Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ქართულ ფრესკათა ასლები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან

8 ნოემბერი 2024 10:00 - 31 იანვარი 2025 18:00

 

გამოფენა წარმოგიდგენთ XX საუკუნის დასაწყისში  ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ შექმნილ შუასაუკუნოვანი ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლებს. შერჩეული ნამუშევრები მცირე ნაწილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული მდიდარი კოლექციისა, რომლის შექმნა უკავშირდება  ქართული კულტურისა  და სამუზეუმო საქმის მოამაგეების-ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის, საისტორიო-საეთნოგრაფიო და ხელოვანთა საზოგადოებების  მოღვაწეობას.

ქართული კულტურის კვლევის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო  და მათში იმთავითვე  ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ იმ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა, შემდგომ კი ცნობილი ქართველი მხატვრები. ფასდაუდებელია მათ მიერ შექმნილი  არტეფაქტები. ამ ასლთაგან ბევრის დედანი დღეს  აღარ არსებობს ან ძალზე დაზიანებულია.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ ქართულ ფრესკათა ასლები და ჩანახატები წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საგანძურს, რომელთაც,  ამავდროულად, დამოუკიდებელი  მხატვრული ღირებულება აქვთ. გამოფენილ ექსპონატთა   თარიღების მიხედვით, თვალსაჩინოა, რომ  ამ ნამუშევრებით, ფაქტობრივად, იწყება დიდი ქართველი მხატვრების – დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, დიმიტრი შევარდნაძისა და სხვების  შემოქმედებითი გზა. თითოეული მათგანი დედნებთან სიახლოვით, ცოცხალი გამომსახველობითა და ორიგინალური ავტორისეული ხელწერითაა შესრულებული. გამოფენილ ასლთა  გაცნობა მნიშვნელოვანია წარმოდგენილ მხატვართა შემოქმედებათა კვლევისთვის.

Details

Start:
8 ნოემბერი 10:00
End:
31 იანვარი 2025 18:00
Website:
museum.ge

Organizer

Shalva Amiranashvili Fine Arts Museum

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.