Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ოლეგ ტიმჩენკო : დიაგონალი 13 . საქართველოს ეროვნული გალერეა

18 ნოემბერი 18:00 - 16 დეკემბერი 18:00

ეროვნული გალერეა ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენას უმასპინძლებს.

18 ნოემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა დიაგონალი 13 გაიხსნება.

ოლეგ ტიმჩენკო (1957) 1980 / 90-იანი წლების დასაწყისის ავანგარდულ ჯგუფ X სართულის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია. ე. წ. პერესტროიკის პერიოდში ჯგუფში გაერთიანებულმა არტისტებმა პოსტმოდერნული ხელოვნების გადააზრება და საკუთარ კონტექსტში მისი ასახვა დაიწყეს. აქტუალურსა და პრობლემურ თემებზე არტისტული რეაქციების პარალელურად ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებაში მუდმივად რჩება ისტორიისა და ლიტერატურის თემები, რომანტიკულ-სიმბოლური ხილვები, იუმორით შემოსილი ზღაპრული სერიები. მისი პერსონაჟები ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ კი იმდენად პლაკატურად განზოგადებულია, რომ სიმბოლოს ან რაიმე ნიშანს მოგვაგონებს. „რეალობა ჩანაცვლებულია რეალობის სიმბოლოებით“. ისინი ახალ მნიშვნელობას იძენს და ხდება მხატვრის მიერ შექმნილი ახალი სამყაროს ბინადრები.
დიაგონალი 13 საგამოფენო პროექტია, რომელიც სპეციალურად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის სივრცისთვის შეიქმნა. მთავარი კონცეპტუალური ხაზი ცირკის თემას უკავშირდება. გასული საუკუნეების მონარქთა კარისა თუ ბრჭყვიალა, სინათლით გაცისკროვნებული ჯადოსნური არენის მიღმა ჯუჯებისა და ჯამბაზების ტრაგიკული ბედი სხვადასხვა დროის არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა ველასკესიდან ფელინიმდე. შემოქმედებითი აზროვნების ეს შედევრები არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ბედზე, არამედ, ზოგადად, ჰუმანიზმსა და, იმავდროულად, ადამიანის სისასტიკეზე დაგვაფიქრებს. გამოფენაზე ცირკის თემას მხატვარი მისი შემოქმედებაში უკვე ნაცნობი რამდენიმე სტილისტური სერიის მეშვეობით ასახავს. შედეგად, მხატვრის მიერ ამ გამოფენისთვის შექმნილი ახალი კოლექცია მისი შემოქმედების „სტილისტურ რეტროსპექტივას“ წარმოადგენს.

გამოფენა 18 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაიხსნება და 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალები

დასაწყისი:
18 ნოემბერი 18:00
დასასრული:
16 დეკემბერი 18:00

Organizers

Georgian National Gallery
Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia

ადგილი

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View ადგილი Website

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.