Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში

4 თებერვალი 2023 10:00 - 2 თებერვალი 2024 17:00

 

4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენა განახლებული ექსპოზიციით იხსნება. გამოიფინება მხატვრის 15 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ნამუშევართა უმრავლესობა ბოლო პერიოდის ექსპოზიციებში არ ყოფილა გამოფენილი.

ცვლილება დაკავშირებულია 2023 წელს დაგეგმილ ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებთან. 2023 წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე კი – შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში. გამოფენებისთვის შერჩეულია მხატვრის ორმოცდაათამდე ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

გამოფენა ორგანიზებულია ფონდ ბეილერის და ლუიზიანას მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფონდ InfinitArt-ის დიდი მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი იყო 2018-2019 წლებში, ვენაში (ავსტრია), ალბერტინას მუზეუმში და არლში (საფრანგეთი), ვინსენტ ვან გოგის ფონდში მოწყობილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის „NIKO PIROSMANI: WANDERER BETWEEN WORLDS” ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ბეილერის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ. პროექტი შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციას.

Details

Start:
4 თებერვალი 2023 10:00
End:
2 თებერვალი 17:00
Website:
http://museum.ge

Organizer

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.