
- This event has passed.
რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან
12 მარტი 11:00 - 10 მაისი 17:00

სიღნაღის მუზეუმი 1947 წელს დაარსდა, 1967 წელს კი მასთან გაიხსნა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა. რეგიონში ამ მნიშვნელოვანი კულტურული სიახლის აღსანიშნად ცნობილმა თუ დამწყებმა ხელოვანებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს თავიანთი სურათები და ქანდაკებები. მათი რიცხვი ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა და დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 400-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ხელოვნების ნიმუში. სახვითი ხელოვნების ფონდის დაარსების დღიდან მუზეუმი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტით წარდგა საზოგადოების წინაშე.
გამოფენა- რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან შესაძლებლობას იძლევა უკვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში ერთად თავმოყრილი ვიხილოთ სხვადასხვა ეპოქის მხატვართა მიერ შექმნილი რჩეული ნამუშევრები – სიღნაღის მუზეუმის საგანძური.