Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ფიროსმანის შედევრების დაბრუნება: განახლებული გამოფენა

13 თებერვალი 2024 10:00 - 13 თებერვალი 2025 18:00

 

თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები დაბრუნდა საერთაშორისო გამოფენებიდან.  2024 წლის 9 თებერვლიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის განახლებული საგამოფენო სივრცე მხატვრის შემოქმედების ახალ ექსპოზიციაზე გიწვევთ. წარმოდგენილი იქნება  ხელოვნების  20-მდე ნამუშევარი, მათ შორის მისი შედევრები: მეთევზე წითელ პერანგში,  ჟირაფი, აქტრისა მარგარიტა, ორთაჭალის ტურფები  და სხვა.

2023-2024 წლებში ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრობას უმასპინძლა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხმა საგამოფენო ცენტრმა. ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ჰუმელბეკი, კოპენჰაგენის მახლობლად, დანია) გაიმართა მხატვრის ჩრდილოეთ ევროპაში პირველი პერსონალური გამოფენა. ექსპონირებული იყო ნიკო ფიროსმანაშვილის  დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია).  გამოფენას ოთხი თვის განმავლობაში 250 000 დამთვალიერებელი ეწვია. შემდეგ კი მან გადაინაცვლა ბეიელერის მუზეუმში (ბაზელი, შვეიცარია).

ქართველი მხატვრის  ნამუშევრები ექსპონირებული იყო ბრიუსელში (ბელგია) საერთაშორისო ფესტივალ ევროპალია საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც – ავანგარდი საქართველოში.  1900-1936 (სახვითი ხელოვნების ცენტრი ბოზარი) და საქართველო – შეხვედრების ადგილი (ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი).

Details

Start:
13 თებერვალი 2024 10:00
End:
13 თებერვალი 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.