილის და ლევან ყიფშიძის სკულპტურებსაც\, რომელთა ნამუშევრები უკვე გარკვეული პერიოდია გალერეის სივრცეშია ექსპონირებული. \nუახლოეს პერიოდში\, ქანდაკების აღნიშულ კოლექციას დაემატება თამარ აბაკელიას საკულტო ნამუშევარი შურს ვიძიებთ\, რომლის თანამედროვე მასალაში ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უდიდესი ქართველი მოქანდაკის ჩართულობა გამოფენაში\, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა უდაოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს დღეს. \nბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე მოქანდაკის პერსონალური გამოფენა\, რომელთაც ფართო საზოგადოებას გააცნეს მხოლოდ ვიწრო სპეციალისტთა წრეში დაფასებული უმნიშვნელოვანეს ხელოვანთა შემოქმედებები. \nეროვნული გალერეა მომდევნო გამოფენებშიც პლასტიკური ფორმის განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესის  სხვა ვერსიებსაც შემოგთავაზებთ. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენას რამოდენიმე ავტორის: თამარ აბაკელიას (1905-1953)\, გულდა კალაძის (1932-1974) ჯემალ (ჯოტი) ბჟალავას (დ. 1944) და როკო ირემაშვილი (დ.1979) ქანდაკება შეემატა. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილია თამარ აბაკელიას   ქანდაკება  კოლმეურნის ოჯახი. ნამუშევარი პირველად იქნა გადატანილი მყარ მასალაში. ეს კომპოზიცია   (1939)  მისი  შემოქმედების  ლაიტმოტივია\,   რომელიც ზოგიერთ ნამუშევარში ბედნიერი ოჯახის სახელწოდებით მეორდება. ამ მოტივის კომპოზიცია მოქანდაკეს იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის)  ჰორელიეფური ფრიზისთვისაც აქვს შექმნილი. \nმხატვრის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში\, 1955  წელს\,  ეს ქანდაკება და კიდევ ერთი\, შედარებით კამერული ზომის ნამუშევარი  – მოწყალების და  მისი  ოჯახისგანვე შეიძინა საქართველოს ხელოვნების  მუზეუმმა. 2024 წლის მარტში საქართველოს ეროვნული გალერეის ინიციატივითა და  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თამარ აბაკელიას ამ ორივე ქანდაკებას ჩაუტარდა რესტავრაცია (ქანდაკებები მძიმე მდგომარეობაში იყო. შუალედური მასალა – თაბაშირი) და პირველად ჩამოისხა პოლიესტერსა და ბრინჯაოში: კომპოზიცია კოლმეურნის ოჯახთან ერთად ხელოვანის ცნობილი ქანდაკება შურს ვიძიებთ!  გადატანილ იქნა პოლიესტერში\, მოწყალების და  კი – ბრინჯაოში. \n  \nთამარ აბაკელია (1905-1953) –  მოქანდაკე\, გრაფიკოსი\, ფერმწერი და ილუსტრატორი\, თეატრისა და კინოს მხატვარი\, პირველი ქალი მონუმენტალისტია საქართველოში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ მოქანდაკეთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო იაკობ ნიკოლაძის\, ნიკოლოზ კანდელაკის\, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. თამარ აბაკელიამ შექმნა ჰორელიეფები (1936-1937) იმელის ფრონტონის ფრიზისათვის. ამ ნამუშევრებით  ხელოვანმა  ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე  მხატვრის შემოქმედებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. ომის პერიოდში შექმნილ  ნაწარმოებთაგან  ერთ-ერთი  საკულტო  ქანდაკებაა  შურს ვიძიებთ!\, რომლითაც აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახე შექმნა. \nგულდა კალაძის ნამუშევარი რთველი. (დაფერილი თაბაშირი. 1972. ჩაუტარდა რესტავრაცია). \nგულდა კალაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი შემოქმედება ძიებებით\, განსხვავებული მიგნებებითა და მხატვრული ხედვით გამოირჩევა. მისი ინდივიდუალიზმი ფერწერასა და გრაფიკაშიც აისახა\, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო\, რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა\, დახვეწილი პროპორციები. საგულისხმოა\, რომ გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის – თამარ აბაკელიას შვილია. \nჯემალ (ჯოტი) ბჟალავას ნამუშევარი პორტრეტი. (ქვა. 1989) \nჯემალ (ჯოტი) ბჟალავა თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემებს. ქვაში გამოკვეთილი ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები შთაგონებულია კავკასიის ხალხთა ლეგენდებით\, მისტიკური არაკებითა და ბერძნული მითებით. არქაული ფორმების ძიებისას მოქანდაკე ქვას უნარჩუნებს ბუნებრივ საწყისს. 1991 წლიდან ჯოტი ბჟალავა საფრანგეთში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქებს ამშვენებს\, მათ შორის გამორჩეულია 2018 წელს ქალაქ ნიმის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ხარის სკულპტურა. \n როკო ირემაშვილის ნამუშევარი დავითი. (პოლიესტერი. 2024) \nროკო ირემაშვილი – მხატვარი\, მოქანდაკე\, ხელოვანი\, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). \nმისი ნამუშევრები\, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად\, იქნება ეს ფერწერა\, ქანდაკება თუ ვიდეო\, სოციალური პროტესტის\, სარკაზმის\, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით\, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია; ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია. \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/416349685_1302632030400595_1363006084538228678_n-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240206T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20240310T180000
DTSTAMP:20260422T202850
CREATED:20240204T152220Z
LAST-MODIFIED:20240204T153535Z
UID:22435-1707213600-1710093600@art.gov.ge
SUMMARY:სიმონ-ვაჟა მელიქიშვილი - რეტროსპექტივა
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა 2024 წლის 6 თებერვლიდან 10 მარტამდე წარმოგიდგენთ სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის რეტრეოსპექტულ გამოფენას. \nამ გამოფენაზე  წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი\, თუმცა\, მათი უმეტესობა განუხორციელებელი დარჩა საბჭოთა იდეოლოგიასთან აბსოლუტური შეუსაბამობის გამო. ვაჟა მელიქიშვილის ყველა ნამუშევრისათვის სრულიად უცხოა სოციალისტური რეალიზმისათვის სახასიათო დიდაქტიზმი.  მის შემოქმედებაში ერთ ენაზე ლაპარაკობენ როგორც მეფეები\,  ასევე ზღაპრის გმირები. \nგამოფენაზე ფოტო და ვიდეომასალის სახითაა წარმოდგენილი ვაჟა მელიქიშვილის მიერ საბჭოთა პერიოდში ქ. სენაკში დადგმული კუბი.  მისი ოფიციალური სახელწოდების –  დიდების კუბის  მიუხედავად\,  ავტორი მას ხსოვნის კუბს უწოდებდა. კუბს\,  ზომის გარდა\,  დიდებასთან არაფერი აკავშირებს და ომს იმ დროისათვის უჩვეულოდ  ტრაგიკულსა და არაჰეროიკულ კონტექსტში განიხილავს. \nვაჟა მელიქიშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. სიცოცხლეში ხელოვანის მხოლოდ ერთი გამოფენა\, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე\,  2002 წელს გაიმართა ეროვნულ გალერეაში.  მაშინ ექსპონირებული იყო  მისი მხოლოდ რამდენიმე  სკულპტურა. დღევანდელი გამოფენა კი  დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ფართოდ გაეცნოს ხელოვანის  შემოქმედებას\,  ქანდაკებასთან ერთად იხილოს  მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/meliq.png
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
END:VCALENDAR