Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სიმონ-ვაჟა მელიქიშვილი – რეტროსპექტივა

6 თებერვალი 10:00 - 10 მარტი 18:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა 2024 წლის 6 თებერვლიდან 10 მარტამდე წარმოგიდგენთ სიმონ-ვაჟა მელიქიშვილის რეტრეოსპექტულ გამოფენას.

ამ გამოფენაზე  წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, მათი უმეტესობა განუხორციელებელი დარჩა საბჭოთა იდეოლოგიასთან აბსოლუტური შეუსაბამობის გამო. ვაჟა მელიქიშვილის ყველა ნამუშევრისათვის სრულიად უცხოა სოციალისტური რეალიზმისათვის სახასიათო დიდაქტიზმი.  მის შემოქმედებაში ერთ ენაზე ლაპარაკობენ როგორც მეფეები,  ასევე ზღაპრის გმირები.

გამოფენაზე ფოტო და ვიდეომასალის სახითაა წარმოდგენილი ვაჟა მელიქიშვილის მიერ საბჭოთა პერიოდში ქ. სენაკში დადგმული კუბი.  მისი ოფიციალური სახელწოდების –  დიდების კუბის  მიუხედავად,  ავტორი მას ხსოვნის კუბს უწოდებდა. კუბს,  ზომის გარდა,  დიდებასთან არაფერი აკავშირებს და ომს იმ დროისათვის უჩვეულოდ  ტრაგიკულსა და არაჰეროიკულ კონტექსტში განიხილავს.

ვაჟა მელიქიშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. სიცოცხლეში ხელოვანის მხოლოდ ერთი გამოფენა, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე,  2002 წელს გაიმართა ეროვნულ გალერეაში.  მაშინ ექსპონირებული იყო  მისი მხოლოდ რამდენიმე  სკულპტურა. დღევანდელი გამოფენა კი  დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ფართოდ გაეცნოს ხელოვანის  შემოქმედებას,  ქანდაკებასთან ერთად იხილოს  მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც.

Details

Start:
6 თებერვალი 10:00
End:
10 მარტი 18:00

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.