BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//art.gov.ge - ECPv6.0.3.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://art.gov.ge/ge/
X-WR-CALDESC:Events for art.gov.ge
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Tbilisi
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20260926T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20261122T180000
DTSTAMP:20261113T084706
CREATED:20260916T113633Z
LAST-MODIFIED:20260916T115108Z
UID:28426-1790445600-1795370400@art.gov.ge
SUMMARY:უჩა ჯაფარიძე - 120
DESCRIPTION:უჩა ჯაფარიძე 120\nსაიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა\n\n2026 წლის 26 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა „უჩა ჯაფარიძე  – 120“. \nუჩა ჯაფარიძე (1906–1988) ქართული სოცრეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობა მჭიდროდ დაუკავშირდა საბჭოთა ეპოქის კულტურულ პოლიტიკასა და ამ პოლიტიკით განსაზღვრულ მხატვრულ პრიორიტეტებს. ამავე დროს\, კარიერის ადრეულ წლებში ჯაფარიძე მონაწილეობდა XX საუკუნის ახალი ქართული ფერწერის ფორმირების პროცესში. მისი ადრეული ნამუშევრები ავლენს მოდერნისტულ ტენდენციებთან დიალოგს\, მხატვრული ძიებების სითამამესა და ფორმალური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს. \nსოციალისტური რეალიზმი – საბჭოთა კულტურული პოლიტიკის მიერ ოფიციალურად დამკვიდრებული მხატვრული მეთოდი – ხელოვნებას  საბჭოთა საზოგადოების სასურველი სახის შექმნას აკისრებდა. ამიტომ მხატვრული ნაწარმოები სახელმწიფო იდეოლოგიის\, საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ისტორიული ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებად იყო მიჩნეული. აქედან გამომდინარე\,  სოცრეალისტურ ხელოვნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კოლექტიური შრომის\, სოციალური გარდაქმნის\, გმირობის\, ოპტიმიზმისა და ახალი ადამიანის ფორმირების თემებს. \nუჩა ჯაფარიძის შემოქმედებაში სოცრეალიზმის პრინციპები თემატურ არჩევანსა და რეალისტურ მხატვრულ ენაში ვლინდება. მისი მრავალფეროვანი მემკვიდრეობა მოიცავს ისტორიული და საზოგადოებრივი თემატიკის კომპოზიციებს\, შრომის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს\, პორტრეტებს\, პეიზაჟებს\, ნატურმორტებსა და ჟანრულ სცენებს. \nმხატვრის ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი და საპატიო წოდებით აღინიშნა. \nამასთანავე\, ჯაფარიძის ხელოვნება მხოლოდ ოფიციალური იდეოლოგიური პროგრამით არ შემოიფარგლულა;  მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი უკავია პირად\, ნოსტალგიურ და უშუალოდ ნაცნობ მოტივებს  –  მშობლიურ რაჭას და მის სოფელ ღარს\,  სოფლის ყოფას\, ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს. რეალისტურ ჩანახატებში\, ეტიუდებსა და ჟანრულ სურათებში მხატვარი თითოეულ ფიგურას ინდივიდუალური ხასიათით წარმოაჩენს. ოფიციალური მხატვრული დოქტრინისა და პირადი გამოცდილების ურთიერთმიმართება გამოფენის ერთ-ერთი მთავარი თემაა. \nუჩა ჯაფარიძემ დაწყებითი სამხატვრო განათლება ონის სამხატვრო სკოლაში მიიღო\, შემდეგ კი თბილისში\, მოსე თოიძის სტუდიაში სწავლობდა. 1924 წელს იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოსე თოიძესთან\, ლადო გუდიაშვილთან\, დავით კაკაბაძესთან\, ევგენი ლანსერესთან\, სანდრო ციმაკურიძესა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ადრეულ შემოქმედებაზე. მოგვიანებით ჯაფარიძე ჩამოყალიბდა თვითმყოფად რეალისტ მხატვრად და ამ მხატვრული ენის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. \nექსპოზიცია აერთიანებს უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმის კოლექციაში დაცულ ნამუშევრებს\, აგრეთვე ფერწერულ ნამუშევრებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის\, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და კერძო პირთა კოლექციებიდან. \nნამუშევრების ფართო არჩევანი და ჟანრული მრავალფეროვნება დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს\, უფრო სრულად გაეცნოს უჩა ჯაფარიძის შემოქმედებით დიაპაზონს და დაინახოს\, როგორ თანაარსებობს მის ხელოვნებაში ეპოქის ოფიციალური მხატვრული მოთხოვნები და ავტორის პირადი\, ინტიმური სამყარო. \nგამოფენის ორგანიზატორი: რამაზ ჯაფარიძეკურატორები: ლიკა გიორგაძე\, მაია ჩიკვაიძე \nმხარდამჭერები: \nსაქართველოს კულტურის სამინისტრო \nსსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ \nსაქართველოს ეროვნული მუზეუმი
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-120/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2026/09/ონლაინი.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
END:VCALENDAR