Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მამუკა ჯაფარიძის ნატურმორტები – Still Life – After Life

10 აგვისტო 2022 11:00 - 10 ოქტომბერი 2022 18:30

Still Life - After Life - მამუკა ჯაფარიძის ნატურმორტები

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კაფეში, მამუკა ჯაფარიძის წელიწადის დროების მიხედვით შექმნილი სეზონური ნატურმორტების გამოფენა იხსნება, სახელწოდებით Still Life – After Life. წელიწადის ყოველ დროს, მხატვარი ერთი და იგივე ხის მაგიდაზე აწყობს შესაბამისი პერიოდის ხილს, კენკრას, მცენარეებს, ჭურჭელს და მათ ფოტოებს სოციალურ მედიაში აქვეყნებს. მაგიდა უცვლელია. ნატურმორტების ელემენტები კი წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. მხატვრის იდეით, ნატურმორტები დაკავშირებული უნდა იყოს ბუნებასთან და სეზონების მახასიათებელ ფერთა გამას გადმოსცემდეს. ნატურმორტების ფოტოებისა და მზის ამოსვლის LIVE ვიდეობის მეშვეობით, მხატვარი ბუნების ცვალებადობასა და ციკლურობას აკვირდება და, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, ფერებისა და სინათლის ეფემერულობას მყარ მასალაზე აღბეჭდავს. ურბანიზაციისა და გლობალური დათბობის ხანაში, ნატურმორტები ბუნების მიმართ მხატვრის ნოსტალგიურ განწყობას გამოხატავს.

ნატურმორტების ქსოვილზე დაბეჭდილი ფოტოები საქართველოს ეროვნული გალერეის კაფეშია გამოფენილი და მხატვრის მამის, მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძის პირველ რეტროსპექტიულ გამოფენას ემთხვევა.

დეტალები

დასაწყისი:
10 აგვისტო 2022 11:00
დასასრული:
10 ოქტომბერი 2022 18:30

ორგანიზატორი

საქართველოს ეროვნული გალერეა
ტელეფონი:
+ (995 32) 215 73 00

ადგილი

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
ტელეფონი:
+ (995 32) 215 73 00

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.