Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

„ნინგიო” – იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“

24 აგვისტო 13:00 - 17 ოქტომბერი 18:00

 

 

 

სიღნაღის ერთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული იაპონური თოჯინების გამოფენა, იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბნებული თოჯინების ხელოვნების ტრადიციას წარმოაჩენს. გამოფენის ორგანიზატორია იაპონიის ფონდი, ხელშემწყობი –  იაპონიის საელჩო საქართველოში,ლ მხარდამჭერი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

იაპონიის ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს მსოფლიოსთან იაპონიის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას.

იაპონური ხელოვნებისა და კულტურის უცხოეთისთვის გასაცნობად ფონდი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა აქტივობაზე  და   „მოგზაური გამოფენის“ პროგრამას, ახორციელებს, რომელიც  აერთიანებს ფონდის კოლექციის  ნამუშევრებს.  “მოგზაური ექსპოზიცია” ყოველწლიურად  მსოფლიოს  დაახლოებით 80 მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში ხორციელდება. „მოგზაურ გამოფენებში“ წარმოდგენილია ნამუშევრები ხელოვნების 15 სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის: თანამედროვე ხელოვნება, ხელნაკეთობა, ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი, მანგა და იაპონური თოჯინების კულტურა.

„NINGYŌ იაპონური თოჯინების ხელოვნება და სილამაზე“  ძალიან პოპულარული „მოგზაური გამოფენაა“ . თოჯინების კულტურა, რომელიც  იაპონიის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა, წარმოდგენილია კატაშიროდან და ამაგაცუდან ჩამოტანილი  67 რჩეული თოჯინით, რომლებიც  იაპონური თოჯინების არქეტიპებად ითვლება.

სიღნაღის  მუზეუმს  იაპონიის ფონდსა და იაპონიის  საელჩოსთან  ხუთწლიანი  თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. სწორედ აქ მოეწყო 2017  წელს იაპონიის თოჯინების „მოგზაური გამოფენა“.  მას  შემდეგ იაპონიის  საელჩოს ინიციატივით,  იაპონელი  ხელოვანისა და  კალიგრაფისტის – აკემი  ლუკასის, მხატვარ-ილუსტრატორ ტაკეჰიდე  ჰარადას, დიპლომატისა  და მოყვარული  ფოტოგრაფის – იმანიში  ტაკაოს  ნამუშევართა  გამოფენები გაიმართა. გამოფენებთან ერთად, საელჩოს  ორგანიზებით, ხორციელდებოდა საგანმანათლებლო  პროგრამები  და იმართებოდა სამუშაო შეხვედრები.

 

დეტალები

დასაწყისი:
24 აგვისტო 13:00
დასასრული:
17 ოქტომბერი 18:00

ორგანიზატორი

Embassy of Japan in Georgia

ადგილი

სიღნაღის მუზეუმი
შოთა რუსთაველის ჩიხი 8
სიღნაღი, Georgia
+ Google Map

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.