BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//art.gov.ge - ECPv6.0.3.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:art.gov.ge
X-ORIGINAL-URL:https://art.gov.ge/ge/
X-WR-CALDESC:Events for art.gov.ge
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Tbilisi
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20260206T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20260307T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20260130T105620Z
LAST-MODIFIED:20260130T110139Z
UID:27315-1770400800-1772906400@art.gov.ge
SUMMARY:კოკი მახარაძე 95
DESCRIPTION:  \nკოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში \nდ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ქართველი მხატვრის\, მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის — კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა. ეს არის ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა. \nკოკი მახარაძე სამოღვაწეო ასპარეზზე 1950–60-იან წლებში გამოვიდა და სოცრეალიზმის ეპოქაში ჩამოაყალიბა საკუთარი\, განსხვავებული სახვითი ენა — სიმბოლისტურ-მეტაფორული კომპოზიციებით დატვირთული\, მკვეთრად ეროვნული თემატიკის ნამუშევრები. \nაკადემიაში სწავლის პერიოდში (1943–1953) მისი შემოქმედებითი ძიებები უკავშირდებოდა ისტორიული ჟანრის და აკადემიური რეალისტური ფერწერის ტრადიციებს. იგი იყო აპოლონ ქუთათელაძის და უჩა ჯაფარიძის მოწაფე. ცალკე დგას მისი სოცრეალისტური ნამუშევრების სერია\, რომელზეც 1960–70-იან წლებში მუშაობდა. \n1980-იანი წლებიდან იცვლება მისი წერის მანერა — ჩნდება წითლისა და შავის მისტიკურ კოლორიტში გადაწყვეტილი ექსპრესია (ვენეციისა და ინდოეთის სერიები). ქართულ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს ახასიათებს ფორმათა და ფიგურათა მძაფრი დინამიკა\, ფერადოვანი ლაქებით გადმოცემული სიუჟეტის ემოციური გამძაფრება\, ფონის აბსტრაგირება („ცეცხლითა და მახვილით“\, „ამაღლება“\, თბილისის ხედები). \nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ყველასათვის ცნობილი მონუმენტური ტილო „მიწა ქართული“\, რომლის გვიანდელი ვერსია მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეს. ასევე გამოიფინება 1970–80-იან წლებში შექმნილი სერიები და გრაფიკული ჩანახატები\, რომელთა ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება. \nგამოფენის გახსნა გაიმართება 6 თებერვალს\, 18:00 საათზე\, და დამთვალიერებლებს 7 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-95/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2026/01/el-baneri-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20260205T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20260315T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20260129T091902Z
LAST-MODIFIED:20260129T092200Z
UID:27306-1770314400-1773597600@art.gov.ge
SUMMARY:ოთარ სულავა 100
DESCRIPTION:  \nეროვნული გალერეა საქართველოს დამსახურებული მხატვრის – ოთარ სულავას (1926-2000)  საიუბილეო  გამოფენას მასპინძლობს. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში ოთარ სულავას პერსონალური გამოფენა პირველად იმართება და მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტულ სურათს გთავაზობთ. \nოთარ სულავამ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.  მისი პედაგოგები იყვნენ: მოსე თოიძე\, ვალენტინ შერპილოვი\, სერგო ქობულაძე\, უჩა ჯაფარიძე. მხატვრის  შემოქმედებითი ბიოგრაფია  5 ათეულ წელს მოიცავს. მან  მრავალფეროვანი ძიებებით სავსე შემოქმედებითი გზა განვლო. მისი მხატვრული მემკვიდრეობა სტილურად თუ თემატურად უცნაურად განსხვავებულ  ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 100-მდე ნამუშევარი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის\, ეროვნული გალერეისა და ოჯახის კოლექციებიდან. \nოთარ სულავას მრავალფეროვანი შემოქმედების სამეტყველო ენა ფერწერაა\, რომლის ამოუწურავი გამომსახველობითი შესაძლებლობების ძიებას მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და დაგვიტოვა მრავალმხრივ ღირებული  მხატვრული მემკვიდრეობა. \nგამოფენა გაიხსნება 5 თებერვალს 18:00 საათზე და გაგრძელდება 15 მარტის ჩათვლით.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-100/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2026/01/el-baneri.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20251016T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20251109T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20251021T120534Z
LAST-MODIFIED:20251021T120751Z
UID:27049-1760608800-1762711200@art.gov.ge
SUMMARY:კაროლ ფელიქსი - შუქურა
DESCRIPTION:  \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს კაროლ ფელიქსის გამოფენას – შუქურა. \nგამოფენა იმართება საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. \nკაროლ ფელიქსი  1961 წლის 26 ივლისს ქალაქ კოშიცეში დაიბადა. 1981–1987 წლებში ბრატისლავის სახვითი ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ალბინ ბრუნოვსკის ხელმძღვანელობით  ბეჭდურ გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციას სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძო  როგორც თავისუფალმა ხელოვანმა. მისი შემოქმედება მოიცავს მხატვრობას\, ბეჭდურ გრაფიკას\, ილუსტრაციას\, სკულპტურას\, დიზაინს\, ობიექტებს\, ინსტალაციებსა და საფოსტო მარკებს. \nფელიქსი არის გრაფიკის  ასოციაციის  – G BOD-ის თანადამფუძნებელი\, ასევე    სლოვაკეთისა და საერთაშორისო მსხვილი სამხატვრო გაერთიანებების აქტიური წევრი. წლების განმავლობაში მან გამართა 86 პერსონალური გამოფენა 19 ქვეყანაში;    მონაწილეობდა ევროპაში\, ამერიკაში\, აზიაში\, აფრიკასა და ავსტრალიაში გამართულ   250-ზე მეტ ჯგუფურ  გამოფენასა და კონკურსში. \nმისმა შემოქმედებამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა – სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან სამხრეთ კორეასა და აშშ-მდე. ფელიქსს  როგორც მოწვეულ ლექტორს წაკითხული  აქვს ლექციები   მექსიკაში\, სამხრეთ აფრიკაში\, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.   გარდა ამისა\, მისი კურატორობით მოეწყო  30-ზე მეტი გამოფენა სლოვაკეთსა და მის საზღვრებს გარეთ. \nგამოფენაზე – შუქურა წარმოდგენილი ნამუშევრებით მხატვარი განაგრძობს სინათლის\, სიმბოლიზმისა და წარმოსახვის კვლევას\, რომელიც ჩვენ შინა და გარე სამყაროს აკავშირებს. მისეული გამორჩეული ხედვითა და ოსტატობით კაროლ ფელიქსი მნახველს შთააგონებს\, ზედაპირს მიღმა გაიხედონ\, რათა აღმოაჩინონ უფრო ღრმა ძალები\, რომლებიც აყალიბებს ჩვენს ხედვასა თუ გრძნობებს. \nგამოფენა 16 ოქტომბერს 10:00 საათზე გაიხსნება და 9 ნოემბრამდე გასტანს.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/10/FB-FELIX-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250807T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250907T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20250714T085633Z
LAST-MODIFIED:20250714T150337Z
UID:26727-1754589600-1757268000@art.gov.ge
SUMMARY:პაატა მერაბიშვილი
DESCRIPTION:დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა გალერეა “ვანდასთან” თანამშრომლობით პირველად უმასპინძლებს პაატა მერაბიშვილის პერსონალურ გამოფენას. \nგამოფენა გაიხსნება 7 აგვისტოს\, 18:00 საათზე და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით. გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი. \nექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები (ქანდაკება\, ფერწერა\, გრაფიკა). \nპაატა მერაბიშვილი\, მხატვარი\, მოქანდაკე და დიზაინერი\, მიეკუთვნება ქართველ ხელოვანთა იმ თაობას\, რომელმაც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. \nპაატა მერაბიშვილი დაიბადა 1964 წელს\, თბილისში. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის დასრულებისთანავე\, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე\, გოგი ოჩიაურის სახელოსნოში. \nაკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ მან მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ გააგრძელა. ის აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებსა და სიმპოზიუმებში\, რის შედეგადაც მალევე მოიპოვა აღიარება და პოპულარობა. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან კოლექციებში. \n2023 წელს პაატა მერაბიშვილი დაბრუნდა სამშობლოში და პირველად წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე გალერეაში „ვანდა“ გამართული რეტროსპექტული გამოფენით „დე – ფორმაცია“\, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ქანდაკებები\, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. \nპაატა მერაბიშვილის შემოქმედებაში ნათლად და ორიგინალურად ვლინდება ეროვნული ტრადიციებისა და მოდერნისტული პლასტიკური ხელოვნების სინთეზი. მსოფლიო მხატვრული კულტურის\, მასალებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით\, მოქანდაკე ქმნის საკუთარ\, მრავალფეროვან მხატვრულ სამყაროს. როგორც ტრადიციების მიმდევარი\, ის თავის ნამუშევრებში ოსტატურად აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებას\, რაც მის ინდივიდუალურ მხატვრულ ენას განსაზღვრავს. \nმიუხედავად აბსტრაქტული ხასიათისა\, რომელიც პაატა მერაბიშვილის ნამუშევრებისთვისაა დამახასიათებელი\, მისი ქანდაკებები ზოგადად ფიგურატიული ხელოვნების კონტექსტში რჩება. ის გამოირჩევა თამამი ფორმალური ექსპერიმენტებითა და პლასტიკური ექსპრესიულობის ინტენსიური ძიებით. \nპაატა მერაბიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფერს\, რომელსაც ის თამამად იყენებს თავის შემოქმედებაში. მოცულობების ნათელი\, მონოქრომული გაჯერებული ფერები მნახველს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს მათი პლასტიკური თვისებები\, დინამიკა\, გამომსახველობა და რითმი. \nპაატა საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მოქანდაკედ მიიჩნევს თუმცა\, ქანდაკების გარდა\, ის ბევრ დროს უთმობს ფერწერას\, გრაფიკასა და კოლაჟს. მისი მეტად ემოციური\, დინამიური და ჟღერადი ფერწერული ტილოები და კოლაჟები გაგრძელებას სკულპტურებში ჰპოვებენ. \nპაატა მერაბიშვილისთვის\, იყო მოქანდაკე ნიშნავს – „ ყველაფრის სივრცეში აღქმის შინაგან მდგომარეობას\, როდესაც თვით აზრსაც გააჩნია მოცულობა და ფერი“. \nამ განცდების ფორმად გადმოტანა — სიბრტყეზეც და სივრცეშიც — მისი მხატვრული ხედვის გამოხატულებაა. \n  \nვანდა მუჯირი
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/07/WhatsApp-Image-2025-07-13-at-15.51.48.jpeg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250620T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250803T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20250613T120652Z
LAST-MODIFIED:20250613T123618Z
UID:26641-1750442400-1754244000@art.gov.ge
SUMMARY:CORPUS MARINA: სხეული\, ჯვარცმა\, მსხვერპლშეწირვა
DESCRIPTION:მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში. \n20 ივნისს 18:00 საათზე\, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა CORPUS MARINA – მარინა ივანიშვილის შემოქმედების კონცეპტუალურად აგებული პანორამა\, სადაც მისი ქანდაკებები და ნახატები სამი თემის – სხეულის\, ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირვის პრიზმაში იქნება წარმოდგენილი. \nსიტყვა COPRUS ლათინურად სხეულსაც ნიშნავს და ნამუშევართა კრებულსაც. ტორსი\, როგორც სხეულის ფრაგმენტი\, მარინა ივანიშვილის შემოქმედების მთავარი მოტივია. მისი  სოლო გამოფენა\, შესაბამისად\,   შიშველი სხეულების ექსპოზიციაა და  შემოქმედის ნამუშევართა  „კრებულიც“. \nექსპოზიციის სტრუქტურა \nსხეული – მარინა ივანიშვილის ტორსები \nჯვარცმა – ქრისტეს ტორსი და შიშველი ფიგურები \nმსხვერპლშეწირვა  –  ბესტიარიუმი და მითოლოგიური არსებები რიტუალურ წრეში. \nგამოფენა 3 აგვისტრომდე გასტანს. \nმხატვრის შესახებ: \nმარინე ივანიშვილი (1952 – 2025) მოქანდაკე\, გრაფიკოსი\, ფერმწერი\, პუბლიცისტი\, პედაგოგი\, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983). \n1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. \nარტისტული მოღვაწეობის აქტიურ წლებში\, ძირითადად\, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში – ორივე მედიუმში ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსები და ცხოველთა გამოსახულებები. \nმარინე ივანიშვილი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი\, საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-89 წლებში   ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლთან არსებულ  ქანდაკების ბავშვთა სტუდიას;  ხელოვნების დარგში კონსულტირებას უწევდა  ონლაინ სტუდიოს  ელექტრონულ კატალოგს ART.ge. \nმარინე ივანიშვილი მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ უამრავ გამოფენაში:  გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ჰამბურგის ქალთა კულტურის ცენტრში (1991); ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკასა (1997) და პარიზში (2021). მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში\, ასევე კერძო კოლექციებში.
URL:https://art.gov.ge/ge/event/corpus-marina-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9e/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/06/unnamed.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20250115T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20250112T010441Z
LAST-MODIFIED:20250201T035632Z
UID:26210-1736935200-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:ვალენტინ შერპილოვი და მისი მოსწავლეები : ედმონდ კალანდაძე\, ჯიბსონ ხუნდაძე\, ჟანი მეძმარიაშვილი\,ზურაბ ნიჟარაძე
DESCRIPTION:ვალენტინ  შერპილოვი \n(1911\, თბილისი – 1974\, თბილისი ) \nფერმწერი ვალენტინ შერპილოვი\, თავდაპირველად\,  სწავლობდა (1932-1938) ქანდაკებას თბილისის სამხატვრო აკადემიაში\, თუმცა\, დავით კაკაბაძის რჩევით\, გადავიდა ფერწერის კათედრაზე და სწავლა დავით კაკაბაძესთან გააგრძელა. აკადემიის დასრულების შემდეგ  მუშაობდა მოსე თოიძის ასისტენტად ფერწერის კათედრაზე. 1930-იანი წლების მიწურულს   ახალგაზრდა პედაგოგი  შერპილოვი სტუდენტებს შორის “არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისათვის აკადემიიდან დაითხოვეს. 1938-1974 წლებში  ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. ადრეული პერიოდიდანვე ხატავდა ჟანრულ კომპოზიციებს\, პორტრეტებს\, თბილისის ყოფის ამსახავ სცენებს. მის შემოქმედებას ახასიათებს ფერის გამომსახველობა\, თავისუფალი წერის მანერა. 1960-იან წლებში  გაიტაცა ენკაუსტიკის ტექნიკამ. ვალენტინ შერპილოვმა აღზარდა მხატვართა არაერთი თაობა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და პედაგოგის წოდებები. \nმისი ნამუშევრები დაცულია სემ/ ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში\, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში\, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი)\, აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმსა (მოსკოვი) და საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. \n  \nვალენტინ შერპილოვი  – მხატვარი და პედაგოგი უაღრესად ქართული მოვლენაა. ეროვნებით რუსმა ქართული კულტურის სამსახური დაისახა მიზნად\, რაკი  ბედმა თუ ბედისწერამ  თავიდანვე აქ მიუჩინა ადგილი. ქართული იყო მისი ენა\, ქართული იყო მისი ოჯახური გარემო\, ქართული ყოფა და ადათ-წესები აყალიბებდა  მის სულიერ სამყაროს\, ესეც  მხოლოდ და მხოლოდ ისევ მისი კეთილშობილებისა და არისტოკრატიზმის გამოხატულებაა. \nროცა შერპილოვი თბილისის სამხატვრო აკადეშიაში სწავლობდა\, იქ ქართული კულტურის ისეთი წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ\, როგორიც იყვნენ ლანსერე\, თოიძე\, კაკაბაძე\, ბაჟბეუქ-მელიქოვი.  ეს კი თავისთავად განაპირობებდა სწავლების მაღალ დონესა და პროფესიონალიზმის ხარისხს. და მაინც\, განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით შერპილოვი  ყოველთვის  დავით კაკაბაძეს იხსენებდა\, რომელმაც\, ფაქტობრივად\, გზაზე დააყენა და თვალი აუხილა ახალგაზრდა შემოქმედს. ისიც უნდა ითქვას\, რომ ყველა ჭეშმარიტი შემოქმედივით შერპილოვსაც სიკვდილამდე არ განელებია სწავლის მძაფრი წყურვილი. სწავლობდა კლასიკური კომპოზიციის პრინციპებს\, გადმოჰქონდა ასლები ტინტორეტოსა  და ვერონეზეს ნახატებიდან\, დელაკრუას დღიური მისი სამაგიდო წიგნი იყო\, რადგან მიზნად ჰქონდა დასახული ფერწერის ტექნოლოგიის საიდუმლო პროცესებში გარკვევა. ასევე დიდი ინტერესით სწავლობდა ენკაუსტიკას (ენკაუსტიკის ტექნიკით 5 სურათი აქვს შექმნილი). ამ ტექნიკით შექმნილ სურათთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავია  პატარა სცენა იტალიური ცხოვრებიდან.  ის მხატვარმა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა. იტალიაში გატარებულმა სულ რამდენიმე დღემ თითქოს ახალი ძალა შეჰმატა. თვითონვე ამბობდა\, თითქოს ხელახლა  დავიბადეო.  პატარა სცენა იტალიური ცხოვრებიდან  ჩვეულებრივი\, კამერული\, ყოველდღიური ამბავია\, მაგრამ მხატვრის ხელით ფერთა დღესასწაულადაა ქცეული\, საიდანაც მკაფიოდ ისმის ავტორისეული ცოცხალი ხმა. ფერთა სიმდიდრე სურათში შეხამებულია ცვილის საღებავისთვის დამახასიათებელ  მარმარილოსებრ ფაქტურასთან\, რაც სურათს ძვირთვასი ქვის მდიდრულ ელვარებას სძენს. \nშერპილოვის თემატური დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. პორტრეტებისა და პეიზაჟის გვერდით მრავლად ვხვდებით ისტორიულსა და რევოლუციურ თემაზე შესრულებულ სურათებს. რა თქმა უნდა\, ბევრი ნამუშევარი კონიუნქტურული სახისაა\, იმ დროისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური და სოციალური პროცესების შედეგი\, მაგრამ ერთი\, რაც ამ სურათებში ჩანს\, რაზეც დაბეჯითებით შეიძლება საუბარი\, ეს მხატვრის მაღალი პროფესიული დონეა. სხვანაირად რომ ვთქვათ\, ყველა ნამუშევარში ერთნაირად ჩანს ოსტატი. \nშერპილოვი  უტყუარი „სმენის” კოლორისტია\, რომელსაც უნარი შესწევს\,  საკუთარი ხილვები და შეგრძნებები ფერის ურთულეს ენაზე გადაიტანოს. სწორედ ამიტომ ეთმობა მის ფერწერაში განსაკუთრებული ყურადღება ფერის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას. ამიტომაც სწავლობს\, ეძებს\, ექსპერიმენტატორობს განუწყვეტლივ. ვალენტინ შერპილოვი სულით ხორცამდე მხატვარია. ფერწერა მისთვის არა მარტო მოწოდება\, არამედ სულიერი მოთხოვნაცაა\, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში  ემსახურა. რაც მთავარია\, ჩვენც გადმოგვეცა და გადმოგვედო მის მიერ შექმნილი ხმებისა და ფორმების\, ფერებისა და ჩრდილების მისი თვალით აღქმის უნარი. შემოქმედებისადში სწორედ ასეთი უანგარო  და ლამის თავგანწირვამდე მისული დამოკიდებულებით იწვევდა ის ახალგაზრდების აღფრთოვანებასა და სიყვარულს. რაც მთავარია\, ის არა მარტო შემოქმედებით\, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც ღირსებას მატებდა მხატვრისა და პედაგოგის სახელს. აღსანიშნავია\, რომ 50-იანი წლების ქართულ მხატვრობაში მომხდარ ცვლილებებს სწორედ იმ მხატვართა ჯგუფს უკავშირებენ\, რომელთა ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი  ვალენტინ შერპილოვს  როგორც პედაგოგს. იმ წლებში ახალგაზრდა მხატვრებისთვის შერპილოვის მხატვრობა  სპეციფიკური ფერწერული ძიებების გაღრმავების საფუძველსაც იძლეოდა. ისიც  საგულისხმოა\, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა მხატვრებმა (ედმონდ კალანდაძემ\, ჯიბსონ ხუნდაძემ\, ჟანი მეძმარიაშვილმა\, ზურაბ ნიჟარაძემ და სხვებმა) განსაზღვრეს თანამედროვე ქართული მხატვრობის სახე. ისინი მასწავლებლის ტილოებში\, უპირველეს ყოვლისა\, ფერის იმპრესიონისტულ სიმდიდრეს\, კომპოზიციის უზადო ცოდნასა და ნახატის ოსტატობას აფასებდნენ. ფერმა  როგორც მთავარმა ემოციურმა საწყისმა  აქტიურად დაიმკვიდრა ადგილი სურათში. თამამად აჟღერდა მისი გამომსახველობითი ძალა\, ხოლო გამომსახველობითი ენის გაღრმავებამ\, თავის მხრივ\, განაპირობა სურათების კამერულობა.. \nსოფიო იოსელიანი
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/01/V.-Sherpilov-1.jpg
ORGANIZER;CN="Georgian%20National%20Gallery":MAILTO:gng.exhibition@gmail.com
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241218T140000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250323T170000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20241210T202814Z
LAST-MODIFIED:20241211T172424Z
UID:26176-1734530400-1742749200@art.gov.ge
SUMMARY:საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2023\, ნაწილი 5
DESCRIPTION:  \nვალერიან სიდამონ-ერისთავი \nსერგო ქობულაძე \nვერა როხლინა – შლეზინგერი \nფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი \nირინა შტენბერგი \n შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021 წლიდან შეძლო. \nეს გახლავთ 122 მხატვრის ნამუშევრები\, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე\, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. \nკოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც; ამას გარდა\, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია\, რომელიც გვაძლევს საშუალებას\, გავიგოთ\, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახავად\, საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად თანამედროვე ტენდენციებთან. \nასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის\, ვალერიან სიდამონ-ერისთავის\, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები\, მათ შორის\, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. \n2022 წლიდან მოყოლებული დღემდე შესაძლებელი გახდა მხატვრების:  სერგო ქობულაძის\, კირილე ზდანევიჩის\, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის\, ირინა შტენბერგის\, გაიანე ხაჩატურიანის და სხვათა ნამუშევრების\,  მოქანდაკეების: რუსუდან გაჩეჩილაძის\, ვაჟა მელიქიშვილის\, კარლო გრიგოლიას და სიმონ გირკელიძის ქანდაკებების შეძენა. \nშალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება ეტაპობრივად ხდება. 2024 წლის 18 დეკემბრიდან 2025 წლის 23 მარტის ჩათვლით სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი კოლექციის რიგით მეხუთე გამოფენა იმართება.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/
LOCATION:სიღნაღის მუზეუმი\, შოთა რუსთაველის ჩიხი 8\, სიღნაღი\, Georgia
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/12/FB-banner-signagi.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241109T180000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250105T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20241107T080602Z
LAST-MODIFIED:20241107T114136Z
UID:25682-1731175200-1736100000@art.gov.ge
SUMMARY:ვახტანგ ბერიძის\, ზაქარია მაისურაძის\, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:ქართული ხელოვნების მკვლევართა – ვახტანგ ბერიძის\, ზაქარია მაისურაძის\, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის – ნამუშევრების გამოფენის მიზანია მეცნიერული კვლევისა და მხატვრული შემოქმედების სინთეზის შედეგების ასახვა\, თუ როგორი გავლენა იქონია ერთმა მეორეზე და რამდენად ასაზრდოებდა ეს ორი სფერო ერთმანეთს. ოთხივე მკვლევარი წარმომადგენელია ხელოვნების მუშაკთა იმ პირველი თაობისა\, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული ხელოვნების მეცნიერულად შესწავლას. ამ ავტორების ფუძემდებლური ნაშრომების გარდა\, მათი განუმეორებელი ბიოგრაფიები და შემოქმედება\, რომელიც ინტუიციურ და ემოციურ გამოცდილებას მეცნიერულ კვლევაზე დამყარებულ გამოცდილებასთან აერთიანებს\, მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილია. \nნინო სეხნიაშვილი \nგამოფენის ავტორი
URL:https://art.gov.ge/ge/event/exhibition-of-works-by-vakhtang-beridze-zachariah-maisuradze-longinoz-sumbadze-and-rene-schmerling/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/event-cover.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241108T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20241104T124912Z
LAST-MODIFIED:20241104T151335Z
UID:25410-1731060000-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:ქართულ ფრესკათა ასლები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან
DESCRIPTION:  \nგამოფენა წარმოგიდგენთ XX საუკუნის დასაწყისში  ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ შუასაუკუნოვანი ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლებს. შერჩეული ნამუშევრები მცირე ნაწილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექციისა\, რომლის შექმნა უკავშირდება  ქართული კულტურისა  და სამუზეუმო საქმის მოამაგეების-ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის\, საისტორიო-საეთნოგრაფიო და ხელოვანთა საზოგადოებების  მოღვაწეობას. \nქართული კულტურის კვლევის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო  და მათში იმთავითვე  ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ იმ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა\, შემდგომ კი ცნობილი ქართველი მხატვრები. ფასდაუდებელია მათ მიერ შექმნილი  არტეფაქტები. ამ ასლთაგან ბევრის დედანი დღეს  აღარ არსებობს ან ძალზე დაზიანებულია. \nეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ ქართულ ფრესკათა ასლები და ჩანახატები წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საგანძურს\, რომელთაც\,  ამავდროულად\, დამოუკიდებელი  მხატვრული ღირებულება აქვთ. გამოფენილ ექსპონატთა   თარიღების მიხედვით\, თვალსაჩინოა\, რომ  ამ ნამუშევრებით\, ფაქტობრივად\, იწყება დიდი ქართველი მხატვრების – დავით კაკაბაძის\, ლადო გუდიაშვილის\, შალვა ქიქოძის\, დიმიტრი შევარდნაძისა და სხვების  შემოქმედებითი გზა. თითოეული მათგანი დედნებთან სიახლოვით\, ცოცხალი გამომსახველობითა და ორიგინალური ავტორისეული ხელწერითაა შესრულებული. გამოფენილ ასლთა  გაცნობა მნიშვნელოვანია წარმოდგენილ მხატვართა შემოქმედებათა კვლევისთვის.
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/poster-fresco.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20241106T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20250407T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20241103T091857Z
LAST-MODIFIED:20250201T035817Z
UID:25283-1730887200-1744048800@art.gov.ge
SUMMARY:XIX  საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერა
DESCRIPTION:  \nგამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს-ის ე.წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის  დაზგური ფერწერის 18  ნიმუში –  თანადროული საქართველოს მკვიდრთა –  მეფეების\, დედოფლების\, ბატონიშვილების\, თავად-აზნაურების\,   სამხედრო პირების\,   მოხელეებისა   და მოქალაქეების   პორტრეტთა  გალერეა. \nქართული ხელოვნების ისტორიის განმავლობაში მის მხატვრულ სტილთა ჩამოყალიბებაზე  ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული ტრადიციები. ყოველივე ეს განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით\, ასევე მცირე ქვეყნებისათვის ჩვეული ხვედრით. XVIIIს-ის II ნახევარსა და XIX ს-ის I ნახევარში აღმოსავლურისლამურ და დასავლურევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოიხატა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში\, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.  მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც. ამიტომაც   XIX ს-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის  შეთავსება.   ამ სკოლის   წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად  ქართული საწყისი – საქართველოს შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია\,  მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო   ირანული მხატვრობაც. ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის დამკვიდრებაში\, უდავოდ\, არსებითი როლი შეასრულა  ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით  ჩასახულმა და განვითარებულმა XVIII ს-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტებმაც. საქართველოში შემორჩენილია ამ სკოლის 200-მდე ნამუშევარი\, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიჩნეულია ტიპურობა\, ზოგადობა და საყოველთაობა. \nXVIII ს-ის დასასრულისთვის  ხდება ერთგვარი შედუღება შემოსულისა და იმისა\, რაც\, ტრადიციულად\, შუა საუკუნეებიდან მოდის და იქმნება ძალიან საგულისხმო ხელოვნება…. რუსეთის შემოსვლით არა უბრალოდ გაუქმდა მეფობა\, არა უბრალოდ წაართვეს ეკლესიას თვითმყოფადობა\, არამედ მოიშალა მთელი სოციალური წესრიგი. ხელოვნებაში ეს გამოიხატა იმით\,  რომ ჩვენ ვხედავთ სხვანაირ გადალაგებას – ისევ შემოდის კიდევ ერთი ტალღა ევროპული გავლენისა და ისევ მას ეგებება ადგილობრივი ტრადიცია.  ეს ხდება 1820-იანი წლების მიწურულიდან  და იქმნება ძალიან საინტერესო მოვლენა. ჩვენ მას ვუწოდებთ ტფილისურ პორტრეტს\, თუმცა\, როგორც ჩანს\, ის არაა  მხოლოდ თბილისური… ეს მოვლენა დღეს უკვე საკმაოდ კარგადაა  ცნობილი. ჩვენ ვიცით\, რომ იქ  ნამდვილად    ძალიან ბევრი მხატვარია\, მაგრამ ისევ  არანაირი სახელები და გვარები… არის არაერთი ნამუშევარი\, სადაც ჩვენ ვხედავთ ქართულ ტრადიციას სახვითი ხელოვნებისა და სომხურ ტრადიციას\, ამავე დროს\, არის გამაერთიანებელი ნიშნებიც…ხან აღმოსავლური გაკრთება რაღაც\, ხან უცებ ძველი\, ჩვენი\, შუასაუკუნოვანი სხვადასხვა შეხამებით. საინტერესოა\, როგორ უკავშირდება ეს მოვლენა იმ დასს მხატვართა\, რომელნიც გამოდიან საასპარეზოდ XIX ს-ის დასასრულ… \nტექსტი მომზადდა დიმიტრი თუმანიშვილის წიგნის – XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი  მიხედვით
URL:https://art.gov.ge/ge/event/xix-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/11/ucnobi-avtori-baneri-157x295-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Tbilisi:20240207T100000
DTEND;TZID=Asia/Tbilisi:20241007T180000
DTSTAMP:20260501T051628
CREATED:20240204T184502Z
LAST-MODIFIED:20250201T053816Z
UID:22453-1707300000-1728324000@art.gov.ge
SUMMARY:ქანდაკების კოლექცია
DESCRIPTION:  \nეროვნული გალერეის მეორე სართულზე ფიროსმანის მუდმივ გამოფენასთან ერთად იხსნება ქანდაკების გამოფენა\, როგორც ეროვნული მუზეუმის ახალშეძენილი ქანდაკების კოლექციიდან\, ასევე ეროვნული მუზეუმის საქანდაკო ფონდებიდან. ექსპოზიცია მცირე ფორმატში წარმოაჩენს ქართული მრგვალი ქანდაკების ძირითად  ვიზუალურ მახასიათებლებს მისი 100 წლიანი ისტორიის მანძილზე. \nწარმოდგენილი იქნება ქართული მრგვალი ქანდაკების ფუძემდებლების იაკობ ნიკოლაძის და ნიკოლოზ კანდელაკის თითო ქანდაკება. ორმა დიდმა მოქანდაკემ შექმნა თანამედროვე ქართული ქანდაკების სკოლა და საფუძველი ჩაუყარა ამ დარგში ორ განსხვავებულ შემოქმედებით მეთოდს. \nმეოცე საუკუნის 60-იან წლებში ასპარეზზე გამოდიან მოქანდაკეები\, რომლებმაც თვისობრივად შეცვალეს ქართული ქანდაკება. ამ თაობიდან გამოვყავით კარლო გრიგოლიას ხაზი. გამოფენილი იქნება კარლო გრიგოლიას ორი ქანდაკება. პირველად გამოიფინება მისი აბსტრაქტული კომპოზიცია. \nასევე ექსპონირებული იქნება 70-ან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული მოქანდაკეების ვაჟა მელიქიშვილის და რუსუდან გაჩეჩილაძის ნამუშევრები. პირველის შემთხვევაში\,   მატერიალურისაგან განყენებულის\, ტრანსცენდენტური აზროვნების ვიზუალიზაციას ვხედავთ;  ხოლო მეორესთან\, მაგიური არტეფაქტები გვნუსხავს\, სადაც თაბაშირის შუალედური მატრიცა საბოლოო მასალად იქცევა დაფერვით მანიპულაციის გზით. \nდამთვალიერებლისთვის აღმოჩენა იქნება 70-იანი წლების ხელოვანის სიმონ გირკელიძის ორი ნამუშევარი. მათ შორის  საბჭოთა ძაღლი\,  რომელიც მაწანწალა ძუკნას გამოსახავს და ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა ეკონომიკაზე. ბუნებრივია\, საბჭოთა პერიოდში\, ის არცერთ გამოფენაზე არ ყოფილა დაშვებული. \nდამთვალიერებელი იხილავს ასევე ორი თანამედროვე ავტორის როკო ირემაშვილის და ლევან ყიფშიძის სკულპტურებსაც\, რომელთა ნამუშევრები უკვე გარკვეული პერიოდია გალერეის სივრცეშია ექსპონირებული. \nუახლოეს პერიოდში\, ქანდაკების აღნიშულ კოლექციას დაემატება თამარ აბაკელიას საკულტო ნამუშევარი შურს ვიძიებთ\, რომლის თანამედროვე მასალაში ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უდიდესი ქართველი მოქანდაკის ჩართულობა გამოფენაში\, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა უდაოდ მეტ ყურადღებას იმსახურებს დღეს. \nბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო რამდენიმე მოქანდაკის პერსონალური გამოფენა\, რომელთაც ფართო საზოგადოებას გააცნეს მხოლოდ ვიწრო სპეციალისტთა წრეში დაფასებული უმნიშვნელოვანეს ხელოვანთა შემოქმედებები. \nეროვნული გალერეა მომდევნო გამოფენებშიც პლასტიკური ფორმის განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესის  სხვა ვერსიებსაც შემოგთავაზებთ. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენას რამოდენიმე ავტორის: თამარ აბაკელიას (1905-1953)\, გულდა კალაძის (1932-1974) ჯემალ (ჯოტი) ბჟალავას (დ. 1944) და როკო ირემაშვილი (დ.1979) ქანდაკება შეემატა. \nდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილია თამარ აბაკელიას   ქანდაკება  კოლმეურნის ოჯახი. ნამუშევარი პირველად იქნა გადატანილი მყარ მასალაში. ეს კომპოზიცია   (1939)  მისი  შემოქმედების  ლაიტმოტივია\,   რომელიც ზოგიერთ ნამუშევარში ბედნიერი ოჯახის სახელწოდებით მეორდება. ამ მოტივის კომპოზიცია მოქანდაკეს იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის)  ჰორელიეფური ფრიზისთვისაც აქვს შექმნილი. \nმხატვრის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში\, 1955  წელს\,  ეს ქანდაკება და კიდევ ერთი\, შედარებით კამერული ზომის ნამუშევარი  – მოწყალების და  მისი  ოჯახისგანვე შეიძინა საქართველოს ხელოვნების  მუზეუმმა. 2024 წლის მარტში საქართველოს ეროვნული გალერეის ინიციატივითა და  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თამარ აბაკელიას ამ ორივე ქანდაკებას ჩაუტარდა რესტავრაცია (ქანდაკებები მძიმე მდგომარეობაში იყო. შუალედური მასალა – თაბაშირი) და პირველად ჩამოისხა პოლიესტერსა და ბრინჯაოში: კომპოზიცია კოლმეურნის ოჯახთან ერთად ხელოვანის ცნობილი ქანდაკება შურს ვიძიებთ!  გადატანილ იქნა პოლიესტერში\, მოწყალების და  კი – ბრინჯაოში. \n  \nთამარ აბაკელია (1905-1953) –  მოქანდაკე\, გრაფიკოსი\, ფერმწერი და ილუსტრატორი\, თეატრისა და კინოს მხატვარი\, პირველი ქალი მონუმენტალისტია საქართველოში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ მოქანდაკეთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო იაკობ ნიკოლაძის\, ნიკოლოზ კანდელაკის\, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. თამარ აბაკელიამ შექმნა ჰორელიეფები (1936-1937) იმელის ფრონტონის ფრიზისათვის. ამ ნამუშევრებით  ხელოვანმა  ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე  მხატვრის შემოქმედებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. ომის პერიოდში შექმნილ  ნაწარმოებთაგან  ერთ-ერთი  საკულტო  ქანდაკებაა  შურს ვიძიებთ!\, რომლითაც აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახე შექმნა. \nგულდა კალაძის ნამუშევარი რთველი. (დაფერილი თაბაშირი. 1972. ჩაუტარდა რესტავრაცია). \nგულდა კალაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი შემოქმედება ძიებებით\, განსხვავებული მიგნებებითა და მხატვრული ხედვით გამოირჩევა. მისი ინდივიდუალიზმი ფერწერასა და გრაფიკაშიც აისახა\, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში სულ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო\, რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა\, დახვეწილი პროპორციები. საგულისხმოა\, რომ გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის – თამარ აბაკელიას შვილია. \nჯემალ (ჯოტი) ბჟალავას ნამუშევარი პორტრეტი. (ქვა. 1989) \nჯემალ (ჯოტი) ბჟალავა თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემებს. ქვაში გამოკვეთილი ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები შთაგონებულია კავკასიის ხალხთა ლეგენდებით\, მისტიკური არაკებითა და ბერძნული მითებით. არქაული ფორმების ძიებისას მოქანდაკე ქვას უნარჩუნებს ბუნებრივ საწყისს. 1991 წლიდან ჯოტი ბჟალავა საფრანგეთში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქებს ამშვენებს\, მათ შორის გამორჩეულია 2018 წელს ქალაქ ნიმის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ხარის სკულპტურა. \n როკო ირემაშვილის ნამუშევარი დავითი. (პოლიესტერი. 2024) \nროკო ირემაშვილი – მხატვარი\, მოქანდაკე\, ხელოვანი\, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). \nმისი ნამუშევრები\, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად\, იქნება ეს ფერწერა\, ქანდაკება თუ ვიდეო\, სოციალური პროტესტის\, სარკაზმის\, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით\, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია; ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია. \n  \n 
URL:https://art.gov.ge/ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/
LOCATION:Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery\, 11 Rustaveli ave\, Tbilisi\, Georgia\, 0108
CATEGORIES:simple,simple,simple
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://art.gov.ge/wp-content/uploads/2024/02/416349685_1302632030400595_1363006084538228678_n-1.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR